იმ ობიექტების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა მშენებლობის პროექტები ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო კომპლექსურ ექსპერტიზას მიუხედავად მშენებლობის ღირებულებისა, დაფინანსების წყაროსა და საკუთრების ფორმისა და კუთვნილებისა, მათი მნიშვნელობის, ფუნქციური დანიშნულების, განლაგებისა და სხვა ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების გათვალისწინებით

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
12.02.2001 ძალადაკარგული 18.07.2006
ნომერი
№4
სარეგისტრაციო კოდი
330.010.000.11.116.005.109
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 17, 23/02/2001
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 330.010.000.11.116.004.650

საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრ ის

ბრძანება №4

2001 წლის 12 თებერვალი

ქ. თბილისი

იმ ობიექტების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა მშენებლობის პროექტები ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო კომპლექსურ ექსპერტიზას მიუხედავად მშენებლობის ღირებულებისა, დაფინანსების წყაროსა და საკუთრების ფორმისა და კუთვნილებისა, მათი მნიშვნელობის, ფუნქციური დანიშნულების, განლაგებისა და სხვა ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების გათვალისწინებით

„მშენებლობის პროექტების სახელმწიფო კომპლექსური ექსპერტიზისა და დამტკიცების შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის „ბ. ბ” ქვეპუნქტის მოთხოვნის შესასრულებლად ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს „ჩამონათვალი იმ ობიექტებისა, რომელთა მშენებლობის პროექტები ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო კომპლექსურ ექსპერტიზას მიუხედავად მშენებლობის ღირებულების, დაფინანსების წყაროსა, საკუთრებისა, მათი ფუნქციური მნიშვნელობის, დანიშნულების, განლაგებისა და სხვა ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების გათვალისწინებით”.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. ჩხენკელი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2001 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №74-სსმIII,№2,08.01.2002წ.,მუხ.14

ჩამონათვალი

იმ ობიექტებისა, რომელთა მშენებლობის პროექტები ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო კომპლექსურ ექსპერტიზას მიუხედავად მშენებლობის ღირებულებისა, დაფინანსების წყეროსა, საკუთრების ფორმისა და კუთვნილებისა, მათი მნიშვნელობის, ფუნქციური დანიშნულების, განლაგებისა და სხვა ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების გათვალისწინებით.

საბაზრო ეკონომიკური ურთიერთობის ქვეყანაში დამკვიდრების პროცესი ითხოვს სამშენებლო დარგში ადრე არსებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ბაზის ახლებურად გადამუშავებას, მის შესაბამისობას თანამედროვე მოთხოვნებთან.

ასეთი მნიშვნელოვანი საკითხია ასაშენებელი ობიექტების იმ კატეგორიების დადგენა, რომელთა პროექტები ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო კომპლექსურ ექსპერტიზას მიუხედავად მათი დაფინანსების წყაროსა, საკუთრების ფორმისა, კუთვნილებისა და მშენებლობის ღირებულებისა.

საქართველოს კანონის „მშენებლობის პროექტების სახელმწიფო კომპლექსური ექსპერტიზისა და დამტკიცების შესახებ” – შესრულების უზრუნველყოფის მიზნით (მუხლი 14, ქვეპუნქტი ბ. ა.) მშენებლობის ის პროექტები, რომელთა სამშენებლო ღირებულება ნაკლებია 500 ათას ლარზე, ექვემდებარებიან სავალდებულო სახელმწიფო კომპლექსურ ექსპერტიზას ქვემოთ მოყვანილი ჩამონათვალის მიხედვით.

I. ყველა სახის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაცია, მათ  შორის:

1. განსახლების გენერალური სქემა;

2. რაიონული დაგეგმარების სქემა (პროექტი);

3. დასახლების გენერალური გეგმა (სქემა);

4. დეტალური დაგეგმარების პროექტი;

5. განაშენიანების პროექტი;

II. ასაშენებელი ობიექტები განლაგების მიხედვით

1. ქალაქებისა და სხვა დასახლების ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის სახელმწიფო დაცვის ზონებში, სანიტარ ი ული დაცვის ზონებში, სასაზღვრო და სხვა გეგმარებითი შეზღუდვების ტერიტორიებზე, სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში.

საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2001 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №74-სსმIII,№2,08.01.2002წ.,მუხ.14

2. რესპუბლიკური და საერთაშორისო მნიშვნელობის სახაზო მიწისქვეშა და მიწისზედა კომუნიკაციების მიმდებარედ, ნორმით დადგენილ ზონების მიხედვით (გზები, რკინიგზები, მაღალი ძაბვისა და კავშირგაბმულობის ხაზები, სხვადასხვა დანიშნულების მილსადენები).

III. ასაშენებელი ობიექტები ტექნოლოგიების მიხედვით

1. საწარმოები, რომლებიც იყენებენ რადიაქტიუ რ ან ტოქსიკურ ნივთიერებებს და რომელთა ექსპლოატაციის შედეგად ადგილი აქვს გამოსხივებას.

2. რადიოაქტიუ რ ი და ტოქსიკურ ნივთიერებათა ნარჩენების სამარხები, რაიონული და საქალაქო სასაფლაოები, კრემატორიუმები.

3. საწარმოები, ნაგებობები, მოწყობილობები, რომლებსაც გააჩნიათ ელექტრომაგნიტური გამოსხივება.

4. რაიონული და საქალაქო ნაგავსაყრელები, ნაგავგადამმუშავებელი ან ნაგავსაწვავი ქარხნები;

5. მრავალჯერადი გამოყენების და სერიული გამოშვების პროექტები.

6. საკულტო და საზოგადოებრივი დანიშნულების, გადახურული შენობები 50  და მეტი ადგილით.

IV. ხაზობრივი და ენერგეტიკული საინჟინრო ნაგებობები

1. რკინიგზისა და მეტროპოლიტენის ახალი მშენებლობები.

2. ყველა სახის მილსადენების ახალი მშენებლობა: წყალსადენები, გაზსადენები, ნავთობსადენები, სანიაღვრეები, საკანალიზაციო კოლექტორები, გამწმენდი ნაგებობები.

3. საბაგირო გზები და კიდ ურ ი ხიდები.

4. მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები (35 კვ და მეტი ძაბვის) და ქვესადგურები (110 კვ და მეტი ძაბვის).

საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2001 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №74-სსმIII,№2,08.01.2002წ.,მუხ.14

5. წყალსაცავები და სამელიორაციო სისტემები.

6. ჰიდრო და თბოელექტროსადგურები, სიმძლავრით – ათასი კილოვატი და მეტი.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „იმ ობიექტების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა მშენებლობის პროექტები ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო კომპლექსურ ექსპერტიზას მიუხედავად მშენებლობის ღირებულებისა, დაფინანსების წყაროსა და საკუთრების ფორმისა და კუთვნილებისა, მათი მნიშვნელობის, ფუნქციური დანიშნულების, განლაგებისა და სხვა ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების გათვალისწინებით“, №4, 12.02.2001, სარეგისტრაციო კოდი 330.010.000.11.116.005.109 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.12.2001). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/53182-1/