დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის 2022 წლის პროგრამებისა და პროგრამებში მონაწილეობის წესების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (20 მუხლი)
|
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №1 |
|
2022 წლის 17 იანვარი ქ. დუშეთი |
|
2. პროგრამების მიზანია დაეხმაროს და ხელი შეუწყოს სოციალურად გაჭირვებულ მოსახლეობას კვალიფიციური და სპეციალიზებული სამედიცინო მომსახურების მიღებაში, სოციალური პირობების გაუმჯობესებაში.
2. მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფა.
3. სარიტუალო მომსახურება.
4. უფასო სასადილოს დაფინანსება.
5. ერთჯერადი სოციალური დახმარება.
6. სტიქიური უბედურებების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარება.
7. დევნილთა სოციალური დახმარება.
8. დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების ყოველთვიური ფინანსური დახმარება.
9. შინ მოვლის პროგრამა.
10. საქართველოს წითელი ჯვრის ხელშეწყობის პროგრამა.
2. საფინანსო ნაწილში – დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური.
|
1. დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეებისათვის დახმარების ეფექტიანად და მოწესრიგებულად გაწევის მიზნით, მერის ბრძანებით იქმნება შესაბამისი კომისია, რომელსაც თავმჯდომარეობას უწევს მერი. კომისია იღებს გადაწყვეტილებას დახმარების გაწევისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი თანხის ოდენობის განსაზღვრაზე. 2. კომისიის წევრები უნდა იყვნენ მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეები, ასევე, შეიძლება მოწვეულნი იქნენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, სამედიცინო სფეროს სპეციალისტები, არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. 3. კომისიის სხდომას სათათბირო ხმის უფლებით ესწრება მერის წარმომადგენელი ან მერის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელი იმ ადმინისტრაციული ერთეულიდან, საიდანაც წარდგენილია განცხადება დახმარების თხოვნის თაობაზე. 4. კომისიის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს კომისიას და უძღვება მის სხდომებს, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში - მერის მოვალეობის შემსრულებელი. 5. კომისიის სხდომა ტარდება თვეში ერთხელ მაინც. 6. წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შედეგად, კომისია იღებს გადაწყვეტილებას მოქალაქეებისათვის საჭირო დახმარების ან დახმარებაზე უარის თქმის თაობაზე. 7. კომისია უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. 8. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრების ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. 9. კომისიის სხდომის შემდეგ დგება შესაბამისი ოქმი, სადაც აისახება მიღებული გადაწყვეტილებები. ოქმს ხელს აწერს სხდომაზე დამსწრე კომისიის ყველა წევრი. 10. კომისიის ყველა ოქმი საბოლოო სახით ინომრება და იკინძება. მის შედგენაზე პასუხისმგებლობა ეკისრება კომისიის მდივანს. 11. ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი სრულყოფილი დოკუმენტაციისა და კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების (ოქმის) საფუძველზე, მერი გამოსცემს ბრძანებას ბენეფიციარისთვის შესაბამისი დახმარების გაწევის თაობაზე, რომელიც თანდართულ მასალებთან ერთად გადაეგზავნება მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს.
|
ა) სამედიცინო კვლევები;
ბ) ამბულატორიული და სტაციონარული მკურნალობა.
2. სამედიცინო კვლევები დუშეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსდება:
ა) ონკოდაავადებების მქონე მოქალაქეებისათვის, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე მოქალაქეებისათვის, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ იმ პირთათვის, რომელთაც მინიჭებული აქვთ 0-დან 100 000-მდე სარეიტინგო ქულა - არაუმეტეს 600 (ექვსასი) ლარისა;
ბ) დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ყველა სხვა კატეგორიის მოქალაქისათვის - არაუმეტეს 300 (სამასი) ლარისა.
3. ამბულატორიული და სტაციონარული მკურნალობის ღირებულება დუშეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსდება:
ა) 500 ლარის ჩათვლით – 100% -მდე;
ბ) 501 ლარიდან 1000 ლარის ჩათვლით – 70%-მდე;
გ) 1001 ლარიდან 3000 ლარის ჩათვლით – 55%-მდე;
დ) 3001 ლარიდან 5000 ლარის ჩათვლით - 35%-მდე;
ე) 5001 ლარიდან ზემოთ 25%-მდე, მაგრამ არაუმეტეს 3000 ლარისა.
4. დაუნის სინდრომით, აუტიზმით, ცერებრალური დამბლით დაავადებულ 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნებს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით სამედიცინო კვლევებისა და ამბულატორიული მკურნალობის ნაწილობრივი დაფინანსების შემთხვევაში დაუფინანსებელი ნაწილი, ასევე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით არაანაზღაურებადი სამედიცინო კვლევები და ამბულატორიული მკურნალობა აუნაზღაურდებათ მაქსიმუმ 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო სტაციონარული მკურნალობა ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით.
5. შაქრიანი დიაბეტი I ტიპი, 0-18 წლამდე ბავშვთა რეაბილიტაციისთვის (საკურორტო და სხვა მომსახურება) 1000 ლარი, აგრეთვე აუტიზმის სპექტრის მქონე პირთათვის 0-18 წლამდე ერთჯერადად 1000 ლარი (სხვა მომსახურეობა).
