თბილისის ბანკთაშორისი საპროცენტო განაკვეთის (TIBR) ინდექსების გაანგარიშებისა და გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
12.10.2021 ბოლო ცვლილება 22.12.2025
ნომერი
№146/04
სარეგისტრაციო კოდი
220010010.18.011.016595
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/10/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №146/04

2021 წლის 12 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

TIBR ინდექსების გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ

 


მუხლი 1
დამტკიცდეს TIBR ინდექსების გაანგარიშების თანდართული წესი.
მუხლი 2
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე
📎 დანართები (1)
დანართი.docx ⬇

TIBR ინდექსების გაანგარიშების წესი

მუხლი 1. ინდექსების აღწერა

  1. TIBR ვადიანი ინდექსების (TERM RATES) გაანგარიშების წესი (შემდგომში − წესი) აღწერს TIBR ინდექსების გაანგარიშებაში მონაწილე ბანკთაშორისი გარიგებების კრიტერიუმებს, ასევე TIBR ინდექსების გაანგარიშების, გამოქვეყნებისა და სხვა პროცედურულ საკითხებს.

  2. საქართველოს ბანკთაშორის ფულად ბაზარზე მოქმედი ლარის საპროცენტო განაკვეთების საფუძველზე განისაზღვრება საქართველოს ბანკთაშორისი ფულადი ბაზრის TIBR ინდექსები, რომელიც არის ლარის ფულადი ბაზრის საპროცენტო განაკვეთების ამსახველი ინდიკატური მაჩვენებელი და მასში შედის:

ა) თბილისის ბანკთაშორისი საპროცენტო განაკვეთი − TIBR განაკვეთი;

ბ) თბილისის ბანკთაშორისი ვადიანი საპროცენტო განაკვეთი − TIBR ვადიანი განაკვეთი;

გ) თბილისის ბანკთაშორისი საპროცენტო განაკვეთის ნაზარდი ინდექსი − TIBR ნაზარდი ინდექსი.

  1. TIBR განაკვეთი (TIBR) არის საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს შორის (შემდგომში − ბანკთაშორისი) ეროვნული ვალუტით გაცემული ერთდღიანი არაუზრუნველყოფილი სესხების საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი.

  2. TIBR ვადიანი განაკვეთი (Tibr Term Rate) არის TIBR განაკვეთის ისტორიულ მონაცემებზე დაყრდნობით ე.წ. ისტორიული დარიცხვის მეთოდის (Backward Looking Term Rate COMPOUNDING) გამოყენებით დათვლილი განაკვეთი.

  3. TIBR ნაზარდი ინდექსი (Tibr Index) არის დროის გარკვეული პერიოდის შემდეგ რთული პროცენტის დარიცხვის მეთოდით გაანგარიშებული TIBR საპროცენტო განაკვეთის მაჩვენებელი.

მუხლი 2. TIBR განაკვეთის გაანგარიშებაში მონაწილე ბანკთაშორისი გარიგებები

  1. თითოეული საბანკო დღის TIBR განაკვეთის გაანგარიშებაში შედის იმავე საბანკო დღეს დადებული ისეთი ბანკთაშორისი გარიგებები, რომლებიც აკმაყოფილებენ ყველა შემდეგ კრიტერიუმს:

ა) ბანკთაშორისი გარიგებები დადებულია ერთდღიანი სესხის ან/და ერთდღიანი დეპოზიტის ფორმით;

ბ) ბანკთაშორისი გარიგებები დადებულია ეროვნული ვალუტით;

გ) ბანკთაშორისი გარიგებები არ არის უზრუნველყოფილი რაიმე სახის აქტივით;

დ) ბანკთაშორისი გარიგებები დადებულია ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში;

ე) ბანკთაშორისი გარიგებები დადებულია იმავე დღის ანგარიშსწორებით;

ვ) ბანკთაშორისი გარიგებები დადებულია და მისი ანგარიშსწორება გათვალისწინებულია საქართველოს ეროვნული ბანკის დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების (RTGS) სისტემის საოპერაციო საათების განმავლობაში, რომელიც თავის მხრივ განსაზღვრულია ამავე სისტემის წესებით.

