საქონლის ექსპორტისა და იმპორტის საბაჟო გაფორმებისათვის საჭირო საბუთებისა და ცნობების ნუსხის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
21.11.2001 ბოლო ცვლილება 20.09.2005
ნომერი
№798
სარეგისტრაციო კოდი
200.220.000.11.114.005.061
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 124, 21/11/2001
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

ხახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.220.000.11.114.005.061

საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის

ბრძანება №798

2001 წლის 21 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქონლის ექსპორტისა და იმპორტის საბაჟო გაფორმებისათვის საჭირო საბუთებისა და ცნობების ნუსხის დამტკიცების შესახებ

საქართველოს საბაჟო კოდექსის 89-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ვბრძანებ:

1.დამტკიცდეს საქონლის ექსპორტისა და იმპორტისას გამფორმებელ საბაჟო ორგანოსთვის საბაჟო სატვირთო დეკლარაციასთან ერთად წარსადგენი საბუთებისა და ცნობების ნუსხა ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. მუმლაძე

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 29 ივნისის ბრძანება №486-სსმIII, №79, 04.07.2005წ.; მუხ.848

დანართი

საქონლის ექსპორტისა და იმპორტის საბაჟო გაფორმებისათვის საჭირო საბუთებისა და ცნობების ნუსხა

1. საქონლის ექსპორტისა და იმპორტის საბაჟო გაფორმებისათვის საბაჟო სატვირთო დეკლარაციასთან ერთად შესაბამის საბაჟო ორგანოს წარედგინება შემდეგი საბუთები და ცნობები:

ა) დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებ ს დეკლარანტის უფლებამოსილებას წარადგინოს საბაჟო სატვირთო დეკლარაცია;

ბ) სატრანსპორტო დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებ ს საქონლის გადაადგილების ფაქტს;

გ) საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების მონაწილე სუბიექტებს შორის გაფორმებული კონტრაქტი (ხელშეკრულება) ან მისი შემცვლელი დოკუმენტი;

დ) ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) ;

ე) გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრის დამადასტურებელი საბუთი (გადასახადის გადამხდელის სერტიფიკატი);

ვ) საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი, გაცემული შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ;

ზ) სავალდებულო სერტიფიკაციას დაქვემდებარებულ საქონელზე – შესაბამისობის სერტიფიკატი;

თ) თუ საქონლის ექსპორტისათვის ან იმპორტისათვის საჭიროა ლიცენზიის და/ან ნებართვის მიღება – უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ლიცენზია და/ან ნებართვა;

ი) თუ საქონელი ექვემდებარება საქონლის გადაზიდვამდე ინსპექტირებას – უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 29 ივნისის ბრძანება №486-სსმIII, №79, 04.07.2005წ.; მუხ.848

2. „გადაშენების პირას მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობათა საერთაშორისო ვაჭრობის თაობაზე” კონვენციით გათვალისწინებული ფლორისა და ფაუნის სახეობებზე – ამ დანართის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საბუთებსა და ცნობებთან ერთად საბაჟო ორგანოს წარედგინება უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ნებართვა ან სერტიფიკატი.

3. ნავთობის მსუბუქ, საშუალო და მძიმე დისტილატებზე – ამ დანართის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საბუთებსა და ცნობებთან ერთად საბაჟო ორგანოს წარედგინება სპეციალური საბაჟო სატვირთო დეკლარაცია.

4. ამოღებულია.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 29 ივნისის ბრძანება №486-სსმIII, №79, 04.07.2005წ.; მუხ.848

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქონლის ექსპორტისა და იმპორტის საბაჟო გაფორმებისათვის საჭირო საბუთებისა და ცნობების ნუსხის დამტკიცების შესახებ“, №798, 21.11.2001, სარეგისტრაციო კოდი 200.220.000.11.114.005.061 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.06.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/53056-1/