ქვეყანაში ვეტერინარიული (ეპიზოოტიური) კეთილსაიმედობის უზრუნველყოფის ზოგიერთი გადაუდებელი ღონისძიების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
შემდგომი ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.390.000.11.113.005.510
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის
ბრძანება №2-132
2002 წლის 26 სექტემბერი
ქ. თბილისი
ქვეყანაში ვეტერინარული (ეპიზოოტიური) კეთილსაიმედობის უზრუნველყოფის ზოგიერთი გადაუდებელი ღონისძიების შესახებ
საერთაშორისო ეპიზოოტიური ბიუროს მონაცემებით, მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოში გავრცელებულია საერთაშორისო ვეტერინარული კოდექსით განსაზღვრული „ა” და „ბ” ჯგუფის დაავადებები, რომელთა უმრავლესობა საშიშროებას უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.
„ვეტერინარიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „დ” და „ზ” ქვეპუნქტების, 30-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 6 თებერვლის №73 ბრძანებულების პირველი პუნქტის „ა”, „ბ” და „გ” ქვეპუნქტების მოთხოვნების შესრულებისათვის, ცოცხალი ცხოველების (ფრინველის), ხორცისა და ხორცპროდუქტების, რძისა და რძის ნაწარმის, მეცხოველეობის სხვა პროდუქტების, ცხოველური წარმოშობის ნედლეულის, სხვა ვეტერინარულi კონტროლქვემდებარე (შემდგომ ტექსტში – ვეტერინარულ კონტროლქვემდებარე) ტვირთების იმპორტზე და ტრანზიტზე ვეტერინარული ნებართვების გაცემის პროცედურის დარეგულირებისა და ქვეყანაში ვეტერინარული (ეპიზოოტიური) კეთილსაიმედობის უზრუნველყოფის, საზღვარგარეთის ქვეყნებიდან ცხოველებისა და ადამიანებისათვის საერთო განსაკუთრებით საშიში დაავადებები აღმძვრელების შემოტანისა და მათი გავრცელების თავიდან აცილებისა და აღნიშნული საკითხების შემდგომი მოწესრიგებისათვის, ვბრძანებ:
1. ვეტერინარულ ი კონტროლქვემდებარე ტვირთების იმპორტი, რეექსპორტი და ტრანზიტი ყველა კონკრეტულ შემთხვევაში განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტში წინასწარ შეტანილი შესაბამისი განცხადებისა და მის მიერ გაცემული წერილობითი ნებართვის საფუძველზე.
2. ვეტერინარულ ი კონტროლქვემდებარე ტვირთების იმპორტი, რეექსპორტი და ტრანზიტი იმ ქვეყნებიდან, რომლებიც საერთაშორისო ეპიზოოტიური ბიუროს მონაცემებით ითვლება კეთილსაიმედოდ საერთაშორისო ვეტერინარული კოდექსის „ა” და „ბ” ჯგუფის დაავადების მიმართ, მოხდეს შეუზღუდავად, ექსპორტიორი ქვეყნის სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურის მიერ გაცემული საერთაშორისო ვეტერინარიული კოდექსით დადგენილი ნიმუშის ვეტერინარული სერტიფიკატის არსებობისა და გარანტირებული ვეტერინარიული მოთხოვნების შესრულებისას.
3. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით დამტკიცდეს და სათანადო წესით საინფორმაციო საშუალებებში გამოქვეყნდეს „ქვეყნების ნუსხა, სადაც ადგილი აქვს საერთაშორისო ვეტერინარული კოდექსის „ა” და „ბ” ჯგუფის დაავადებების გამოვლენას” (შემდგომ ტექსტში – ნუსხა).
4. საერთაშორისო ეპიზოოტიური ბიუროს მონაცემების საფუძველზე პერიოდულად განხორციელდეს ნუსხაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა და მათი სათანადო წესით დამტკიცება.
5. დამტკიცებულ ნუსხაში მოყვანილი ქვეყნებიდან საქართველოში ვეტერინარულ ი კონტროლქვემდებარე ტვირთების იმპორტზე, ტრანზიტზე და რეექსპორტზე ნებართვის გაცემა ხორციელდება მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო ვეტერინარი ინსპექტორის მიერ დამზადების ადგილზე გაწეული კონტროლის შედეგების მიხედვით.
6. ნუსხაში მოყვანილი ქვეყნებიდან ვეტერინარულ ი კონტროლქვემდებარე ტვირთების;
ა) იმპორტის, ტრანზიტის და რეექსპორტის განხორციელების საჭიროების არსებობის შემთხვევაში, სახელმწიფო ვეტერინარი ინსპექტორის მივლინება უნდა განხორციელდეს დროულად და ყოველგვარი შეფერხების გარეშე;
ბ) ტრანზიტის განხორციელებაზე ნებართვა შესაძლებელია გაიცეს ექსპორტიორ ქვეყანაში ვეტერინარი ინსპექტორის მივლინების გარეშე, იმ შემთხვევაში, თუ ტვირთის კონკრეტული პარტიის გარანტირებულ მიღებაზე არსებობს მიმღები ქვეყნის სახელმწიფო ვეტსამსახურის წერილობითი თანხმობა.
7. დაევალოთ სამინისტროს აპარატს (გ. კერძევაძე) უზრუნველყოს ბრძანების სახელმწიფო რეესტრში გატარება და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნება საქართველოს კანონმდებლობის თანახმად.
8. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს მინისტრის მოადგილეს ბატონ დავით შერვაშიძეს.
9. ბრძანების მოქმედება გავრცელდეს 2003 წლის 1 აპრილამდე.
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2002 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №2-188-სსმIII, №128, 31.12.2002წ.; მუხ. 1134
მინისტრის პირველი მოადგილე ნ. მამალაძე
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2002 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №2-188-სსმIII, №128, 31.12.2002წ.; მუხ. 1134
+
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.390.000.11.113.005.510
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის
ბრძანება №2-132
2002 წლის 26 სექტემბერი
ქ. თბილისი
ქვეყანაში ვეტერინარული (ეპიზოოტიური) კეთილსაიმედობის უზრუნველყოფის ზოგიერთი გადაუდებელი ღონისძიების შესახებ
საერთაშორისო ეპიზოოტიური ბიუროს მონაცემებით, მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოში გავრცელებულია საერთაშორისო ვეტერინარული კოდექსით განსაზღვრული „ა” და „ბ” ჯგუფის დაავადებები, რომელთა უმრავლესობა საშიშროებას უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.
„ვეტერინარიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „დ” და „ზ” ქვეპუნქტების, 30-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 6 თებერვლის №73 ბრძანებულების პირველი პუნქტის „ა”, „ბ” და „გ” ქვეპუნქტების მოთხოვნების შესრულებისათვის, ცოცხალი ცხოველების (ფრინველის), ხორცისა და ხორცპროდუქტების, რძისა და რძის ნაწარმის, მეცხოველეობის სხვა პროდუქტების, ცხოველური წარმოშობის ნედლეულის, სხვა ვეტერინარულi კონტროლქვემდებარე (შემდგომ ტექსტში – ვეტერინარულ კონტროლქვემდებარე) ტვირთების იმპორტზე და ტრანზიტზე ვეტერინარული ნებართვების გაცემის პროცედურის დარეგულირებისა და ქვეყანაში ვეტერინარული (ეპიზოოტიური) კეთილსაიმედობის უზრუნველყოფის, საზღვარგარეთის ქვეყნებიდან ცხოველებისა და ადამიანებისათვის საერთო განსაკუთრებით საშიში დაავადებები აღმძვრელების შემოტანისა და მათი გავრცელების თავიდან აცილებისა და აღნიშნული საკითხების შემდგომი მოწესრიგებისათვის, ვბრძანებ:
1. ვეტერინარული კონტროლქვემდებარე ტვირთების იმპორტი, რეექსპორტი და ტრანზიტი ყველა კონკრეტულ შემთხვევაში განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტში წინასწარ შეტანილი შესაბამისი განცხადებისა და მის მიერ გაცემული წერილობითი ნებართვის საფუძველზე.
2. ვეტერინარული კონტროლქვემდებარე ტვირთების იმპორტი, რეექსპორტი და ტრანზიტი იმ ქვეყნებიდან, რომლებიც საერთაშორისო ეპიზოოტიური ბიუროს მონაცემებით ითვლება კეთილსაიმედოდ საერთაშორისო ვეტერინარული კოდექსის „ა” და „ბ” ჯგუფის დაავადების მიმართ, მოხდეს შეუზღუდავად, ექსპორტიორი ქვეყნის სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურის მიერ გაცემული საერთაშორისო ვეტერინარიული კოდექსით დადგენილი ნიმუშის ვეტერინარული სერტიფიკატის არსებობისა და გარანტირებული ვეტერინარიული მოთხოვნების შესრულებისას.
11 . ბრძანების პირველ პუნქტში დადგენილი ნებართვის გაცემისათვის გადასახდელის გადახდევინება ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით დამტკიცდეს და სათანადო წესით საინფორმაციო საშუალებებში გამოქვეყნდეს „ქვეყნების ნუსხა, სადაც ადგილი აქვს საერთაშორისო ვეტერინარული კოდექსის „ა” და „ბ” ჯგუფის დაავადებების გამოვლენას” (შემდგომ ტექსტში – ნუსხა).
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003 წლის 10 იანვრის ბრძანება №2-4-სსმIII, №4, 14.01.2003წ.; მუხ. 45
2. ვეტერინარული კონტროლქვემდებარე ტვირთების იმპორტი, რეექსპორტი და ტრანზიტი იმ ქვეყნებიდან, რომლებიც საერთაშორისო ეპიზოოტიური ბიუროს მონაცემებით ითვლება კეთილსაიმედოდ საერთაშორისო ვეტერინარული კოდექსის „ ა” და „ ბ” ჯგუფის დაავადების მიმართ, მოხდეს შეუზღუდავად, ექსპორტიორი ქვეყნის სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურის მიერ გაცემული საერთაშორისო ვეტერინარიული კოდექსით დადგენილი ნიმუშის ვეტერინარული სერტიფიკატის არსებობისა და გარანტირებული ვეტერინარიული მოთხოვნების შესრულებისას.
21 . ბრძანების მე-2 პუნქტით დადგენილი წესი არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მიერ განსაზღვრული “ა” და “ბ” ჯგუფის დაავადებების მიმართ არაკეთილსაიმედო ქვეყანა შეტანილ იქნება ეპიზოტიის საერთაშორისო ბიუროს მიერ გამოქვეყნებულ არაკეთილსაიმედო ქვეყანათა ნუსხაში.
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003 წლის 10 იანვრის ბრძანება №2-4-სსმIII, №4, 14.01.2003წ.; მუხ. 45
3. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით დამტკიცდეს და სათანადო წესით საინფორმაციო საშუალებებში გამოქვეყნდეს „ ქვეყნების ნუსხა, სადაც ადგილი აქვს საერთაშორისო ვეტერინარული კოდექსის „ ა” და „ ბ” ჯგუფის დაავადებების გამოვლენას” (შემდგომ ტექსტში – ნუსხა).
4. საერთაშორისო ეპიზოოტიური ბიუროს მონაცემების საფუძველზე პერიოდულად განხორციელდეს ნუსხაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა და მათი სათანადო წესით დამტკიცება.
5. დამტკიცებულ ნუსხაში მოყვანილი ქვეყნებიდან საქართველოში ვეტერინარული კონტროლქვემდებარე ტვირთების იმპორტზე, ტრანზიტზე და რეექსპორტზე ნებართვის გაცემა ხორციელდება მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო ვეტერინარი ინსპექტორის მიერ დამზადების ადგილზე გაწეული კონტროლის შედეგების მიხედვით.
6. ნუსხაში მოყვანილი ქვეყნებიდან ვეტერინარული კონტროლქვემდებარე ტვირთების;
ა) იმპორტის, ტრანზიტის და რეექსპორტის განხორციელების საჭიროების არსებობის შემთხვევაში, სახელმწიფო ვეტერინარი ინსპექტორის მივლინება უნდა განხორციელდეს დროულად და ყოველგვარი შეფერხების გარეშე;
ბ) ტრანზიტის განხორციელებაზე ნებართვა შესაძლებელია გაიცეს ექსპორტიორ ქვეყანაში ვეტერინარი ინსპექტორის მივლინების გარეშე, იმ შემთხვევაში, თუ ტვირთის კონკრეტული პარტიის გარანტირებულ მიღებაზე არსებობს მიმღები ქვეყნის სახელმწიფო ვეტსამსახურის წერილობითი თანხმობა.
7. დაევალოთ სამინისტროს აპარატს (გ. კერძევაძე) უზრუნველყოს ბრძანების სახელმწიფო რეესტრში გატარება და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნება საქართველოს კანონმდებლობის თანახმად.
8. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს მინისტრის მოადგილეს ბატონ დავით შერვაშიძეს.
9. ბრძანების მოქმედება გავრცელდეს 2003 წლის 1 აპრილამდე.
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2002 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №2-188-სსმIII, №128, 31.12.2002წ.; მუხ. 1134
მინისტრის პირველი მოადგილე ნ. მამალაძე
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2002 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №2-188-სსმIII, №128, 31.12.2002წ.; მუხ. 1134
1. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 200 2 წლის 31 დეკემბრის ბრძანება № 2-188 -სსმ III, № 128 , 31 . 12 .200 2 წ.; მუხ. 1134
2. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003 წლის 10 იანვრის ბრძანება № 2-4 -სსმ III, № 4 , 14 . 01 .200 3 წ.; მუხ. 45
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ქვეყანაში ვეტერინარიული (ეპიზოოტიური) კეთილსაიმედობის უზრუნველყოფის ზოგიერთი გადაუდებელი ღონისძიების შესახებ“, №2-132, 26.09.2002, სარეგისტრაციო კოდი 300.390.000.11.113.005.510 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.12.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/54490-1/