6. საყოველთაო დაზღვევით მოსარგებლე 5 წლამდე ასაკის ბავშვებსა და 80 წელს გადაცილებულ მოხუცებს ამბულატორიული და სტაციონალური მკურნალობის თანადაფინანსების თანხა შეიძლება აუნაზღაურდეთ 100%-ით, მაგრამ არაუმეტეს 3000 (სამი ათასი) ლარისა.
7. წარმოდგენილი ანგარიშ/ფაქტურის, ასევე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით წარმოდგენილი დოკუმენტის შესაბამისად, თითოეულ ბენეფიციარზე დაუფინანსებელი ნაწილიდან განისაზღვრება გადასარიცხი თანხის ოდენობა.
8. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში არაანაზღაურებადი ამბულატორიული და სტაციონარული მკურნალობა დაფინანსდება დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.
9. მოქალაქეზე (ბენეფიციარი) დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიიდან ინდივიდუალური სამედიცინო დახმარებისათვის გაიცემა საგარანტიო წერილი, რომელსაც იგი წარადგენს სამკურნალო დაწესებულებაში. საგარანტიო წერილი გაიცემა იმ ბენეფიციარზეც, რომელიც განცხადების დაწერის მომენტში გადის სტაციონარულ მკურნალობას.
10. საგარანტიო წერილი გაიცემა იმ პირობით, რომ სამედიცინო დაწესებულება ბენეფიციარის მომსახურების გაწევას დაიწყებს დოკუმენტის შედგენიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღის ვადაში, ხოლო შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელ დოკუმენტაციას წარმოადგენს მომსახურების დასრულებიდან მაქსიმუმ 2 (ორი) თვის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში საგარანტიო წერილში მითითებული თანხა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ აღარ ანაზღაურდება.
11. მოქალაქეს, რომელსაც უკვე ჩაუტარდა გადაუდებელი სასწრაფო-სამედიცინო მომსახურება მერიის მიერ გაცემული საგარანტიო წერილის გარეშე და არ შეუძლია სამედიცინო მომსახურების დავალიანების დაფარვა, ჩატარებული მომსახურებიდან არაუგვიანეს 60 (სამოცი) კალენდარული დღისა დავალიანების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში თანხა შეიძლება გადაერიცხოს შესაბამისი სამკურნალო დაწესებულების ანგარიშზე. თანხა განისაზღვრება მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.
12. პროგრამის მოქმედება არ ვრცელდება:
ა) ქვეყნის ფარგლებს გარეთ მკურნალობაზე;
ბ) ესთეტიკურ ქირურგიაზე, კოსმეტიკური მიზნით ჩატარებულ მკურნალობაზე;
გ) სანატორიულ - კურორტულ მკურნალობაზე, გარდა მე-8 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;
დ) ორგანოების ტრანსპლანტაციის, აგრეთვე ეგზოპროტეზირების ხარჯებზე.
13. წარსადგენი დოკუმენტები:
ა) ბენეფიციარის ან მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრის წერილობითი განცხადება დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის და ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პ/მ; ID ბარათი ან პასპორტი) ასლი;
გ) შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან ანგარიშ/ფაქტურა, კალკულაცია, ფორმა № IV-100/ა და საყოველთაო დაზღვევით ნაწილობრივი დაფინანსების შემთხვევაში საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტიდან წარმოდგენილი მიმართვის ასლი დაფინანსების შესახებ;
დ) მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დამატებით – შშმ პირებისთვის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის შესახებ შესაბამისი დოკუმენტი, ხოლო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირთათვის ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულათა რაოდენობის შესახებ;
ე) მე-8 მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დამატებით – ცნობა სამკურნალო დაწესებულებიდან ჩატარებული მკურნალობის შესახებ, დავალიანების მითითებით.
2. მედიკამენტებით უზრუნველსაყოფად აფთიაქებში თანხის გადარიცხვის წესით 500 (ხუთასი) ლარის ფარგლებში დაფინანსდებიან ონკოდაავადებების მქონე მოქალაქეები - ქიმიოთერაპიისათვის წამლების შესაძენად.
3. მედიკამენტებით უზრუნველსაყოფად აფთიაქებში თანხის გადარიცხვის წესით 200 (ორასი) ლარის ფარგლებში დაფინანსდებიან ვეტერანის მოწმობის მიხედვით დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული (კოდი–417) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები, მათთან გათანაბრებული პირები. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანები, მათთან გათანაბრებული პირები, უცხო სახელმწიფოთა ტერიტორიაზე მებრძოლები. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შემდგომ დაღუპულ მებრძოლთა ოჯახები.
4. დაფინანსების მისაღებად მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) მოქალაქის ან მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრის წერილობითი განცხადება დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლისა და ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პ/მ; ID ბარათის ან პასპორტის) ასლი;
გ) ექიმის დანიშნულების საფუძველზე გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);
დ) აფთიაქიდან ანგარიშ/ფაქტურა (სასაქონლო ზედნადები);
ე) მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დამატებით – ამონაწერი სარეიტინგო ქულათა რაოდენობის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოდან;
ვ) მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დამატებით – ვეტერანის მოწმობის ასლი.
2. მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი დოკუმენტაცია:
ა) დაკრძალვის ხარჯების გამღები პირის განცხადება მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პ/მ; ID ბარათი ან პასპორტი) ასლი;
გ) გარდაცვლილი ვეტერანის გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ) საბანკო დაწესებულებაში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები.
