სასჯელაღსრულების დაწესებულებების სამედიცინო სამსახურების საქმიანობის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (4)
შემდგომი ცვლილებები (2)
წინა ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.060.010.11.106.005.043
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება№400
2001 წლის 9 ნოემბერი
ქ. თბილისი
სასჯელაღსრულების დაწესებულებების სამედიცინო სამსახურების საქმიანობის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
‘’საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 30 ოქტომბრის №471 ბრძანებულების 23-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებების სამედიცინო სამსახურების საქმიანობის თანდართული ინსტრუქცია (დანართი №1).
2. დამტკიცდეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში და ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ავადმყოფთა გადაყვანის წესი (დანართი №2).
3. დამტკიცდეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებიდან ავადმყოფთა გაწერის წესი (დანართი №3).
4. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
გ. წკრიალაშვილი
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №515-სსმIII, №138, 13.12.2001წ.; მუხ.995
2. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 1 სექტემბრის ბრძანება №968-სსმIII, №98, 05.09.2003წ.; მუხ.843
დანართი №1
სასჯელაღსრულების დაწესებულებების სამედიცინო სამსახურების საქმიანობის ინსტრუქცია
1. ეს ინსტრუქცია ადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტს (შემდგომში – დეპარტამენტი) და მისდამი დაქვემდებარებულ სასჯელაღსრულების დაწესებულებების სამედიცინო სამსახურებს შორის ურთიერთობის წესს.
2. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების და ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების ხელმძღვანელობა, დაწესებულების მთავარი ექიმის სახით, ვალდებულია მოამზადოს და დეპარტამენტს ყოველი თვის ბოლო კვირის განმავლობაში წერილობით მოახსენოს:
ა. ერთი კალენდარული თვის განმავლობაში დაწესებულებაში შესული და გაწერილი ავადმყოფების რაოდენობის და სტაციონარული მკურნალობის გამოსავლის შესახებ;
ბ. დაწესებულებაში შექმნილი სამედიცინო ხასიათის პრობლემების შესახებ;
გ. დაწესებულებაში არსებული მედიკამენტების მარაგის ოდენობის შესახებ;
დ. მედიკამენტებზე და დაწესებულებაში არსებული სამედიცინო აპარატურის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი მასალის, დაწესებულების არსებული დატვირთვის შესაბამისი მოთხოვნა შემდეგი თვისათვის;
ე. სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების და კვების ნორმების დარღვევის და გამომწვევი მიზეზის შესახებ, თუ ასეთს ადგილი ექნება სამკურნალო დაწესებულებაში;
ვ. კვარტალურად მოამზადოს სამედიცინო ხასიათის სტატისტიკა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.
დანართი №2
1. ავადმყოფ მსჯავრდებულთა და პატიმართა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში და ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში დროული ჰოსპიტალიზაციის მიზნით განისაზღვროს შემდეგი წესი:
ა. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში ავადმყოფების სამკურნალო ან სადიაგნოსტიკო მიზნით გადაყვანა ხდება სასჯელაღსრულების დაწესებულების სამედიცინო ნაწილის უფროსის მიერ იუსტიციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტისათვის (შემდგომში – დეპარტამენტი) წარდგენილი მოხსენებითი ბარათის საფუძველზე;
ბ. დეპარტამენტის პასუხისმგებელი პირის მიერ წარდგენილი მოხსენებითი ბარათის განხილვის შემდეგ, გაიცემა განაწესის ფორმა, რომლის საფუძველზე ხდება გეგმურად ავადმყოფთა გადაყვანა სამკურნალო დაწესებულებაში;
გ. განსაკუთრებულ შემთხვევებში მსჯავრდებულის, პატიმრის ან მათი კანონიერი წარმომადგენლის მომართვის საფუძველზე სამედიცინო დეპარტამენტის უფროსს სამედიცინო დეპარტამენტის ექიმ-კონსულტანტების სამედიცინო დასკვნის საფუძველზე უფლება აქვს გადაიყვანოს მსჯავრდებული ან პატიმარი სამკურნალო დაწესებულებაში;
დ. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა წესრიგდება წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ 2000 წლის 12 აპრილს დადებული ხელშეკრულებით;
ე) გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების უზრუნველსაყოფად სასჯელაღსრულების დაწესებულების სამედიცინო ნაწილის უფროსი, ხოლო მისი არყოფნის დროს პასუხისმგებელი ექიმი, უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ავადმყოფის სასწრაფო წესით სამკურნალო დაწესებულებაში ჰოსპიტალიზაციის თაობაზე, რის შესახებაც სამედიცინო ნაწილის უფროსი მიმართავს სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციას ავადმყოფის დაუყოვნებელი ჰოსპიტალიზაციის მოთხოვნით და დაუყოვნებლივ აცნობებს დეპარტამენტს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №515-სსმIII, №138, 13.12.2001წ.; მუხ.995
