ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობების განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
21.03.2022 ბოლო ცვლილება 23.12.2025
გამომცემი ორგანო
ნომერი
№8
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.158.016555
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/03/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (7)

წინა ცვლილებები (5)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
1 +
 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №8

2022 წლის 21 მარტი

ქ. ბოლნისი

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობების განსაზღვრის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის  24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.დ“ და  „დ.ე“  ქვეპუნქტების, 61-ე მუხლის მეორე  პუნქტის, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს  ორგანული კანონის   მე-20  მუხლის მე-2 პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტების შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

+
მუხლი 1
დამტკიცდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საშტატო ნუსხა და განისაზღვროს თანამდებობრივი სარგოს ოდენობები  დანართი 1-ის  შესაბამისად.
+
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
+
მუხლი 3
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 15 იანვრის №2 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 17/01/2018 წ., 010250020.35.158.016406).

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი
+



დანართი №1

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 10 ნოემბრის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 11.11.2022წ

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 19 დეკემბრის დადგენილება №32 - ვებგვერდი, 20.12.2022წ

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №31 - ვებგვერდი, 20.12.2023 წ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 16 დეკემბრის დადგენილება №21- ვებგვერდი, 17.12.2024 წ.


ბოლნისის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  საშტატო  ნუსხის  დამტკიცებისა   

და  

თანამდებობრივი   სარგოს  ოდენობების განსაზღვრის შესახებ

 

მუხლი   1.  პოლიტიკური თანამდებობის პირები

1. საკრებულოს თავმჯდომარე – 1   (თანამდებობრივი  სარგო – 5986 ლარი).

2. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე – 1  (თანამდებობრივი  სარგო – 4526 ლარი).

3. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე – 2   (თანამდებობრივი  სარგო – 3942 ლარი).

4. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე – 5   (თანამდებობრივი  სარგო – 3212 ლარი).

5. საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე – 2   (თანამდებობრივი  სარგო – 2920 ლარი).

6. საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე – 9 (თანამდებობრივი  სარგო – 2336 ლარი).

 

მუხლი  2.  საკრებულოს აპარატის  საჯარო  მოსამსახურეები

1. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები: 

საკრებულოს აპარატის უფროსი  (პირველი  რანგის პირველადი  სტრუქტურული ერთეულის  ხელმძღვანელი)  – 1   (თანამდებობრივი  სარგო – 4234 ლარი).

2. პროფესიული საჯარო მოხელეები:

ა) სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება:

ა.ა) განყოფილების უფროსი (მეორე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) – 1  (თანამდებობრივი  სარგო – 3358 ლარი);

ა.ბ)  პირველი  კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (მესამე რანგი) – 2 (თანამდებობრივი  სარგო –2482 ლარი);

ბ) საორგანიზაციო განყოფილება:

ბ.ა) განყოფილების უფროსი (მეორე  რანგის  მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) – 1  (თანამდებობრივი  სარგო – 3358 ლარი);

ბ.ბ)  პირველი  კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (მესამე რანგი) – 3 (თანამდებობრივი  სარგო – 2482 ლარი);

ბ.გ) მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (მესამე რანგი) – 3 (თანამდებობრივი  სარგო – 2336 ლარი).

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 იანვრის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 27.01.2025წ.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობების განსაზღვრის შესახებ“, №8, 21.03.2022, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.158.016555 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.01.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5414756-5/