“საქართველოს სოფლის მეურნეობის და სურსათის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის დებულების და მისი სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (4)
შემდგომი ცვლილებები (2)
წინა ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 400.010.010.11.113.004.954
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის
ბრძანება №2-136ა
2001 წლის 24 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის დებულების და მისი სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე
„აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონისა და „სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს დებულების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის №670 ბრძანებულების მე-10 თავის 43-ე პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტისა და მისი ტერიტორიული (სისტემური) სტრუქტურული ერთეულების თანდართული ტიპური დებულ ება (დანართი №1; დანართი №2).
2. სამინისტროს აპარატმა (გ. კერძევაძე) უზრუნველყოს „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ბრძანების ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაცია.
3. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის დეპარტამენტის დებულების შესახებ” საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 1998 წლის 11 თებერვლის №2-75 ბრძანება.
4. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე განახორციელოს მინისტრის მოადგილემ დ. შერვაშიძემ.
5. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. კირვალიძე
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2001 წლის 12 ნოემბრის ბრძანება №2-183-სსმIII, №121, 14.11.2001წ.; მუხ.879
2. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2002 წლის 7 ოქტომბრის ბრძანება №2-183-სსმIII, №101, 11.10.2002წ.; მუხ.877
დანართი №1
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების-სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1
1. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება და ფუნქციონირებს როგორც მისი დამოუკიდებელი სტრუქტურული ქვედანაყოფი.
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „მიწების მელიორაციის შესახებ“ და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებებით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, შეთანხმებებით, ამ დებულებით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით.
მუხლი 2
1. დეპარტამენტს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშსწორების ანგარიში და სპეცანგარიშები ხაზინაში, ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და სახელწოდებით: საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი.
2. დეპარტამენტის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. თბილისი, მაჩაბლის ქუჩა №8.
3. დეპარტამენტი მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია და პასუხისმგებელია სამინისტროს წინაშე.
მუხლი 3
1. დეპარტამენტის დაფინანსების წყაროებია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი, ასევე კანონით ან პრეზიდენტის ბრძანებულებით გათვალისწინებული და ნებადართული სხვა არასაბიუჯეტო შემოსავლები.
2. დეპარტამენტის ქონებას შეადგენს მის სარგებლობაში უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული და შეძენილი ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა ფინანსური რესურსები, რომლებიც აისახება დეპარტამენტის ბალანსზე.
თავი II. დეპარტამენტის ამოცანები
მუხლი 4
საქართველოს აგრარული პოლიტიკის კონცეფციით გათვალისწინებული სურსათით ქვეყნის საიმედო უზრუნელყოფის და საექსპორტო სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ზრდის მისაღწევად, დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
დეპარტამენტის სისტემაში რეფორმის განხორციელების დაჩქარება;
ბ) სამელიორაციო და საძოვრების გაწყლოვანების სისტემებზე ერთიანი ტექნიკური პოლიტიკის განხორციელება, მეცნიერულ-ტექნიკური უზრუნველყოფა, ნორმების, წესების დამუშავება და სამინისტროს მიერ დამტკიცების შემდეგ, მათი რეალიზაცია და კონტროლი;
გ) სახელმწიფო დანიშნულების სამელიორაციო, საძოვრების გაწყლოვანების სისტემების და დამოუკიდებელი რთული ჰიდროტექნიკური ნაგებობების ეფექტური ფუნქციონირება და მართვა-რეგულირება;
დ) ფასიანი წყალსარგებლობის და წყლის მართვისა და კონტროლის სრულყოფილი სისტემის დანერგვის ხელშეწყობა;
ე) სამელიორაციო ასოციაციების ჩამოყალიბებაში ხელშეწყობა, უფასო კონსულტაციების გაწევა და ზედამხედელობა ტექნიკურ საკითხებში;
ვ) მსოფლიო ბანკის, საინვესტიციო პროგრამების და პროექტების განხილვა-განხორციელების საქმეში აქტიური მონაწილეობა.
თავი III. დეპარტამენტის ფუნქციები და უფლებამოსილებანი
მუხლი 5
დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში (დარგთან მიმართებაში) სახელმწიფო პროგრამების, მინისტრის ბრძანებების, დარგთან დაკავშირებული შესაბამისი სამართლებრივი აქტების, ინდიკატური და ყოველწლიური გეგმების პროექტების მომზადება და სამინისტროში განსახილველად წარდგენა, მიღებულ გადაწყვეტილებათა განხორციელება;
ბ) სახელმწიფო დანიშნულების სამელიორაციო, საძოვრების გაწყლოვანების სისტემების და დამოუკიდებელი რთული ჰიდროტექნიკური ნაგებობების რეაბილიტაცია, ტექნიკური გამართვა, მოვლა-შენახვა და ექსპლუატაციის სახელმწიფო მართვა. ამ სფეროში ორგანიზაციული და ტექნიკურ- ეკონომიკური ღონისძიებების განხორციელება;
გ) სახელმწიფო დანიშნულების საირიგაციო წყალსაცავების ექსპლუატაცია, მათი ტექნიკური მდგომარეობის და კეთილმოწყობის უზრუნველმყოფ ღონისძიებათა ორგანიზაცია, კოორდინაცია და მართვა-რეგულირება;
დ) სარწყავი, ორმხრივი რეგულირების და საძოვრების გაწყლოვანების სისტემებით წყლის მოხმარების ლიმიტების განსაზღვრა, განაწილება და მართვა-რეგულირება;
ე) სახელმწიფო დანიშნულების სარწყავი, დამშრობი და საძოვრების გაწყლოვანების სისტემებით პირველ რიგში სამელიორაციო ასოციაციების, აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო პროფილის ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის კანონმდებლობის შესაბამისად სამელიორაციო მომსახურება (წყლის მიწოდება, ჭარბი წყლების მოცილება);
ვ) სახელმწიფო დანიშნულების სარწყავი და საძოვრების გაწყლოვანების სისტემების, აგრეთვე ირიგაციული დანიშნულების წყალსაცავების მეორეულ სარგებლობაზე (ჰესები, წისქვილები, სამრეწველო და საყოფაცხოვრებო დანიშნულების ობიექტები, თევზის, წყლის სხვა ცხოველების და მცენარეთა მოპოვება ან გამომუშავება და სხვა) ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის კანონმდებლობის შესაბამისად მომსახურება;
ზ) სახელმწიფო დანიშნულების სამელიორაციო, საძოვრების გაწყლოვანების სისტემების და დამოუკიდებელი რთული ჰიდროტექნიკური ნაგებობების დასაცავად ეროზიის, მეწყერის, ღვარცოფის, წყალმოვარდნის და წყალდიდობის საწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარება და ნაგებობების ექსპლუატაციის რეგულირება;
თ) მელიორირებული მიწების დამლაშებაზე, ბიცობიანობაზე, მჟავიანობაზე, დაჭაობებაზე, გრუნტის წყლების დინამიკაზე და სხვა ჰიდროტექნიკურ-სამელიორაციო მახასიათებლებზე რეჟიმული დაკვირვე-ბების ჩატარება და მიწის კადასტრის ერთიან სისტემაში მელიორირებული მიწების კადასტრის შემუშავება, ჰიდროგეოლოგიურ-მელიორაციული და ტექნიკური მონაცემებით სათანადო ორგანოების ინფორმირება;
ი) სამელიორაციო, საძოვრების გაწყლოვანების სისტემების და დამოუკიდებელი ჰიდროტექნიკური ნაგებობების ძირითადი ფონდის პასპორტიზაციის, ინვენტარიზაციის და მონიტორინგის განხორციელება;
კ) სამელიორაციო ასოციაციების რეგისტრაციის მასალების სისტემატიზაციის მიზნით წესდების, მომსახურების ტერიტორიის რუკის, მიწის მფლობელთა რაოდენობის, დაკავებული მიწის ფართობის, სამელიორაციო ფონდის პასპორტიზაციის და საბალანსო ღირებულების ოდენობის აღრიცხვა სამინისტროს რაიონული (საქალაქო) სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველოებთან ერთად.
მუხლი 6
დეპარტამენტი უფლებამოსილია:
ა) მოამზადოს და სამინისტროს წარუდგინოს არგუმენტირებული წინადადებები დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ;
ბ) სახელმწიფო და ადგილობრივი ინტერესებიდან გამომდინარე, წყალსარგებლობაზე და სამელიორაციო მომსახურებაზე მომხმარებელთა (წყალმოსარგებლეთა) მოთხოვნების გათვალისწინებით დაგეგმოს თავისი საქმიანობა და თავისი კომპეტენციის ფარგლებში განსაზღვროს დარგის განვითარების პერსპექტივები;
გ) სამელიორაციო, საძოვრების გაწყლოვანების სისტემების და ჰიდროტექნიკური ნაგებობების ტექნიკური გამართვის სამუშაოების და მომსახურების განსახორციელებლად კანონით დადგენილი წესით შექმნას სატენდერო კომისია და უზრუნველყოს ტენდერების ჩაატარება, ჩაატაროს სამელიორაციო ექსპერტიზა, შესაბამის ორგანიზაციებთან გააფორმოს ხელშეკრულებები და ორგანიზაცია გაუწიოს შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადების საქმეს;
დ) სახელმწიფო დანიშნულების დრენაჟის სისტემებით დაშრობილი მიწებიდან ჭარბი წყლების მოცილების, ირიგაციის, საძოვრების გაწყლოვანების სისტემებით, წყალსაცავებით და დამოუკიდებელი რთული ჰიდროტექნიკური ნაგებობებით სარწყავად მიწოდებული წყლის, აგრეთვე მეორეული გამოყენების (ჰესები, წისქვილები, სამრეწველო და საყოფაცხოვრებო დანიშნულების ობიექტები, თევზის, წყლის სხვა ცხოველების და მცენარეთა მოპოვება ან გამომუშავება და სხვა) მომსახურების დადგენილი პირობების შეუსრულებლობისათვის იღებს სათანადო ზომებს;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის სისტემაში წარმართოს საკადრო პოლიტიკა. ორგანიზაცია გაუწიოს კადრების მომზადების, გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლების საქმეს. კანონით დადგენილი წესით მიავლინოს სპეციალისტები კონფერენციებში, სემინარებში და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად;
ვ) განახორციელოს თანამშრომელთა წახალისება (საყოფაცხორებო და სოციალური პირობების გაუმჯობესება), დარგის მატერიალურ-ტექნიკური განმტკიცების ღონისძიებები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ზ) მოითხოვოს და მიიღოს ხელისუფლების ორგანოების, იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან თავისი საქმიანობისათვის აუცილებელი კანონმდებლობით ნებადართული ინფორმაცია.
თავი IV. მართვა და წარმომადგენლობა
მუხლი 7
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი.
2. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს ორი მოადგილე, რომელთაც დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი. ფუნქციებს თავმჯდომარის მოადგილეებს შორის ანაწილებს დეპარტამენტის თავმჯდომარე.
3. დარგის აქტუალურ საკითხებზე კოლექტიური გადაწყვეტილებების მისაღებად დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით საქართველოს სოფლის მეურნეობის და სურსათის მინისტრი ქმნის დეპარტამენტის სათათბირო კოლეგიურ ორგანო – საბჭოს და ამტკიცებს მის შემადგენლობას.