დანართი №3
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში (შემდგომში – დაწესებულება) ავადმყოფთა სამედიცინო მომსახურების ორგანიზაციული სრულყოფისა და კონტროლის მიზნით განისაზღვროს შემდეგი წესი:
ა) ავადმყოფის დაწესებულებაში შემოსვლიდან 15 დღის შემდეგ მკურნალი ექიმი, ავადმყოფისათვის მკურნალობის გაგრძელების აუცილებლობის შემთხვევაში, განყოფილების გამგესთან შეთანხმებით, დაწესებულების მთავარ ექიმს წარუდგენს ავადმყოფობის ისტორიას საეტაპო ეპიკრიზით, სადაც აღნიშნული უნდა იყოს მკურნალობის გაგრძელების მიზეზი, მკურნალობის გასაგრძელებლად საჭირო დაწესებულების მატერიალური და პროფესიული შესაძლებლობები, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – სამედიცინო მომსახურების ავადმყოფის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის მატერიალური დახმარების ხარჯზე განხორციელების შესაძლებლობის ფაქტი. საჭიროების შემთხვევაში მთავარი ექიმი იღებს გადაწყვეტილებას მკურნალობის არა უმეტეს 30 დღით გაგრძელების თაობაზე და აღნიშნულს აფიქსირებს ავადმყოფობის ისტორიაში;
ბ) იმ ავადმყოფთან დაკავშირებით, რომელიც დაწესებულებაში მოთავსებულია 45 დღეზე მეტი ვადით, ყოველი 15 დღის ინტერვალით დეპარტამენტის უფროსი ან მისი მოადგილე, ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობის, კლინიკო-ლაბორატორული მონაცემებისა და სხვა ობიექტური მიზეზების გათვალისწინებით, იღებს გადაწვეტილებას დაწესებულებიდან ავადმყოფის გაწერის ან მისთვის მკურნალობის გაგრძელების შესახებ, რასაც აფიქსირებს ავადმყოფობის ისტორიაში.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 1 სექტემბრის ბრძანება №968-სსმIII, №98, 05.09.2003წ.; მუხ.843
+

1. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებიდან ავადმყოფთა დროული გაწერის ორგანიზაციის და კონტროლის მიზნით განისაზღვროს შემდეგი წესი:
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში (შემდგომში – დაწესებულება) ავადმყოფთა სამედიცინო მომსახურების ორგანიზაციული სრულყოფისა და კონტროლის მიზნით განისაზღვროს შემდეგი წესი:
ა. ავადმყოფის დაწესებულებაში შემოსვლიდან ორი კვირის შემდეგ მკურნალი ექიმი განყოფილების გამგესთან შეთანხმებით იღებს გადაწყვეტილებას მისთვის მკურნალობის გაგრძელების აუცილებლობის თაობაზე და დაწესებულების მთავარ ექიმს წერილობით მოახსენებს ამის შესახებ. მოხსენებით ბარათში უნდა მიეთითოს მკურნალობის გაგრძელების მიზეზი, დაწესებულების მატერიალური და პროფესიული შესაძლებლობის გათვალისწინებით და თუ სამედიცინო მომსახურება ობიექტური მიზეზების გამო სცილდება დაწესებულების შესაძლებლობებს და ხორციელდება ავადმყოფის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის მატერიალური დახმარებით, ექიმი ვალდებულია დააფიქსიროს ეს ფაქტი მოხსენებით ბარათში;
ა) ავადმყოფის დაწესებულებაში შემოსვლიდან 15 დღის შემდეგ მკურნალი ექიმი, ავადმყოფისათვის მკურნალობის გაგრძელების აუცილებლობის შემთხვევაში, განყოფილების გამგესთან შეთანხმებით, დაწესებულების მთავარ ექიმს წარუდგენს ავადმყოფობის ისტორიას საეტაპო ეპიკრიზით, სადაც აღნიშნული უნდა იყოს მკურნალობის გაგრძელების მიზეზი, მკურნალობის გასაგრძელებლად საჭირო დაწესებულების მატერიალური და პროფესიული შესაძლებლობები, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – სამედიცინო მომსახურების ავადმყოფის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის მატერიალური დახმარების ხარჯზე განხორციელების შესაძლებლობის ფაქტი. საჭიროების შემთხვევაში მთავარი ექიმი იღებს გადაწყვეტილებას მკურნალობის არა უმეტეს 30 დღით გაგრძელების თაობაზე და აღნიშნულს აფიქსირებს ავადმყოფობის ისტორიაში;
ბ. როგორც წესი, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პატიმართა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ყოველი თვის პირველი კვირის განმავლობაში ხდება გარკვეული კატეგორიის, კერძოდ 30 დღეზე მეტი ხნით დაწესებულებაში მყოფი ავადმყოფების და მათ შესახებ არსებული სამედიცინო დოკუმენტაციის შემოწმება დეპარტამენტის უფროსის მიერ;
ბ) იმ ავადმყოფთან დაკავშირებით, რომელიც დაწესებულებაში მოთავსებულია 45 დღეზე მეტი ვადით, ყოველი 15 დღის ინტერვალით დეპარტამენტის უფროსი ან მისი მოადგილე, ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობის, კლინიკო-ლაბორატორული მონაცემებისა და სხვა ობიექტური მიზეზების გათვალისწინებით, იღებს გადაწვეტილებას დაწესებულებიდან ავადმყოფის გაწერის ან მისთვის მკურნალობის გაგრძელების შესახებ, რასაც აფიქსირებს ავადმყოფობის ისტორიაში.
