საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, საზღვრის გამტარ პუნქტებში სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობისა და სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებსა და წესებზე სახელმწიფო ზედამხედველობის ინსპექციების დებულებათა დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
26.03.2002 ძალადაკარგული 12.06.2012
ნომერი
№74/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470.010.000.11.119.005.215
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 30, 28/03/2002
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.010.000.11.119.005.215

საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

მინისტრის ბრძანება №74/ნ

2002 წლის 26 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, საზღვრის გამტარ პუნქტებში სახელმწიფო სანიტარ ი ული ზედამხედველობისა და სანიტარ ი ულ-ჰიგიენურ ნორმებსა და წესებზე სახელმწიფო ზედამხედველობის ინსპექციების დებულებათა დამტკიცების შესახებ

„აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე- 8 მუხლის მე- 5 პუნქტიდან გამომდინარე და „საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 17 ოქტომბრის № 411 ბრძანებულების შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გამგებლობაში მყოფი შემდეგი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების დებულებები:

ა) საზღვრის გამტარ პუნქტებში სახელმწიფო სანიტარ ი ული ზედამხედველობის ინსპექციის (დანართი № 1);

ძალადაკარგულია - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 9 ოქტომბრის ბრძანება №242/ნ-სსმIII, №119,16.10.2003წ.;მუხ.977

ბ) სანიტარ ი ულ-ჰიგიენურ ნორმებსა და წესებზე სახელმწიფო ზედამხედველობის ინსპექციის (დანართი № 2).

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს ”საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გამგებლობაში მყოფი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, დებულებათა დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 3 მარტის № 106/ნ ბრძანების პირველი პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები.

3. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. გამყრელიძე

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 9 ოქტომბრის ბრძანება №242/ნ-სსმIII, №119,16.10.2003წ.;მუხ.977

დანართი № 1

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საზღვრის გამტარ პუნქტებში სახელმწიფო სანიტარ ი ული ზედამხედველობის ინსპექციის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

ძალადაკარგულია - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 9 ოქტომბრის ბრძანება №242/ნ-სსმIII, №119,16.10.2003წ.;მუხ.977

დანართი № 2

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სანიტარ ი ულ-ჰიგიენურ ნორმებსა და წესებზე სახელმწიფო ზედამხედველობის ინსპექციის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

I. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებსა და წესებზე სახელმწიფო ზედამხედველობის ინსპექცია (შემდგომში – ინსპექცია) არის სამინისტროს გამგებლობაში მყოფი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, “აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურებისა და საქმიანობის შესახებ”, “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ”, საქართველოს კანონებით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებებით, წინამდებარე დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით, რომლებიც ძირითადად ეხებიან მისი საქმიანობის სფეროს.

2. ინსპექცია სახელმწიფო სანიტარ ი ული ზედამხედველობის განხორციელების სფეროში მართავს, კოორდინაციას და ზედამხედველობას უწევს აჭ ა რის ა/რ, აფხაზეთის ა/რ რესპუბლიკური, საქალაქო, რაიონული სახელმწიფო სანიტარ ი ული ზედამხედველობის დაწესებულებებს (შემდგომში – დაწესებულებები), რომლებიც ქმნიან ქვეყნის სახელმწიფო სანიტარ ი ული ზედამხედველობის ერთიან ფუნქციონალურ სისტემას.

3. ინსპექციას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბიუჯეტო ანგარიში და სპეცანგარიშები ხაზინაში, მრგვალი ბეჭედი სახელმწიფო გ ერბის გამოსახულებითა და ბლანკი საკუთარი დასახელებით.

4. ინსპექციის კომპეტენცია განისაზღვრება კანონმდებლობით და ამ დებულებით.

5. ინსპექციის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი 23.