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2001 წლის 12 ნოემბრის ბრძანება №2-183-სსმIII, №121, 14.11.2001წ.; მუხ.879
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2002 წლის 7 ოქტომბრის ბრძანება №2-183-სსმIII, №101, 11.10.2002წ.; მუხ.877
მუხლი 8
1. დეპარტამენტის თავმჯდომარე:
ა) ამ დებულების ფარგლებში მოქმედებს დამოუკიდებლად და საქმიანობას წარმართავს ერთპიროვნულად, აგრეთვე დადგენილი წესით, მინდობილობის გარეშე მოქმედებს დეპარტამენტის სახელით, ეკისრება მისი წარმომადგენლობა და პასუხს აგებს საქმიანობის სწორად წარმართვაზე;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების მოხელეებს შორის;
გ) სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ „საქართველოს კანონით დეპარტამენტისათვის დამტკიცებული ხარჯების ფარგლებში წარუდგენს სამინისტროს დასამტკიცებლად ცენტრალური აპარატის და სტრუქტურული ერთეულების ხარჯთა ნუსხას. კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგენს წინადადებას სტრუქტურული ერთეულებისათვის ხაზინაში ანგარიშსწორების ანგარიშებისა და სპეცსახსრების ანგარიშების გასახსნელად, ახორციელებს საქმიანობას მათთვის ფულადი და სხვა სახსრების გაცემის და შესრულების კონტროლის უზრუნველსაყოფად. იძლევა (საჭიროების შემთხვევაში) მითითებებს საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ) სამინისტროს მიერ დამტკიცებული საშტატო პერსონალის საერთო რიცხოვნობისა და ხარჯთა ნუსხის ფარგლებში განსაზღვრავს და ამტკიცებს (შეაქვს ცვლილებები) ცენტრალური აპარატისა და სტრუქტურული ერთეულების საშტატო განრიგს მრავალკრიტერული მონაცემების (მომსახურებაში არსებული მელიორირებული ფართობი, მიწების მელიორაციული მდგომარეობა, სისტემების და ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობა და ექსპლუატაციის სირთულე, შესასრულებელი სამუშაოების მოცულობა, რწყვის ჯერადობა და სხვა) საფუძველზე;
ე) კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეებს და სტრუქტურული ერთეულების უფროსებს. ითანხმებს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წარდგინებით მთავარი ინჟინრის და მთავარი ბუღალტრის კანდიდატურებს;
ვ) სამინისტროს წარუდგენს არგუმენტირებულ წინადადებებს გადაწყვეტილების მისაღებად დეპარტამენტის ცალკეული სტრუქტურული ქვედანაყოფების რეორგანიზაციისა და ახალი სტრუქტურული ქვედანაყოფების შექმნის შესახებ;
ზ) პასუხისმგებელია დეპარტამენტის ბალანსზე რიცხულ სახელმწიფო ქონებაზე;
თ) გამოსცემს ინდივიდუალური ხასიათის სამართლებრივ აქტებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის, სტრუქტურული ერთეულების ყველა თანამშრომლისათვის;
ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში კანონის შესაბამისად დებს გარიგებებს, გასცემს მინდობილობებს;
კ) სამინისტროს მეშვეობით შესაბამის სამთავრობო დაწესებულებებთან ათანხმებს გადაწყვეტილებას დეპარტამენტის გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ ისეთ საკითხებზე, რომლებიც ეხება აგრეთვე სხვა სამინისტროების ან სამთავრობო დაწესებულებების გამგებლობის სფეროს;
ლ) სარგებლობს დეპარტამენტის საქმიანობისათვის საჭირო საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.
2. დეპარტამენტის თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის წინაშე.
თავი V. დეპარტამენტის სტრუქტურა
მუხლი 9
დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფია:
| ა) | სამელიორაციო სისტემების ექსპლუატაციის და წყლის მართვის სამმართველო; |
| ბ) | კონტრაქტების და შესყიდვების სამმართველო; |
| გ) | მექანიზაციის და ელექტროტექნიკური მოწყობილობების მომსახურების სამმართველო; |
| დ) | რეფორმის, ინფორმატიკისა და საქმეთა მართველობის სამმართველო; |
| ე) | საფინანსო-ეკონომიკური სამმართველო; |
| ვ) | ცენტრალური ბუღალტერია. |
2. დეპარტამენტის სისტემაში შემავალი ტერიტორიული (სისტემური) სტრუქტურული ერთეულებია:
| ა) | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამელიორაციო სისტემების სამმართველო; |
| ბ) | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამელიორაციო სისტემების სამმართველო, ქ. ბათუმი; |
| გ) | ადიგენის სამელიორაციო სისტემების სამმართველო, ქ. ადიგენი; |
| დ) | ბოლნისის სამელიორაციო სისტემების სამმართველო, ქ. ბოლნისი; |
| ე) | გარდაბნის სარწყავი სისტემების სამმართველო, ქ. გარდაბანი; |
| ვ) | დედოფლისწყაროს სამელიორაციო სისტემების სამმართველო, ქ. დედოფლისწყარო; |
| ზ) | დუშეთის სამელიორაციო სისტემების სამმართველო, ქ. მცხეთა; |
| თ) | ზემო ალაზანი–ნაურდლის სარწყავი სისტემების სამმართველო, ქ. თელავი; |
| ი) | ზემო სამგორი – უდაბნოს სარწყავი სისტემების სამმართველო, ქ. თბილისი; |
| კ) | ზესტაფონის სამელიორაციო სისტემების სამმართველო, ქ. ზესტაფონი; |
| ლ) | თბილისის წყალსაცავის სამმართველო, ქ. თბილისი; |
| მ) | კასპის სამელიორაციო სისტემების სამმართველო, ქ. კასპი; |
| ნ) | კეხვი-ვანათის სარწყავი სისტემების სამმართველო, გორის რაიონი, სოფელი ტირძნისი; |
| ო) | კოლხეთის ნაპირდამცავი ნაგებობათა სამმართველო, ქ. ფოთი; |
| პ) | ლაგოდეხის სამელიორაციო სისტემების სამმართველო, ქ. ლაგოდეხი; |
| ჟ) | მარნეულის სამელიორაციო სისტემების სამმართველო, ქ. მარნეული; |
| რ) | მესხეთის სამელიორაციო სისტემების სამმართველო, ქ. ახალციხე; |
| ს) | მცხეთის სამელიორაციო სისტემების სამმართველო, ქ. მცხეთა; |
| ტ) | რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის ნაპირდამცავ ნაგებობათა სამმართველო, ქ. ამბროლაური; |
| უ) | სამტრედიის სამელიორაციო სისტემების სამმართველო, ქ. სამტრედია; |
| ფ) | საძოვრების გაწყლოვანების სისტემების სარაიონთაშორისო სამმართველო, ქ. თბილისი; |
| ქ) | სიღნაღის სამელიორაციო სისტემების სამმართველო, ქ. წნორი; |
| ღ) | სიონის წყალსაცავის სამმართველო, ქ. თბილისი; |
| ყ) | ტაშისკარის სარწყავი სისტემის სამმართველო, ქ. ხაშური; |
| შ) | ტირიფონი-სალთვისის სარწყავი სისტემების სამმართველო, ქ. გორი; |
| ჩ) | ფონიჭალა-თელეთის და ტბისი-კუმისის სარწყავი სისტემის სამმართველო, ქ. თბილისი, ფონიჭალის დასახლება |
| ც) | ქარელის სამელიორაციო სისტემების სამმართველო, ქ. ქარელი; |
| ძ) | ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის სამმართველო, ქ. გურჯაანი; |
| წ) | ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის სამმართველო, ქ. საგარეჯო; |
| ჭ) | ქობულეთის სამელიორაციო სისტემების სამმართველო, ქ. ქობულეთი; |
| ხ) | ყვარლის სამელიორაციო სისტემების სამმართველო, ქ. ყვარელი; |
| ჯ) | წყალტუბო-ბაღდათის სამელიორაციო სისტემების სამმართველო, ქ. ქუთაისი; |
| ჰ) | ხონის სამელიორაციო სისტემების სამმართველო, ქ. ხონი; |
| ჰ1 | ჯავახეთის სამელიორაციო სისტემების სამმართველო, ქ. ახალქალაქი; |
| ჰ2 | ჰიდროგეოლოგიურ-მელიორაციული ექსპედიცია, ქ. თბილისი; |
| ჰ3 | რიონი-ჭოლოქის მასივის დამშრობი სისტემების სამმართველო, ქ. ლანჩხუთი; |
| ჰ4 | რიონი-ჭურიის მასივის დამშრობი სისტემების სამმართველო, ქ. ხობი; |
| ჰ5 | ენგური-ოჩხომურის მასივის დამშრობი სისტემების სამმართველო, ქ. ზუგდიდი; |
| ჰ6 | ცხენისწყალი-ცივის მასივის დამშრობი სისტემების სამმართველო, ქ. სენაკი; |
| ჰ7 | სპეციალური საინვესტიციო პროექტების ბიურო, ქ. თბილისი; |
თავი VI. რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
მუხლი 10
დეპარტამენტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი VII. დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი
მუხლი 11
დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებები და დამატებები შედის საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის ბრძანებით.
დანართი №2
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ტერიტორიული (სისტემური) სტრუქტურული ერთეულების ტიპური
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1
1. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) ტერიტორიული (სისტემური) სტრუქტურული ერთეულები (შემდგომში – დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები) თავის საქმიანობას ახორციელებენ „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონისა “საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს დებულების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის №670 ბრძანებულების, სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის დებულებისა და ამ დებულების შესაბამისად.
2. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობენ საქართველოს კანონებით, პრეზიდენტის ბრძანებულებებით, სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებებით და დეპარტამენტის თავმჯდომარის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტებით, ამ დებულებით, დარგობრივი ინსტრუქციებით, ნორმებით, წესებით და სხვა სამართლებრივი აქტებით.
3. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები მათთვის დაკისრებული ამოცანების და ფუნქცია-მოვალეობების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულნი არიან დეპარტამენტის თავმჯდომარის წინაშე.
4. დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულებს აქვთ ბალანსი, ანაგარიშსწორების ანგარიში და სპეცანგარიშები ხაზინაში, ხარჯთა ნუსხა და ბეჭედი სახელწოდებით: სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეული . . . . .
5. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულის . . . . . . . . . იურიდიული მისამართია: საქართველო, . . . . . . .
თავი II. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების ამოცანები
მუხლი 2
1. საქართველოს აგრარული პოლიტიკის კონცეფციით გათვალისწინებული სურსათით ქვეყნის საიმედო უზრუნელყოფის და საექსპორტო სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ზრდის მისაღწევად, დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ამოცანებია თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე:
ა) დეპარტამენტის სისტემაში მიმდინარე რეფორმის განხორციელების დაჩქარება;
ბ) სამელიორაციო და საძოვრების გაწყლოვანების სისტემებზე ერთიანი ტექნიკური პოლიტიკის განხორციელება, ნორმების, წესების დაცვა და კონტროლი;
გ) ბალანსზე არსებული სახელმწიფო დანიშნულების სამელიორაციო, საძოვრების გაწყლოვანების სისტემების და დამოუკიდებელი რთული ჰიდროტექნიკური ნაგებობების ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
დ) წყლის მართვისა და კონტროლის სრულყოფილი სისტემების დანერგვის უზრუნველყოფა;
ე) სამელიორაციო ასოციაციების ჩამოყალიბებაში ხელშეწყობა, უფასო კონსულტაციების გაწევა და ზედამხედველობა ტექნიკურ საკითხებში;
ვ) „საქართველოს ირიგაციისა და დრენაჟის რეაბილიტაციის მსოფლიო ბანკის პროექტის”, სხვა საინვესტიციო პროგრამების და პროექტების განხორციელების საქმეში აქტიური მონაწილეობა და ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება.
თავი III. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები და უფლებამოსილებანი
მუხლი 3
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციებია:
ა) სამოქმედო ტერიტორიაზე სამელიორაციო სისტემების ეფექტური ფუნქციონირების და რეფორმის განხორციელების დაჩქარების მიზნით პროგრამების და ყოველწლიური გეგმის პროექტების მომზადება და დეპარტამენტში განსახილველად წარდგენა, მიღებულ გადაწყვეტილებათა განხორციელება;
ბ) ბალანსზე არსებული სახელმწიფო დანიშნულების სამელიორაციო, საძოვრების გაწყლოვანების სისტემების და დამოუკიდებელი რთული ჰიდროტექნიკური ნაგებობების რეაბილიტაცია, ტექნიკური გამართვა, მოვლა-შენახვა და ექსპლუატაცია. მათ სარეალიზაციოდ ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებების განხორციელება საექსპლუატაციო წესების, ნორმებისა და ინსტრუქციების შესაბამისად;
გ) ბალანსზე არსებული სახელმწიფო დანიშნულების საირიგაციო წყალსაცავების ექსპლუატაცია, მათი ტექნიკური მდგომარეობის და კეთილმოწყობის უზრუნველმყოფ ღონისძიებათა ორგანიზაცია და მართვა-რეგულირება, წყალდაცვითი და სანიტარული ზოლების დაცვა, წყლის მავნე ზემოქმედების თავიდან აცილების ღონისძიებების განხორციელება;
დ) ბალანზე არსებული სახელმწიფო დანიშნულების სარწყავი, ორმხრივი რეგულირების და საძოვრების გაწყლოვანების სისტემებით წყლის მოხმარების ლიმიტების განსაზღვრა, წყლის მართვა-რეგულირება, წყალგამყოფი წერტილების წყალმზომი მოწყობილობებით აღჭურვა, წყლის წყაროებიდან აღებული და წყალგანაწილების წერტილებში სამელიორაციო ასოციაციებისათვის და სხვა წყალმომხმარებლებისათვის მიწოდებული წყლის აღრიცხვა, მისი რაციონალური გამოყენების უზრუნველმყოფელ ღონისძიებათა შემუშავება და განხორციელება;
ე) ბალანსზე არსებული სახელმწიფო დანიშნულების სარწყავი, დამშრობი და საძოვრების გაწყლოვანების სისტემებით პირველ რიგში სამელიორაციო ასოციაციების, აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო პროფილის ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის კანონმდებლობის შესაბამისად სამელიორაციო მომსახურება (წყლის მიწოდება, ჭარბი წყლების მოცილება);
ვ) ბალანსზე არსებული სახელმწიფო დანიშნულების სარწყავი და საძოვრების გაწყლოვანების სისტემების, აგრეთვე ირიგაციული დანიშნულების წყალსაცავების მეორეულ სარგებლობაზე (ჰესები, წისქვილები, სამრეწველო და საყოფაცხოვრებო დანიშნულების ობიექტები, თევზის, წყლის სხვა ცხოველების და მცენარეთა მოპოვება ან გამომუშავება და სხვა) ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის კანონმდებლობის შესაბამისად მომსახურება;
ზ) ბალანსზე არსებული სახელმწიფო დანიშნულების სამელიორაციო, საძოვრების გაწყლოვანების სისტემების და დამოუკიდებელი რთული ჰიდროტექნიკური ნაგებობების დასაცავად ეროზიის, მეწყერის, ღვარცოფის, წყალმოვარდნის და წყალდიდობის საწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარება და ნაგებობების ექსპლუატაცია;
თ) ბალანსზე არსებული სახელმწიფო დანიშნულების სამელიორაციო, საძოვრების გაწყლოვანების სისტემების და დამოუკიდებელი რთული ჰიდროტექნიკური ნაგებობების განსხვისების ტერიტორიების გამოყოფის და დაცვის უზრუნველმყოფ ღონისძიებათა განხორციელება კანონმდებლობით დადეგნილი წესით;
ი) მელიორირებული მიწების დამლაშებაზე, ბიცობიანობაზე, მჟავიანობაზე, დაჭაობებაზე, გრუნტის წყლების დინამიკაზე და სხვა ჰიდროტექნიკურ-სამელიორაციო მახასიათებლებზე რეჟიმული დაკვირვებების ჩატარების და მიწის კადასტრის ერთიან სისტემაში მელიორირებული მიწების კადასტრის შემუშავების უზრუნველყოფა-ორგანიზაცია, ჰიდროგეოლოგიურ-მელიორაციული და ტექნიკური მონაცემებით სამელიორაციო ასოციაციების, მიწათმოსარგებლეების და სათანადო ორგანოების ინფორმირება;
კ) სამოქმედო ტერიტორიაზე განთავსებული სამელიორაციო, საძოვრების გაწყლოვანების სისტემების და დამოუკიდებელი ჰიდროტექნიკური ნაგებობების ძირითადი ფონდის პასპორტიზაციის, ინვენტარიზაციის და მონიტორინგის განხორციელების უზრუნველყოფა დადგენილი წესით;
ლ) სამოქმედო ტერიტორიაზე სამელიორაციო ასოციაციების რეგისტრაციის მასალების სისტემატიზაციის მიზნით: წესდების, მომსახურების ტერიტორიის რუკის, მიწის მფლობელთა რაოდენობის, დაკავებული მიწის ფართობის, სამელიორაციო ფონდის პასპორტიზაციის და საბალანსო ღირებულების ოდენობის აღრიცხვა რაიონული (საქალაქო) სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველოებთან ერთად.
მუხლი 4
1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები უფლებამოსილნი არიან:
ა) მონაწილეობა მიიღონ, დეპარტამენტის დავალებით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, (დარგთან მიმართებაში), ინდიკატური გეგმების, სახელმწიფო პროგრამების შემუშავებაში;
ბ) წყალსარგებლობაზე და სამელიორაციო მომსახურებაზე მომხმარებელთა (წყალმოსარგებლეთა) მოთხოვნების გათვალისწინებით სამოქმედო ტერიტორიაზე დაგეგმონ თავიანთი საქმიანობა, განსაზღვრონ განვითარების პერსპექტივები და წარუდგინონ დეპარტამენტს განსახილველად;
გ) ბალანსზე არსებული სახელმწიფო დანიშნულების სამელიორაციო, საძოვრების გაწყლოვანების სისტემების და ჰიდროტექნიკური ნაგებობების ტექნიკური გამართვის მიზნით დეპარტამენტთან შეთანხმებით, ორგანიზაცია გაუწიონ შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადების საქმეს;
დ) ბალანსზე არსებული სახელმწიფო დანიშნულების დრენაჟის სისტემებით დაშრობილი მიწებიდან ჭარბი წყლების მოცილების, ირიგაციის, საძოვრების გაწყლოვანების სისტემებით, წყალსაცავებით და დამოუკიდებელი რთული ჰიდროტექნიკური ნაგებობებით სარწყავად მიწოდებული წყლის, აგრეთვე მეორეული გამოყენების (ჰესები, წისქვილები, სამრეწველო და საყოფაცხოვრებო დანიშნულების ობიექტები, თევზის, წყლის სხვა ცხოველების და მცენარეთა მოპოვება ან გამომუშავება და სხვა) მომსახურების „მიწების მელიორაციის შესახებ” კანონის შესაბამისად განხორციელება;
ე) წარუდგინონ წინადადებები დეპარტამენტს კადრების მომზადების, გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების, სპეციალისტების კვალიფიკაციის ასამაღლებლად მივლინების, კონფერენციებში, სემინარებში და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობის თაობაზე,
ვ) კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელონ თანამშრომელთა წახალისების, საყოფაცხორებო და სოციალური პირობების გაუმჯობესების, სტრუქტურული ერთეულის მატერიალურ-ტექნიკური განმტკიცების ღონისძიებები;
თ) მოითხოვონ და მიიღონ ადგილობრივი მმართველობითი ორგანოებისაგან, იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან თავისი საქმიანობისათვის აუცილებელი კანონმდებლობით განსაზღვრული ნებადართული ინფორმაცია.
თავი IV. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულის დაფინანსება
მუხლი 5
1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების დაფინანსება წარმოებს დეპარტამენტისათვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში, ასევე საქართველოს საკანონმდებლო და პრეზიდენტის ბრძანებულებით გათვალისწინებული და ნებადართული შემოსავლებით.
2. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულის საშტატო რიცხოვნობას და ხელფასის ფონდს ამტკიცებს დეპარტამენტის თავმჯდომარე მრავალკრიტერული მონაცემების (მომსახურებაში არსებული მელიორირებული მიწის ფართობის, სისტემების და ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობა და ექსპლოატაციის სირთულე, შესასრულებელი სამუშაოების მოცულობა, რწყვის ჯერადობა და სხვა) საფუძველზე.
თავი V. მართვა და წარმომადგენლობა
მუხლი 6
1. დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე.
2. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულის მთავარ ინჟინერს და მთავარ ბუღალტერს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სტრუქტურული ერთეულის უფროსი დეპარტამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებით. სტრუქტურული ერთეულის სხვა საშტატო პერსონალს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სტრუქტურული ერთეულის უფროსი, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულის თანამდებობის პირს უფლება არა აქვს იმავდროულად ეკავოს სხვა თანამდებობა საჯარო სამსახურში და შედიოდეს სამეწარმეო საზოგადოებების ხელმძღვანელ, საკონტროლო ან სარევიზიო ორგანოებში, ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას.
მუხლი 7
1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულის უფროსი:
ა) ამ დებულების ფარგლებში მოქმედებს დამოუკიდებლად და საქმეებს უძღვება ერთპიროვნულად დადგენილი წესით. აკონტროლებს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებას, ანაწილებს მათ შორის ფუნქციებს;
ბ) მინდობილობის გარეშე მოქმედებს სტრუქტურული ერთეულის სახელით და აგებს პასუხს საქმიანობის სწორად წარმართვაზე, სახელმწიფო ქონების დაცვასა და გამოყენებაზე;
გ) წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის თავმჯდომარეს საშტატო განრიგში ცვლილების შეტანის შესახებ;
დ) დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვის ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, უზრუნველყოფს საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ გამოყენებას;
ე) იძლევა ინდივიდუალური ხასიათის მითითებებს და დავალებებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა სტრუქტურული ერთეულის ყველა თანამშრომლისათვის, პასუხს აგებს მიღებული გადაწყვეტილებების მიზანშეწონილობაზე და კანონიერებაზე;
ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით დეპარტამენტთან შეთანხმებით აფორმებს ხელშეკრულებებს, ორგანიზაციას უწევს მათ შესრულებას;
ზ) დადგენილი წესით შეაქვს წინადადებები დეპარტამენტში გადაწყვეტილებების მისაღებად იმ საკითხებზე, რომლებიც ამ დებულებით სცილდება სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციას;
თ) სარგებლობს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობისათვის საჭირო საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.
2. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულის უფროსი ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის თავმჯდომარის წინაშე.
თავი VI. რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
მუხლი 8
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი VII. დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი
მუხლი 9
ამ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.
1
+
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 400.010.010.11.113.004.954
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის
ბრძანება №2-136ა
2001 წლის 24 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის დებულების და მისი სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე
„აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონისა და „სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს დებულების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის №670 ბრძანებულების მე-10 თავის 43-ე პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტისა და მისი ტერიტორიული (სისტემური) სტრუქტურული ერთეულების თანდართული ტიპური დებულება (დანართი №1; დანართი №2).
2. სამინისტროს აპარატმა (გ. კერძევაძე) უზრუნველყოს „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ბრძანების ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაცია.
3. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის დეპარტამენტის დებულების შესახებ” საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 1998 წლის 11 თებერვლის №2-75 ბრძანება.
4. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე განახორციელოს მინისტრის მოადგილემ დ. შერვაშიძემ.
5. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. კირვალიძე
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2001 წლის 12 ნოემბრის ბრძანება №2-183-სსმIII, №121, 14.11.2001წ.; მუხ.879
2. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2002 წლის 7 ოქტომბრის ბრძანება №2-183-სსმIII, №101, 11.10.2002წ.; მუხ.877
დანართი №1
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების-სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1
1. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება და ფუნქციონირებს როგორც მისი დამოუკიდებელი სტრუქტურული ქვედანაყოფი.
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „მიწების მელიორაციის შესახებ“ და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებებით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, შეთანხმებებით, ამ დებულებით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით.
მუხლი 2
1. დეპარტამენტს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშსწორების ანგარიში და სპეცანგარიშები ხაზინაში, ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და სახელწოდებით: საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი.
2. დეპარტამენტის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. თბილისი, მაჩაბლის ქუჩა №8.
3. დეპარტამენტი მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია და პასუხისმგებელია სამინისტროს წინაშე.
მუხლი 3
1. დეპარტამენტის დაფინანსების წყაროებია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი, ასევე კანონით ან პრეზიდენტის ბრძანებულებით გათვალისწინებული და ნებადართული სხვა არასაბიუჯეტო შემოსავლები.
2. დეპარტამენტის ქონებას შეადგენს მის სარგებლობაში უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული და შეძენილი ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა ფინანსური რესურსები, რომლებიც აისახება დეპარტამენტის ბალანსზე.
თავი II. დეპარტამენტის ამოცანები
მუხლი 4
საქართველოს აგრარული პოლიტიკის კონცეფციით გათვალისწინებული სურსათით ქვეყნის საიმედო უზრუნელყოფის და საექსპორტო სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ზრდის მისაღწევად, დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
დეპარტამენტის სისტემაში რეფორმის განხორციელების დაჩქარება;
ბ) სამელიორაციო და საძოვრების გაწყლოვანების სისტემებზე ერთიანი ტექნიკური პოლიტიკის განხორციელება, მეცნიერულ-ტექნიკური უზრუნველყოფა, ნორმების, წესების დამუშავება და სამინისტროს მიერ დამტკიცების შემდეგ, მათი რეალიზაცია და კონტროლი;
გ) სახელმწიფო დანიშნულების სამელიორაციო, საძოვრების გაწყლოვანების სისტემების და დამოუკიდებელი რთული ჰიდროტექნიკური ნაგებობების ეფექტური ფუნქციონირება და მართვა-რეგულირება;
დ) ფასიანი წყალსარგებლობის და წყლის მართვისა და კონტროლის სრულყოფილი სისტემის დანერგვის ხელშეწყობა;
ე) სამელიორაციო ასოციაციების ჩამოყალიბებაში ხელშეწყობა, უფასო კონსულტაციების გაწევა და ზედამხედელობა ტექნიკურ საკითხებში;
ვ) მსოფლიო ბანკის, საინვესტიციო პროგრამების და პროექტების განხილვა-განხორციელების საქმეში აქტიური მონაწილეობა.
თავი III. დეპარტამენტის ფუნქციები და უფლებამოსილებანი
მუხლი 5
დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში (დარგთან მიმართებაში) სახელმწიფო პროგრამების, მინისტრის ბრძანებების, დარგთან დაკავშირებული შესაბამისი სამართლებრივი აქტების, ინდიკატური და ყოველწლიური გეგმების პროექტების მომზადება და სამინისტროში განსახილველად წარდგენა, მიღებულ გადაწყვეტილებათა განხორციელება;
ბ) სახელმწიფო დანიშნულების სამელიორაციო, საძოვრების გაწყლოვანების სისტემების და დამოუკიდებელი რთული ჰიდროტექნიკური ნაგებობების რეაბილიტაცია, ტექნიკური გამართვა, მოვლა-შენახვა და ექსპლუატაციის სახელმწიფო მართვა. ამ სფეროში ორგანიზაციული და ტექნიკურ- ეკონომიკური ღონისძიებების განხორციელება;
გ) სახელმწიფო დანიშნულების საირიგაციო წყალსაცავების ექსპლუატაცია, მათი ტექნიკური მდგომარეობის და კეთილმოწყობის უზრუნველმყოფ ღონისძიებათა ორგანიზაცია, კოორდინაცია და მართვა-რეგულირება;
დ) სარწყავი, ორმხრივი რეგულირების და საძოვრების გაწყლოვანების სისტემებით წყლის მოხმარების ლიმიტების განსაზღვრა, განაწილება და მართვა-რეგულირება;
ე) სახელმწიფო დანიშნულების სარწყავი, დამშრობი და საძოვრების გაწყლოვანების სისტემებით პირველ რიგში სამელიორაციო ასოციაციების, აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო პროფილის ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის კანონმდებლობის შესაბამისად სამელიორაციო მომსახურება (წყლის მიწოდება, ჭარბი წყლების მოცილება);
ვ) სახელმწიფო დანიშნულების სარწყავი და საძოვრების გაწყლოვანების სისტემების, აგრეთვე ირიგაციული დანიშნულების წყალსაცავების მეორეულ სარგებლობაზე (ჰესები, წისქვილები, სამრეწველო და საყოფაცხოვრებო დანიშნულების ობიექტები, თევზის, წყლის სხვა ცხოველების და მცენარეთა მოპოვება ან გამომუშავება და სხვა) ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის კანონმდებლობის შესაბამისად მომსახურება;
ზ) სახელმწიფო დანიშნულების სამელიორაციო, საძოვრების გაწყლოვანების სისტემების და დამოუკიდებელი რთული ჰიდროტექნიკური ნაგებობების დასაცავად ეროზიის, მეწყერის, ღვარცოფის, წყალმოვარდნის და წყალდიდობის საწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარება და ნაგებობების ექსპლუატაციის რეგულირება;
თ) მელიორირებული მიწების დამლაშებაზე, ბიცობიანობაზე, მჟავიანობაზე, დაჭაობებაზე, გრუნტის წყლების დინამიკაზე და სხვა ჰიდროტექნიკურ-სამელიორაციო მახასიათებლებზე რეჟიმული დაკვირვე-ბების ჩატარება და მიწის კადასტრის ერთიან სისტემაში მელიორირებული მიწების კადასტრის შემუშავება, ჰიდროგეოლოგიურ-მელიორაციული და ტექნიკური მონაცემებით სათანადო ორგანოების ინფორმირება;
ი) სამელიორაციო, საძოვრების გაწყლოვანების სისტემების და დამოუკიდებელი ჰიდროტექნიკური ნაგებობების ძირითადი ფონდის პასპორტიზაციის, ინვენტარიზაციის და მონიტორინგის განხორციელება;
კ) სამელიორაციო ასოციაციების რეგისტრაციის მასალების სისტემატიზაციის მიზნით წესდების, მომსახურების ტერიტორიის რუკის, მიწის მფლობელთა რაოდენობის, დაკავებული მიწის ფართობის, სამელიორაციო ფონდის პასპორტიზაციის და საბალანსო ღირებულების ოდენობის აღრიცხვა სამინისტროს რაიონული (საქალაქო) სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველოებთან ერთად.
მუხლი 6
დეპარტამენტი უფლებამოსილია:
ა) მოამზადოს და სამინისტროს წარუდგინოს არგუმენტირებული წინადადებები დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ;
ბ) სახელმწიფო და ადგილობრივი ინტერესებიდან გამომდინარე, წყალსარგებლობაზე და სამელიორაციო მომსახურებაზე მომხმარებელთა (წყალმოსარგებლეთა) მოთხოვნების გათვალისწინებით დაგეგმოს თავისი საქმიანობა და თავისი კომპეტენციის ფარგლებში განსაზღვროს დარგის განვითარების პერსპექტივები;
გ) სამელიორაციო, საძოვრების გაწყლოვანების სისტემების და ჰიდროტექნიკური ნაგებობების ტექნიკური გამართვის სამუშაოების და მომსახურების განსახორციელებლად კანონით დადგენილი წესით შექმნას სატენდერო კომისია და უზრუნველყოს ტენდერების ჩაატარება, ჩაატაროს სამელიორაციო ექსპერტიზა, შესაბამის ორგანიზაციებთან გააფორმოს ხელშეკრულებები და ორგანიზაცია გაუწიოს შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადების საქმეს;
დ) სახელმწიფო დანიშნულების დრენაჟის სისტემებით დაშრობილი მიწებიდან ჭარბი წყლების მოცილების, ირიგაციის, საძოვრების გაწყლოვანების სისტემებით, წყალსაცავებით და დამოუკიდებელი რთული ჰიდროტექნიკური ნაგებობებით სარწყავად მიწოდებული წყლის, აგრეთვე მეორეული გამოყენების (ჰესები, წისქვილები, სამრეწველო და საყოფაცხოვრებო დანიშნულების ობიექტები, თევზის, წყლის სხვა ცხოველების და მცენარეთა მოპოვება ან გამომუშავება და სხვა) მომსახურების დადგენილი პირობების შეუსრულებლობისათვის იღებს სათანადო ზომებს;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის სისტემაში წარმართოს საკადრო პოლიტიკა. ორგანიზაცია გაუწიოს კადრების მომზადების, გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლების საქმეს. კანონით დადგენილი წესით მიავლინოს სპეციალისტები კონფერენციებში, სემინარებში და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად;
ვ) განახორციელოს თანამშრომელთა წახალისება (საყოფაცხორებო და სოციალური პირობების გაუმჯობესება), დარგის მატერიალურ-ტექნიკური განმტკიცების ღონისძიებები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ზ) მოითხოვოს და მიიღოს ხელისუფლების ორგანოების, იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან თავისი საქმიანობისათვის აუცილებელი კანონმდებლობით ნებადართული ინფორმაცია.
თავი IV. მართვა და წარმომადგენლობა
მუხლი 7
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი.
2. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს პირველი მოადგილე და ორი მოადგილე, რომელთაც დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი. ფუნქციებს თავმჯდომარის მოადგილეებს შორის ანაწილებს დეპარტამენტის თავმჯდომარე.
2. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს ორი მოადგილე, რომელთაც დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი. ფუნქციებს თავმჯდომარის მოადგილეებს შორის ანაწილებს დეპარტამენტის თავმჯდომარე.
3. დარგის აქტუალურ საკითხებზე კოლექტიური გადაწყვეტილებების მისაღებად დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით საქართველოს სოფლის მეურნეობის და სურსათის მინისტრი ქმნის დეპარტამენტის სათათბირო კოლეგიურ ორგანო – საბჭოს და ამტკიცებს მის შემადგენლობას.
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2001 წლის 12 ნოემბრის ბრძანება №2-183-სსმIII, №121, 14.11.2001წ.; მუხ.879
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2002 წლის 7 ოქტომბრის ბრძანება №2-183-სსმIII, №101, 11.10.2002წ.; მუხ.877
მუხლი 8
1. დეპარტამენტის თავმჯდომარე:
ა) ამ დებულების ფარგლებში მოქმედებს დამოუკიდებლად და საქმიანობას წარმართავს ერთპიროვნულად, აგრეთვე დადგენილი წესით, მინდობილობის გარეშე მოქმედებს დეპარტამენტის სახელით, ეკისრება მისი წარმომადგენლობა და პასუხს აგებს საქმიანობის სწორად წარმართვაზე;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების მოხელეებს შორის;
გ) სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ „საქართველოს კანონით დეპარტამენტისათვის დამტკიცებული ხარჯების ფარგლებში წარუდგენს სამინისტროს დასამტკიცებლად ცენტრალური აპარატის და სტრუქტურული ერთეულების ხარჯთა ნუსხას. კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგენს წინადადებას სტრუქტურული ერთეულებისათვის ხაზინაში ანგარიშსწორების ანგარიშებისა და სპეცსახსრების ანგარიშების გასახსნელად, ახორციელებს საქმიანობას მათთვის ფულადი და სხვა სახსრების გაცემის და შესრულების კონტროლის უზრუნველსაყოფად. იძლევა (საჭიროების შემთხვევაში) მითითებებს საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ) სამინისტროს მიერ დამტკიცებული საშტატო პერსონალის საერთო რიცხოვნობისა და ხარჯთა ნუსხის ფარგლებში განსაზღვრავს და ამტკიცებს (შეაქვს ცვლილებები) ცენტრალური აპარატისა და სტრუქტურული ერთეულების საშტატო განრიგს მრავალკრიტერული მონაცემების (მომსახურებაში არსებული მელიორირებული ფართობი, მიწების მელიორაციული მდგომარეობა, სისტემების და ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობა და ექსპლუატაციის სირთულე, შესასრულებელი სამუშაოების მოცულობა, რწყვის ჯერადობა და სხვა) საფუძველზე;
ე) კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეებს და სტრუქტურული ერთეულების უფროსებს. ითანხმებს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წარდგინებით მთავარი ინჟინრის და მთავარი ბუღალტრის კანდიდატურებს;
ვ) სამინისტროს წარუდგენს არგუმენტირებულ წინადადებებს გადაწყვეტილების მისაღებად დეპარტამენტის ცალკეული სტრუქტურული ქვედანაყოფების რეორგანიზაციისა და ახალი სტრუქტურული ქვედანაყოფების შექმნის შესახებ;
ზ) პასუხისმგებელია დეპარტამენტის ბალანსზე რიცხულ სახელმწიფო ქონებაზე;
თ) გამოსცემს ინდივიდუალური ხასიათის სამართლებრივ აქტებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის, სტრუქტურული ერთეულების ყველა თანამშრომლისათვის;
ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში კანონის შესაბამისად დებს გარიგებებს, გასცემს მინდობილობებს;
კ) სამინისტროს მეშვეობით შესაბამის სამთავრობო დაწესებულებებთან ათანხმებს გადაწყვეტილებას დეპარტამენტის გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ ისეთ საკითხებზე, რომლებიც ეხება აგრეთვე სხვა სამინისტროების ან სამთავრობო დაწესებულებების გამგებლობის სფეროს;
ლ) სარგებლობს დეპარტამენტის საქმიანობისათვის საჭირო საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.
2. დეპარტამენტის თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის წინაშე.
თავი V. დეპარტამენტის სტრუქტურა
მუხლი 9
დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფია:
ა)
სამელიორაციო სისტემების ექსპლუატაციის და წყლის მართვის სამმართველო;
ბ)
კონტრაქტების და შესყიდვების სამმართველო;
გ)
მექანიზაციის და ელექტროტექნიკური მოწყობილობების მომსახურების სამმართველო;
დ)
რეფორმის, ინფორმატიკისა და საქმეთა მართველობის სამმართველო;
ე)
საფინანსო-ეკონომიკური სამმართველო;
ვ)
ცენტრალური ბუღალტერია.
2. დეპარტამენტის სისტემაში შემავალი ტერიტორიული (სისტემური) სტრუქტურული ერთეულებია:
ა)
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამელიორაციო სისტემების სამმართველო;
ბ)
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამელიორაციო სისტემების სამმართველო, ქ. ბათუმი;
გ)
ადიგენის სამელიორაციო სისტემების სამმართველო, ქ. ადიგენი;
დ)
ბოლნისის სამელიორაციო სისტემების სამმართველო, ქ. ბოლნისი;
ე)
გარდაბნის სარწყავი სისტემების სამმართველო, ქ. გარდაბანი;
ვ)
დედოფლისწყაროს სამელიორაციო სისტემების სამმართველო, ქ. დედოფლისწყარო;
ზ)
დუშეთის სამელიორაციო სისტემების სამმართველო, ქ. მცხეთა;
თ)
ზემო ალაზანი–ნაურდლის სარწყავი სისტემების სამმართველო, ქ. თელავი;
ი)
ზემო სამგორი – უდაბნოს სარწყავი სისტემების სამმართველო, ქ. თბილისი;
კ)
ზესტაფონის სამელიორაციო სისტემების სამმართველო, ქ. ზესტაფონი;
ლ)
თბილისის წყალსაცავის სამმართველო, ქ. თბილისი;
მ)
კასპის სამელიორაციო სისტემების სამმართველო, ქ. კასპი;
ნ)
კეხვი-ვანათის სარწყავი სისტემების სამმართველო, გორის რაიონი, სოფელი ტირძნისი;
ო)
კოლხეთის ნაპირდამცავი ნაგებობათა სამმართველო, ქ. ფოთი;
პ)
ლაგოდეხის სამელიორაციო სისტემების სამმართველო, ქ. ლაგოდეხი;
ჟ)
მარნეულის სამელიორაციო სისტემების სამმართველო, ქ. მარნეული;
რ)
მესხეთის სამელიორაციო სისტემების სამმართველო, ქ. ახალციხე;
ს)
მცხეთის სამელიორაციო სისტემების სამმართველო, ქ. მცხეთა;
ტ)
რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის ნაპირდამცავ ნაგებობათა სამმართველო, ქ. ამბროლაური;
უ)
სამტრედიის სამელიორაციო სისტემების სამმართველო, ქ. სამტრედია;
ფ)
საძოვრების გაწყლოვანების სისტემების სარაიონთაშორისო სამმართველო, ქ. თბილისი;
ქ)
სიღნაღის სამელიორაციო სისტემების სამმართველო, ქ. წნორი;
ღ)
სიონის წყალსაცავის სამმართველო, ქ. თბილისი;
ყ)
ტაშისკარის სარწყავი სისტემის სამმართველო, ქ. ხაშური;
შ)
ტირიფონი-სალთვისის სარწყავი სისტემების სამმართველო, ქ. გორი;
ჩ)
ფონიჭალა-თელეთის და ტბისი-კუმისის სარწყავი სისტემის სამმართველო, ქ. თბილისი, ფონიჭალის დასახლება
ც)
ქარელის სამელიორაციო სისტემების სამმართველო, ქ. ქარელი;
ძ)
ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის სამმართველო, ქ. გურჯაანი;
წ)
ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის სამმართველო, ქ. საგარეჯო;
ჭ)
ქობულეთის სამელიორაციო სისტემების სამმართველო, ქ. ქობულეთი;
ხ)
ყვარლის სამელიორაციო სისტემების სამმართველო, ქ. ყვარელი;
ჯ)
წყალტუბო-ბაღდათის სამელიორაციო სისტემების სამმართველო, ქ. ქუთაისი;
ჰ)
ხონის სამელიორაციო სისტემების სამმართველო, ქ. ხონი;
ჰ1
ჯავახეთის სამელიორაციო სისტემების სამმართველო, ქ. ახალქალაქი;
ჰ2
ჰიდროგეოლოგიურ-მელიორაციული ექსპედიცია, ქ. თბილისი;
ჰ3
რიონი-ჭოლოქის მასივის დამშრობი სისტემების სამმართველო, ქ. ლანჩხუთი;
ჰ4
რიონი-ჭურიის მასივის დამშრობი სისტემების სამმართველო, ქ. ხობი;
ჰ5
ენგური-ოჩხომურის მასივის დამშრობი სისტემების სამმართველო, ქ. ზუგდიდი;
ჰ6
ცხენისწყალი-ცივის მასივის დამშრობი სისტემების სამმართველო, ქ. სენაკი;
ჰ7
სპეციალური საინვესტიციო პროექტების ბიურო, ქ. თბილისი;

3. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2005 წლის 18 აპრილის ბრძანება №2-101-სსმIII, №46, 19.04.2005წ.; მუხ.482
დანართი №1
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების-სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
დებულება
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2005 წლის 18 აპრილის ბრძანება №2-101-სსმIII, №46, 19.04.2005წ.; მუხ.482
მუხლი 1🔗
1. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება და ფუნქციონირებს როგორც მისი დამოუკიდებელი სტრუქტურული ქვედანაყოფი.
1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება და ფუნქციონირებს როგორც მისი დამოუკიდებელი სტრუქტურული ქვედანაყოფი.
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „მიწების მელიორაციის შესახებ“ და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებებით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, შეთანხმებებით, ამ დებულებით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით.
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2005 წლის 18 აპრილის ბრძანება №2-101-სსმIII, №46, 19.04.2005წ.; მუხ.482
მუხლი 2🔗
1. დეპარტამენტს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშსწორების ანგარიში და სპეცანგარიშები ხაზინაში, ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და სახელწოდებით: საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი.
1. დეპარტამენტს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშსწორების ანგარიში ხაზინაში, ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და სახელწოდებით: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი.
2. დეპარტამენტის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. თბილისი, მაჩაბლის ქუჩა №8.
2. დეპარტამენტის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. თბილისი, მაჩაბლის ქუჩა №8.
3. დეპარტამენტი მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია და პასუხისმგებელია სამინისტროს წინაშე.
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2005 წლის 18 აპრილის ბრძანება №2-101-სსმIII, №46, 19.04.2005წ.; მუხ.482
მუხლი 3🔗
1. დეპარტამენტის დაფინანსების წყაროებია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი, ასევე კანონით ან პრეზიდენტის ბრძანებულებით გათვალისწინებული და ნებადართული სხვა არასაბიუჯეტო შემოსავლები.
2. დეპარტამენტის ქონებას შეადგენს მის სარგებლობაში უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული და შეძენილი ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა ფინანსური რესურსები, რომლებიც აისახება დეპარტამენტის ბალანსზე.
მუხლი 4🔗
საქართველოს აგრარული პოლიტიკის კონცეფციით გათვალისწინებული სურსათით ქვეყნის საიმედო უზრუნელყოფის და საექსპორტო სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ზრდის მისაღწევად, დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
დეპარტამენტის სისტემაში რეფორმის განხორციელების დაჩქარება;
ბ) სამელიორაციო და საძოვრების გაწყლოვანების სისტემებზე ერთიანი ტექნიკური პოლიტიკის განხორციელება, მეცნიერულ-ტექნიკური უზრუნველყოფა, ნორმების, წესების დამუშავება და სამინისტროს მიერ დამტკიცების შემდეგ, მათი რეალიზაცია და კონტროლი;
გ) სახელმწიფო დანიშნულების სამელიორაციო, საძოვრების გაწყლოვანების სისტემების და დამოუკიდებელი რთული ჰიდროტექნიკური ნაგებობების ეფექტური ფუნქციონირება და მართვა-რეგულირება;
დ) ფასიანი წყალსარგებლობის და წყლის მართვისა და კონტროლის სრულყოფილი სისტემის დანერგვის ხელშეწყობა;
ე) სამელიორაციო ასოციაციების ჩამოყალიბებაში ხელშეწყობა, უფასო კონსულტაციების გაწევა და ზედამხედელობა ტექნიკურ საკითხებში;
ვ) მსოფლიო ბანკის, საინვესტიციო პროგრამების და პროექტების განხილვა-განხორციელების საქმეში აქტიური მონაწილეობა.
მუხლი 5🔗
დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში (დარგთან მიმართებაში) სახელმწიფო პროგრამების, მინისტრის ბრძანებების, დარგთან დაკავშირებული შესაბამისი სამართლებრივი აქტების, ინდიკატური და ყოველწლიური გეგმების პროექტების მომზადება და სამინისტროში განსახილველად წარდგენა, მიღებულ გადაწყვეტილებათა განხორციელება;
ბ) სახელმწიფო დანიშნულების სამელიორაციო, საძოვრების გაწყლოვანების სისტემების და დამოუკიდებელი რთული ჰიდროტექნიკური ნაგებობების რეაბილიტაცია, ტექნიკური გამართვა, მოვლა-შენახვა და ექსპლუატაციის სახელმწიფო მართვა. ამ სფეროში ორგანიზაციული და ტექნიკურ- ეკონომიკური ღონისძიებების განხორციელება;
გ) სახელმწიფო დანიშნულების საირიგაციო წყალსაცავების ექსპლუატაცია, მათი ტექნიკური მდგომარეობის და კეთილმოწყობის უზრუნველმყოფ ღონისძიებათა ორგანიზაცია, კოორდინაცია და მართვა-რეგულირება;
დ) სარწყავი, ორმხრივი რეგულირების და საძოვრების გაწყლოვანების სისტემებით წყლის მოხმარების ლიმიტების განსაზღვრა, განაწილება და მართვა-რეგულირება;
ე) სახელმწიფო დანიშნულების სარწყავი, დამშრობი და საძოვრების გაწყლოვანების სისტემებით პირველ რიგში სამელიორაციო ასოციაციების, აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო პროფილის ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის კანონმდებლობის შესაბამისად სამელიორაციო მომსახურება (წყლის მიწოდება, ჭარბი წყლების მოცილება);
ვ) სახელმწიფო დანიშნულების სარწყავი და საძოვრების გაწყლოვანების სისტემების, აგრეთვე ირიგაციული დანიშნულების წყალსაცავების მეორეულ სარგებლობაზე (ჰესები, წისქვილები, სამრეწველო და საყოფაცხოვრებო დანიშნულების ობიექტები, თევზის, წყლის სხვა ცხოველების და მცენარეთა მოპოვება ან გამომუშავება და სხვა) ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის კანონმდებლობის შესაბამისად მომსახურება;
ზ) სახელმწიფო დანიშნულების სამელიორაციო, საძოვრების გაწყლოვანების სისტემების და დამოუკიდებელი რთული ჰიდროტექნიკური ნაგებობების დასაცავად ეროზიის, მეწყერის, ღვარცოფის, წყალმოვარდნის და წყალდიდობის საწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარება და ნაგებობების ექსპლუატაციის რეგულირება;
თ) მელიორირებული მიწების დამლაშებაზე, ბიცობიანობაზე, მჟავიანობაზე, დაჭაობებაზე, გრუნტის წყლების დინამიკაზე და სხვა ჰიდროტექნიკურ-სამელიორაციო მახასიათებლებზე რეჟიმული დაკვირვე-ბების ჩატარება და მიწის კადასტრის ერთიან სისტემაში მელიორირებული მიწების კადასტრის შემუშავება, ჰიდროგეოლოგიურ-მელიორაციული და ტექნიკური მონაცემებით სათანადო ორგანოების ინფორმირება;
ი) სამელიორაციო, საძოვრების გაწყლოვანების სისტემების და დამოუკიდებელი ჰიდროტექნიკური ნაგებობების ძირითადი ფონდის პასპორტიზაციის, ინვენტარიზაციის და მონიტორინგის განხორციელება;
კ) სამელიორაციო ასოციაციების რეგისტრაციის მასალების სისტემატიზაციის მიზნით წესდების, მომსახურების ტერიტორიის რუკის, მიწის მფლობელთა რაოდენობის, დაკავებული მიწის ფართობის, სამელიორაციო ფონდის პასპორტიზაციის და საბალანსო ღირებულების ოდენობის აღრიცხვა სამინისტროს რაიონული (საქალაქო) სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველოებთან ერთად.
კ) სამელიორაციო ასოციაციების რეგისტრაციისათვის საჭირო მასალების სისტემატიზაციის მიზნით ასოციაციების წესდების, მომსახურების ტერიტორიის რუკის, მიწის მფლობელთა რაოდენობის, დაკავებული მიწის ფართობის, სამელიორაციო ფონდის პასპორტიზაციის და საბალანსო ღირებულების ოდენობის აღრიცხვის მოწესრიგების საქმეში დახმარების აღმოჩენა სამინისტროს რაიონულ სოფლის მეურნეობის სამმართველოებთან ერთად.