გ. დეპარტამენტის უფროსი, კონსილიუმის წესით, იუსტიციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტთან არსებულ ექიმ-კონსულტანტთა საკონსულტაციო საბჭოს წევრების მიერ დაფიქსირებული მოსაზრების გათვალისწინებით, მიიღებს მკურნალობის შემდგომი გაგრძელების ან ავადმყოფის პატიმართა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებიდან გაწერის შესახებ გადაწყვეტილებას.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 1 სექტემბრის ბრძანება №968-სსმIII, №98, 05.09.2003წ.; მუხ.843
+
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.060.010.11.106.005.043
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება№400
2001 წლის 9 ნოემბერი
ქ. თბილისი
სასჯელაღსრულების დაწესებულებების სამედიცინო სამსახურების საქმიანობის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
‘’საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 30 ოქტომბრის №471 ბრძანებულების 23-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებების სამედიცინო სამსახურების საქმიანობის თანდართული ინსტრუქცია (დანართი №1).
2. დამტკიცდეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში და ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ავადმყოფთა გადაყვანის წესი (დანართი №2).
3. დამტკიცდეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებიდან ავადმყოფთა გაწერის წესი (დანართი №3).
4. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
გ. წკრიალაშვილი
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №515-სსმIII, №138, 13.12.2001წ.; მუხ.995
2. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 1 სექტემბრის ბრძანება №968-სსმIII, №98, 05.09.2003წ.; მუხ.843
3. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 14 სექტემბრის ბრძანება №1110-სსმIII, №101, 16.09.2004წ.; მუხ.869
დანართი №1
სასჯელაღსრულების დაწესებულებების სამედიცინო სამსახურების საქმიანობის ინსტრუქცია
1. ეს ინსტრუქცია ადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტს (შემდგომში – დეპარტამენტი) და მისდამი დაქვემდებარებულ სასჯელაღსრულების დაწესებულებების სამედიცინო სამსახურებს შორის ურთიერთობის წესს.
2. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების და ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების ხელმძღვანელობა, დაწესებულების მთავარი ექიმის სახით, ვალდებულია მოამზადოს და დეპარტამენტს ყოველი თვის ბოლო კვირის განმავლობაში წერილობით მოახსენოს:
ა. ერთი კალენდარული თვის განმავლობაში დაწესებულებაში შესული და გაწერილი ავადმყოფების რაოდენობის და სტაციონარული მკურნალობის გამოსავლის შესახებ;
ბ. დაწესებულებაში შექმნილი სამედიცინო ხასიათის პრობლემების შესახებ;
გ. დაწესებულებაში არსებული მედიკამენტების მარაგის ოდენობის შესახებ;
დ. მედიკამენტებზე და დაწესებულებაში არსებული სამედიცინო აპარატურის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი მასალის, დაწესებულების არსებული დატვირთვის შესაბამისი მოთხოვნა შემდეგი თვისათვის;
ე. სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების და კვების ნორმების დარღვევის და გამომწვევი მიზეზის შესახებ, თუ ასეთს ადგილი ექნება სამკურნალო დაწესებულებაში;
ვ. კვარტალურად მოამზადოს სამედიცინო ხასიათის სტატისტიკა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.