  1. TIBR განაკვეთის გაანგარიშებაში არ მონაწილეობს ბანკთაშორისი ე.წ. სადეპოზიტო სვოპ გარიგებები (ორ მხარეს შორის ორი დეპოზიტის ურთიერთგაცვლა ორ ვალუტაში). სადეპოზიტო სვოპ გარიგების დაზუსტების მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ბანკი (შემდგომში − ეროვნული ბანკი) კომერციული ბანკის ხაზინის სამსახურიდან გამოითხოვს დამატებით ინფორმაციას.

მუხლი 3. TIBR განაკვეთის გაანგარიშება

  1. ყოველ საბანკო დღეს ეროვნული ბანკი ბლუმბერგის სისტემის FXTB<GO> გვერდიდან იღებს მიმდინარე საბანკო დღის განმავლობაში დადებულ ბანკთაშორის გარიგებებს.

  2. მიღებული ბანკთაშორისი გარიგებებიდან TIBR განაკვეთის გაანგარიშების მიზნისათვის მხედველობაში მიიღება მხოლოდ ამ წესის მე-2 მუხლის მოთხოვნების შესაბამისი გარიგებები.

  3. TIBR განაკვეთის გაანგარიშებაში მონაწილე ბანკთაშორისი გარიგებებიდან ეროვნული ბანკი ახდენს TIBR განაკვეთის გაანგარიშებას შემდეგნაირად:

ა) მიმდინარე საბანკო დღეს განხორციელებული გარიგებების თანმიმდევრობა განისაზღვრება ბანკთაშორის გარიგებაში ასახული საპროცენტო განაკვეთების ზრდის მიხედვით;

ბ) საპროცენტო განაკვეთების ზრდის მიხედვით დალაგებული ბანკთაშორისი გარიგებების საერთო რაოდენობას აკლდება ზედა 15%-ის და ქვედა 15%-ის შესაბამისი რაოდენობის ბანკთაშორისი გარიგებები, რომლებიც არ იღებენ მონაწილეობას TIBR განაკვეთის გაანგარიშებაში. თუ გარიგებების საერთო რაოდენობის 15% არ არის მთლიანი ციფრი, მაშინ ხდება მიღებული რაოდენობის დამრგვალება უახლოეს მთელ მაჩვენებლამდე;

გ) TIBR განაკვეთის გაანგარიშება ხდება დარჩენილი გარიგებების საშუალო შეწონილი მაჩვენებლით;

დ) საშუალო შეწონილი პროცენტი გაიანგარიშება შემდეგი ფორმულით:

სადაც:

Vi − არის დადებული გარიგების მოცულობა;

Ri − არის მოცემულ გარიგებაზე დაფიქსირებულ წლიურ საპრცენტო განაკვეთი;

V=∑V − არის დღის განმავლობაში დადებული გარიგებების მთლიანი მოცულობა.

ე) გაანგარიშებული TIBR განაკვეთი იქნება წლიური საპროცენტო განაკვეთი (ACT/365 კონვენციით) მძიმის შემდეგ ორი ციფრის სიზუსტით.

მუხლი 4. TIBR ვადიანი განაკვეთის გაანგარიშება

TIBR ვადიანი განაკვეთის გაანგარიშება ხდება შემდეგი ფორმულით:

სადაც:

d − არის კალენდარული დღეების რაოდენობა შესაბამის საპროცენტო პერიოდში;

d0 − არის საბანკო დღეების რაოდენობა შესაბამის საპროცენტო პერიოდში;

i − არის მთლიანი რიცხვები ერთიდან d0-მდე, რომელთაგანაც თითოეული არის შესაბამისი საბანკო დღეები ქრონოლოგიურად შესაბამისი საპროცენტო პერიოდის პირველი დღიდან და მის ჩათვლით;

ni − ნებისმიერი ”i” დღისთვის ნიშნავს კალენდარული დღეების რაოდენობას ასეთი ”i” დღიდან და მისი ჩათვლით შემდგომ საბანკო დღემდე.

