ცალკეულ შემთხვევებში მომსახურების გაწევის ადგილზე დაინტერესებული პირისთვის მომსახურების გაწევის შეზღუდვის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (4)
შემდგომი ცვლილებები (4)
დოკუმენტის ტექსტი
ბრანება №33619
2021 წლის 25 ოქტომბერი
ქ. თბილისი
1. შეიზღუდოს მომსახურების გაწევის ადგილზე ამ ბრძანების დანართი №1-ით განსაზღვრული მომსახურების გაწევა შემოსავლების სამსახურის ავტორიზებული მომხმარებლისათვის, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მომსახურების გაწევის პროცესში იკვეთება ინდივიდუალური/სპეციფიური გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის მომსახურების დისტანციურად, ელექტრონული ფორმით (ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან) მიღებას.
2. ამ ბრძანებით გათვალისწინებული ღონისძიების შესრულება და შემდგომი ზედამხედველობა დაევალოს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტს.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 15 ნოემბრიდან.
სამსახურის უფროსი ლევან კაკავა.
როგორ დავიმოწმოთ
შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი „ცალკეულ შემთხვევებში მომსახურების გაწევის ადგილზე დაინტერესებული პირისთვის მომსახურების გაწევის შეზღუდვის შესახებ“, №33619, 25.10.2021, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016647 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.11.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5275252-0/