დანართი №2
1. ავადმყოფ მსჯავრდებულთა და პატიმართა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში და ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში დროული ჰოსპიტალიზაციის მიზნით განისაზღვროს შემდეგი წესი:
ა. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში ავადმყოფების სამკურნალო ან სადიაგნოსტიკო მიზნით გადაყვანა ხდება სასჯელაღსრულების დაწესებულების სამედიცინო ნაწილის უფროსის მიერ იუსტიციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტისათვის (შემდგომში – დეპარტამენტი) წარდგენილი მოხსენებითი ბარათის საფუძველზე;
ბ. დეპარტამენტის პასუხისმგებელი პირის მიერ წარდგენილი მოხსენებითი ბარათის განხილვის შემდეგ, გაიცემა განაწესის ფორმა, რომლის საფუძველზე ხდება გეგმურად ავადმყოფთა გადაყვანა სამკურნალო დაწესებულებაში;
გ. განსაკუთრებულ შემთხვევებში მსჯავრდებულის, პატიმრის ან მათი კანონიერი წარმომადგენლის მომართვის საფუძველზე სამედიცინო დეპარტამენტის უფროსს სამედიცინო დეპარტამენტის ექიმ-კონსულტანტების სამედიცინო დასკვნის საფუძველზე უფლება აქვს გადაიყვანოს მსჯავრდებული ან პატიმარი სამკურნალო დაწესებულებაში;
დ. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა წესრიგდება წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ 2000 წლის 12 აპრილს დადებული ხელშეკრულებით;
ე) გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების უზრუნველსაყოფად სასჯელაღსრულების დაწესებულების სამედიცინო ნაწილის უფროსი, ხოლო მისი არყოფნის დროს პასუხისმგებელი ექიმი, უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ავადმყოფის სასწრაფო წესით სამკურნალო დაწესებულებაში ჰოსპიტალიზაციის თაობაზე, რის შესახებაც სამედიცინო ნაწილის უფროსი მიმართავს სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციას ავადმყოფის დაუყოვნებელი ჰოსპიტალიზაციის მოთხოვნით და დაუყოვნებლივ აცნობებს დეპარტამენტს.
ე) გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების უზრუნველსაყოფად სასჯელაღსრულების დაწესებულების სამედიცინო ნაწილის უფროსი, ხოლო მისი არყოფნის დროს პასუხისმგებელი ექიმი, უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ავადმყოფის სასწრაფო წესით სამკურნალო დაწესებულებაში ჰოსპიტალიზაციის თაობაზე, რის შესახებაც სამედიცინო ნაწილის უფროსი მიმართავს სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციას ავადმყოფის დაუყოვნებელი ჰოსპიტალიზაციის მოთხოვნით და დაუყოვნებლივ აცნობებს დეპარტამენტს;
ვ) სარეჟიმო-ოპერატიული მონაცემების საფუძველზე, პატიმართა და მსჯავრდებულთა უსაფრთხოების ზომებიდან ან გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს უფლება აქვს წერილობითი განკარგულების საფუძველზე (რომლის ასლიც გაეგზავნება იუსტიციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის უფროსს) მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანოს პატიმართა და მსჯავრდებულთა გარკვეული რაოდენობა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №515-სსმIII, №138, 13.12.2001წ.; მუხ.995
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 14 სექტემბრის ბრძანება №1110-სსმIII, №101, 16.09.2004წ.; მუხ.869
დანართი №3
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში (შემდგომში – დაწესებულება) ავადმყოფთა სამედიცინო მომსახურების ორგანიზაციული სრულყოფისა და კონტროლის მიზნით განისაზღვროს შემდეგი წესი:
1. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში (შემდგომში – დაწესებულება) ავადმყოფთა სამედიცინო მომსახურების ორგანიზაციული სრულყოფისა და კონტროლის მიზნით განისაზღვროს შემდეგი წესი:
ა) ავადმყოფის დაწესებულებაში შემოსვლიდან 15 დღის შემდეგ მკურნალი ექიმი, ავადმყოფისათვის მკურნალობის გაგრძელების აუცილებლობის შემთხვევაში, განყოფილების გამგესთან შეთანხმებით, დაწესებულების მთავარ ექიმს წარუდგენს ავადმყოფობის ისტორიას საეტაპო ეპიკრიზით, სადაც აღნიშნული უნდა იყოს მკურნალობის გაგრძელების მიზეზი, მკურნალობის გასაგრძელებლად საჭირო დაწესებულების მატერიალური და პროფესიული შესაძლებლობები, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – სამედიცინო მომსახურების ავადმყოფის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის მატერიალური დახმარების ხარჯზე განხორციელების შესაძლებლობის ფაქტი. საჭიროების შემთხვევაში მთავარი ექიმი იღებს გადაწყვეტილებას მკურნალობის არა უმეტეს 30 დღით გაგრძელების თაობაზე და აღნიშნულს აფიქსირებს ავადმყოფობის ისტორიაში;
ბ) იმ ავადმყოფთან დაკავშირებით, რომელიც დაწესებულებაში მოთავსებულია 45 დღეზე მეტი ვადით, ყოველი 15 დღის ინტერვალით დეპარტამენტის უფროსი ან მისი მოადგილე, ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობის, კლინიკო-ლაბორატორული მონაცემებისა და სხვა ობიექტური მიზეზების გათვალისწინებით, იღებს გადაწვეტილებას დაწესებულებიდან ავადმყოფის გაწერის ან მისთვის მკურნალობის გაგრძელების შესახებ, რასაც აფიქსირებს ავადმყოფობის ისტორიაში.
