1. სასწავლო დაწესებულება უფლებამოსილია განახორციელოს საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის სწავლება მხოლოდ ამ წესის შესაბამისად გაცემული და მოქმედი სერტიფიკატის საფუძველზე.
2. სამეთვალყურეო პუნქტზე სწავლების და კვალიფიკაციის შესანარჩუნებელი სწავლების ჩატარების უფლება აქვს:
ა) სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს, რომელიც ფლობს სასწავლო დაწესებულების სერტიფიკატს;
ბ) სასწავლო დაწესებულებას, რომელსაც აქვს ხელშეკრულება სააერნაოსნო მომსახურების საწარმოსთან
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის/მეთვალყურე-შეგირდის და მათი სასწავლო დაწესებულებების სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 23.01.2026.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 20/10/2021.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება