,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების – ,,ქ. გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის“ დაფუძნების შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
შემდგომი ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №83
2009 წლის 14 აპრილი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების – ,,ქ. გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის“ დაფუძნების შესახებ
მუხლი 1. ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის, მე-11 მუხლის, 86-ე მუხლის, ,,პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებისა და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე:
1. დაფუძნდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – ,,ქ. გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯი“ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – ,,ქ. გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯი“ შექმნილია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების – ,,ქ. გორის სულხან ცინცაძის სახელობის ხელოვნების კოლეჯის“ ბაზაზე და წარმოადგენს მის უფლებამონაცვლეს.
3. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს წარდგინებით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების – ,,ქ. გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის“ მართვის ორგანოების კანონმდებლობით დადგენილი წესით არჩევამდე დანიშნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების – ,,ქ. გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის“ რექტორის მოვალეობის დროებით შემსრულებელი.
4. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების – ,,ქ. გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის“ წესდების დამტკიცება და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ღონისძიებების განხორციელება.
5. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების – ,,ქ. გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯისათვის“ შესაბამისი ქონების კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა.
6. მართვის ორგანოების არჩევამდე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების – ქ. გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი:
ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი თანამდებობის პირია, რომელიც წარმართავს დაწესებულების საქმიანობას, წარმოადგენს დაწესებულებას სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში და მოქმედებს დაწესებულების სახელით;
ბ) შეიმუშავებს და ამტკიცებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების სტრატეგიულ გეგმას;
გ) ხელს უწყობს უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ინტეგრაციას, სასწავლო გეგმებისა და პროგრამების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის, მობილური და ინტეგრირებული სწავლების, სამეცნიერო კვლევების პროგრამების შექმნას;
დ) ხელმძღვანელობს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციას;
ე) ამტკიცებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტრუქტურას;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საშტატო ნუსხას;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურში იღებს და ათავისუფლებს მუშაკებს;
თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების ერთიან წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს;
ი) განსაზღვრავს პროფესორის პედაგოგიური დატვირთვის ზღვრულ ოდენობას;
კ) შეიმუშავებს და ამტკიცებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტს;
ლ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფინანსებსა და ქონებას;
მ) უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტის შესაბამისად დადოს გარიგებები;
ნ) სასწავლო წლის დასაწყისში ამტკიცებს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, აგრეთვე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას;
ო) ამტკიცებს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შეფასების წესს;
პ) ნიშნავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიბლიოთეკის ხელმძღვანელებს;
ჟ) ამტკიცებს სასწავლო, კვლევითი და შემოქმედებითი საქმიანობის ძირითად მიმართულებებს;
რ) ამტკიცებს ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე დაწესებულებაში მისაღები უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის გამოყოფილი ადგილების რაოდენობას;
ს) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ადგენს საგანმანათლებლო პროგრამების საფასურის ოდენობის ჩამონათვალს;
ტ) ამტკიცებს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;
უ) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად ამტკიცებს პროფესორ-მასწავლებელთა აკადემიურ თანამდებობებზე აყვანის წესს;
ფ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
ქ) პასუხისმგებელია უმაღლესი განათლების სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების შესრულებისათვის;
ღ) პასუხისმგებელია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის კანონიერებისა და ეფექტიანობისათვის;
ყ) უფლებამოსილია, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, შექმნას კომისიები და საბჭოები სათათბირო უფლებით და განსაზღვროს მათი უფლება-მოვალეობანი და საქმიანობის წესი;
შ) ამტკიცებს სტუდენტური თვითმმართველობის პირველი არჩევნების ჩატარების დებულებას და უზრუნველყოფს სტუდენტური თვითმმართველობის პირველი არჩევნების ჩატარებას;
ჩ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის დადგენილება №134 - სსმ III, №54, 13.05.2010წ., მუხ.834
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის დადგენილება №134 - სსმ III, №54, 13.05.2010წ., მუხ.834
+
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №83
2009 წლის 14 აპრილი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების – ,,ქ. გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის“ დაფუძნების შესახებ
მუხლი 1. ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის, მე-11 მუხლის, 86-ე მუხლის, ,,პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებისა და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე:🔗
1. დაფუძნდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – ,,ქ. გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯი“ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – ,,ქ. გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯი“ შექმნილია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების – ,,ქ. გორის სულხან ცინცაძის სახელობის ხელოვნების კოლეჯის“ ბაზაზე და წარმოადგენს მის უფლებამონაცვლეს.
3. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს წარდგინებით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების – ,,ქ. გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის“ მართვის ორგანოების კანონმდებლობით დადგენილი წესით არჩევამდე დანიშნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების – ,,ქ. გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის“ რექტორის მოვალეობის დროებით შემსრულებელი.
4. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების – ,,ქ. გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის“ წესდების დამტკიცება და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ღონისძიებების განხორციელება.
5. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების – ,,ქ. გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯისათვის“ შესაბამისი ქონების კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა.
6. მართვის ორგანოების არჩევამდე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების – ქ. გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი:
ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი თანამდებობის პირია, რომელიც წარმართავს დაწესებულების საქმიანობას, წარმოადგენს დაწესებულებას სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში და მოქმედებს დაწესებულების სახელით;
ბ) შეიმუშავებს და ამტკიცებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების სტრატეგიულ გეგმას;
გ) ხელს უწყობს უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ინტეგრაციას, სასწავლო გეგმებისა და პროგრამების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის, მობილური და ინტეგრირებული სწავლების, სამეცნიერო კვლევების პროგრამების შექმნას;
დ) ხელმძღვანელობს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციას;
ე) ამტკიცებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტრუქტურას;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საშტატო ნუსხას;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურში იღებს და ათავისუფლებს მუშაკებს;
თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების ერთიან წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს;
ი) განსაზღვრავს პროფესორის პედაგოგიური დატვირთვის ზღვრულ ოდენობას;
კ) შეიმუშავებს და ამტკიცებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტს;
ლ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფინანსებსა და ქონებას;
მ) უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტის შესაბამისად დადოს გარიგებები;
ნ) სასწავლო წლის დასაწყისში ამტკიცებს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, აგრეთვე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას;
ო) ამტკიცებს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შეფასების წესს;
პ) ნიშნავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიბლიოთეკის ხელმძღვანელებს;
ჟ) ამტკიცებს სასწავლო, კვლევითი და შემოქმედებითი საქმიანობის ძირითად მიმართულებებს;
რ) ამტკიცებს ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე დაწესებულებაში მისაღები უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის გამოყოფილი ადგილების რაოდენობას;
ს) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ადგენს საგანმანათლებლო პროგრამების საფასურის ოდენობის ჩამონათვალს;
ტ) ამტკიცებს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;
უ) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად ამტკიცებს პროფესორ-მასწავლებელთა აკადემიურ თანამდებობებზე აყვანის წესს;
ფ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
ქ) პასუხისმგებელია უმაღლესი განათლების სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების შესრულებისათვის;
ღ) პასუხისმგებელია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის კანონიერებისა და ეფექტიანობისათვის;
ყ) უფლებამოსილია, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, შექმნას კომისიები და საბჭოები სათათბირო უფლებით და განსაზღვროს მათი უფლება-მოვალეობანი და საქმიანობის წესი;
შ) ამტკიცებს სტუდენტური თვითმმართველობის პირველი არჩევნების ჩატარების დებულებას და უზრუნველყოფს სტუდენტური თვითმმართველობის პირველი არჩევნების ჩატარებას;
ჩ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის დადგენილება №134 - სსმ III, №54, 13.05.2010წ., მუხ.834
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.🔗
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის დადგენილება №134 - სსმ III, №54, 13.05.2010წ., მუხ.834
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების – ,,ქ. გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის“ დაფუძნების შესახებ““, №83, 14.04.2009, სარეგისტრაციო კოდი 000000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.05.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5416-1/