2. თუ რაიმე კულტურული თუ დიპლომატიური მიზეზით მიღებულ იქნა უფრო ძვირფასი საჩუქარი, იგი უნდა გადაეცეს დაწესებულებას და არ უნდა იქნეს მიჩნეული თანამდებობის პირის კერძო საკუთრებად. თუ შესაძლებელია, საჩუქარი დიპლომატიურად უნდა დაუბრუნდეს (შეეცადოს დაბრუნებას) გადმომცემს.
3. მიღებული საჩუქრის ღირებულების მიუხედავად, საბაჟო მოხელე ვალდებულია ყველა ანალოგიურ შემთხვევაზე წერილობით აცნობოს თავის უფროსს საჩუქრის ან რაიმე ქონებრივი სარგებლის თაობაზე და შეიტანოს ოფიციალურ სიაში. სიაში მითითებული უნდა იყოს საჩუქრის მიმღები მოხელის ვინაობა, პირი, რომლისგანაც მიღებულ იქნა საჩუქარი, ასევე საჩუქრის აღწერილობა და მისი მიახლოებითი ღირებულება
საბაჟო მოხელეთა ქცევის (ქცევის კოდექსის) წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 15.01.2002
მუხლი 14. 1. საბაჟო მოხელეებზე ვრცელდება „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლით დადგენილი თანამდებობის პირის მიერ საჩუქრის მიღების შეზღუდვები
თავი IV — საჩუქრებთან დაკავშირებული წესები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 135. 1. საჯარო მოსამსახურეს ეკრძალება ნებისმიერი საჩუქრის ან მომსახურების მიღება, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე
- მუხლი 201. საერთაშორისო ურთიერთობების ფარგლებში მიღებული საჩუქრის შემოტანა
- მუხლი 51. ამ კანონის მიზნებისათვის „საჩუქრად“ არ ჩაითვლება:
- მუხლი 25. 0-დან 18 წლამდე შშმ პირებზე საჩუქრების გადაცემა
- მუხლი 5². თუ საჯარო მოსამსახურე ან მისი ოჯახის წევრი საჩუქრის მიღების შემდეგ დაადგენს, რომ ამ საჩუქრის ღირებულება აღემატება ამ კანონით დასაშვებ ოდენობას, ან/და თუ გარკვეული მიზეზით (საჩუქრის ფოსტით მიღება, საჩუ
- მუხლი 9. ინტერესთა შეუთავსებლობა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 8. ურთიერთობა საქმიან წრეებთან
- მუხლი 9. საბაჟო ორგანოების მოხელეთა იდენტიფიცირება და პირადობის დადგენა
- მუხლი 10. „საჩუქარი” არის უსასყიდლოდ ან შეღავათიანი პირობებით გადაცემული ნებისმიერი ქონება ან ქონებრივი ვალდებულებისაგან გათავისუფლება, აგრეთვე იმ პირის მიერ უსასყიდლოდ ან შეღავათიან პირობებში გაწეული მომსახურე
- მუხლი 11. 1. სახელმწიფოს ან საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გადაცემული გრანტი, სტიპენდია, ჯილდო ან პრემია საჩუქრად არ ჩაითვლება
- მუხლი 12. საბაჟო მოხელისათვის დაუშვებელია საჩუქრის მიღება, რამდენადაც იგი შეიძლება განხილული იქნეს როგორც მცდელობა მის მოქმედებაზე (გადაწყვეტილებაზე) გავლენის მოსახდენად (ქრთამის მიცემად)
- მუხლი 13. აკრძალულია საჩუქრის მიღება იმ პირისაგან (მათ შორის, მეგობრისგანაც) , რომელიც:
- მუხლი 15. თანამშრომელს არა აქვს უფლება გაუკეთოს საჩუქარი ან მოითხოვოს სხვისგან საჩუქარი თავისი ზემდგომი პირისათვის
- მუხლი 16. არსებობს სამი მნიშვნელოვანი გამონაკლისი, რომელთა შემთხვევაშიც დასაშვებია საჩუქრების გაცემა-მიღება თანამშრომლებს შორის და თანამშრომელსა და მის უფროსს შორის:
- მუხლი 17. 1. საბაჟო მოხელეს უფლება არა აქვს:
- მუხლი 18. სამსახურებრივი დრო საბაჟო მოხელის მიერ გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ სამსახურებრივი მოვალეობების კეთილსინდისიერი შესრულებისათვის
- მუხლი 19. პოსტსამსახურებრივი დასაქმება
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საბაჟო მოხელეთა ქცევის (ქცევის კოდექსის) წესის დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 15.01.2002. გამოქვეყნება: სსმ, 7, 21/01/2002.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საბაჟო მოხელეთა ქცევის (ქცევის კოდექსის) წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 14, №10, 15.01.2002, სარეგისტრაციო კოდი 230.200.030.11.114.005.120 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.01.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/53194/muxli-14/