1. თუ ამ წესის 28- ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შესრულება შეუძლებელია, პროცესის ობიექტურობის უზრუნველყოფის მიზნით,   სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, სააგენტო უფლებამოსილია გასცეს შემფასებლის დროებითი დაშვება.

2. დროებითი დაშვების მქონე შემფასებელი უფლებამოსილია განახორციელოს:

ა)  შეგირდის შეფასება სამეთვალყურეო პუნქტზე დაშვების ან ოსტატობის დაშვების გაცემის მიზნით;

ბ) მეთვალყურის შეფასება სამეთვალყურეო პუნქტზე დაშვების ან ოსტატობის დაშვების გასაცემად, ასევე, შეფასება სამეთვალყურეო პუნქტზე დაშვების მოქმედების ვადის გაგრძელების ან განახლების მიზნით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების მიზნით,   შემფასებელი სულ ცოტა, გასული ერთი წლის განმავლობაში უნდა ფლობდეს:

ა) სამეთვალყურეო პუნქტზე დაშვებას შესაბამისი ოსტატობით; და

ბ) ოსტატობის ისეთ დაშვებას, რომელიც ჩასატარებელ შეფასებას შეესაბამება.

4. შემფასებლის დროებითი დაშვების მოქმედების ვადა განისაზღვრება სააგენტოს მიერ და არ უნდა აღემატებოდეს ამ წესის 30-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემფასებლის დაშვების მოქმედების ვადას.

5.შემფასებლის დროებითი დაშვება გაიცემა ცალკე დოკუმენტის სახით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს მისი მფლობელის უფლებამოსილება და ნებართვის მოქმედების ვადა.