მუხლი 5. TIBR ნაზარდი ინდექსის და TIBR ნაზარდი საპროცენტო განაკვეთის გაანგარიშება

  1. TIBR ნაზარდი ინდექსის გაანგარიშება ხდება TIBR განაკვეთის საფუძველზე.

  2. TIBR ნაზარდი ინდექსი არის დროის გარკვეული პერიოდის შემდეგ რთული პროცენტის დარიცხვის მეთოდით გაანგარიშებული TIBR განაკვეთის მაჩვენებელი, რომლის საწყისი მაჩვენებელი არის 100. საწყის მაჩვენებლად აღებულია TIBR განაკვეთი 2018 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით, როდესაც ეროვნულმა ბანკმა დაიწყო განახლებული TIBR განაკვეთის გამოქვეყნება.

  3. TIBR ნაზარდი ინდექსი ასახავს თითოეულ სამუშაო დღეზე რთული პროცენტის დარიცხვის გავლენას TIBR განაკვეთზე და საშუალებას იძლევა გარკვეულ პერიოდზე სტანდარტულად და მარტივად იქნას გამოთვლილი TIBR განაკვეთზე რთული პროცენტის დარიცხვის შედეგი.

  4. TIBR ნაზარდი ინდექსი გამოითვლება შემდეგი ფორმულით:

სადაც:

TIBR CI i არის TIBR ნაზარდი ინდექსი i სამუშაო დღისათვის, გამოქვეყნებული i სამუშაო დღეს, მძიმის შემდეგ რვა ციფრის სიზუსტით;

TIBR CI i-1 არის TIBR ნაზარდი ინდექსი i − 1 სამუშაო დღისათვის, გამოქვეყნებული i-1 სამუშაო დღეს, მძიმის შემდეგ რვა ციფრის სიზუსტით;

TIBR i-1 არის TIBR განაკვეთი I − 1 სამუშაო დღისთვის და გამოქვეყნებული i სამუშაო დღეს;

di-1 არის კალენდარული დღეების რაოდენობა i − 1 სამუშაო დღიდან i სამუშაო დღემდე, რომლის განმავლობაშიც ვრცელდება TIBRi-1.

  1. ნებისმიერი საანგარიშო პერიოდის TIBR ნაზარდი საპროცენტო განაკვეთი შეიძლება გაანგარიშებულ იქნეს ამ პერიოდის საწყის და ბოლო თარიღებზე TIBR ნაზარდი ინდექსის მნიშვნელობების გამოყენებით შემდეგი ფორმულით:

სადაც:

TIBR CR Period არის საანგარიშო პერიოდის TIBR ნაზარდი საპროცენტო განაკვეთი, მძიმის შემდეგ ოთხი ციფრის სიზუსტით;

TIBR CI End date არის საანგარიშო პერიოდის ბოლო დღის TIBR ნაზარდი ინდექსი;

TIBR CI Start date არის საანგარიშო პერიოდის საწყისი დღის TIBR ნაზარდი ინდექსი;

T არის დღეების რაოდენობა საანგარიშო პერიოდში.

მუხლი 6. TIBR განაკვეთის გაანგარიშების სარეზერვო გეგმა

  1. თუ საანგარიშო დღის განმავლობაში TIBR განაკვეთის გაანგარიშებაში მონაწილე გარიგებების საერთო რაოდენობა 5-ზე ნაკლებია ან/და დაშვებული გარიგებების მთლიანი მოცულობა 20 მილიონ ლარზე ნაკლებია, TIBR განაკვეთის გაანგარიშებას ეროვნული ბანკი ახორციელებს სარეზერვო გეგმის მიხედვით.

