ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) მიერ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
შემდგომი ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 28 იანვრის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 29.01.2025 წ.
2. საკრებულოს წევრს შეიძლება აუნაზღაურდეს მხოლოდ ის გონივრული მატერიალური ხარჯი, რომლის გაწევაც მას მოუხდა წარმომადგენლობით ორგანოში წევრობასთან დაკავშირებული უფლებამოსილებების (საკრებულოს სხდომებზე დასწრება, საკრებულოს გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადება, დადგენილების პროექტის ინიციირება, საკრებულოს კომისიების, ფრაქციებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობა, საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოსადმი/თანამდებობის პირისადმი კითხვით მიმართვა, მოქალაქეთა მიღება, მათი წერილების, წინადადებებისა და საჩივრების განხილვა, ანგარიშის საჯარო განხილვა) განხორციელებისას. მხედველობაში ასევე მიიღება საკრებულოს წევრის მიერ წარმოდგენილი მოსახლეობასთან შეხვედრის დამადასტურებელი ოქმები, აგრეთვე ხარჯების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტები.
3. საკრებულოს წევრის ხარჯების კონკრეტული ოდენობის განსაზღვრისათვის გათვალისწინებულ იქნეს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების და საკრებულოს ფრაქციის სხდომებზე საკრებულოს წევრის ფაქტობრივი დასწრების მონაცემები, რაც დასტურდება შესაბამისი სხდომების საოქმო ჩანაწერით ან/და სარეგისტრაციო ფურცლით.
4. საკრებულოს წევრისთვის (გარდა თანამდებობის პირებისა) ამ დადგენილების პირველ მუხლში მითითებული თანხის ანაზღაურება მოხდება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, რომლის უზრუნველსაყოფად, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ყოველი თვის დასრულებიდან 5 დღის ვადაში, მოხსენებითი ბარათით ერთიან ინფორმაციას, სისტემატიზებული სახით წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის შესახებ და ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით შემუშავდება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება.
|
1
+
ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №2
2022 წლის 18 იანვარი
ქ. ყვარელი
ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) მიერ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 41-ე მუხლის მე-3 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
+
მუხლი 1🔗
ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 28 იანვრის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 29.01.2025 წ.
განისაზღვროს ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით ყოველთვიური ხარჯის ასანაზღაურებელი ზღვრული ოდენობა 800 (რვაასი) ლარის ოდენობით.
+
მუხლი 2🔗
1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირისა), თავის საქმიანობას ახორციელებს სამსახურებრივი მოვალეობისაგან მოუწყვეტლივ და უსასყიდლოდ.
2. საკრებულოს წევრს შეიძლება აუნაზღაურდეს მხოლოდ ის გონივრული მატერიალური ხარჯი, რომლის გაწევაც მას მოუხდა წარმომადგენლობით ორგანოში წევრობასთან დაკავშირებული უფლებამოსილებების (საკრებულოს სხდომებზე დასწრება, საკრებულოს გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადება, დადგენილების პროექტის ინიციირება, საკრებულოს კომისიების, ფრაქციებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობა, საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოსადმი/თანამდებობის პირისადმი კითხვით მიმართვა, მოქალაქეთა მიღება, მათი წერილების, წინადადებებისა და საჩივრების განხილვა, ანგარიშის საჯარო განხილვა) განხორციელებისას. მხედველობაში ასევე მიიღება საკრებულოს წევრის მიერ წარმოდგენილი მოსახლეობასთან შეხვედრის დამადასტურებელი ოქმები, აგრეთვე ხარჯების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტები.
3. საკრებულოს წევრის ხარჯების კონკრეტული ოდენობის განსაზღვრისათვის გათვალისწინებულ იქნეს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების და საკრებულოს ფრაქციის სხდომებზე საკრებულოს წევრის ფაქტობრივი დასწრების მონაცემები, რაც დასტურდება შესაბამისი სხდომების საოქმო ჩანაწერით ან/და სარეგისტრაციო ფურცლით.
4. საკრებულოს წევრისთვის (გარდა თანამდებობის პირებისა) ამ დადგენილების პირველ მუხლში მითითებული თანხის ანაზღაურება მოხდება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, რომლის უზრუნველსაყოფად, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ყოველი თვის დასრულებიდან 5 დღის ვადაში, მოხსენებითი ბარათით ერთიან ინფორმაციას, სისტემატიზებული სახით წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის შესახებ და ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით შემუშავდება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება.
+
მუხლი 3🔗
გამოცხადდეს ძალადაკარგულად ყვარლის ,,ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ წევრებზე, რომლებიც არ არიან საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ გათვალისწინებულ თანამდებობებზე, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული საკომპენსაციო ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის 2015 წლის 2 ოქტომბრის N43 დადგენილება www.matsne.gov.ge 08.10.2015 წ.270070000.35.164.016195)
+
მუხლი 4🔗
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2022 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
|
ყვარლის მუნიციპლიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია მზექალაშვილი
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) მიერ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“, №2, 18.01.2022, სარეგისტრაციო კოდი 270070000.35.164.016429 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.01.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5356797-1/