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2005 წლის 18 აპრილის ბრძანება №2-101-სსმIII, №46, 19.04.2005წ.; მუხ.482
მუხლი 6🔗
დეპარტამენტი უფლებამოსილია:
ა) მოამზადოს და სამინისტროს წარუდგინოს არგუმენტირებული წინადადებები დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ;
ბ) სახელმწიფო და ადგილობრივი ინტერესებიდან გამომდინარე, წყალსარგებლობაზე და სამელიორაციო მომსახურებაზე მომხმარებელთა (წყალმოსარგებლეთა) მოთხოვნების გათვალისწინებით დაგეგმოს თავისი საქმიანობა და თავისი კომპეტენციის ფარგლებში განსაზღვროს დარგის განვითარების პერსპექტივები;
გ) სამელიორაციო, საძოვრების გაწყლოვანების სისტემების და ჰიდროტექნიკური ნაგებობების ტექნიკური გამართვის სამუშაოების და მომსახურების განსახორციელებლად კანონით დადგენილი წესით შექმნას სატენდერო კომისია და უზრუნველყოს ტენდერების ჩაატარება, ჩაატაროს სამელიორაციო ექსპერტიზა, შესაბამის ორგანიზაციებთან გააფორმოს ხელშეკრულებები და ორგანიზაცია გაუწიოს შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადების საქმეს;
დ) სახელმწიფო დანიშნულების დრენაჟის სისტემებით დაშრობილი მიწებიდან ჭარბი წყლების მოცილების, ირიგაციის, საძოვრების გაწყლოვანების სისტემებით, წყალსაცავებით და დამოუკიდებელი რთული ჰიდროტექნიკური ნაგებობებით სარწყავად მიწოდებული წყლის, აგრეთვე მეორეული გამოყენების (ჰესები, წისქვილები, სამრეწველო და საყოფაცხოვრებო დანიშნულების ობიექტები, თევზის, წყლის სხვა ცხოველების და მცენარეთა მოპოვება ან გამომუშავება და სხვა) მომსახურების დადგენილი პირობების შეუსრულებლობისათვის იღებს სათანადო ზომებს;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის სისტემაში წარმართოს საკადრო პოლიტიკა. ორგანიზაცია გაუწიოს კადრების მომზადების, გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლების საქმეს. კანონით დადგენილი წესით მიავლინოს სპეციალისტები კონფერენციებში, სემინარებში და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად;
ვ) განახორციელოს თანამშრომელთა წახალისება (საყოფაცხორებო და სოციალური პირობების გაუმჯობესება), დარგის მატერიალურ-ტექნიკური განმტკიცების ღონისძიებები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ზ) მოითხოვოს და მიიღოს ხელისუფლების ორგანოების, იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან თავისი საქმიანობისათვის აუცილებელი კანონმდებლობით ნებადართული ინფორმაცია.
მუხლი 7🔗
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი.
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
2. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს ორი მოადგილე, რომელთაც დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი. ფუნქციებს თავმჯდომარის მოადგილეებს შორის ანაწილებს დეპარტამენტის თავმჯდომარე.
2. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს ორი მოადგილე, რომელთაც საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე. ფუნქციებს თავმჯდომარის მოადგილეებს შორის ანაწილებს დეპარტამენტის თავმჯდომარე.
3. დარგის აქტუალურ საკითხებზე კოლექტიური გადაწყვეტილებების მისაღებად დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით საქართველოს სოფლის მეურნეობის და სურსათის მინისტრი ქმნის დეპარტამენტის სათათბირო კოლეგიურ ორგანო – საბჭოს და ამტკიცებს მის შემადგენლობას.
3. დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ქმნის დეპარტამენტის სათათბირო ორგანო – საბჭოს, განსაზღვრავს მის მოვალეობას და საქმიანობის წესს.
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2001 წლის 12 ნოემბრის ბრძანება №2-183-სსმIII, №121, 14.11.2001წ.; მუხ.879
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2002 წლის 7 ოქტომბრის ბრძანება №2-183-სსმIII, №101, 11.10.2002წ.; მუხ.877
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2005 წლის 18 აპრილის ბრძანება №2-101-სსმIII, №46, 19.04.2005წ.; მუხ.482
მუხლი 8🔗
1. დეპარტამენტის თავმჯდომარე:
ა) ამ დებულების ფარგლებში მოქმედებს დამოუკიდებლად და საქმიანობას წარმართავს ერთპიროვნულად, აგრეთვე დადგენილი წესით, მინდობილობის გარეშე მოქმედებს დეპარტამენტის სახელით, ეკისრება მისი წარმომადგენლობა და პასუხს აგებს საქმიანობის სწორად წარმართვაზე;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების მოხელეებს შორის;
გ) სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ „საქართველოს კანონით დეპარტამენტისათვის დამტკიცებული ხარჯების ფარგლებში წარუდგენს სამინისტროს დასამტკიცებლად ცენტრალური აპარატის და სტრუქტურული ერთეულების ხარჯთა ნუსხას. კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგენს წინადადებას სტრუქტურული ერთეულებისათვის ხაზინაში ანგარიშსწორების ანგარიშებისა და სპეცსახსრების ანგარიშების გასახსნელად, ახორციელებს საქმიანობას მათთვის ფულადი და სხვა სახსრების გაცემის და შესრულების კონტროლის უზრუნველსაყოფად. იძლევა (საჭიროების შემთხვევაში) მითითებებს საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით დეპარტამენტისათვის დამტკიცებული ხარჯების ფარგლებში წარუდგენს მინისტრს დასამტკიცებლად დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის და ტერიტორიული ორგანოების ხარჯთაღრიცხვას. კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგენს წინადადებას ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოებისათვის ხაზინაში ანგარიშსწორების ანგარიშების გასახსნელად. ახორციელებს საქმიანობას მათთვის ფულადი და სხვა სახსრების გაცემის და შესრულების კონტროლის უზრუნველსაყოფად. იძლევა (საჭიროების შემთხვევაში) მითითებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ) სამინისტროს მიერ დამტკიცებული საშტატო პერსონალის საერთო რიცხოვნობისა და ხარჯთა ნუსხის ფარგლებში განსაზღვრავს და ამტკიცებს (შეაქვს ცვლილებები) ცენტრალური აპარატისა და სტრუქტურული ერთეულების საშტატო განრიგს მრავალკრიტერული მონაცემების (მომსახურებაში არსებული მელიორირებული ფართობი, მიწების მელიორაციული მდგომარეობა, სისტემების და ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობა და ექსპლუატაციის სირთულე, შესასრულებელი სამუშაოების მოცულობა, რწყვის ჯერადობა და სხვა) საფუძველზე;
დ) სამინისტროს მიერ დამტკიცებული საშტატო პერსონალის საერთო რიცხოვნობისა და ხარჯთა ნუსხის ფარგლებში განსაზღვრავს და ამტკიცებს (შეაქვს ცვლილებები) ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოების საშტატო განრიგს მრა-ვალკრიტერული მონაცემების (მომსახურებაში არსებული მელიორირებული ფართობები, მიწების მელიორაციული მდგომარეობა, სისტემების და ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობა და ექსპლუატაციის სირთულე, შესასრულებელი სამუშაოების მოცულობა, რწყვის ჯერადობა და სხვა) საფუძველზე;
ე) კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეებს და სტრუქტურული ერთეულების უფროსებს. ითანხმებს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წარდგინებით მთავარი ინჟინრის და მთავარი ბუღალტრის კანდიდატურებს;
ე) კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეებს, წარუდგენს სოფლის მეურნეობის მინისტრს დასამტკიცებლად დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელების და მისი მოადგილეების კანდიდატურებს. დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის წარდგინებით ითანხმებს მთავარი ინჟინრისა და მთავარი ბუღალტრის კანდიდატურებს;
ვ) სამინისტროს წარუდგენს არგუმენტირებულ წინადადებებს გადაწყვეტილების მისაღებად დეპარტამენტის ცალკეული სტრუქტურული ქვედანაყოფების რეორგანიზაციისა და ახალი სტრუქტურული ქვედანაყოფების შექმნის შესახებ;
ვ) მინისტრს წარუდგენს არგუმენტირებულ წინადადებებს გადაწყვეტილების მისაღებად დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის და ტერიტორიული ორგანოების სტრუქტურული რეორგანიზაციის, ცენტრალური აპარატის ახალი სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოების შექმნის შესახებ;
ზ) პასუხისმგებელია დეპარტამენტის ბალანსზე რიცხულ სახელმწიფო ქონებაზე;
თ) გამოსცემს ინდივიდუალური ხასიათის სამართლებრივ აქტებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის, სტრუქტურული ერთეულების ყველა თანამშრომლისათვის;
თ) გამოსცემს ინდივიდუალური ხასიათის სამართლებრივ აქტებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის და ტერიტორიული ორგანოების ყველა თანამშრომლისათვის;
ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში კანონის შესაბამისად დებს გარიგებებს, გასცემს მინდობილობებს;
კ) სამინისტროს მეშვეობით შესაბამის სამთავრობო დაწესებულებებთან ათანხმებს გადაწყვეტილებას დეპარტამენტის გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ ისეთ საკითხებზე, რომლებიც ეხება აგრეთვე სხვა სამინისტროების ან სამთავრობო დაწესებულებების გამგებლობის სფეროს;
ლ) სარგებლობს დეპარტამენტის საქმიანობისათვის საჭირო საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.
2. დეპარტამენტის თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის წინაშე.
2. დეპარტამენტის თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის წინაშე.
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2005 წლის 18 აპრილის ბრძანება №2-101-სსმIII, №46, 19.04.2005წ.; მუხ.482
მუხლი 9🔗
დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფია:
1. დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) დეპარტამენტის აპარატი, რომლის ძირითადი ფუნქციაა დეპარტამენტის თავმჯდომარის და თავმჯდომარის მოადგილეების უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის ხელშეწყობა, დეპარტამენტის აპარატისა და ტერიტორიული ორგანოების მართვისათვის საჭირო საინფორმაციო-ტექნიკური, ორგანიზაციული და სხვა სახის მომსახურების უზრუნველყოფა. ცენტრალური აპარატის მოხელეთა, დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურეთა, ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელ მუშაკთა შერჩევის, დანიშვნის და გათავისუფლების ორგანიზაციული საკითხების მოგვარება. დეპარტამენტის უზრუნველყოფა იურიდიული მომსახურებით, დეპარტამენტის აპარატში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირება და სამართლებრივი დასკვნების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში. დეპარტამენტის ინტერესების დაცვა სასამართლოში, კანონშემოქმედებითი საქმიანობა. იურიდიული საკითხების გადაწყვეტაში ტერიტორიული ორგანოებისათვის კონსულტაციების გაწევა და დახმარება. დეპარტამენტის აპარატში საქმისწარმოების და სამეურნეო-ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფა.
ა)
დეპარტამენტის აპარატის სტრუქტურაში შედის:
ა.ა) საორგანიზაციო განყოფილება.
სამელიორაციო სისტემების ექსპლუატაციის და წყლის მართვის სამმართველო;
ბ) ჰიდრომელიორაციული სისტემების ექსპლუატაციის სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაა დეპარტამენტის ტერიტორიულ ორგანოებში ჰიდრომელიორაციული სისტემების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სამელიორაციო ღონისძიებების ერთიან ტექნიკურ და ნორმატიულ საფუძვლებზე განხორციელების ორგანიზება და უზრუნველყოფა. დეპარტამენტის ბალანსზე არსებული ჰიდრომელიორაციული სისტემების, ირიგაციული დანიშნულების წყალსაცავების, წყალსატევების და სხვა დამოუკიდებელი ჰიდროტექნიკური ნაგებობების მოვლა-შენახვის და საექსპლუატაციო ღონისძიებების პროგრამების შედგენის, აგრეთვე სამელიორაციო ინფრასტრუქტურის და სხვა ქონების არსებული წესით განსხვისებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადების და წარდგენის ორგანიზება, კოორდინაცია და საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფა.
სამმართველოს სტრუქტურაში შედის:
ბ.ა) საინჟინრო-ტექნიკური განყოფილება;
ბ.ბ) სამელიორაციო ღონისძიებების განყოფილება;
ბ)
გ) წყალსამეურნეო მომსახურების სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაა დეპარტამენტის ტერიტორიულ ორგანოებში წყალსარგებლობის, წყლის მართვასა და სამელიორაციო მომსახურებასთან დაკავშირებული საქმიანობის ერთიან ტექნიკურ და ნორმატიულ საფუძვლებზე განხორციელების ორგანიზება და უზრუნველყოფა. სამელიორაციო ასოციაციებისათვის დახმარება და ხელშეწყობა. რეგიონალური წყალსამეურნეო მართვის, სამელიორაციო ასოციაციების, სხვა წყალმომხმარებლების და მიწათმოსარგებლეების სამელიორაციო მომსახურების ორგანიზება, კოორდინაცია და საინფორმაციო-ტექნიკური უზრუნველყოფა.
სამმართველოს სტრუქტურაში შედის:
კონტრაქტების და შესყიდვების სამმართველო;
გ.ა) წყალსამეურნეო მართვის განყოფილება;
გ.ბ) სატუმბი სადგურების და ენერგეტიკის განყოფილება.