  2. პირველი სარეზერვო გეგმის შესაბამისად, TIBR განაკვეთი გაიანგარიშება ბლუმბერგის სისტემაში გამოქვეყნებული კომერციული ბანკების სესხების BID/ASK საპროცენტო განაკვეთებიდან შემდეგნაირად:

ა) მხედველობაში მიიღება კომერციული ბანკების მიერ ბლუმბერგის სისტემის GEDR1T Crncy <GO> გვერდზე იმავე დღის 17:00 საათიდან 18:00 საათამდე განახლებული ბანკთაშორის სესხების BID/ASK საპროცენტო განაკვეთები;

ბ) ყველა BID განაკვეთის თანმიმდევრობა განისაზღვრება საპროცენტო განაკვეთების ზრდის მიხედვით, რომელთაგან 2 უმცირესი და 2 უდიდესი საპროცენტო განაკვეთი არ მიიღება მხედველობაში, ხოლო დარჩენილი საპროცენტო განაკვეთებიდან გაიანგარიშება საშუალო განაკვეთი და ჩაითვლება როგორც საშუალო BID განაკვეთი;

გ) ყველა ASK განაკვეთის თანმიმდევრობა განისაზღვრება საპროცენტო განაკვეთების ზრდის მიხედვით, რომელთაგან 2 უმცირესი და 2 უდიდესი საპროცენტო განაკვეთი არ მიიღება მხედველობაში, ხოლო დარჩენილი განაკვეთებიდან გაიანგარიშება საშუალო განაკვეთი და ჩაითვლება როგორც საშუალო ASK განაკვეთი;

დ) საშუალო BID განაკვეთიდან და საშუალო ASK განაკვეთიდან გაიანგარიშება არითმეტიკული საშუალო მონაცემი, რომელიც არის საანგარიშო დღის TIBR განაკვეთი და ხდება მისი გამოქვეყნდება.

  1. თუ ბლუმბერგის სისტემის GEDR1T Crncy <GO> გვერდზე საანგარიშო დღის 17:00 საათიდან 18:00 საათამდე განახლებული ბანკთაშორისი სესხების BID/ASK განაკვეთების რაოდენობა იქნება 5-ზე ნაკლები, მაშინ ეროვნული ბანკი იყენებს მეორე სარეზერვო გეგმას.

  2. მეორე სარეზერვო გეგმის მიხედვით, TIBR განაკვეთი გაიანგარიშება, როგორც ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს დამატებული წინა სამი საანგარიშო დღის TIBR განაკვეთის ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთთან სხვაობის საშუალო განაკვეთი.

მუხლი 7. TIBR ინდექსების გამოქვეყნება

  1. ყოველ საბანკო დღეს, არაუგვიანეს დღის 9:00 საათისა, ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს:

ა) გაანგარიშებული წინა საბანკო დღის TIBR ინდექსების გამოქვეყნებას ბლუმბერგის სისტემაში NBGB<GO> გვერდზე, რომელიც ხელმისაწვდომია ბლუმბერგის სისტემის ტერმინალის ყველა მომხმარებლისთვის;

ბ) გაანგარიშებული წინა საბანკო დღის TIBR ინდექსების გამოქვეყნებას ეროვნული ბანკის ვებგვერდზე.

  1. გამოქვეყნების შემდეგ TIBR ინდექსები საბოლოოა და მასში ცვლილების შეტანა არ ხორციელდება.