II. ინსპექციის ამოცანები და ფუნქციები

6. ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად ქვეყანაში იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ სანიტარ ი ულ-ჰიგიენური ნორმების, სანიტარ ი ულ-ეპიდსაწინააღმდეგო წესების და ჰიგიენური ნორმატივების (შემდგომში – სანიტარ ი ული ნორმები და წესები) დაცვაზე და სანიტარულ-ჰიგიენური პროფილაქტიკური ღონისძიებების შესრულებაზე გამაფრთხილებელი და მიმდინარე სანიტარ ი ული ზედამხედველობის განხორციელება.

7. სახელმწიფო სანიტარ ი ული ზედამხედველობის სფეროში ძირითადი მიმართულებების და პრიორიტეტების კოორდინაცია და მართვა.

8. ინსპექცია სახელმწიფო სანიტარ ი ულ ზედამხედველობას ახორციელებს უშუალოდ თვითონ და სახელმწიფო სანიტარ ი ული ზედამხედველობის დაწესებულებების მეშვეობით, ახორციელებს მათზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

9. “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის, სხვა კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის, ინფექციურ და არაინფექციური დაავადებათა პროფილაქტიკისათვის შესაბამის ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესრულებაზე სახელმწიფო სანიტარ ი ულ ზედამხედველობას.

10. სანიტარ ი ული ნორმებისა და წესების, მეთოდური მითითებებისა და რეკომენდაციების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და დამტკიცებული ნორმებისა და წესების დანერგვის ორგანიზაცია.

11. სანიტარ ი ული ნორმებისა და წესების დაცვაზე სახელმწიფო სანიტარ ი ული ზედამხედველობის ფორმებისა და მეთოდების შემუშავება და მათი დანერგვის ორგანიზაცია.

12. ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად საკანონმდებლო, კანონქვემდებარე და სხვა ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, სხვა სამინისტროებისა და უწყებების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ მომზადებული კანონპროექტების, მარეგლამენტირებელი და სხვა დანიშნულების დოკუმენტაციებისა და პროექტების განხილვა, ექსპერტიზა, შეთანხმება და დასკვნების გაცემა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

13. მოსახლეობის ჯანმრთელობაზე გარემოს ფაქტორების უარყოფითი ზეგავლენის თავიდან აცილების მიზნით, შრომის, ყოფა- ცხოვრების, დასვენების, კვების, სწავლების, აღზრდის, რადიაციული და ქიმიური უსაფრთხოების, მინერალური სასუქებისა და შხამქიმიკატების გამოყენების სანიტარ ი ული ნორმების და წესების დაცვაზე გამაფრთხილებელი და მიმდინარე სანიტარ ი ული ზედამხედველობა.

14. ქვეყანაში ადამიანის ჯანმრთელობაზე გარემო ფაქტორების უარყოფითი ზეგავლენის დადგენის მიზნით სანიტარ ი ულ-ჰიგიენური მონიტორინგის სისტემის შემუშავებასა და დანერგვაში მონაწილეობის მიღება.

15. ქვეყანაში არსებული სანიტარ ი ულ-ჰიგიენური მდგომარეობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირება.

16. ადამიანის ჯანმრთელობაზე გარემო ფაქტორების უარყოფითი ზეგავლენის აღკვეთის მიზნით სახელმწიფოებრივი იძულების გამოყენება კანონმდებლობის საფუძველზე თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

17. კანონმდებლობით დადგენილი წესით ყველა იმ სახის ნედლეულისა და პროდუქციის წარმოების, რეალიზაციის, მოხმარების აკრძალვა, რომლებიც არ აკმაყოფილებენ სანიტარ ი ული ნორმებისა და წესების მოთხოვნებს.

18. საშიში ქიმიური ნივთიერებების იმპორტსა და ექსპორტზე ნებართვის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა მოქმედი კანონმდებლობის თანახმად.

19. კანონმდებლობით დადგენილი წესით იურიდიული და ფიზიკური პირების საქმიანობის შეჩერება, რომლებიც რეალურ საფრთხეს უქმნიან მოსახლეობის ჯანმრთელობას.

20. დაწესებულებების ხელმძღვანელებისა და სპეციალისტებისათვის მეთოდური და პრაქტიკული დახმარების გაწევა.

21. დაწესებულებებში მომუშავე კადრების უწყვეტი პროფესიონალური მომზადების ორგანიზაციაში მონაწილეობის მიღება.

22. ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საზღვარგარეთ თანამშრომელთა მივლინება და უცხოელი სპეციალისტების მიღება.

23. დაწესებულებებში საკადრო პოლიტიკის რეალიზაციისათვის ხელის შეწყობა.

24. სახელმწიფო სანიტარ ი ული ზედამხედველობის სახელმწიფო პროგრამის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და შესრულების ორგანიზაცია.

25. სახელმწიფო სანიტარ ი ული ზედამხედველობის დარგში სამეცნიერო-პრაქტიკული სამუშაოების კოორდინაცია და მართვა.            

26. სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციების ორგანიზება და მათში მონაწილეობის მიღება.

27. ბუნებრივი და ტექნოლოგიური ხასიათის საგანგებო სიტუაციებში კატასტროფების, სტიქიური უბედურებების, ეპიდემიების სალიკვიდაციო სამუშაოების გატარებაში მონაწილეობა სხვა უწყებებთან ერთად, ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით.

28. ქვეყანაში პროფესიული დაავადებების, კვებითი მოშხამვების და დაავადებათა ჯგუფური შემთხვევების აღმოცენების გარემოებათა გამოკვლევისა და შესაბამისი ღონისძიებების გატარების ორგანიზაცია, განხორციელება და კონტროლი.

29. მოსახლეობის რადიაციული უსაფრთხოების მიზნით, მაიონებელი გამოსხივების წყაროების გამომყენებელი იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ, რადიაციული უსაფრთხოების ნორმებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების კონტროლი.

III. ინსპექციის უფლებამოსილებანი

30. სამინისტროში შემავალი სამსახურებიდან და სხვა სამინისტროებიდან, უწყებებიდან, იურიდიული და ფიზიკური პირებიდან მისთვის საჭირო ინფორმაციისა და სტატისტიკური მონაცემების მოთხოვნა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

31. ინსპექციის სამუშაო გეგმის, საშტატო განრიგის, შრომის ანაზღაურების ფორმებისა და თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ შესაბამისი დოკუმენტების მომზადება და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისათვის წარდგენა დასამტკიცებლად.

32. ქვეყნისა და ქვეყნის გარეთ შესაბამის ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან თავისი კომპეტენციის ფარგლებში ურთიერთობების დამყარება და მათთან ხელშეკრულებების გაფორმება კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში.

33. დადგენილი წესის თანახმად დაწესებულებებიდან, აგრეთვე სხვა ორგანიზაციებიდან საჭირო დოკუმენტაციის მოთხოვნა და შესაბამისი მონაცემთა ბაზის შექმნა.

34. დაწესებულებების საქმიანობაში ნაკლოვანებებისა და დარღვევების გამოვლენა და განხილვა, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება მათი ხასიათისა და სახეობის ფაქტობრივი ან მოსალოდნელი შედეგების გათვალისწინებით.

35. საკარანტინო და სხვა განსაკუთრებით საშიშ ინფექციურ დაავადებათა  ადამიანის ჯანმრთელობისათვის პოტენციურად საშიში ტვირთის შემოტანისა და გავრცელების აღკვეთის მიზნით ქვეყნის ტერიტორიაზე სანიტარ ი ული დაცვის ღონისძიებების კოორდინაცია და კონტროლი.

36. ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისას მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ტერიტორიის სანიტარული დაცვის მიზნით სანიტარულ-ეპიდსაწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარებაზე სახელმწიფო სანიტარ ი ული ზედამხედველობის დაწესება თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

37. მოსახლეობის სანიტარ ი ულ-ჰიგიენური კეთილდღეობის სტატისტიკური მაჩვენებლების ანგარიშების, ფორმების, წარმოებისა და წარდგენის ორგანიზაცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

38. სანიტარ ი ული კონტროლის განმახორციელებელი უწყებრივი დაწესებულებების დებულებების განხილვა, შეთანხმება.

