1. ქარსაფარი ზოლის აღდგენის, გაშენების, მოვლის, დაცვისა და მასზე ზედამხედველობის სფეროში სამინისტროს უფლებამოსილებებია:

ა)  ქარსაფარი  ზოლის  აღდგენის,  გაშენებისა  და  მართვის  სახელმწიფო  პროგრამის  შემუშავება და დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობისთვის წარმოდგენა;

ბ) ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციისა და სპეციალური მოკვლევის შედეგების გათვალისწინებით, ქარსაფარი ზოლის აღდგენისა და გაშენების გეგმის დამტკიცება;

გ) ქარსაფარი   ზოლის   სარგებლიანობის   შესახებ   საზოგადოების   ცნობიერების ასამაღლებლად შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება.

2. ქარსაფარი ზოლის აღდგენის, გაშენების, მოვლის, დაცვისა და მასზე ზედამხედველობის სფეროში სააგენტოს უფლებამოსილებებია:

ა) ქარსაფარი ზოლის აღდგენის, გაშენებისა და მართვის სახელმწიფო პროგრამის შემუშავებაში მონაწილეობა და მისი განხორციელება;

ბ) ქარსაფარი ზოლის აღდგენისა და გაშენების გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა და მისი განხორციელება;

გ) ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაცია და სპეციალური მოკვლევის ჩატარება;

დ) ქარსაფარი ზოლის აღრიცხვის სისტემის შექმნა და მართვა;

ე) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქარსაფარი ზოლის მართვის გეგმის დამტკიცება;

ვ) სახელმწიფო  საკუთრებაში არსებული ქარსაფარი ზოლის მოვლისა  და  დაცვის ღონისძიებების განხორციელება ამ ქარსაფარი ზოლის მუნიციპალიტეტისთვის საკუთრებაში გადაცემამდე;

ზ) ქარსაფარი ზოლის სარგებლიანობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება.

3. ქარსაფარი ზოლის აღდგენის, გაშენების, მოვლის, დაცვისა და მასზე ზედამხედველობის სფეროში მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებებია:

ა) ქარსაფარი ზოლის აღდგენისა და გაშენების გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა;

ბ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქარსაფარი ზოლის აღდგენა, გაშენება, მოვლა, დაცვა და მასზე ზედამხედველობა;

გ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქარსაფარი ზოლის მართვის გეგმის დამტკიცება;

დ) ქარსაფარი ზოლის აღდგენის, გაშენების, მოვლისა და დაცვის ღონისძიებების განხორციელებაში ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობის ხელშეწყობა;

ე) ქარსაფარი   ზოლის   სარგებლიანობის   შესახებ   საზოგადოების   ცნობიერების ასამაღლებლად შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება.

4. ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირის უფლებები და ვალდებულებებია:

ა) ფიზიკურ პირსა და კერძო სამართლის იურიდიულ პირს უფლება აქვთ, სააგენტოსთან შეთანხმებით, გააშენონ ქარსაფარი ზოლი (მათ შორის, სახელმწიფოს მხარდაჭერით) და უზრუნველყონ მისი მოვლისა და დაცვის ღონისძიებების განხორციელება;

ბ) ფიზიკურ პირსა და კერძო სამართლის იურიდიულ პირს აკისრიათ ვალდებულება, ხელი არ შეუშალონ შესაბამის სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოებს ქარსაფარი ზოლის აღდგენის, გაშენების, მოვლისა და დაცვის ღონისძიებების განხორციელებაში.