  2. განსაკუთრებულ შემთხვევებში, თუ TIBR ინდექსების გაანგარიშებაში აღმოჩნდა ისეთი შეცდომა, რომლის მიხედვით გაანგარიშებული და გამოქვეყნებული TIBR ინდექსების ხელახლა დათვლილი მონაცემი 0,03 პროცენტული პუნქტით განსახვავდება გამოქვეყნებულ TIBR ინდექსების მონაცემებისგან, ეროვნული ბანკი იმავე დღეს ახდენს TIBR ინდექსების გასწორებას და ხელახლა გამოქვეყნებას. ასეთ შემთხვევაში, გასწორებული TIBR ინდექსები ქვეყნდება მხოლოდ ერთხელ, არაუგვიანეს მომდევნო საბანკო დღის 10:00 საათამდე „კორექტირებული“ სტატუსის აღნიშვნით.

  3. თუ TIBR ინდექსების გამოთვლა შეუძლებელია ტექნიკური ხარვეზის არსებობის გამო, შესაძლებელია TIBR ინდექსების გაანგარიშება და გამოქვეყნება განხორციელდეს არაუგვიანეს მომდევნო საბანკო დღის 10:00 საათამდე.

მუხლი 8. TIBR ინდექსების აუდიტი და გაანგარიშების წესის ცვლილება

  1. წელიწადში ერთხელ ეროვნული ბანკის შიდა აუდიტის სამსახური ამოწმებს TIBR ინდექსების გაანგარიშებისა და გამოქვეყნების პროცესის სისწორეს მის მიერ განსაზღვრული მეთოდოლოგიით.

  2. ეროვნული ბანკი წელიწადში ერთხელ ახორციელებს TIBR ინდექსების გაანგარიშების წესის შედარებას და ანალიზს ბაზრის არსებულ კონიუნქტურასთან.

  3. თუ ეროვნული ბანკი გადაწყვეტს, რომ არსებული წესი ვეღარ აკმაყოფილებს ან/და აღარ შეესაბამება ბაზრის რეალობასა და ბაზრის მოთხოვნებს, მაშინ ეროვნული ბანკი ახორციელებს არსებული წესის ცვლილებას ბანკთაშორისი ბაზრის სხვა მონაწილეებთან კონსულტაციების ჩატარების შემდგომ.

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „თბილისის ბანკთაშორისი საპროცენტო განაკვეთის (TIBR) ინდექსების გაანგარიშებისა და გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ“?
დიახ, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „თბილისის ბანკთაშორისი საპროცენტო განაკვეთის (TIBR) ინდექსების გაანგარიშებისა და გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.12.2025.
როდის იქნა მიღებული „თბილისის ბანკთაშორისი საპროცენტო განაკვეთის (TIBR) ინდექსების გაანგარიშებისა და გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ“?
„თბილისის ბანკთაშორისი საპროცენტო განაკვეთის (TIBR) ინდექსების გაანგარიშებისა და გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 12.10.2021. მიმღები ორგანო — საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №146/04. სარეგისტრაციო კოდი — 220010010.18.011.016595.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „თბილისის ბანკთაშორისი საპროცენტო განაკვეთის (TIBR) ინდექსების გაანგარიშებისა და გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.12.2025.
რამდენი მუხლისგან შედგება „თბილისის ბანკთაშორისი საპროცენტო განაკვეთის (TIBR) ინდექსების გაანგარიშებისა და გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „თბილისის ბანკთაშორისი საპროცენტო განაკვეთის (TIBR) ინდექსების გაანგარიშებისა და გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „თბილისის ბანკთაშორისი საპროცენტო განაკვეთის (TIBR) ინდექსების გაანგარიშებისა და გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.12.2025 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „თბილისის ბანკთაშორისი საპროცენტო განაკვეთის (TIBR) ინდექსების გაანგარიშებისა და გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ“, №146/04, 12.10.2021, სარეგისტრაციო კოდი 220010010.18.011.016595 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5268233/

ოფიციალური ტექსტი — matsne.gov.ge , კონსოლიდირებული რედაქცია 22.12.2025. პრაქტიკა, ისტორია და სხვა ბლოკები შედგენილია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას. როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება