ელექტროენერგიის ზოგიერთ მწარმოებელზე (თბოელექტროსადგურებზე) საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების დაკისრების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (7)
შემდგომი ცვლილებები (4)
წინა ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
|
„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტებისა და 134-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ქვეყნის ელექტროენერგეტიკული სისტემის სტაბილურობისთვის, უსაფრთხოებისა და საიმედოობისთვის, მათ შორის, ელექტროენერგიის მიწოდებასა და მოთხოვნას შორის ბალანსის უზრუნველყოფის მიზნით, განისაზღვროს საჯარო მომსახურების გამწევ ელექტროენერგიის მწარმოებელთა ნუსხა, გარანტირებული სიმძლავრეები და გარანტირებით უზრუნველყოფის პერიოდი:
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 28 თებერვლის დადგენილება №90 – ვებგვერდი, 28.02.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 29 აგვისტოს დადგენილება №439 – ვებგვერდი, 29.08.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 28 მარტის დადგენილება №125 – ვებგვერდი, 29.03.2023წ.
|
2. დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული საჯარო მომსახურების გამწევი მწარმოებლები ელექტროენერგიის დღით ადრე და საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრების:
ა) ამოქმედებამდე, თავიანთ მომსახურებას აგრძელებენ გარდამავალ პერიოდში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) ამოქმედების შემდეგ, „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის №246 დადგენილების მე-12 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვაჭრობენ ორგანიზებულ ბაზრებზე კონცეფციის, შესაბამისი ბაზრის წესების, კონცეფციით გათვალისწინებულ საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაციასთან გაფორმებული ფასთა სხვაობის ხელშეკრულებების, ასევე გადამცემი სისტემის ოპერატორთან/საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორთან გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებების, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა გათვალისწინებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა პირობების შესაბამისად.
|
1
+
საქართველოს მთავრობისდადგენილება №625
2021 წლის 28 დეკემბერი ქ. თბილისი+
მუხლი 1🔗
„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტებისა და 134-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ქვეყნის ელექტროენერგეტიკული სისტემის სტაბილურობისთვის, უსაფრთხოებისა და საიმედოობისთვის, მათ შორის, ელექტროენერგიის მიწოდებასა და მოთხოვნას შორის ბალანსის უზრუნველყოფის მიზნით, განისაზღვროს საჯარო მომსახურების გამწევ ელექტროენერგიის მწარმოებელთა ნუსხა, გარანტირებული სიმძლავრეები და გარანტირებით უზრუნველყოფის პერიოდი:
საჯარო მომსახურების გამწევი ელექტროენერგიის მწარმოებლები (წარმოების ლიცენზიანტები)
სიმძლავრე (მგვტ-ში)
გარდაბნის თბოელექტროსადგური, №9 ენერგობლოკი
180
2023 წლის 31 მარტამდე
გარდაბნის თბოელექტროსადგური №3 ენერგობლოკი
100
2023 წლის 31 მარტამდე
გარდაბნის თბოელექტროსადგური №4 ენერგობლოკი
100
2023 წლის 31 მარტამდე
3. შპს „ჯიფაუერი“
80
2011 წლის 1 სექტემბრამდე
65
2014 წლის 1 თებერვლიდან
60
2023 წლის 31 მარტამდე
162
170
2023 წლის 31 მარტიდან
2035 წლის 28 მარტამდე
+
+
+
+
+
|
1
+
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №625
2021 წლის 28 დეკემბერი
ქ. თბილისი
ელექტროენერგიის ზოგიერთ მწარმოებელზე (თბოელექტროსადგურებზე) საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების დაკისრების შესახებ
+
მუხლი 1
„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტებისა და 134-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ქვეყნის ელექტროენერგეტიკული სისტემის სტაბილურობისთვის, უსაფრთხოებისა და საიმედოობისთვის, მათ შორის, ელექტროენერგიის მიწოდებასა და მოთხოვნას შორის ბალანსის უზრუნველყოფის მიზნით, განისაზღვროს საჯარო მომსახურების გამწევ ელექტროენერგიის მწარმოებელთა ნუსხა, გარანტირებული სიმძლავრეები და გარანტირებით უზრუნველყოფის პერიოდი:
საჯარო მომსახურების გამწევი ელექტროენერ-გიის მწარმოებლები (წარმოების ლიცენზიატები)
თბოელექტროსადგურის დასახელება
სიმძლავრე
(მგვტ-ში)
უზრუნველყოფის პერიოდი
1. შპს „მტკვარი ენერჯი“
გარდაბნის
თბოელექტროსადგური,№9 ენერგობლოკი
180
2010 წლის 1 სექტემბრიდან
2023 წლის 1 ივლისამდე
2. შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“
გარდაბნის თბოელექტროსადგური
№3 ენერგობლოკი
100
2010 წლის 1 სექტემბრიდან
2023 წლის 1 ივლისამდე
გარდაბნის თბოელექტროსადგური
№4 ენერგობლოკი
100
2010 წლის 1 სექტემბრიდან
2023 წლის 1 ივლისამდე
3. შპს „ჯიფაუერი“
აირტურბინული ელექტროსადგური
80
2010 წლის 1 დეკემბრიდან
2011 წლის 1 სექტემბრამდე,2012 წლის 1 აპრილიდან
2014 წლის 1 თებერვლამდე და
2016 წლის 1 აპრილიდან
2019 წლის 4 მარტამდე
65
2011 წლის 1 მარტიდან
2012 წლის 1 აპრილამდე და
2014 წლის 1 თებერვლიდან
2016 წლის 1 აპრილამდე
60
2019 წლის 4 მარტიდან
2023 წლის 1 ივლისამდე, ხოლო
2023 წლის 1 ივლისიდან
2024 წლის 1 ივლისამდე განისაზღვროს ავარიული
სწრაფი რეზერვის წყაროდ
4. შპს „გარდაბნის თბოსადგური“
გარდაბნის თბოსადგური
162
2015 წლის 1 ნოემბრიდან
2040 წლის 1 ნოემბრამდე
5. შპს „გარდაბნის თბოსადგური-2“
გარდაბნის თბოსადგური 2
170
2023 წლის 1 ივლისიდან
2035 წლის 28 მარტამდე
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 28 თებერვლის დადგენილება №90 – ვებგვერდი, 28.02.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 29 აგვისტოს დადგენილება №439 – ვებგვერდი, 29.08.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 28 მარტის დადგენილება №125 – ვებგვერდი, 29.03.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 19 ივნისის დადგენილება №231 – ვებგვერდი, 20.06.2023წ.
+
მუხლი 2
1. ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული საჯარო მომსახურების გამწევი ელექტროენერგიის მწარმოებლები (შესატყვისი ელექტროსადგურების მეშვეობითა და ვადით) საჯარო მომსახურებას ახორციელებენ საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაციის (სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი“) მეშვეობით, ელექტროენერგიის ბაზრის სამიზნე მოდელზე გადასვლის ეტაპებზე კონცეფციით გათვალისწინებული საბითუმო საჯარო მომსახურების მიზნებისთვის, ქვეყნის ელექტროენერგეტიკული სისტემის სტაბილურობისთვის, უსაფრთხოებისა და საიმედოობისთვის, მათ შორის, ელექტროენერგიის მიწოდებასა და მოთხოვნას შორის ბალანსის უზრუნველყოფის მიზნით.
2. დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული საჯარო მომსახურების გამწევი მწარმოებლები ელექტროენერგიის დღით ადრე და საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრების:
ა) ამოქმედებამდე, თავიანთ მომსახურებას აგრძელებენ გარდამავალ პერიოდში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) ამოქმედების შემდეგ, „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის №246 დადგენილების მე-12 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვაჭრობენ ორგანიზებულ ბაზრებზე კონცეფციის, შესაბამისი ბაზრის წესების, კონცეფციით გათვალისწინებულ საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაციასთან გაფორმებული ფასთა სხვაობის ხელშეკრულებების, ასევე გადამცემი სისტემის ოპერატორთან/საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორთან გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებების, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა გათვალისწინებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა პირობების შესაბამისად.
3. შპს „ჯიფაუერმა“, არაუგვიანეს 2023 წლის 23 ივნისამდე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დამტკიცებული სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, მიმართოს ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორს აირტურბინული ელექტროსადგურის მეშვეობით ავარიულ სწრაფ რეზერვზე (სიმძლავრე 60 მეგავატი) ფიზიკური ტესტირების გარეშე კვალიფიკაციისა და დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრაციის მოთხოვნით.
+
მუხლი 3
ამ დადგენილებით განსაზღვრული საჯარო მომსახურების ვალდებულების შესრულებისათვის გარანტირებული სიმძლავრის საფასურის, ტარიფის დადგენის ან/და გადამცემი სისტემის ოპერატორის/საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორის მხრიდან ასანაზღაურებელი სახელშეკრულებო კომპენსაციის განსაზღვრის საკითხი რეგულირდება „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტისა და 134-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ.
+
მუხლი 4
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან თანამშრომლობით, უზრუნველყოს ამ დადგენილების ამოქმედებიდან ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ამავე დადგენილებით განსაზღვრული ვალდებულებების რეგულარული გადახედვა, მისი საჭიროებისა და ზემოქმედების შედეგების განსაზღვრის მიზნით და საქართველოს მთავრობისთვის სათანადო ინფორმაციისა და წინადადებების წარმოდგენა.
+
მუხლი 5
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში გარანტირებული სიმძლავრისა და გარანტირებული სიმძლავრის წყაროების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 15 ივლისის №193 დადგენილება.
+
მუხლი 6
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ელექტროენერგიის ზოგიერთ მწარმოებელზე (თბოელექტროსადგურებზე) საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების დაკისრების შესახებ“, №625, 28.12.2021, სარეგისტრაციო კოდი 300280000.10.003.023181 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.03.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5334482-3/