2. უმწეო მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეთა უფასო სასადილოს მომხმარებელთა კონტინგენტი განისაზღვრება დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოცემული შესაბამისი სამართლებრივი აქტით.
შენიშვნა: უფასო კვების ობიექტის ფუნქციონირებას ახორციელებს ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის უფასო სასადილო მზრუნველობამოკლებულთათვის“.
2. ერთჯერადი სოციალური დახმარება გაეწევათ:
ა) ეკონომიკურად გაჭირვებული მოქალაქეებს (ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის დახასიათებით);
ბ) ჯანმრთელობის განსაკუთრებული პრობლემების მქონე მოქალაქეებს, კერძოდ: დიაბეტით, ეპილეფსიით, პარკინსონიზმით დაავადებულებს, ონკოლოგიურ ავადმყოფებს, I და II ჯგუფის ინვალიდებს, უსინათლოებს;
გ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, რომელთაც არ შეუძლიათ დამოუკიდებლად გადაადგილება;
დ) მოქალაქეებს, რომლებმაც ითავეს მარტოხელა გარდაცვლილის დაკრძალვა – 400 (ოთხასი) ლარი;
ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ უხუცესებს, რომელთაც შეუსრულდათ ასი და მეტი წელი – 500 (ხუთასი) ლარი;
ვ) ოჯახებს, რომლებსაც შეეძინათ პირველი და მეორე შვილი (შეძენიდან ორი თვის ვადაში) – 200 (ორასი) ლარი, პირველი მშობიარობიდან ტყუპების შეძენის შემთხვევაში თითოეულ შვილზე 200 (ორასი) ლარი;
ზ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ მრავალშვილიან (4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი) ოჯახებს - 300 (სამასი) ლარი;
თ) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით – 500 (ხუთასი) ლარი;
ი) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების დროს დაღუპულ მებრძოლთა ოჯახებს (აფხაზეთი) - 200 (ორასი) ლარი - (2 ივლისს);
კ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს -100 (ასი) ლარი - (8 აგვისტოს);
ლ) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების ვეტერანებს -100 (ასი) ლარი - (სააღდგომოდ);
მ) ცელიაკით დაავადებულ პირებს - 1000 (ათასი) ლარი ერთჯერადად წელიწადში ერთხელ, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შესაბამისად;
ნ) ახალდაქორწინებული წყვილები, რომელთაც მინიჭებული აქვთ 65 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულა და ქორწინებამდე არანაკლებ 3 თვით ადრე რეგისტრირებული არიან დუშეთის მუნიციპალიტეტში - 550 ლარი;
ო) სტუდენტები, რომლებიც ობოლი არიან, დედით ან/და მამით, ან რომელიმე მშობელს ჩამორთმეული აქვს მშობლის უფლება და ამავდროულად მინიჭებული აქვთ 65 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულა, საქართველოში სწავლის საფასური არაუმეტეს 1000 ლარისა;
პ) სტუდენტები, რომელთაც მინიჭებული აქვთ 65 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულა და ბოლო ორი წლის განმავლობაში რეგისტრირებული არიან დუშეთის მუნიციპალიტეტში და მათი სწავლის კრედიტქულა შეადგენს:
(პ.ა) 81- 90 - მდე გაიცეს 400 ლარი;
(პ.ბ )91-95 -მდე გაიცეს 500 ლარი;
( პ.გ ) 96-100 ქულის ჩათვლით - 600 ლარი.
შენიშვნა: დაინტერესებულმა პირმა დუშეთის მუნიციპალიტეტს უნდა მიმართოს შეფასებიდან არაუმეტეს 3 თვის განმავლობაში.
ჟ) ჟანგბადის აპატარით (კონცენტრატორით) მოსარგებლე პირთათვის წელიწადში ქირის ღირებულების ანაზღაურება არაუმეტეს 300 ლარისა.
3. განსაკუთრებულ შემთხვევებში (გარდაცვალების ან/და უბედური შემთხვევის დროს), კომისიას უფლება ენიჭება გაზარდოს აღნიშნული თანხა 2000 (ორი ათასი) ლარამდე, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე.
4. მერიაში წარსადგენი დოკუმენტები:
ა) განცხადება დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ“, „ი“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებისა;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პ/მ; ID ბარათი ან პასპორტი) ასლი;
გ) საბანკო დაწესებულებაში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები;
დ) ამონაწერი სარეიტინგო ქულათა რაოდენობის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოდან, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“, „დ“, „ე“, ,,ვ“, „ზ“, „თ“, „ი“, „კ“ „ლ“ „მ“ და „პ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირებისა;
ე) ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის შემთხვევაში, მოქალაქემ, რომელმაც ითავა მარტოხელა გარდაცვლილის დაკრძალვა, მერიაში დამატებით უნდა წარადგინოს – გარდაცვლილის გარდაცვალების მოწმობის ასლი, რომელსაც დაერთვება შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი;
ვ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში – ცნობა სამოქალაქო რეესტრიდან ბავშვის დაბადების რიგითობის შესახებ;
ზ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში – ყველა შვილის დაბადების მოწმობის ასლი;
თ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში, ასევე ფორმა № IV-100/ა;
ი) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში, ასევე - ქორწინების მოწმობა;
კ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შემთხვევაში, ასევე, მშობლების ან/და მშობლის გარდაცვალების მოწმობა ან მშობლის უფლების ჩამორთმევის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილება და ცნობა სასწავლებლიდან;
ლ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შემთხვევაში, ასევე ცნობა სასწავლებლიდან და სტუდენტის შეფასების დამადასტურებელი დოკუმენტი;
მ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში ასევე ფორმა № IV-100/ა და ჟანგბადის აპარატის ქირავნობის ხელშეკრულება.
2. განსაკუთრებულ შემთხვევაში (საცხოვრებელი სახლის დანგრევის ან მთლიანად განადგურებისას) კომისიის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია დახმარების სახით გაიცეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ზღვრულ ოდენობაზე მეტი თანხა, მაგრამ არაუმეტეს 3 000 (სამი ათასი) ლარისა.
3. დაზარალებული ოჯახის წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პ/მ; ID ბარათი ან პასპორტი) ასლი;
გ) სტიქიით მიყენებული ზარალის შესაფასებლად მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კომისიის დასკვნა;
დ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის შემთხვევაში შსს-ს „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის“ მიერ შედგენილი აქტი, ან დუშეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი (ხანძრისა და სტიქიის შედეგად საცხოვრებელი სახლის დანგრევის ან მთლიანად განადგურებისას დადასტურების შესახებ), არსებობის შემთხვევაში, ხანძრის ან სტიქიური მოვლენის ამსახველი შესაბამისი ფოტო ან ვიდეომასალით;
ე) საბანკო დაწესებულებაში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები.
2. დახმარება გაიცემა თვეში ერთხელ 100 (ასი) ლარის ოდენობით.
3. ამ მუხლით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მერიაში უნდა წარადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა № 100/ა), რომელიც გაცემულია იმ სამედიცინო დაწესებულების მიერ, სადაც ხორციელდება სამედიცინო მომსახურება;
ე) საბანკო ანგარიშის ნომერი;
ვ) მოსარგებლის დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.
4. თანხის გადახდა ხდება უნაღდო ანგარიშსწორებით.
5. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარების შეწყვეტის საფუძველია ქრონიკული დიალიზის გაგრძელების არარსებობის დადასტურება.
2. ამ პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიებათა აღწერა განისაზღვრება დუშეთის მუნიციპალიტეტსა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას შორის დადებული შეთანხმებით.
1
+
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი, მე-2 პუნქტების, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
+
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის 2022 წლის პროგრამებისა და პროგრამებში მონაწილეობის წესები“, დანართის შესაბამისად.
+
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ამოქმედების მომენტიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 21 იანვრის №1 დადგენილება - “დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის 2021 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ” (matsne.gov.ge, 22/01/2021, ს/კ 010250050.35.152.016413).
+
მუხლი 3🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ინაშვილი
+
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ინაშვილი
დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის 2022 წლის პროგრამებისა და პროგრამებში მონაწილეობის წესები
მუხლი 1.🔗
ზოგადი დებულებები+
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
+
მუხლი 2. სოციალური პროგრამების დასახელება
11. ერთჯერადი ფულადი დახმარება საშეშე მერქნით უზრუნველყოფის მიზნით.
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 27 მაისის დადგენილება №15 - ვებგვერდი, 30.05.2022 წ.
+
მუხლი 3. პროგრამების განხორციელებაზე პასუხისმგებელი სამსახური
1. საორგანიზაციო ნაწილში – დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური (შემდგომში – ,,სამსახური“).
+
მუხლი 4. დახმარების გაცემის პერიოდულობა
+
მუხლი 5. ანგარიშსწორების ფორმა
+
მუხლი 6. პროგრამების საჯაროობა
ინფორმაცია პროგრამებისა და მათი განხორციელების შესახებ ხელმისაწვდომია ყველასათვის, არსებული კანონმდებლობის შესაბამისად. ინფორმაცია ასევე განთავსდება დუშეთის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე.
მუხლი 7.🔗
მომსახურების დაფინანსების წესი+
მუხლი 7. მომსახურების დაფინანსების წესი
1. დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეებისათვის დახმარების ეფექტიანად და მოწესრიგებულად გაწევის მიზნით, მერის ბრძანებით იქმნება შესაბამისი კომისია, რომელსაც თავმჯდომარეობას უწევს მერი. კომისია იღებს გადაწყვეტილებას დახმარების გაწევისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი თანხის ოდენობის განსაზღვრაზე , გარდა მე-9, მე-10, მე-11, მე-14, მე-15, მე-16, მე-17, მე-18 მუხლებითა და მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის დ-ჟ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 27 მაისის დადგენილება №15 - ვებგვერდი, 30.05.2022 წ.
+
მუხლი 8. ეკონომიკურად გაჭირვებულ მოქალაქეთა სამედიცინო დაწესებულებაში სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურების დაფინანსება
ბ) დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ყველა სხვა კატეგორიის მოქალაქისათვის – არაუმეტეს 300 (სამასი) ლარისა, ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში არაუმეტეს 1500 (ათასხუთასი) ლარისა.
4. დაუნის სინდრომით, აუტიზმით, ცერებრალური დამბლით დაავადებულ 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნებს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით სამედიცინო კვლევებისა და ამბულატორიული მკურნალობის ნაწილობრივი დაფინანსების შემთხვევაში დაუფინანსებელი ნაწილი, ასევე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით არაანაზღაურებადი სამედიცინო კვლევები და ამბულატორიული მკურნალობა აუნაზღაურდებათ მაქსიმუმ 1500 (ათასხუთასი) ლარის ოდენობით, ხოლო სტაციონარული მკურნალობა ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით.
5. შაქრიანი დიაბეტით (I ტიპი) დაავადებული 0-18 წლამდე არასრულწლოვნების სანატორიულ-კურორტული სარეაბილიტაციო მკურნალობისათვის საჭირო ხარჯები ანაზღაურდება ერთჯერადად მაქსიმუმ 1000 (ათასი) ლარის ოდენობით. ბენეფიციარის დაფინანსება მოხდება მის კანონიერ წარმომადგენელთან ერთად მათ მიერ არჩეულ საქართველოს კურორტებზე არსებულ შესაბამისი პროფილის დაწესებულებებში.
8. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში არაანაზღაურებადი ამბულატორიული და სტაციონარული მკურნალობა დაფინანსდება დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად , ხოლო სამედიცინო კვლევები ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.
9. მოქალაქეზე (ბენეფიციარი) დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიიდან ინდივიდუალური სამედიცინო დახმარებისათვის გაიცემა ადმინისტრაციული დაპირება, რომელსაც იგი წარადგენს სამკურნალო დაწესებულებაში. ადმინისტრაციული დაპირება გაიცემა ბენეფიციარის სტაციონარული მკურნალობის პერიოდშიც.
10. ადმინისტრაციული დაპირება გაიცემა იმ პირობით, რომ სამედიცინო დაწესებულება ბენეფიციარის მომსახურების გაწევას დაიწყებს დოკუმენტის შედგენიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღის ვადაში, ხოლო შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელ დოკუმენტაციას წარმოადგენს მომსახურების დასრულებიდან მაქსიმუმ 2 (ორი) თვის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ადმინისტრაციულ დაპირებაში მითითებული თანხა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ აღარ ანაზღაურდება.
11. მოქალაქეს, რომელსაც უკვე ჩაუტარდა გადაუდებელი სასწრაფო-სამედიცინო მომსახურება მერიის მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირების გარეშე და არ შეუძლია სამედიცინო მომსახურების დავალიანების დაფარვა, ჩატარებული მომსახურებიდან არაუგვიანეს 60 (სამოცი) კალენდარული დღისა დავალიანების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში თანხა შეიძლება გადაერიცხოს შესაბამისი სამკურნალო დაწესებულების ანგარიშზე. თანხა განისაზღვრება გამოკვლევის შემთხვევაში მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ხოლო ოპერაციისა და მკურნალობის შემთხვევაში მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.
გ) სამედიცინო დაწესებულებიდან ფორმა № IV-100/ა; ანგარიშ/ფაქტურა – საყოველთაო დაზღვევით ნაწილობრივი დაფინანსების შემთხვევაში დაფინანსებული თანხის მითითებით ან დამატებით საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტიდან წარმოდგენილი მიმართვის ასლი დაფინანსების შესახებ; კალკულაცია. მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კი საკმარისია მხოლოდ ფორმა № IV-100/ა და საკურორტო-სანატორიული მკურნალობის ჩასატარებლად შესაბამისი დაწესებულებიდან წარმოდგენილი ანგარიშ/ფაქტურა ან/და სხვა დოკუმენტაცია, ხოლო თანხის გადარიცხვა მოხდება დაწესებულებიდან წარმოდგენილი შესრულებული ფაქტიური ხარჯთაღრიცხვის მიხედვით.
ე) მე-8 მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დამატებით – დავალიანების დამადასტურებელი დოკუმენტი სამკურნალო დაწესებულებიდან ჩატარებული მკურნალობის შესახებ, დავალიანების მითითებით.
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 27 მაისის დადგენილება №15 - ვებგვერდი, 30.05.2022 წ.
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28 ოქტომბრის დადგენილება №22 - ვებგვერდი, 01.11.2022 წ.
+
მუხლი 9. მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფა
2. მედიკამენტებით უზრუნველსაყოფად აფთიაქებში თანხის გადარიცხვის წესით 1500 (ათასხუთასი) ლარის ფარგლებში დაფინანსდებიან ონკოდაავადებების მქონე მოქალაქეები - ქიმიოთერაპიის, ჰორმონოთერაპიის, იმუნოთერაპიის, ტარგეტული თერაპიისა და ნივთიერებათა ცვლის რეგულირებისათვის საჭირო წამლების შესაძენად.
ვ) მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დამატებით – ვეტერანის მოწმობის ასლი;
ზ) მოქალაქეზე (ბენეფიციარი) დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიიდან გაიცემა ადმინისტრაციული დაპირება, რომელსაც იგი წარადგენს სააფთიაქო დაწესებულებაში. ადმინისტრაციული დაპირება გაიცემა იმ პირობით, რომ აფთიაქი შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელ დოკუმენტაციას წარმოადგენს მომსახურების დასრულებიდან მაქსიმუმ 1 (ერთი) თვის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ადმინისტრაციულ დაპირებაში მითითებული თანხა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ აღარ ანაზღაურდება.
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28 ოქტომბრის დადგენილება №22 - ვებგვერდი, 01.11.2022 წ.
+
მუხლი 10. სარიტუალო მომსახურება
+
მუხლი 11. უფასო სასადილოს დაფინანსება
1. უფასო სასადილოს ფუნქციონირებას ახორციელებს ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის უფასო სასადილო მზრუნველობამოკლებულთათვის“.
2.უმწეო მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეთა უფასო სასადილოთი მომსახურება ითვალისწინებს დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მქონე 130 (ასოცდათი) პირის დღეში ერთხელ (გარდა კვირა დღისა) სამკომპონენტიანი სადილით უფასო კვებას.
3. ამ მუხლით მოსარგებლე ბენეფიციარებად განისაზღვროს:
ა)დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მარტოხელა პენსიონერები, რომლებსაც არ ყავთ საკვების მიმწოდებელი;
ბ)დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობის ის ნაწილი, რომლებსაც არ აქვთ საკვების შეძენის საშუალება და რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 100 001-მდე მოქმედი სარეიტინგო ქულით;
გ) მკვეთრად ან მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;“
დ) პირები, რომლებიც 2022 წლის 15 აპრილის მდგომარეობით დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით სარგებლობენ უფასო სასადილოს მომსახურებით;
4. უმწეო მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეთა უფასო სასადილოს მომხმარებელთა კონტინგენტი განისაზღვრება დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოცემული შესაბამისი სამართლებრივი აქტით.
5. წარმოსადგენი დოკუმენტები:
ა) განცხადება დუშეთის მუნიციპალიტეტის მერისსახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პ/მ; ID ბარათიანპასპორტი) ასლი;
გ) დაბადების მოწმობის ასლი არასრულწლოვანის შემთხვევაში;
დ) ამონაწერი სარეიტინგო ქულათა რაოდენობის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოდან ამ მუხლის მესამე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში;
ე) მერის წარმომადგენლის წერილობითი რეკომენდაცია ბენეფიციარისათვის სოციალური დახმარების მიღების აუცილებლობის შესახებ, ასევე ამ მუხლის მესამე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში დამატებით მისი მოხსენებითიბარათი პენსიონერის მარტოხელობის შესახებ;
6. უფასო სასადილოთი მიმსახურების უფლება შეუწყდება ბენეფიციარს:
ა) გარდაცვალების შემთხვევაში;
ბ) რეგისტრაციის ადგილის შეცვლის (სხვა მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის) შემთხვევაში;
გ) პირადი განცხადებით;
დ) ზედიზედ 2 თვის განმავლობაში სასადილოში გამოუცხადებლობის შემთხვევაში.
7. ა(ა)იპ-ის „დუშეთის მუნიციპალიტეტის უფასო სასადილო მზრუნველობამოკლებულთათვის“ ხელმძღვანელი ბენეფიციარისათვის მომსახურების შეწყვეტის თაობაზე წერილობით აცნობებს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერს, ასევე იგი ყოველი წლის დასაწყისში მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურთან ერთად ახდენს ბენეფიციარების რეგისტრაციის ადგილისა და ქულათა რაოდენობის გადამოწმებას.
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 27 მაისის დადგენილება №15 - ვებგვერდი, 30.05.2022 წ.
+
მუხლი 12. ერთჯერადი სოციალური დახმარება
1. დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში ერთჯერადი დახმარება მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებისათვის განისაზღვროს 50 (ორმოცდაათი) ლარიდან 150 (ასორმოცდაათი) ლარამდე, მე-3 პუნქტის შემთხვევაში კი 2000 (ორიათასი) ლარამდე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „დ - ჟ“ქვეპუნქტების შემთხვევებში გაიცეს დადგენილი თანხები, რომელთა ოდენობა 100 (ასი) -დან 1000 (ათასი) ლარის ფარგლებშია განსაზღვრული.
ა) ეკონომიკურად გაჭირვებულ მოქალაქეებს (ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის დახასიათებით) გარდა იმ მოქალაქეებისა, რომელთც მინიჭებული აქვთ 65000-მდე სარეიტინგო ქულა;
ბ) ჯანმრთელობის განსაკუთრებული პრობლემების მქონე მოქალაქეებს, კერძოდ: დიაბეტით, ეპილეფსიით, პარკინსონიზმით დაავადებულებს, ონკოლოგიურ ავადმყოფებს, უსინათლოებს;
გ) მკვეთრად ან მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს;
ი) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების დროს დაღუპულ მებრძოლთა ოჯახებს (აფხაზეთი), ასევე საბრძოლო მოქმედების შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი მეომრების ოჯახებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ მარჩენალდაკარგულის სტატუსი – 100 (ასი) ლარის ოდენობით – (2 ივლისი);
მ) ცელიაკიით და ფენილკეტონურიით დაავადებულ პირებს – 1000 (ათასი) ლარის ოდენობით ერთჯერადად წელიწადში ერთხელ, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შესაბამისად;
ნ) ახალდაქორწინებულ წყვილებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ 65 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულა და ქორწინებამდე არანაკლებ 3 თვით ადრე რეგისტრირებულნი არიან დუშეთის მუნიციპალიტეტში – 550(ხუთასორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
ო) სტუდენტებს, რომელთაც გარდაცვლილი ყავთ ერთ-ერთი ან ორივე მშობელი, ან რომელიმე მშობელს ჩამორთმეული აქვს მშობლის უფლება და ამავდროულად მინიჭებული აქვთ 100 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულა, აუნაზღაურდებათ საქართველოში სწავლის საფასური 1000 (ათასი) ლარის ოდენობით;
პ) სტუდენტებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ 100 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულა, ბოლო ორი წლის განმავლობაში რეგისტრირებულნი არიან დუშეთის მუნიციპალიტეტში და მათი სწავლის კრედიტქულა შეადგენს:
(პ.ა) 81- 90- მდე გაიცეს 400 (ოთხასი) ლარი;
(პ.ბ )91-95-მდე გაიცეს 500 (ხუთასი) ლარი;
( პ.გ ) 96-100 ქულის ჩათვლით - 600 (ექვსასი) ლარი.
