ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ქვეპროგრამის „ძალადობის მსხვერპლი ბავშვიანი პირების ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა“ (პროგრამული კოდი 06 02 16) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (9 მუხლი)
|
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №289 |
|
2021 წლის 25 ნოემბერი ქ. რუსთავი |
|
1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „ძალადობის მსხვერპლი ბაშვიანი პირების ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამის“ (პროგრამული კოდი: 06 02 --) განხორციელების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული და ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე ბავშვიანი პირების ერთჯერად მატერიალურ დახმარებას, სოციალურ-ეკონომიკური გარანტიების უზრუნველყოფის მიზნით, მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელ ღონისძიებას.
2. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურის ბავშვთა დაცვა-მხარდაჭერისა და ახალგაზრდული განვითარების განყოფილება (შემდგომში-„ქვეპროგრამის განმახორციელებელი“).
აქ გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) მსხვერპლი – ქალი, აგრეთვე ოჯახის ნებისმიერი წევრი, რომელთა კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები დაირღვა უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ან სექსუალური ძალადობით ან იძულებით და რომლებსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა სასამართლო ორგანომ ან/და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან არსებულმა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა (შემდგომ − მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი).
ბ) სოციალური მუშაკი – ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურის ბავშვთა დაცვა-მხარდაჭერისა და ახალგაზრდული განყოფილების ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი;
გ) თავშესაფარი – მსხვერპლთა დროებითი საცხოვრებელი ან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში ან/და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ბაზაზე არსებული მსხვერპლთა დროებითი განთავსების ადგილი, რომელიც ემსახურება მსხვერპლთა ფსიქოლოგიურ-სოციალურ რეაბილიტაციას, იურიდიულ და სამედიცინო დახმარებას და დაცვას;
დ) დაფინანსება – ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან განხორციელებული ძალადობის მსხვერპლი ბავშვიანი პირების მატერიალური დახმარება (ერთჯერადი ფულადი გასაცემელი)
ე) ბავშვიანი პირი – კანონიერი წარმომადგენელი-მეურვე/მზრუნველი; 12 კვირიდან ორსული.
1. ძალადობის მსხვერპლი ბავშვიანი პირების ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა არის, ძალადობის მსხვერპლი ფიზიკური პირების გაძლიერების ღონისძიება, რომლის მიზანია ძალადობის მსხვერპლთა მიერ თავშესაფრის დატოვების შემდგომ პერიოდში, რესოციალიზაცისაა და საწყისი ეკონომიკური სტაბილურობის ხელშეწყობა, მისი ღირსების, კეთილდღეობის, უსაფრთხოების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა.
2. ქვეპროგრამის ამოცანაა, თავშესაფრის დატოვების შემდგომი არსებული გამოწვევებისა და კრიზისული სიტუაციის დაძლევა.
3. ძალადობის მსხვერპლი ბავშვიანი პირების მხარდაჭერის პროცესი მოიცავს, ძალადობის მსხვერპლი ფიზიკური პირების განცხადებების განხილვასა და ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაწევის მიზანშეწონილობას.
1. ქვეპროგრამის მე-3 მუხლით გათვალისწინებული მომსახურების სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს ძალადობის მსხვერპლი ბავშვიანი ფიზიკური პირები, რომლებსაც აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს:
ა) პირი, რომლელსაც აქვს, რუსთავის ადმინისტრაციული ტერიტორიის ფარგლებში აქტიური რეგისტრაცია;
ბ) პირი, რომელმაც თავშესაფარი დატოვა განცხადების შემოტანამდე 2 (ორი) თვით ადრე;
გ) პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს ძალადობის მსხვერპლის სტატუსი შესაბამისი ორგანოს მიერ;
დ) პირი, რომელიც ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულია ბოლო 2 (ორი) წელი. (მათ შორის, იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირი, რომელსაც დევნილის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდება - რუსთავი).
2. თითოეულ პირზე დაფინანსება გაიცემა ერთჯერადად.
3.თითოეულ პირზე დაფინანსების ოდენობა შეადგენს 1000 (ერთი ათასი) ლარს.
1. ქვეპროგრამით გათვალისწინებული დაფინანსების მისაღებად განმცხადებელი მიმართავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერს და წარადგენს შემდეგ დოკუმენტაციას:
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი);
ბ) ბავშვის დაბადების მოწმობია;
გ) ძალადობის მსხვერლპის სტატუსის განმსაზღვრელი დოკუმენტი, რომელიც გაცემულია უფლებამოსილი ორგანოს მიერ;
დ) საინფორმაციო ბარათი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ-სახელმწიფო სერვისები განვითარების სააგენტოდან;
ე) იძულებით გადაადგილებული პირის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ვ) ძალადობის მსხვერპლი პირის სახელზე გახსნილი, საბანკო ანგარიშის ნომერი, გაცემული შესაბამისი ბანკის მიერ, კანონით დადგენილი წესით;
ზ) თავშესაფარში ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
1. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის ქვეპროგრამით დადგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობას ადგენს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურის ბავშვთა დაცვა-მხარდაჭერისა და ახალგაზრდული განვითარების განყოფილება.
2. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურის ბავშვთა დაცვა-მხარდაჭერისა და ახალგაზრდული განვითარების განყოფილების მულტიდისციპლინური გუნდი იღებს გადაწყვეტილებას დაფინანსების მიზანშეწონილობის შესახებ.
1. დაფინანსება ხორციელდება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამით გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში.
2. ანგარიშწორება ხორციელდება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ქვეპროგრამის „ძალადობის მსხვერპლი ბავშვიანი პირების ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა“ (პროგრამული კოდი 06 02 16) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ქვეპროგრამის „ძალადობის მსხვერპლი ბავშვიანი პირების ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა“ (პროგრამული კოდი 06 02 16) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 21.12.2023.
- როდის იქნა მიღებული „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ქვეპროგრამის „ძალადობის მსხვერპლი ბავშვიანი პირების ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა“ (პროგრამული კოდი 06 02 16) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“?
- „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ქვეპროგრამის „ძალადობის მსხვერპლი ბავშვიანი პირების ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა“ (პროგრამული კოდი 06 02 16) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 25.11.2021. მიმღები ორგანო — ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №289. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.160.016724.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ქვეპროგრამის „ძალადობის მსხვერპლი ბავშვიანი პირების ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა“ (პროგრამული კოდი 06 02 16) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 3 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 21.12.2023.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ქვეპროგრამის „ძალადობის მსხვერპლი ბავშვიანი პირების ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა“ (პროგრამული კოდი 06 02 16) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 9 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ქვეპროგრამის „ძალადობის მსხვერპლი ბავშვიანი პირების ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა“ (პროგრამული კოდი 06 02 16) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.12.2023 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ქვეპროგრამის „ძალადობის მსხვერპლი ბავშვიანი პირების ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა“ (პროგრამული კოდი 06 02 16) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“, №289, 25.11.2021, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.160.016724 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.12.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5287926/