39. წარმოება-დაწესებულებებიდან (მიუხედავად მათი სამართლებრივი ფორმისა და უწყებრივი დაქვემდებარებისა) პროფესიული დაავადებების განვითარების რისკის თაობაზე, მავნე ფაქტორების არსებობისა და მათი ზეგავლენის თავიდან აცილებისათვის ინფორმაციის მიღება და საჭირო ღონისძიებების გატარების ორგანიზაცია და კონტროლი კომპეტენციის ფარგლებში.

40. ქვეყანაში ინფექციურ და არაინფექციურ დაავადებათა პროფილაქტიკის მიზნით, სამინისტროს შესაბამისი სამსახურების და სხვა დაინტერესებულ უწყებებთან ერთად კომპლექსური გეგმების, პროგრამებისა და ურთიერთშეთანხმებული დებულებებისა და მოქმედების წესების შემუშავების ორგანიზაცია, განხორციელება და კონტროლი.

41. სახელმწიფო სტანდარტების, სამეურნეო ობიექტების სტანდარტების და სხვა ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის პროექტების განხილვა, შეთანხმება და დასკვნების გაცემა.

42. ქვეყანაში მოქმედი სანიტარული ნორმებისა და წესების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის საქმიანობაში მონაწილეობის მიღება.

43. საჭიროების შემთხვევაში საბჭოების, საექსპერტო კომისიებისა და ჯგუფების შექმნა თავისი კომპეტენციის ფარგლებში.          

44. ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ სანიტარ ი ულ-ჰიგიენური ნორმებისა და წესების მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კანონმდებლობით განსაზღვრული ადმინისტრაციული სანქციების გამოყენება.

45. სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სახელმწიფო პროგრამის განხორციელების ორგანიზაცია და მართვა. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ კონკრეტულ ღონისძიებათა გეგმის დამტკიცება და შესრულების მიმდინარეობის შესახებ სამინისტროსათვის ინფორმაციის წარდგენა დადგენილი წესით.

46. სამინისტროს დავალებით ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით სამინისტროების, უწყებების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ მომზადებული კანონპროექტებისა და მარეგლამენტირებელი დოკუმენტაციის განხილვა, ექსპერტიზის ჩატარება და შეთანხმება.

47. ადამიანის ჯანმრთელობაზე გარემო ფაქტორების უარყოფითი ზემოქმედების აღკვეთს მიზნით, ობიექტის ექსპლუატაციის შეჩერებისა და ადამიანის ჯანმრთელობის საშიში პროდუქციის რეალიზაციიდან ამოღების შესახებ კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს დადგენილებებს, საექსპერტო დასკვნებსა და მითითებებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა სახელმწიფო ორგანოების, უწყებების, იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.

48. წარმართავს და აკონტროლებს დაწესებულებების საქმიანობას, მისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ბრძანებებს და ამოწმებს მათ შესრულებას.

49. ახორციელებს ქვეყანაში სახელმწიფო სანიტარიულ ზედამხედველობას.

50. საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირის ლაბორატორიების (საკუთრების ფორმისა და უწყებრივი დაქვემდებარების მიუხედავად, რომლებიც აწარმოებენ ნედლეულის, პროდუქციისა და სხვა მ.შ. ობიექტების კვლევას ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხოების მაჩვენებლებზე) საქმიანობაზე სახელმწიფო სანიტარ ი ული ზედამხედველობა და კონტროლი.

51. ითანხმებს დაწესებულებების სამუშაო გეგმებს, აანალიზებს და შეფასებას აძლევს მათ მიერ წარმოდგენილ ანგარიშებს ჩატარებული მუშაობის შესახებ.

IV. ინსპექციის მართვა

52. ინსპექციას ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც ამასთანავე წარმოადგენს საქართველოს მთავარ სახელმწიფო სანიტარ ი ულ ექიმს, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.

53. ინსპექციის უფროსს ჰყავს პირველი მოადგილე და ორი მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.

54. ინსპექციის უფროსი:

ა) ანაწილებს თანამშრომელთა შორის უფლება-მოვალეობებს;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალური ხასიათის ბრძანებებს;

გ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ინსპექციის თანამშრომლებს;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული ორგანოებიდან იღებს საჭირო ინფორმაციას;

ე) დადგენილი წესით განაგებს ინსპექციის ქონებას და სახსრებს.

55. ინსპექციის უფროსი ანგარიშვალდებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინაშე.

V. სახელმწიფო იძულების გამოყენება

56. ინსპექციის უფროსს – საქართველოს მთავარ სახელმწიფო სანიტარ ი ულ ექიმს და მის მოადგილეებს უფლება აქვთ აუცილებლობის შემთხვევაში კანონმდებლობით დადგენილი წესით ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზეგავლენის აღსაკვეთად იურიდიული და ფიზიკური პირების საქმიანობის შეჩერების მიზნით:

ა) მიიღონ კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები ობიექტის ექსპლუატაციის შეჩერების შესახებ;

ბ) დასვან საკითხი მიწერილობით შესაბამისი ორგანოების (მიუხედავად მათი უწყებრივი დაქვემდებარების და სამართლებრივი ფორმისა) წინაშე, მათ საბანკო ანგარიშსწორების ანგარიშზე ყადაღის დადების შესახებ;

გ) გამოიტანონ დადგენილება და დასვან საკითხი შესაბამისი ლიცენზიის გამცემი ორგანოების წინაშე სუბიექტის საქმიანობაზე გაცემული ლიცენზიის გაუქმების ან დროებით შეჩერების შესახებ;

დ) გადასცეს შემოწმების მასალები სამართალდამცავ ორგანოებს;

ე) ინსპექციის უფროსს შეაქვს წინადადებები შესაბამის სახელმწიფო მმართველობის ორგანოებში იმ გადაწყვეტილებების დროებით შეჩერების ან გაუქმების შესახებ, რომელთა განხორციელება იწვევს ან შეიძლება გამოიწვიოს სანიტარ ი ულ ნორმების და სანიტარიულ-ეპიდსაწინააღმდეგო წესების დარღვევა.

57. ინსპექციის უფროსს უფლება აქვს აუცილებლობის შემთხვევაში, დასვას საკითხი საწარმოებისა და ორგანიზაციების (მიუხედავად მათი უწყებრივი დაქვემდებარების და სამართლებრივი ფორმისა) ხელმძღვანელების წინაშე იმ პირთა სამუშაოდან დროებითი გადაყენების შესახებ, რომლებიც:

ა) უგულებელყოფენ სანიტარიული ნორმებისა და წესების მოთხოვნებს;

ბ) ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, წარმოადგენენ ინფექციურ დაავადებათა გავრცელების რეალურ წყაროს.

58. ამ დებულების № მე- 7, მე- 19, 44-ე, 47-ე, 56-ე, 57-ე მუხლებით გათვალისწინებულ ი უფლებები და მოთხოვნები განსაზღვრულია ”საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“, ”ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“, ”მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“, ”სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონებითა და სხვა საკანონმდებლო ნორმატიული აქტებით.

VI. ინსპექციის დაფინანსება

59. ინსპექციის დაფინანსების წყაროებია:

ა) ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები;

ბ) სახელმწიფო პროგრამის განხორციელებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან პროგრამის ჩარჩოებში მიღებული სახსრები;

გ) კანონით დაშვებული სხვა სახსრები;

60. მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება და თანამშრომელთა წახალისება ხორციელდება აგრეთვე სპეცსახსრების მეშვეობით.

61. ინსპექციის საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგება ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

VII. ინსპექციის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

60. ინსპექციის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, საზღვრის გამტარ პუნქტებში სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობისა და სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებსა და წესებზე სახელმწიფო ზედამხედველობის ინსპექციების დებულებათა დამტკიცების შესახებ“, №74/ნ, 26.03.2002, სარეგისტრაციო კოდი 470.010.000.11.119.005.215 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.10.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/53512-1/