ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ოქროს მედალზე კურსდამთავრებულთა წახალისების” (კოდი 04 06) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
25.11.2021 ძალადაკარგული 25.11.2025
ნომერი
№292
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.160.016727
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/11/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

შემდგომი ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №292

2021 წლის 25 ნოემბერი

ქ. რუსთავი

 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ოქროს მედალზე კურსდამთავრებულთა წახალისების” (კოდი 04 06) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და  მე-4 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე,  ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

+
მუხლი 1
დამტკიცდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის ,,ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ოქროს მედალზე კურსდამთავრებულთა წახალისების’’ (კოდი 04 06) განხორციელების წესი’’, დანართი N 1 -ის შესაბამისად.
+
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის პირველი იანვრიდან.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელინინო ქავთარაძე
+



დანართი №1

 


+
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ოქროს მედალზე კურსდამთავრებულთა წახალისების” (კოდი 04 06) განხორციელების  წესი

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ოქროს მედალზე კურსდამთავრებულთა წახალისების” (კოდი 04 06) წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის მქონე  ოქროს მედალოსანი კურსდამთავრებული მოსწავლეების წახალისების წესსა და პირობებს, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგამის ფარგლებში.

2. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახური (შემდგომში „ქვეპროგრამის განმახორციელებელი“).

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 24 ნოემბრის დადგენილება №42 - ვებგვერდი, 25.11.2022წ.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ოქროს მედალოსანი კურსდამთავრებული – მოსწავლე, რომელიც მიმდინარე სასწავლო წლის პერიოდში იღებს სრული ზოგადი განათლების ოქროს მედალოსნის ატესტატს, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულაა 10 - დამრგვალების გარეშე.

ბ) დაფინანსება – ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან განხორციელებული ოქროს მედალოსანი კურსდამთავრებული მოსწავლეების წახალისების დაფინანსება (დახმარება, ერთჯერადი გასაცემელი).

გ) წახალისება - ერთჯერადი გასაცემელი 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

დ) ქვეპროგრამა – ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის  „ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ოქროს მედალზე კურსდამთავრებულთა წახალისების” ქვეპროგრამა (კოდი 04 06).

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 24 ნოემბრის დადგენილება №42 - ვებგვერდი, 25.11.2022წ.

მუხლი 3. მოსარგებლე პირ(ებ)ი და დაფინანსების ოდენობა

1. ქვეპროგრამით მოსარგებლეები არიან როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლის მოსწავლეები.

2. ქვეპროგრამა ითვალისწინებს ოქროს მედალოსანი კურსდამთავრებული მოსწავლეების 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით წახალისებას, რომელიც რუსთავის მუნიციპალიტეტში განცხადების წარდგენის მომენტისათვის მიმდინარე წელს იღებს სრული ზოგადი განათლების ოქროს მედალოსნის ატესტატს.

3. გამონაკლის შემთხვევაში, თუ  ოქროსმედალოსანი კურსდამთავრებული სკოლის დამამთავრებელი წლის განმავლობაში ვერ ისარგებლებს აღნიშნული ქვეპროგრამით, ქვეპროგრამით სარგებლობის უფლება მიეცეს მომდევნო ერთი კალენდარული წლის განმავლობაში.

4. გამონაკლისი საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირზე, რომელსაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდება - ქალაქი რუსთავი.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 24 ნოემბრის დადგენილება №42 - ვებგვერდი, 25.11.2022წ.

მუხლი 4. განცხადების წარდგენა

1. „წახალისების“ მისაღებად მოსარგებლე პირმა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე:

ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) საინფორმაციო ბარათი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან (საჭიროების შემთხვევაში);

დ) საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სრული ზოგადი განათლების ატესტატი ან ცნობა, რომელიც ადასტურებს, რომ კურსდამთავრებული არის ოქროს მედალოსნის კანდიდატი;

ე) დევნილის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);

ვ) პროგრამით მოსარგებლე პირის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის სახელზე  გახნილი საბანკო ანგარიშის ნომერი გაცემული შესაბამისი ბანკის მიერ კანონით დადგენილი წესით.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 24 ნოემბრის დადგენილება №42 - ვებგვერდი, 25.11.2022წ.

მუხლი 5. დაფინანსების გაცემის პირობები და  ადმინისტრირება

1. დაფინანსების თაობაზე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსული განცხადებების გადარჩევას ახორციელებს ქვეპროგრამის განმახორციელებელი.

2. ქვეპროგრამის განმახორციელებელი დაფინანსების მსურველთა სიას (მონაცემები) ამოწმებს  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მიერ მოწოდებულ ელექტრონულ რეესტრში“.

3. განმცხადებლის დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება განცხადების რეგისტრაციიდან 10 კალენდარული დღის ვადაში წარმოდგენილი დოკუმენტების ქვეპროგრამასთან შესაბამისობის დადგენის საფუძველზე. დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ხოლო დაფინანსებაზე უარის გადაწყვეტილებას განმცხადებელს წერილობითი ფორმით უგზავნის ქვეპროგრამის განმახორციელებელი. 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 24 ნოემბრის დადგენილება №42 - ვებგვერდი, 25.11.2022წ.

მუხლი 6. დაფინანსების გაცემა და ანგარიშსწორება

1. დაფინანსება ხორციელდება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.

2. ანგარიშსწორება ხორციელდება  ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ოქროს მედალზე კურსდამთავრებულთა წახალისების” (კოდი 04 06) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“, №292, 25.11.2021, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.160.016727 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.11.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5287920-1/