დამოკიდებულ პირთა სიის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
18.02.2022 ბოლო ცვლილება 16.04.2025
ნომერი
№50
სარეგისტრაციო კოდი
040170310.22.033.017556
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/02/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №50

2022 წლის 18 თებერვალი

ქ. თბილისი

 

დამოკიდებულ პირთა სიის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ


მუხლი 1
დამტკიცდეს „დამოკიდებულ პირთა სიის წარმოების წესი“ თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 1 მარტიდან.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი
📎 დანართები (1)
SIA.docx ⬇

დამოკიდებულ პირთა სიის წარმოების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

წინამდებარე წესი განსაზღვრავს „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ დამოკიდებულ პირთა სიის წარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც განსაზღვრულია „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით.

მუხლი 3. დამოკიდებული პირი და დამოკიდებულ პირთა სია

1. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დამოკიდებული პირი არის ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს დაუძლეველი სურვილი და დამოკიდებულება აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებზე და რომლის შესახებ მონაცემები შეტანილია დამოკიდებულ პირთა სიაში.

2. დამოკიდებულ პირთა სია გულისხმობს აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებზე (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) დამოკიდებულ პირთა შესახებ მონაცემთა ბაზას.

მუხლი 4. დამოკიდებულ პირთა სიის წარმოება

1. დამოკიდებულ პირთა სიის წარმოებას უზრუნველყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - შემოსავლების სამსახური (შემდგომში - შემოსავლების სამსახური).

2. დამოკიდებულ პირთა სიაში დასაშვებია მხოლოდ საქართველოს მოქალაქის შესახებ მონაცემების შეტანა.

  1. დამოკიდებულ პირთა სიაში პირის შესახებ მონაცემები შეიტანება:

ა) თავად პირის მიმართვის საფუძველზე, რომელიც შემოსავლების სამსახურს წარუდგენს განაცხადს დამოკიდებულ პირთა სიაში საკუთარი მონაცემების შეტანის თაობაზე;

ბ) პირის შესახებ მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანის თაობაზე მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისად.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაცხადი შემოსავლების სამსახურში შეიძლება წარდგენილ იქნეს დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანის მსურველი პირის უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით, რაც უნდა დასტურდებოდეს სანოტარო წესით დამოწმებული უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტით (დოკუმენტი უნდა შეიცავდეს უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით პირის დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანის შესახებ მითითებას).

5. შემოსავლების სამსახურის მიერ პირის შესახებ მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანა ხდება პირის შესახებ მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანის თაობაზე მოსამართლის ბრძანების შემოსავლების სამსახურისთვის გადაცემიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

6. დამოკიდებულ პირთა სიაში პირის შესახებ მონაცემები შეიტანება 5 წლის ვადით.

7. დამოკიდებულ პირთა სიაში პირის შესახებ მონაცემების ვადაზე ადრე ამოღება ხდება შემოსავლების სამსახურის მიერ:

ა) დამოკიდებული პირისთვის „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტის შემოსავლების სამსახურისათვის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. აღნიშნულ დოკუმენტს შემოსავლების სამსახურს წარუდგენს დამოკიდებული პირი/ დამოკიდებული პირის უფლებამოსილი წარმომადგენელი, რაც უნდა დასტურდებოდეს სანოტარო წესით დამოწმებული უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტით;

ბ) დამოკიდებული პირის შესახებ მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიიდან ვადაზე ადრე ამოღების შესახებ მოსამართლის ბრძანების შემოსავლების სამსახურისთვის გადაცემიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

8. დამოკიდებულ პირთა სიაში აისახება დამოკიდებულ პირთა შესახებ შემდეგი ინფორმაცია:

ა) სახელი, გვარი;

ბ) პირადი ნომერი.

მუხლი 5. პირის შესახებ მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანის თაობაზე განცხადების წარდგენის, განხილვის, მონაცემების სიაში შეტანისა და სიის გამოყენების წესი

1. დამოკიდებულ პირთა სიაში საკუთარი მონაცემების შეტანის თაობაზე განცხადება წარედგინება შემოსავლების სამსახურს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადება უნდა შეიცავდეს განცხადების წარმდგენი პირის:

ა) სახელს და გვარს;

ბ) პირად ნომერს;

გ) დასტურს იმის შესახებ, რომ სურს მისი მონაცემები შეტანილ იქნეს დამოკიდებულ პირთა სიაში;

დ) განცხადების წარდგენის თარიღსა და ხელმოწერას.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას თან უნდა დაერთოს განცხადების წარმდგენი პირის პირადობის მოწმობის, ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი. ასევე, უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი წარდგენილია უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით.

4. შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომელი წარმოდგენილი განცხადების რეგისტრაციისას, მის ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ახდენს განცხადების წარმდგენი პირის იდენტიფიკაციას.

5. შემოსავლების სამსახური ამოწმებს განცხადების შესაბამისობას ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან და იმ შემთხვევაში, თუ განცხადება აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს, 5 სამუშაო დღის ვადაში ახდენს განცხადების წარმდგენი პირის შესახებ მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანას.

6. დამოკიდებულ პირთა სიის საფუძველზე, შემოსავლების სამსახური თამაშობის ორგანიზატორს, მისი მოთხოვნის საფუძველზე, თამაშობაში მონაწილეობის მსურველი ყოველი კონკრეტული პირის შესახებ აწვდის მხოლოდ თამაშობაში მონაწილეობის აკრძალვის თაობაზე ინფორმაციას.

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „დამოკიდებულ პირთა სიის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „დამოკიდებულ პირთა სიის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 16.04.2025.
როდის იქნა მიღებული „დამოკიდებულ პირთა სიის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“?
„დამოკიდებულ პირთა სიის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 18.02.2022. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №50. სარეგისტრაციო კოდი — 040170310.22.033.017556.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „დამოკიდებულ პირთა სიის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 16.04.2025.
რამდენი მუხლისგან შედგება „დამოკიდებულ პირთა სიის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „დამოკიდებულ პირთა სიის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.04.2025 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „დამოკიდებულ პირთა სიის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“, №50, 18.02.2022, სარეგისტრაციო კოდი 040170310.22.033.017556 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.04.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5386177/

ოფიციალური ტექსტი — matsne.gov.ge , კონსოლიდირებული რედაქცია 16.04.2025. პრაქტიკა, ისტორია და სხვა ბლოკები შედგენილია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას. როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება