სს „აზოტისათვის” ელექტროენერგიის მიწოდების და ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ტარიფების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
18.07.2001 ძალადაკარგული 22.04.2003
ნომერი
№7
სარეგისტრაციო კოდი
300.280.000.14.011.004.872
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 79, 18/07/2001
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული

კომისიის (სემეკ) დადგენილება №7

2001 წლის 18 ივლისი

ქ. თბილისი

 

სს „აზოტისათვის“ ელექტროენერგიის მიწოდების და ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ტარიფების შესახებ

სს „აზოტს“, როგორც სტრატეგიული დანიშნულების ობიექტს, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნის ინდუსტრიული და საექსპორტო შესაძლებლობების გაზრდის, შრომითი რესურსების დასაქმების, აგრარული სექტორის აუცილებელი მინერალური სასუქებით უზრუნველყოფის საქმეში.

სს „აზოტის“ მუშაობისათვის ხელშემწყობი პირობების შექმნის და მიწოდებული ენერგიაშემცველების ღირებულების გარანტირებული ანაზღაურების მიზნით, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის და სს „აზოტის“ განაცხადების საფუძველზე, საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს, კომპანია „იტერას“, საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარს, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიასა და სს „აზოტს“ შორის 2001 წლის 15 მაისის შეთანხმება-ოქმის (შემდგომში „შეთანხმება“) და სახელმწიფოს მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკიდან გამომდინარე, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სემეკი ადგენს:

1. სს „აზოტისათვის“ მიწოდებული ყოველი კვტ.სთ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი განისაზღვროს 2,5 აშშ ცენტის ეკვივალენტით ეროვნულ ვალუტაში (დღგ-ის ჩათვლით) ანგარიშსწორების დღისათვის არსებული კურსით.

2. ამ დადგენილების პირველი პუნქტით სს „აზოტისათვის“ დამტკიცებული სამომხმარებლო ტარიფის განაწილება ელექტროენერგეტიკის შესაბამის ლიცენზიატებს შორის ხორციელდება დადგენილი წესით სემეკის შესაბამისი გადაწყვეტილებით.

3. სს „აზოტისათვის“ კომპანია „სს „საქგაზის“ მიერ მიწოდებული ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების საფასური გაზის ტრანსპორტირების კომპანიისათვის გადახდილი იქნეს ნატურით, ტრანსპორტირებული ბუნებრივი გაზის მოცულობის 10%-ის ოდენობის გაზით, კომპანია „იტერას“ მიერ.

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2002 წლის 4 თებერვლის დადგენილება №1 - სსმ III, №15, 14.02.2002წ., მუხ.106

4. დადგენილება მოქმედებაში შედის გამოქვეყნებისთანავე და ძალაშია 2003 წლის 1 აგვისტომდე.

 

თავმჯდომარე                                                                                                       ელ. ერისთავი.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება „სს „აზოტისათვის” ელექტროენერგიის მიწოდების და ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ტარიფების შესახებ“, №7, 18.07.2001, სარეგისტრაციო კოდი 300.280.000.14.011.004.872 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.02.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/52504-1/