ა) მონაწილეობა მიიღოს იმ საწარმოებთან დაკავშირებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაში, სადაც მას ეკუთვნის აქციები ან წილი.
ბ) ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობისა, ან ეკავოს რაიმე თანამდებობა რომელიმე სხვა საჯარო დაწესებულებაში ან საწარმოში, სხვა ქვეყნის ორგანოში ან დაწესებულებაში.
გ) მიიღოს რაიმე ანაზღაურება საბაჟო სამსახურის მიერ შექმნილი ან მოპოვებული ინფორმაციის, ან ამ ინფორმაციის საფუძველზე მომზადებული ნაშრომის, მოხსენების ან სხვა მასალის გამოქვეყნებისათვის.
2. იმ შემთხვევაში, თუ საბაჟო მოხელეს სურს დამატებითი ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულება სხვა ადგილზე, ამაზე წინასწარი თანხმობა უნდა მიიღოს ხელმძღვანელობისაგან. ზემდგომ თანამდებობის პირთან აღნიშნული საკითხის განხილვისას, მოხელემ უნდა დაამტკიცოს, რომ ამგვარი დასაქმება არ წარმოქმნის ინტერესთა კონფლიქტს და არ იქონიებს გავლენას სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებაზე. დამატებითი დასაქმების საათები არ უნდა დაემთხვეს საბაჟო ორგანოებში სამუშაო დროს
საბაჟო მოხელეთა ქცევის (ქცევის კოდექსის) წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 15.01.2002
მუხლი 17. 1. საბაჟო მოხელეს უფლება არა აქვს:
თავი V — ინტერესთა კონფლიქტის აცილება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 11. 1. სახელმწიფოს ან საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გადაცემული გრანტი, სტიპენდია, ჯილდო ან პრემია საჩუქრად არ ჩაითვლება
- მუხლი 12. საბაჟო მოხელისათვის დაუშვებელია საჩუქრის მიღება, რამდენადაც იგი შეიძლება განხილული იქნეს როგორც მცდელობა მის მოქმედებაზე (გადაწყვეტილებაზე) გავლენის მოსახდენად (ქრთამის მიცემად)
- მუხლი 13. აკრძალულია საჩუქრის მიღება იმ პირისაგან (მათ შორის, მეგობრისგანაც) , რომელიც:
- მუხლი 14. 1. საბაჟო მოხელეებზე ვრცელდება „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლით დადგენილი თანამდებობის პირის მიერ საჩუქრის მიღების შეზღუდვები
- მუხლი 15. თანამშრომელს არა აქვს უფლება გაუკეთოს საჩუქარი ან მოითხოვოს სხვისგან საჩუქარი თავისი ზემდგომი პირისათვის
- მუხლი 16. არსებობს სამი მნიშვნელოვანი გამონაკლისი, რომელთა შემთხვევაშიც დასაშვებია საჩუქრების გაცემა-მიღება თანამშრომლებს შორის და თანამშრომელსა და მის უფროსს შორის:
- მუხლი 18. სამსახურებრივი დრო საბაჟო მოხელის მიერ გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ სამსახურებრივი მოვალეობების კეთილსინდისიერი შესრულებისათვის
- მუხლი 19. პოსტსამსახურებრივი დასაქმება
- მუხლი 20. საბაჟო მოხელეს ეკრძალება რაიმე პოლიტიკურ საქმიანობაში (მათ შორის, არჩევნებში) მონაწილეობისას თავისი ოფიციალური უფლებამოსილებისა და გავლენის გამოყენება
- მუხლი 21. 1. ფულადი სახსრების მიღებასა და შენახვას ახორციელებენ მხოლოდ სპეციალურად უფლებამოსილი საბაჟო მოხელეები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან თანხების მიღებისა და მისი გამოყენების სისწორეზე
- მუხლი 22. პირადი გარემოებები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საბაჟო მოხელეთა ქცევის (ქცევის კოდექსის) წესის დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 15.01.2002. გამოქვეყნება: სსმ, 7, 21/01/2002.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საბაჟო მოხელეთა ქცევის (ქცევის კოდექსის) წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 17, №10, 15.01.2002, სარეგისტრაციო კოდი 230.200.030.11.114.005.120 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.01.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/53194/muxli-17/