ჟ) ჟანგბადის აპატარით (კონცენტრატორით) მოსარგებლე პირებს, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებიდან წარმოდგენილი ფორმა N100/ა-ს საფუძველზე საჭიროებენ ოქსიგენო თერაპიას, წელიწადში ერთხელ 300 (სამასი) ლარის ოდენობით.
3. განსაკუთრებულ შემთხვევებში (გარდაცვალების ან/და უბედური შემთხვევის დროს), კომისიას უფლება ენიჭება გაზარდოს ერთჯერადი დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობა 2000 (ორიათასი) ლარამდე, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე და საკრებულოს თანხმობით.
ა) მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ“, „ი“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტების გარდა, მოქალაქის წერილობითი განცხადება დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე, ხოლო გ“ „მ“ და “ჟ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში მოქალაქის ან მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრის განცხადება დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე.
დ) ამონაწერი სარეიტინგო ქულათა რაოდენობის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოდან, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, ,,ვ“, „ზ“, „თ“, „ი“, „კ“ „ლ“,„მ“ და „ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირებისა;
თ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „მ“ და „ჟ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში, ასევე ფორმა № IV-100/ა;
ლ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში, ასევე ცნობა სასწავლებლიდან და სტუდენტის შეფასების დამადასტურებელი დოკუმენტი;
მ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დამატებით – შშმ პირებისთვის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის შესახებ შესაბამისი დოკუმენტი.
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 27 მაისის დადგენილება №15 - ვებგვერდი, 30.05.2022 წ.
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28 ოქტომბრის დადგენილება №22 - ვებგვერდი, 01.11.2022 წ.
+
მუხლი 13. სტიქიური უბედურებებისა და ხანძრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარება
1. ამ მუხლის შესაბამისად, დახმარება გაეწევათ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხანძრით, სტიქიით (მიწისძვრა, მეწყერი, წყალდიდობა, დიდთოვლობა და ა.შ) დაზარალებულ ოჯახებს საცხოვრებელი სახლის დაზიანების შემთხვევაში ერთჯერადად არაუმეტეს 3 000 (სამი ათასი ) ლარისა.
2. განსაკუთრებულ შემთხვევაში (საცხოვრებელი სახლის დანგრევის ან მთლიანად განადგურებისას) კომისიის გადაწყვეტილებით შესაძლებელია დახმარების სახით გაიცეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ზღვრულ ოდენობაზე მეტი თანხა, მაგრამ არაუმეტეს 10 000 (ათი ათასი) ლარისა.
3. სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზარალებულ და თავშესაფრის არმქონე პირებს დაუფინანსდეთ დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი ფართის ქირის გადასახადი კომისიის მიერ დადგენილი ვადით არაუმეტეს 6 (ექვსი) თვისა და ქირის საფასურის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვროს 300 (სამასი) ლარით თვეში.
4. დუშეთის მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა მოხსენებითი ბარათით უნდა დაადასტუროს ხანძრის ან სტიქიის შედეგად საცხოვრებელი სახლის დაზიანების ფაქტი, რომლის საფუძველზეც „სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის“ ინფრასტრუქტურის განვითარების, რეაბილიტაციის და ტერიტორიის კეთილმოწყობის განყოფილება შეაფასებს ბენეფიციარისათვის მიყენებულ ზარალს და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურს წარუდგენს კალკულაციას და დასკვნას ხანძრის ან სტიქიური მოვლენის ამსახველი შესაბამისი ფოტო ან ვიდეომასალით.
5. დაზარალებული ოჯახის წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:
გ) საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი ან ამ დოკუმენტის არქონის შემთხვევაში შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი იმის თაობაზე, რომ განმცხადებელი ნამდვილად წლების განმავლობაში სარგებლობს აღნიშნული ფართით;
დ) საბანკო დაწესებულებაში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები;
ე) ხანძრის შემთხვევაში დამატებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის“ მიერ შედგენილი აქტი;
ვ) ამ მუხლის მე-3 პუნქტის შემთხვევაში დამატებით საცხოვრებელი ფართის ქირავნობის ხელშეკრულება.
6. დაზარალებული ოჯახის წარმომადგენელმა დაფინანსების მისაღებად მუნიციპალიტეტის მერიაში დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს სტიქიიდან არაუგვიანეს ერთი წლისა.
7. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება შეიძლება გაეწიოთ სტიქიით წინა წლებში დაზარალებულ ოჯახებს, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ წინამდებარე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, მაგრამ შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში არჩეული საკრებულოს წევრის და მერის წარმომადგენლის ერთობლივი შუამდგომლობით დასტურდება მათი მძიმე სოციალური პირობები. ასეთ შემთხვევაში დახმარების ოდენობა შეადგენს 1000 (ერთიათასი) ლარს.
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 27 მაისის დადგენილება №15 - ვებგვერდი, 30.05.2022 წ.
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28 ოქტომბრის დადგენილება №22 - ვებგვერდი, 01.11.2022 წ.
+
მუხლი 14. დევნილთა სოციალური დახმარება
ამ მუხლის შესაბამისად სოციალური დახმარება გაეწევათ დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირებს (დევნილები) წელიწადში ერთხელ 100 (ასი) ლარის ოდენობით.
მუხლი 15.🔗
დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების ყოველთვიური ფინანსური დახმარება+
მუხლი 15. დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების ყოველთვიური ფინანსური დახმარება
+
მუხლი 16. შინ მოვლის პროგრამა
1. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი განახორციელებს ა(ა)იპ „დიაკვნის ევანგელიურ-ლუთერული საზოგადოება საქართველოში“ საქმიანობის ხელშეწყობას და თანადაფინანსებას, ქალაქ დუშეთში, დაბა ჟინვალსა და სოფელ არაგვისპირში მცხოვრები ბენეფიციარების დახმარების მიზნით;
2. პროგრამის ფარგლებში დახმარება გაეწევათ მარტოხელა, ხანდაზმულ ავადმყოფებს. ბენეფიციართა რაოდენობა და ვინაობა განისაზღვრება დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის და ა(ა)იპ „დიაკვნის ევანგელიურ-ლუთერული საზოგადოება საქართველოში“ უფლებამოსილ წარმომადგენელთა მიერ ერთობლივად;
3. ამ პროგრამის მიზნებისათვის „შინ მოვლა“ გულისხმობს შერჩეული ბენეფიციარის დახმარებას მის საცხოვრებელ ადგილზე მისვლით,სამედიცინო დაწესებულების (ექიმის) მიერ განსაზღვრული მკურნალობის კურსის, სამკურნალო და სანიტარულ-ჰიგიენური პროცედურების სრულად და დროულად ჩასატარებლად.
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 27 მაისის დადგენილება №15 - ვებგვერდი, 30.05.2022 წ.
+
მუხლი 17. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ხელშეწყობის პროგრამა
2. ამ პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიებათა აღწერა განისაზღვრება დუშეთის მუნიციპალიტეტსა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას შორის დადებული შეთანხმებით.
+
მუხლი 18. ერთჯერადი ფულადი დახმარებასაშეშე მერქნით უზრუნველყოფის მიზნით
1) გათბობის სეზონის დასაწყისში, ერთჯერადად,ფულადი დახმარება 200 (ორასი) ლარის ოდენობით გაეწევათ:
ა) სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 65 000-ს არ აღემატება;
ბ) მრავალშვილიან (4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი) ოჯახებს;
გ) მარტოხელა პენსიონერებს;
2) ამ მუხლის 1 პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმაან შესაბამისი უფლების მქონე პირმა დახმარების მისაღებად მერიაში 1 ნოემბრამდე უნდა წარადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პ/მ; ID ბარათი ან პასპორტი) ასლი;
გ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პ/მ; ID ბარათი ან პასპორტი) ასლი;
დ) ამონაწერი სარეიტინგო ქულათა რაოდენობის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოდან (პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კატეგორიისათვის)
ე) შვილების დაბადების მოწმობების ასლები (პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კატეგორიისათვის);
ვ) მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი პენსიონერის მარტოხელობის დასადასტურებლად (პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კატეგორიისათვის);
ზ) საბანკო დაწესებულებაში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები.
3. ამ მუხლით განსაზღვრული დახმარება არ გაიცემა დუშეთის მუნიციპალიტეტში მდებარე,საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლების მაცხოვრებლებზე.
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 27 მაისის დადგენილება №15 - ვებგვერდი, 30.05.2022 წ.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის 2022 წლის პროგრამებისა და პროგრამებში მონაწილეობის წესების დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 30.12.2022.
- როდის იქნა მიღებული „დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის 2022 წლის პროგრამებისა და პროგრამებში მონაწილეობის წესების დამტკიცების შესახებ“?
- „დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის 2022 წლის პროგრამებისა და პროგრამებში მონაწილეობის წესების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 17.01.2022. მიმღები ორგანო — დუშეთის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №1. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.152.016442.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის 2022 წლის პროგრამებისა და პროგრამებში მონაწილეობის წესების დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 3 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.12.2022.
- რამდენი მუხლისგან შედგება „დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის 2022 წლის პროგრამებისა და პროგრამებში მონაწილეობის წესების დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 20 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის 2022 წლის პროგრამებისა და პროგრამებში მონაწილეობის წესების დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის 2022 წლის პროგრამებისა და პროგრამებში მონაწილეობის წესების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.12.2022 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის 2022 წლის პროგრამებისა და პროგრამებში მონაწილეობის წესების დამტკიცების შესახებ“, №1, 17.01.2022, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.152.016442 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.12.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5355239/