1. ამორჩევითი აღრიცხვა ხორციელდება ტყის გარკვეულ ტერიტორიაზე.
2. ამორჩევითი აღრიცხვის დროს გამოიყენება სატყეო ტაქსაციის აზომვითი მეთოდი.
3. ამორჩევითი აღრიცხვა ხორციელდება სანიმუშო ფართობის აღებით (დანართ №1-ის შესაბამისად), რომლის ცენტრიც მდებარეობს მეტრული კოორდინატთა ბადის გადაკვეთის (ბადის კვეთის ინტერვალებია 100 მეტრი და ზევით) ადგილებში (ტექნიკური დავალებით განსაზღვრული კვლევის სიზუსტის მიხედვით).
4. სანიმუშო ფართობებისა და სტრატების მონაცემთა შეჯერებით ხორციელდება საკვლევი ობიექტის ტყის მდგომარეობის მახასიათებელი ძირითადი სატაქსაციო მონაცემების განზოგადოება-დაზუსტება.
5. ამოჩევითი აღრიცხვა შეიძლება განხორციელდეს ტექნიკური დავალებით განსაზღვრული სხვადასხვა მეთოდი
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს ტყის აღრიცხვის სისტემის, კატეგორიზაციისა და მონიტორინგის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 16, №427, 25.08.2021, სარეგისტრაციო კოდი 360160000.10.003.022982 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.02.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5247768/muxli-16/