ბ) იმ ავადმყოფთან დაკავშირებით, რომელიც დაწესებულებაში მოთავსებულია 45 დღეზე მეტი ვადით, ყოველი 15 დღის ინტერვალით დეპარტამენტის უფროსი ან მისი მოადგილე, ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობის, კლინიკო-ლაბორატორული მონაცემებისა და სხვა ობიექტური მიზეზების გათვალისწინებით, იღებს გადაწვეტილებას დაწესებულებიდან ავადმყოფის გაწერის ან მისთვის მკურნალობის გაგრძელების შესახებ, რასაც აფიქსირებს ავადმყოფობის ისტორიაში;
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 1 სექტემბრის ბრძანება №968-სსმIII, №98, 05.09.2003წ.; მუხ.843
გ) მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების დირექტორს, განსაკუთრებულ შემთხვევაში სარეჟიმო და ოპერატიული მონაცემების საფუძველზე, დაწესებულებისა და პატიმრის უსაფრთხოების მოტივებიდან გამომდინარე უფლება აქვს სამკურნალო დაწესებულებიდან 7 დღის განმავლობაში შეაჩეროს გამოჯანმრთელებული პატიმრის გაწერა, რის შესახებაც ავადმყოფობის ისტორიაში სამკურნალო დაწესებულების დირექტორისა და მთავარი ექიმის მიერ კეთდება ერთობლივი ჩანაწერი, ხოლო მკურნალი ექიმის მიერ კურსუსებში იწერება ,,ჯანმრთელი”;
დ) სამკურნალო დაწესებულებაში პატიმრის არასამედიცინო ჩვენებით 7 დღეზე მეტი ხნით დაყოვნების შემთხვევაში მკურნალი ექიმის მიერ ავადმყოფობის ისტორია იხურება, ხოლო პატიმრის სამკურნალო დაწესებულებაში ოპერატიული თვალსაზრისით ყოფნის აუცილებლობის შესახებ დაწესებულების დირექტორი წერილობით მიმართავს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარესა და კურატორ მინისტრის მოადგილეს და მხოლოდ მათგან მიღებული თანხმობის შემდგომ აგრძელებს პატიმრის სამკურნალო დაწესებულებაში დაყოვნების პროცესს;
ე) არასამედიცინო ჩვენებით პატიმრის 1 თვეზე მეტი დროით დაყოვნების შემთხვევაში ზემოაღნიშნული მანიპულაცია უნდა განმეორდეს ყოველთვიურად;
ვ) სამკურნალო დაწესებულების დირექტორი არასამედიცინო მოტივით სამკურნალო დაწესებულებაში დაყოვნებულ პატიმართა სიას და დაწესებულებაში მათი დაყოვნების სავარაუდო ვადების შესახებ ინფორმაციას ყოველი თვის 5 რიცხვამდე წარუდგენს სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელობას.
2. სამკურნალო დაწესებულებაში თვის განმავლობაში სამედიცინო ჩვენების გარეშე გადაყვანილ და დაყოვნებულ პატიმართა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს დაწესებულების გეგმური ლიმიტის ოთხ (4)%-ს.
3. აღნიშნულ საკითხებზე სასჯელაღსრულებისა და სამედიცინო დეპარტამენტს შორის წარმოებული მიმოწერის დროს დაცულ იქნეს კონფიდენციალურობის პრინციპი.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 1 სექტემბრის ბრძანება №968-სსმIII, №98, 05.09.2003წ.; მუხ.843
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 14 სექტემბრის ბრძანება №1110-სსმIII, №101, 16.09.2004წ.; მუხ.869
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სასჯელაღსრულების დაწესებულებების სამედიცინო სამსახურების საქმიანობის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“, №400, 09.11.2001, სარეგისტრაციო კოდი 100.060.010.11.106.005.043 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.09.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/53026-2/