მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით ხარჯების ანაზღაურების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
შემდგომი ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 25 დეკემბრის დადგენილება №33 - ვებგვერდი, 27.12.2023წ.
|
1
+
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №48
დადგენილება
№48
2021 წლის 27 დეკემბერი
ქ. მარნეული
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით ხარჯების ანაზღაურების შესახებ
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების
განხორციელებასთან დაკავშირებით ხარჯების ანაზღაურების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 41-ე მუხლის მე–3 ნაწილის, 156-ე მუხლის მე-5 ნაწილის, საქართველოს კანონის ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ მე-100 მუხლის მე-4 ნაწილის ,,ი” ქვეპუნქტისა და საქართველოს კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის საფუძველზე, ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 დეკემბრის N47 დადგენილების გათვალისწინებით მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
+
მუხლი 1🔗
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 25 დეკემბრის დადგენილება №33 - ვებგვერდი, 27.12.2023წ.
+
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, რომელსაც არ მიეცემა ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 დეკემბრის N? დადგენილებით დამტკიცებული თანამდებობრივი სარგო, საკრებულოს სხდომებზე დასწრების, განსახილველ საკითხებში მონაწილეობისა და ცალკეული დავალებების შესრულებისათვის, ყოველთვიურად უფლებამოსილების განხორციელებისათვის, განესაზღვროს სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯის ოდენობა თვეში 800 (რვაასი) ლარით.
მუხლი 2🔗
წინამდებარე დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 06 თებერვლის N09 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 13/02/2018 N010250000.35.159.016328).
+
მუხლი 3🔗
დადგენილება ძალაში შევიდეს 2022 წლის 01 იანვრიდან.
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე
დადგენილება ძალაში შევიდეს 2022 წლის 01 იანვრიდან.მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეამირან გიორგაძე
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით ხარჯების ანაზღაურების შესახებ“, №48, 27.12.2021, სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.159.016488 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.12.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5329109-1/