„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
- ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ 18.05.2016
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №100/ნ |
|
2021 წლის 17 დეკემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 24/05/2016, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.017112) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „ეროვნული სასწავლო გეგმის“:
1. 49-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: „1. საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულია შემდეგი სავალდებულო საგნები: ა) მე და საზოგადოება (ისწავლება III-IV კლასებში); ბ) ჩვენი საქართველო (ისწავლება V-VI კლასებში); გ) ისტორია (მოიცავს საქართველოსა და მსოფლიო ისტორიის საკითხებს და ისწავლება VII-XII კლასებში); დ) გეოგრაფია (მოიცავს საქართველოს და მსოფლიოს გეოგრაფიას და ისწავლება VII-XII კლასებში); ე) სამოქალაქო განათლება (მოიცავს საგან „მოქალაქეობას“ – VII-XII კლასები და სავალდებულო პროექტებით სწავლება – X-XII კლასები).“. 2. 50-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: „1. საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულია შემდეგი სავალდებულო საგნები: ა) ბუნებისმეტყველება (ისწავლება I-VI კლასებში); ბ) ბიოლოგია (ისწავლება VII-XII კლასებში); გ) ფიზიკა (ისწავლება VII-XII კლასებში); დ) ქიმია (ისწავლებაVIII-XII კლასებში).“. 3. 52-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: „1. ესთეტიკური აღზრდის საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულია შემდეგი სავალდებულო საგნები: ა) სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება (მოიცავს სავალდებულო საგანს სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში I-IX კლასებში და სავალდებულო პროექტებით სწავლებას X ან XI კლასში); ბ) მუსიკა (მოიცავს სავალდებულო საგანს მუსიკაში I-IX კლასებში და სავალდებულო პროექტებით სწავლებას X ან XI კლასში).“. 4. 58-ე მუხლის მე-3 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი და ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი №1-ის შესაბამისად: „4. ქართული ენა და ლიტერატურა საშუალო საფეხურზე“. 5. 59-ე მუხლის მე-3 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი და ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი №2-ის შესაბამისად: „4. ქართული ენა (არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის) საშუალო საფეხურზე“. 6. 62-ე მუხლის მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი და ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი №3-ის შესაბამისად: „3. მათემატიკა საშუალო საფეხურზე“. 7. 64-ე მუხლის მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი და ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი №4-ის შესაბამისად: „3. მშობლიური ენა და ლიტერატურა არაქართულენოვანი სკოლებისათვის/სექტორებისთვის საშუალო საფეხურზე”. 8. 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი და ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი №5-ის შესაბამისად: „3. პირველი უცხოური ენა საშუალო საფეხურზე”. 9. 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი და ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი №6-ის შესაბამისად: „3. მეორე უცხოური ენა საშუალო საფეხურზე”. 10. 71-ე მუხლის მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი და ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი №7-ის შესაბამისად: „3. საზოგადოებრივი მეცნიერებები საშუალო საფეხურზე”. 11. 74-ე მუხლის მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი და ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი №8-ის შესაბამისად: „3. საბუნებისმეტყველო მეცნიერებები საშუალო საფეხურზე”. 12. 78-ე მუხლის მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი და ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი №9-ის შესაბამისად: „3. სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება საშუალო საფეხურზე”. 13. 79-ე მუხლის მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი და ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი №10-ის შესაბამისად: „3. მუსიკა საშუალო საფეხურზე”. 14. 81-ე მუხლის მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი და ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი №11-ის შესაბამისად: „3. ფიზიკური აღზრდა და სპორტი საშუალო საფეხურზე“. |
| მუხლი 2 |
1. ამ ბრძანების პირველი მუხლი ამოქმედდეს 2022 წლის პირველი სექტემბრიდან, ხოლო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების მიზნებისთვის გამოქვეყნებისთანავე.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
+
ბრძანება №100/ნ
+
გ) ისტორია (მოიცავს საგანს „ისტორია“ და ისწავლება VII-XII კლასებში და საგანს „საქართველოს ისტორია“ და ისწავლება X-XII კლასებში);
ე) სამოქალაქო განათლება (მოიცავს საგან „მოქალაქეობას“ – VII-XII კლასები და სავალდებულო პროექტებით სწავლება – X-XII კლასები).
„მშობლიური ენა და ლიტერატურა არაქართულენოვანი სკოლებისათვის/სექტორებისთვის საშუალო საფეხურზე
ეროვნული უმცირესობების მშობლიური ენა და ლიტერატურა“
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 7 მარტის ბრძანება №37/ნ - ვებგვერდი, 09.03.2022 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 6 აპრილის ბრძანება №49/ნ - ვებგვერდი, 07.04.2022 წ.
+
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 19.08.2022.
- როდის იქნა მიღებული „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 17.12.2021. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №100/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 430210000.22.022.018100.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ში?
- დოკუმენტში სულ 3 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 19.08.2022.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.08.2022 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №100/ნ, 17.12.2021, სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.018100 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.08.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5307993/