მუხლი 21. ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემის სტრუქტურა
თავი IV — ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემა
1. საქართველოს ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემა წარმოადგენს კომპლექსურ სისტემას, რომელიც აერთიანებს სატყეო სექტორში წარმოქმნილ ყველა სახის ინფორმაციას, რაც წარმოიქმნება სხვადასხვა წყაროებიდან (ტყის აღრიცვა, ტყითსარგებლობა, აღდგენა-გაშენება, სამეცნიერო კვლევები და სხვა).
2. ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემის საფუძველზე შესაბამისმა ორგანომ (სამინისტრო, ტყის მართვის ორგანოები) უნდა უზრუნველყოს ტყის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების, ტყის ეკოლოგიურ და სტრუქტურულ მდგომარეობაზე და მინდინარე ცვლილებებზე რეგულარული მონიტორინგი, ტყის შეფასება, მისი მდგომარეობის დინამიკაზე უწყვეტი დაკვირვება, ტყის ანალიზი და პროგნოზირებ
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს ტყის აღრიცხვის სისტემის, კატეგორიზაციისა და მონიტორინგის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 21, №427, 25.08.2021, სარეგისტრაციო კოდი 360160000.10.003.022982 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.02.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5247768/muxli-21/