ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ოდენობისა და მისი ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
10.01.2022 ბოლო ცვლილება 08.01.2026
გამომცემი ორგანო
ნომერი
№23
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.162.016559
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/01/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

შემდგომი ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
1 +
 

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №23

2022 წლის 10 იანვარი

ქ. ახმეტა

 

 

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ოდენობისა და მისი ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ

„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 2 თებერვლის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 03.02.2022 წ.
 


+
მუხლი 1
დამტკიცდეს „ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ოდენობა და მისი ანაზღაურების წესი“ თანდართული რედაქციით.

 

 

+
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 1 თებერვლის №7 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 04/02/2016; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.162.016369).

 

+
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2022 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 

 


ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიოსები ქარუმაშვილი
+




დანართი

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ოდენობა და მისი ანაზღაურების წესი

მუხლი 1. რეგულირების სფერო

ეს წესი ადგენს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) მიერ  საქართველოს კანონმდებლობით და საკრებულოს რეგლამენტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების (შემდგომ – ხარჯები) ოდენობას და მისი ანაზღაურების პირობებს.

 

მუხლი 2. საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ოდენობა

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თითოეული წევრისთვის, რომელსაც საკრებულოში არ უკავია თანამდებობა (შემდგომ - საკრებულოს წევრი), ასანაზღაურებელი ხარჯების ყოველთვიური მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 700 (შვიდასი) ლარს.

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 2 თებერვლის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 03.02.2022 წ.
 

მუხლი 3. საკრებულოს წევრებისთვის ხარჯების ანაზღაურების წესი

1. საკრებულოს წევრს აუნაზღაურდება საკრებულოს სხდომებში, საკრებულოს კომისიების, ფრაქციებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობის, საკრებულოს გადაწყვეტილებების მომზადებისა და ინიციირების, ასევე საქართველოს კანონმდებლობით და საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი სხვა უფლებამოსილებებისა და ვალდებულებების განხორციელებისათვის გაწეული ხარჯები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ საკითხებზე, საკრებულოს აპარატის უფროსი ყოველთვიურად ადგენს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს ინფორმაციას (მოხსენებით ბარათს), თვის 20 რიცხვისთვის არსებული მდგომარეობით (თუ მიმდინარე თვის 20 რიცხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს, მაშინ მომდევნო სამუშაო დღეს).

3. საკრებულოს წევრებისთვის ხარჯების ანაზღაურება ხდება თვეში ერთხელ, საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის – ბრძანების საფუძველზე, როგორც წესი, მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დარიცხვასთან ერთად.

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 2 თებერვლის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 03.02.2022 წ.
 


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ოდენობისა და მისი ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“, №23, 10.01.2022, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.162.016559 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.02.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5350815-1/