დ) სახელმწიფო შესყიდვების და სამეურნეო მომსახურების სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაა დეპარტამენტის აპარატში და ტერიტორიულ ორგანოებში სახელმწიფო შესყიდვების და სახელშეკრულებო საქმიანობის საკანონმდებლო და ნორმატიულ საფუძვლებზე განხორციელების ორგანიზება, ხელშეწყობა, უზრუნველყოფა და ინსპექტირება. სახელმწიფო შესყიდვების განსახორციელებლად სახელშეკრულებო ურთიერთობის პროცედურების წარმართვის ორგანიზება. კონკრეტულ შესყიდვებზე ხელშეკრულებების საერთო და სპეციფიკური პირობების შემუშავება, განხილვის, შეთანხმების და ხელშეკრულებების გაფორმების ორგანიზება და უზრუნველყოფა. დეპარტამენტის საჭიროებისათვის შეძენილი მატერიალური ფასეულობების მიღების, შენახვის და დეპარტამენტის ტერიტორიულ ორგანოებზე მათი განაწილების უზრუნველყოფა. სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების და გასაწევი მატერიალური მომსახურების საჭიროების განსაზღვრა, შესრულების უზრუნველყოფა და კონტროლი.
სამმართველოს სტრუქტურაში შედის:
გ)
დ.ა) შესყიდვების და სახელშეკრულებო ურთიერთობების განყოფილება;
დ.ბ) სამეურნეო მომსახურების განყოფილება.
მექანიზაციის და ელექტროტექნიკური მოწყობილობების მომსახურების სამმართველო;
ვ) საფინანსო-ეკონომიკური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაა დეპარტამენტის აპარატში და ტერიტორიულ ორგანოებში საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ერთიან მეთოდოლოგიურ, საკანონმდებლო და ნორმატიულ საფუძვლებზე განხორციელების ორგანიზება, ხელშეწყობა და უზრუნველყოფა. დეპარტამენტის ბიუჯეტის პროექტების შედგენა. საბიუჯეტო ასიგნებების ფორმირება და განწერა. დამტკიცებული ბიუჯეტის ეკონომიკური მაჩვენებლების დეპარტამენტის ტერიტორიულ ორგანოებზე დაყვანის, საშტატო რიცხოვნობის და სახელფასო ფონდის განსაზღვრის უზრუნველყოფა;
ზ) ცენტრალური ბუღალტერია, რომლის ძირითადი ფუნქციაა დეპარტამენტის აპარატში და ტერიტორიულ ორგანოებში საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების ერთიან მეთოდოლოგიურ საფუძვლებზე განხორციელების უზრუნველყოფა. კვარტალური და წლიური ბალანსების შედგენის, განხილვის და დამტკიცების ორგანიზება და უზრუნველყოფა. დეპარტამენტის აპარატში საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების წარმოება. დეპარტამენტის ბალანსზე არსებული ქონების, მისი მოძრაობის, მატერიალური, შრომითი და ფინანსური რესურსების გამოყენების შიდა კონტროლის უზრუნველყოფა.
ე) მონიტორინგის სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაა კონკრეტული დავალებების საფუძველზე შეისწავლოს ტერიტორიულ ორგანოებში კანონმდებლობის, ნორმატიული აქტების და დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებების და მითითებების შესრულების მდგომარეობა, სამელიორაციო ასოციაციებთან, სამელიორაციო მომსახურებასთან და შემოსავლების ბიუჯეტთან ურთიერთობის საკითხები. სამელიორაციო ინფრასტრუქტურის და სხვა ქონების გამოყენების, საბიუჯეტო და სხვა სახსრების ხარჯვის კანონიერება, მიზნობრიობა და ეფექტიანობა;
ვ) საერთაშორისო ურთიერთობების, საინვესტიციო პროგრამების, და საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილება, რომლის ძირითადი ფუნქციაა გლობალური დანიშნულების კომპიუტერულ ქსელში ჩართვა, საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა, თანამედროვე ელექტრონული საინფორმაციო ტექნოლოგიების ათვისება, საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების შესახებ ინფორმაციის შეკრება, დამუშავება და კლასიფიცირება. დარგის განვითარების, სამელიორაციო ფონდის რესტრუქტურიზაციისა და მართვის თანამედროვე სქემების შემუშავება ინფორმაციულ-ანალიტიკური მეთოდის მეშვეობით.
დ)
2. დეპარტამენტის სისტემაში შემავალი სტრუქტრული ერთეულებია:
ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამელიორაციო სისტემების სამმართველო;
რეფორმის, ინფორმატიკისა და საქმეთა მართველობის სამმართველო;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამელიორაციო სისტემების სამმართველო;
გ) აჯამეთის სამელიორაციო სისტემის სამმართველო;
დ) არაგვი-ქსნის სამელიორაციო სისტემების სამმართველო;
ე) ენგური-ოჩხომურის სამელიორაციო სისტემების სამმართველო;
ე)
ვ) ზილიჩა-შირაქის სამელიორაციო სისტემების სამმართველო;
ზ) ზემო ალაზნის სამელიორაციო სისტემის სამმართველო;
საფინანსო-ეკონომიკური სამმართველო;
თ) ზემო სამგორის სამელიორაციო სისტემის სამმართველო;
ი) იაღლუჯის გაწყლოვანების სისტემის სამმართველო;
კ) კეხვი-ვანათის სამელიორაციო სისტემების სამმართველო;
ლ) მაშველის სამელიორაციო სისტემის სამმართველო;
ვ)
მ) მაშავერას სამელიორაციო სისტემების სამმართველო;
ნ) მესხეთის სამელიორაციო სისტემების სამმართველო;
ცენტრალური ბუღალტერია.
ო) მტკვარი-ქსნის სამელიორაციო სისტემების სამმართველო;
პ) მტკვარი-ჯანდარის სამელიორაციო სისტემის სამმართველო;
2. დეპარტამენტის სისტემაში შემავალი ტერიტორიული (სისტემური) სტრუქტურული ერთეულებია:
ჟ) რიონი-ჩოლოქის სამელიორაციო სისტემების სამმართველო;
რ) რიონი-ჭურიის სამელიორაციო სისტემების სამმართველო;
ა)
ს) რიონის სარეგულაციო ნაგებობის სამმართველო;
ტ) სკრა-ქარელის სამელიორაციო სისტემის სამმართველო;
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამელიორაციო სისტემების სამმართველო;
უ) ტაშისკარის სამელიორაციო სისტემის სამმართველო;
ფ) ტირიფონი-სალთვისის სამელიორაციო სისტემების სამმართველო;
ქ) მტკვარი-ალგეთის სამელიორაციო სისტემების სამმართველო;
ღ) ქვემო ალაზნის სამელიორაციო სისტემის სამმართველო;
ბ)
ყ) ქვემო სამგორის სამელიორაციო სისტემის სამმართველო;
შ) ცხენისწყლის სამელიორაციო სისტემების სამმართველო;
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამელიორაციო სისტემების სამმართველო, ქ. ბათუმი;
ჩ) ცხენისწყალი-ცივის სამელიორაციო სისტემების სამმართველო;
ც) წითელი გორა-კაბალის სამელიორაციო სისტემების სამმართველო;
ძ) ხრამი-დებედას სამელიორაციო სისტემების სამმართველო;
წ) ჯავახეთის სამელიორაციო სისტემების სამმართველო;
გ)
ჭ) ჰიდროგეოლოგიურ-მელიორაციული სამმართველო.
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2005 წლის 18 აპრილის ბრძანება №2-101-სსმIII, №46, 19.04.2005წ.; მუხ.482
ადიგენის სამელიორაციო სისტემების სამმართველო, ქ. ადიგენი;
დ)
ბოლნისის სამელიორაციო სისტემების სამმართველო, ქ. ბოლნისი;
ე)
გარდაბნის სარწყავი სისტემების სამმართველო, ქ. გარდაბანი;
ვ)
დედოფლისწყაროს სამელიორაციო სისტემების სამმართველო, ქ. დედოფლისწყარო;
ზ)
დუშეთის სამელიორაციო სისტემების სამმართველო, ქ. მცხეთა;
თ)
ზემო ალაზანი–ნაურდლის სარწყავი სისტემების სამმართველო, ქ. თელავი;
ი)
ზემო სამგორი – უდაბნოს სარწყავი სისტემების სამმართველო, ქ. თბილისი;
კ)
ზესტაფონის სამელიორაციო სისტემების სამმართველო, ქ. ზესტაფონი;
ლ)
თბილისის წყალსაცავის სამმართველო, ქ. თბილისი;
მ)
კასპის სამელიორაციო სისტემების სამმართველო, ქ. კასპი;
ნ)
კეხვი-ვანათის სარწყავი სისტემების სამმართველო, გორის რაიონი, სოფელი ტირძნისი;
ო)
კოლხეთის ნაპირდამცავი ნაგებობათა სამმართველო, ქ. ფოთი;
პ)
ლაგოდეხის სამელიორაციო სისტემების სამმართველო, ქ. ლაგოდეხი;
ჟ)
მარნეულის სამელიორაციო სისტემების სამმართველო, ქ. მარნეული;
რ)
მესხეთის სამელიორაციო სისტემების სამმართველო, ქ. ახალციხე;
ს)
მცხეთის სამელიორაციო სისტემების სამმართველო, ქ. მცხეთა;
ტ)
რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის ნაპირდამცავ ნაგებობათა სამმართველო, ქ. ამბროლაური;
უ)
სამტრედიის სამელიორაციო სისტემების სამმართველო, ქ. სამტრედია;
ფ)
საძოვრების გაწყლოვანების სისტემების სარაიონთაშორისო სამმართველო, ქ. თბილისი;
ქ)
სიღნაღის სამელიორაციო სისტემების სამმართველო, ქ. წნორი;
ღ)
სიონის წყალსაცავის სამმართველო, ქ. თბილისი;
ყ)
ტაშისკარის სარწყავი სისტემის სამმართველო, ქ. ხაშური;
შ)
ტირიფონი-სალთვისის სარწყავი სისტემების სამმართველო, ქ. გორი;
ჩ)
ფონიჭალა-თელეთის და ტბისი-კუმისის სარწყავი სისტემის სამმართველო, ქ. თბილისი, ფონიჭალის დასახლება
ც)
ქარელის სამელიორაციო სისტემების სამმართველო, ქ. ქარელი;
ძ)
ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის სამმართველო, ქ. გურჯაანი;
წ)
ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის სამმართველო, ქ. საგარეჯო;
ჭ)
ქობულეთის სამელიორაციო სისტემების სამმართველო, ქ. ქობულეთი;
ხ)
ყვარლის სამელიორაციო სისტემების სამმართველო, ქ. ყვარელი;
ჯ)
წყალტუბო-ბაღდათის სამელიორაციო სისტემების სამმართველო, ქ. ქუთაისი;
ჰ)
ხონის სამელიორაციო სისტემების სამმართველო, ქ. ხონი;
ჰ1
ჯავახეთის სამელიორაციო სისტემების სამმართველო, ქ. ახალქალაქი;
ჰ2
ჰიდროგეოლოგიურ-მელიორაციული ექსპედიცია, ქ. თბილისი;
ჰ3
რიონი-ჭოლოქის მასივის დამშრობი სისტემების სამმართველო, ქ. ლანჩხუთი;
ჰ4
რიონი-ჭურიის მასივის დამშრობი სისტემების სამმართველო, ქ. ხობი;
ჰ5
ენგური-ოჩხომურის მასივის დამშრობი სისტემების სამმართველო, ქ. ზუგდიდი;
ჰ6
ცხენისწყალი-ცივის მასივის დამშრობი სისტემების სამმართველო, ქ. სენაკი;
ჰ7
სპეციალური საინვესტიციო პროექტების ბიურო, ქ. თბილისი;
მუხლი 10🔗
დეპარტამენტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 11🔗
დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებები და დამატებები შედის საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის ბრძანებით.
დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებები და დამატებები შედის საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2005 წლის 18 აპრილის ბრძანება №2-101-სსმIII, №46, 19.04.2005წ.; მუხ.482
დანართი №2
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ტერიტორიული (სისტემური) სტრუქტურული ერთეულების ტიპური
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗
1. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) ტერიტორიული (სისტემური) სტრუქტურული ერთეულები (შემდგომში – დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები) თავის საქმიანობას ახორციელებენ „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონისა “საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს დებულების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის №670 ბრძანებულების, სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის დებულებისა და ამ დებულების შესაბამისად.
2. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობენ საქართველოს კანონებით, პრეზიდენტის ბრძანებულებებით, სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებებით და დეპარტამენტის თავმჯდომარის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტებით, ამ დებულებით, დარგობრივი ინსტრუქციებით, ნორმებით, წესებით და სხვა სამართლებრივი აქტებით.
3. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები მათთვის დაკისრებული ამოცანების და ფუნქცია-მოვალეობების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულნი არიან დეპარტამენტის თავმჯდომარის წინაშე.
4. დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულებს აქვთ ბალანსი, ანაგარიშსწორების ანგარიში და სპეცანგარიშები ხაზინაში, ხარჯთა ნუსხა და ბეჭედი სახელწოდებით: სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეული . . . . .
5. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულის . . . . . . . . . იურიდიული მისამართია: საქართველო, . . . . . . .
მუხლი 2🔗
1. საქართველოს აგრარული პოლიტიკის კონცეფციით გათვალისწინებული სურსათით ქვეყნის საიმედო უზრუნელყოფის და საექსპორტო სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ზრდის მისაღწევად, დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ამოცანებია თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე:
ა) დეპარტამენტის სისტემაში მიმდინარე რეფორმის განხორციელების დაჩქარება;
ბ) სამელიორაციო და საძოვრების გაწყლოვანების სისტემებზე ერთიანი ტექნიკური პოლიტიკის განხორციელება, ნორმების, წესების დაცვა და კონტროლი;
გ) ბალანსზე არსებული სახელმწიფო დანიშნულების სამელიორაციო, საძოვრების გაწყლოვანების სისტემების და დამოუკიდებელი რთული ჰიდროტექნიკური ნაგებობების ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
დ) წყლის მართვისა და კონტროლის სრულყოფილი სისტემების დანერგვის უზრუნველყოფა;
ე) სამელიორაციო ასოციაციების ჩამოყალიბებაში ხელშეწყობა, უფასო კონსულტაციების გაწევა და ზედამხედველობა ტექნიკურ საკითხებში;
ვ) „საქართველოს ირიგაციისა და დრენაჟის რეაბილიტაციის მსოფლიო ბანკის პროექტის”, სხვა საინვესტიციო პროგრამების და პროექტების განხორციელების საქმეში აქტიური მონაწილეობა და ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება.
მუხლი 3🔗
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციებია:
ა) სამოქმედო ტერიტორიაზე სამელიორაციო სისტემების ეფექტური ფუნქციონირების და რეფორმის განხორციელების დაჩქარების მიზნით პროგრამების და ყოველწლიური გეგმის პროექტების მომზადება და დეპარტამენტში განსახილველად წარდგენა, მიღებულ გადაწყვეტილებათა განხორციელება;
ბ) ბალანსზე არსებული სახელმწიფო დანიშნულების სამელიორაციო, საძოვრების გაწყლოვანების სისტემების და დამოუკიდებელი რთული ჰიდროტექნიკური ნაგებობების რეაბილიტაცია, ტექნიკური გამართვა, მოვლა-შენახვა და ექსპლუატაცია. მათ სარეალიზაციოდ ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებების განხორციელება საექსპლუატაციო წესების, ნორმებისა და ინსტრუქციების შესაბამისად;
გ) ბალანსზე არსებული სახელმწიფო დანიშნულების საირიგაციო წყალსაცავების ექსპლუატაცია, მათი ტექნიკური მდგომარეობის და კეთილმოწყობის უზრუნველმყოფ ღონისძიებათა ორგანიზაცია და მართვა-რეგულირება, წყალდაცვითი და სანიტარული ზოლების დაცვა, წყლის მავნე ზემოქმედების თავიდან აცილების ღონისძიებების განხორციელება;
დ) ბალანზე არსებული სახელმწიფო დანიშნულების სარწყავი, ორმხრივი რეგულირების და საძოვრების გაწყლოვანების სისტემებით წყლის მოხმარების ლიმიტების განსაზღვრა, წყლის მართვა-რეგულირება, წყალგამყოფი წერტილების წყალმზომი მოწყობილობებით აღჭურვა, წყლის წყაროებიდან აღებული და წყალგანაწილების წერტილებში სამელიორაციო ასოციაციებისათვის და სხვა წყალმომხმარებლებისათვის მიწოდებული წყლის აღრიცხვა, მისი რაციონალური გამოყენების უზრუნველმყოფელ ღონისძიებათა შემუშავება და განხორციელება;
ე) ბალანსზე არსებული სახელმწიფო დანიშნულების სარწყავი, დამშრობი და საძოვრების გაწყლოვანების სისტემებით პირველ რიგში სამელიორაციო ასოციაციების, აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო პროფილის ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის კანონმდებლობის შესაბამისად სამელიორაციო მომსახურება (წყლის მიწოდება, ჭარბი წყლების მოცილება);
ვ) ბალანსზე არსებული სახელმწიფო დანიშნულების სარწყავი და საძოვრების გაწყლოვანების სისტემების, აგრეთვე ირიგაციული დანიშნულების წყალსაცავების მეორეულ სარგებლობაზე (ჰესები, წისქვილები, სამრეწველო და საყოფაცხოვრებო დანიშნულების ობიექტები, თევზის, წყლის სხვა ცხოველების და მცენარეთა მოპოვება ან გამომუშავება და სხვა) ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის კანონმდებლობის შესაბამისად მომსახურება;
ზ) ბალანსზე არსებული სახელმწიფო დანიშნულების სამელიორაციო, საძოვრების გაწყლოვანების სისტემების და დამოუკიდებელი რთული ჰიდროტექნიკური ნაგებობების დასაცავად ეროზიის, მეწყერის, ღვარცოფის, წყალმოვარდნის და წყალდიდობის საწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარება და ნაგებობების ექსპლუატაცია;
თ) ბალანსზე არსებული სახელმწიფო დანიშნულების სამელიორაციო, საძოვრების გაწყლოვანების სისტემების და დამოუკიდებელი რთული ჰიდროტექნიკური ნაგებობების განსხვისების ტერიტორიების გამოყოფის და დაცვის უზრუნველმყოფ ღონისძიებათა განხორციელება კანონმდებლობით დადეგნილი წესით;
ი) მელიორირებული მიწების დამლაშებაზე, ბიცობიანობაზე, მჟავიანობაზე, დაჭაობებაზე, გრუნტის წყლების დინამიკაზე და სხვა ჰიდროტექნიკურ-სამელიორაციო მახასიათებლებზე რეჟიმული დაკვირვებების ჩატარების და მიწის კადასტრის ერთიან სისტემაში მელიორირებული მიწების კადასტრის შემუშავების უზრუნველყოფა-ორგანიზაცია, ჰიდროგეოლოგიურ-მელიორაციული და ტექნიკური მონაცემებით სამელიორაციო ასოციაციების, მიწათმოსარგებლეების და სათანადო ორგანოების ინფორმირება;
კ) სამოქმედო ტერიტორიაზე განთავსებული სამელიორაციო, საძოვრების გაწყლოვანების სისტემების და დამოუკიდებელი ჰიდროტექნიკური ნაგებობების ძირითადი ფონდის პასპორტიზაციის, ინვენტარიზაციის და მონიტორინგის განხორციელების უზრუნველყოფა დადგენილი წესით;
ლ) სამოქმედო ტერიტორიაზე სამელიორაციო ასოციაციების რეგისტრაციის მასალების სისტემატიზაციის მიზნით: წესდების, მომსახურების ტერიტორიის რუკის, მიწის მფლობელთა რაოდენობის, დაკავებული მიწის ფართობის, სამელიორაციო ფონდის პასპორტიზაციის და საბალანსო ღირებულების ოდენობის აღრიცხვა რაიონული (საქალაქო) სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველოებთან ერთად.
მუხლი 4🔗
1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები უფლებამოსილნი არიან:
ა) მონაწილეობა მიიღონ, დეპარტამენტის დავალებით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, (დარგთან მიმართებაში), ინდიკატური გეგმების, სახელმწიფო პროგრამების შემუშავებაში;
ბ) წყალსარგებლობაზე და სამელიორაციო მომსახურებაზე მომხმარებელთა (წყალმოსარგებლეთა) მოთხოვნების გათვალისწინებით სამოქმედო ტერიტორიაზე დაგეგმონ თავიანთი საქმიანობა, განსაზღვრონ განვითარების პერსპექტივები და წარუდგინონ დეპარტამენტს განსახილველად;
გ) ბალანსზე არსებული სახელმწიფო დანიშნულების სამელიორაციო, საძოვრების გაწყლოვანების სისტემების და ჰიდროტექნიკური ნაგებობების ტექნიკური გამართვის მიზნით დეპარტამენტთან შეთანხმებით, ორგანიზაცია გაუწიონ შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადების საქმეს;
დ) ბალანსზე არსებული სახელმწიფო დანიშნულების დრენაჟის სისტემებით დაშრობილი მიწებიდან ჭარბი წყლების მოცილების, ირიგაციის, საძოვრების გაწყლოვანების სისტემებით, წყალსაცავებით და დამოუკიდებელი რთული ჰიდროტექნიკური ნაგებობებით სარწყავად მიწოდებული წყლის, აგრეთვე მეორეული გამოყენების (ჰესები, წისქვილები, სამრეწველო და საყოფაცხოვრებო დანიშნულების ობიექტები, თევზის, წყლის სხვა ცხოველების და მცენარეთა მოპოვება ან გამომუშავება და სხვა) მომსახურების „მიწების მელიორაციის შესახებ” კანონის შესაბამისად განხორციელება;
ე) წარუდგინონ წინადადებები დეპარტამენტს კადრების მომზადების, გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების, სპეციალისტების კვალიფიკაციის ასამაღლებლად მივლინების, კონფერენციებში, სემინარებში და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობის თაობაზე,ვ) კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელონ თანამშრომელთა წახალისების, საყოფაცხორებო და სოციალური პირობების გაუმჯობესების, სტრუქტურული ერთეულის მატერიალურ-ტექნიკური განმტკიცების ღონისძიებები;
თ) მოითხოვონ და მიიღონ ადგილობრივი მმართველობითი ორგანოებისაგან, იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან თავისი საქმიანობისათვის აუცილებელი კანონმდებლობით განსაზღვრული ნებადართული ინფორმაცია.
მუხლი 5🔗
1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების დაფინანსება წარმოებს დეპარტამენტისათვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში, ასევე საქართველოს საკანონმდებლო და პრეზიდენტის ბრძანებულებით გათვალისწინებული და ნებადართული შემოსავლებით.
2. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულის საშტატო რიცხოვნობას და ხელფასის ფონდს ამტკიცებს დეპარტამენტის თავმჯდომარე მრავალკრიტერული მონაცემების (მომსახურებაში არსებული მელიორირებული მიწის ფართობის, სისტემების და ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობა და ექსპლოატაციის სირთულე, შესასრულებელი სამუშაოების მოცულობა, რწყვის ჯერადობა და სხვა) საფუძველზე.
მუხლი 6🔗
1. დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე.
2. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულის მთავარ ინჟინერს და მთავარ ბუღალტერს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სტრუქტურული ერთეულის უფროსი დეპარტამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებით. სტრუქტურული ერთეულის სხვა საშტატო პერსონალს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სტრუქტურული ერთეულის უფროსი, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულის თანამდებობის პირს უფლება არა აქვს იმავდროულად ეკავოს სხვა თანამდებობა საჯარო სამსახურში და შედიოდეს სამეწარმეო საზოგადოებების ხელმძღვანელ, საკონტროლო ან სარევიზიო ორგანოებში, ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას.
მუხლი 7🔗
1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულის უფროსი:
ა) ამ დებულების ფარგლებში მოქმედებს დამოუკიდებლად და საქმეებს უძღვება ერთპიროვნულად დადგენილი წესით. აკონტროლებს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებას, ანაწილებს მათ შორის ფუნქციებს;
ბ) მინდობილობის გარეშე მოქმედებს სტრუქტურული ერთეულის სახელით და აგებს პასუხს საქმიანობის სწორად წარმართვაზე, სახელმწიფო ქონების დაცვასა და გამოყენებაზე;
გ) წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის თავმჯდომარეს საშტატო განრიგში ცვლილების შეტანის შესახებ;
დ) დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვის ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, უზრუნველყოფს საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ გამოყენებას;
ე) იძლევა ინდივიდუალური ხასიათის მითითებებს და დავალებებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა სტრუქტურული ერთეულის ყველა თანამშრომლისათვის, პასუხს აგებს მიღებული გადაწყვეტილებების მიზანშეწონილობაზე და კანონიერებაზე;
ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით დეპარტამენტთან შეთანხმებით აფორმებს ხელშეკრულებებს, ორგანიზაციას უწევს მათ შესრულებას;
ზ) დადგენილი წესით შეაქვს წინადადებები დეპარტამენტში გადაწყვეტილებების მისაღებად იმ საკითხებზე, რომლებიც ამ დებულებით სცილდება სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციას;
თ) სარგებლობს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობისათვის საჭირო საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.
2. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულის უფროსი ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის თავმჯდომარის წინაშე.
მუხლი 8🔗
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 9🔗
ამ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “საქართველოს სოფლის მეურნეობის და სურსათის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის დებულების და მისი სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე”, №2-136ა, 29.08.2001, სარეგისტრაციო კოდი 400.010.010.11.113.004.954 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.10.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/52696-2/