საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის კადრების განყოფილების დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
22.08.2002 ძალადაკარგული 21.02.2011
ნომერი
№726
სარეგისტრაციო კოდი
100.020.010.11.106.005.471
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 86, 30/06/2003
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.020.010.11.106.005.471

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №726

2002 წლის 22 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის კადრების განყოფილების დებულების დამტკიცების შესახებ

„პატიმრობის შესახებ” საქართველოს კანონისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 6 დეკემბრის №464 ბრძანების შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის კადრების განყოფილების თანდართული დებულება.

2. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

რ. გილიგაშვილი

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის  2003 წლის 30 ივნისის ბრძანება №631-სსმIII, №65, 30.06.2003წ.; მუხ. 559

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების  დეპარტამენტის კადრების განყოფილების დებულება

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1

წინამდებარე დებულება განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის კადრების განყოფილების (ტექსტში შემდგომ – კადრების განყოფილება) დანიშნულებას, მის ფუნქციებს, მართვის ორგანიზაციასა და სტრუქტურას.

    მუხლი 2

კადრების განყოფილება წარმოადგენს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომლის დანიშნულებაა დეპარტამენტში საკადრო პოლიტიკის გატარება, მისი რეალიზაციის ეფექტური ფორმებისა და მეთოდების განსაზღვრა.

    მუხლი 3

კადრების განყოფილება თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულებით, „სასჯელაღსრულების ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის შესახებ“ დებულებით, “სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ” საქართველოს კანონით, იუსტიციის მინისტრის ბრძანებებით, სხვა შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის  2003 წლის 30 ივნისის ბრძანება №631-სსმIII, №65, 30.06.2003წ.; მუხ. 559

თავი II. განყოფილების ფუნქციები

    მუხლი 4

განყოფილების ფუნქციებს განეკუთვნება:

ა) ნომენკლატურის ფარგლებში თანამდებობაზე დანიშვნის, გათავისუფლების, გადაადგილე ბ ის, სპეციალური წოდებების მინიჭების, მოსამსახურეთა წახალისებისა და დაჯილდოების შესახებ მასალების განხილვა და მომზადება;

ბ) სამსახურებრივი დისციპლინის მდგომარეობის გაანალიზება, რეკომენდაციების შემუშავება, ზომების მიღება დარღვევებისა და ხარვეზების გამოვლინების თავიდან აცილებისათვის;

გ) მოსამსახურეთა პირადი საქმეების (ნომენკლატურის ფარგლებში) წარმოება და საკადრო-სტატისტიკური აღრიცხვიანობა;

დ) მოსამსახურეთა სამსახურებრივი პირადობის მოწმობების გამოსაყოფად მასალების წარდგენა სამინისტროს საკადრო საკითხთა დეპარტამენტში და ნომენკლატურის ფარგლებში აღნიშნული მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა;

ე) საკადრო საკითხებთან დაკავშირებული წერილებისა და განცხადებების განხილვა;

ვ) ნომენკლატურის ფარგლებში მოსამსახურეთა საპენსიო უზრუნველყოფის მასალების მომზადება;

ზ) საკადრო ანგარიშების მომზადება სამინისტროში წარსადგენად;

თ) ამოღებულია;

ი) სასჯელაღსრულების დაწესებულებათა საკადრო ქვედანაყოფების საქმიანობაზე კონტროლის გაწევა და ამ კუთხით ინსპექტირების განხორციელება;

ლ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ამოცანების შესრულება.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის  2003 წლის 30 ივნისის ბრძანება №631-სსმIII, №65, 30.06.2003წ.; მუხ. 559

თავი III. განყოფილების მართვა.

    მუხლი 5

განყოფილებას ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც დეპარტამ,ენტის თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის მინისტრი.

    მუხლი 6

განყოფილების უფროსი დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისას, ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის თავმჯდომარის წინაშე.

    მუხლი 7

განყოფილების უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს განყოფილების საქმიანობას;

ბ) პასუხს აგებს სამსახურის საერთო საქმიანობაზე, მოსამსახურეთა შორის ანაწილებს ფუნქციონალურ უფლება-მოვალეობას;

გ) ნომენკლატურის ფარგლებში ამუშავებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის და მასში შემავალი დაწესებულებების საკადრო ხასიათის ბრძანებებს და წარუდგენს ხელმძღვანელობას განსახილველად და სამინისტროში წარსადგენად;

 დ) ადგენს განყოფილების პერსპექტიულ და მიმდინარე სამუშაო გეგმებს;

ე) ამზადებს:

– დირექტიულ წერილებს დაქვემდებარებული დაწესებულებებისათვის, სახელმძღვანელო ნორმატიული აქტების და ზემდგომი ორგანოების მითითებების საფუძველზე და საკადრო სამუშაოების შესრულების თაობაზე;

– მოსამსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლების, გადაადგილების, დათხოვნის, დასჯა-წახალისებისა და სპეციალურ წოდებათა მინიჭების თაობაზე ბრძანებებს ნომენკლატურის შესაბამისად;

– საკადრო ანგარიშებს სამინისტროსთვის წარსადგენად;

ვ) აკონტროლებს:

– თანამშრომელთა მიერ შედგენილ ახლად მისაღებ კანდიდატთა და გადასაადგილებელ პირთა პირად საქმეებს;

– ნომენკლატურის ფარგლებში უმცროსი და მორიგი საშუალო სპეციალური წოდებების მინიჭებისათვის ინსპექტორთა მიერ წარმოდგენილ წარდგინებებს დაწესებულებებიდან წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან ერთად და სამინისტროს საკადრო საკითხთა დეპარტამენტში წარსადგენად ამზადებს მოსამსახურეთა წახალისების მიზნით სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭების მასალებს;

– სასჯელაღსრულების ორგანოებიდან დასათხოვნ მოსამსახურეთა საპენსიო გაანგარიშებებს და წარუდგენს უშუალოდ უფროსს;

– შემოსული წერილების და განცხადებების შესრულების ვადებს, საშტატო ერთეულების დაკომპლექტების მდგომარეობას;

– დაწესებულებების საკადრო სამსახურების მუშაობას;

ზ) დაწესებულებებიდან შემოსულ შუამდგომლობებს კანდიდატთა დანიშვნის, გადაადგილების და გათავისუფლების შესახებ ათანხმებს დეპარტამენტის შესაბამის სამსახურის უფროსებთან;

თ) ზედამხედველობას უწევს სამსახურის საშემსრულებლო დისციპლინას და არეგულირებს სამუშაოს შესრულების ორგანიზაციულ საკითხებს;

ი) ასრულებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ამოცანებს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის  2003 წლის 30 ივნისის ბრძანება №631-სსმIII, №65, 30.06.2003წ.; მუხ. 559

    მუხლი 8 ამოღებულია

საქართველოს იუსტიციის მინისტრის  2003 წლის 30 ივნისის ბრძანება №631-სსმIII, №65, 30.06.2003წ.; მუხ. 559

    მუხლი 9 ამოღებულია

საქართველოს იუსტიციის მინისტრის  2003 წლის 30 ივნისის ბრძანება №631-სსმIII, №65, 30.06.2003წ.; მუხ. 559

თავი IV. განყოფილების მოსამსახურეებია

    მუხლი 10. ამოღებულია

საქართველოს იუსტიციის მინისტრის  2003 წლის 30 ივნისის ბრძანება №631-სსმIII, №65, 30.06.2003წ.; მუხ. 559

    მუხლი 11

1. განყოფილების მოსამსახურეების თანამდებობათა დასახელება და საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება დეპარტამენტის საშტატო განრიგით, რომელსაც ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი.

2. მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების წესი განისაზღვრება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის  2003 წლის 30 ივნისის ბრძანება №631-სსმIII, №65, 30.06.2003წ.; მუხ. 559

    მუხლი 12

განყოფილების მოსამსახურეები დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას ანგარიშვალდებულნი არიან განყოფილების უფროსის წინაშე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის  2003 წლის 30 ივნისის ბრძანება №631-სსმIII, №65, 30.06.2003წ.; მუხ. 559

თავი V. დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 13

წინამდებარე დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის კადრების განყოფილების დებულების დამტკიცების შესახებ“, №726, 22.08.2002, სარეგისტრაციო კოდი 100.020.010.11.106.005.471 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.06.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/54328-1/