მუხლი 2 საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის გეოლოგიური საქმიანობის ნორმატიულ-სამართლებრივი, სამარკეტინგო და საინვესტიციო პოლიტიკით უზრუნველყოფის სამმართველო (შემდგომში – სამმართველო) არის დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფი, შედის დეპარტამენტის მმართველობის აპარატის შემადგენლობაში. დარგთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების პროექტების მომზადების, საკანონმდებლო-ნორმატიული და კანონშემოქმედებითი საქმიანობის, გეოლოგიური საქმიანობის მარკეტინგული კვლევების, საინვესტიციო პოლიტიკის განსაზღვრის და ინვესტორთა მოზიდვის მიზნით.🔗