სამახსოვრო მონეტების მოჭრის, მათი მიმოქცევაში გაშვებისა და რეალიზაციის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
20.09.2002 ძალადაკარგული 24.01.2011
ნომერი
№49
სარეგისტრაციო კოდი
220.090.000.08.009.005.513
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 98, 01/10/2002
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.08.009.005.513

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს

დადგენილება �49

2002 წლის 20 სექტემბერი

ქ. თბილისი

�სამახსოვრო მონეტების მოჭრის, მათი მიმოქცევაში გაშვებისა და რეალიზაციის შესახებ� დებულების დამტკიცების თაობაზე

,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის� 37-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს:

1. დამტკიცდეს �სამახსოვრო მონეტების მოჭრის, მათი მიმოქცევაში გაშვებისა და რეალიზაციის შესახებ� თანდართული დებულება.

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს �სამახსოვრო მონეტების მოჭრის, მათი მიმოქცევაში გაშვებისა და რეალიზაციის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე�� ეროვნული ბანკის საბჭოს 2002 წლის 14 ივნისის �28 დადგენილება.

3.� ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. მანაგაძე

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2006 წლის 5 მაისის დადგენილება �34-სსმIII, �65, 15.05.2006წ.; მუხ. 840

 

დებულება სამახსოვრო მონეტების მოჭრის, მათი მიმოქცევაში გაშვებისა და რეალიზაციის შესახებ

��� მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს დებულება, რომელიც შემუშავებულია ,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ� საქართველოს ორგანული კანონისა და ეროვნული ბანკის სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად, ადგენს ეროვნული ბანკის მიერ სამახსოვრო მონეტების მოჭრის, მათი მიმოქცევაში გაშვებისა და რეალიზაციის წესებს.

2. სამახსოვრო მონეტების მოჭრა, აგრეთვე დიზაინის, ნომინალური ღირებულების, კატეგორიის, შემადგენლობის, დამცავი ნიშნების, რაოდენობის ან სხვა პარამეტრების დადგენა და მათი მიმოქცევაში გაშვება ხორციელდება ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით.

3. ეროვნულ ბანკს შეუძლია სამახსოვრო მონეტების დამამზადებელ ზარაფხანებს ხელშეკრულების საფუძველზე მისცეს სამახსოვრო მონეტების მოჭრისა და რეალიზაციის უფლება იმ პირობით, თუ დამზადების ხარჯებს გაიღებს ზარაფხანა, ხოლო ეროვნული ბანკი მიიღებს მათ მიერ მიღებული შემოსავლის ნაწილს ან შემდგომი რეალიზაციისათვის მონეტების გარკვეულ რაოდენობას.

4. ეროვნული ბანკის სისტემიდან სამახსოვრო მონეტების სარეალიზაციო ფასისა და რეალიზაციის ფორმის (მათ შორის, აუქციონის წესით) დადგენა ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ხდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან მის მიერ უფლებამოსილი ვიცე-პრეზიდენტის (შემდგომში � ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა) მიერ. სამახსოვრო მონეტების სარეალიზაციო ფასი განისაზღვრება მათი ფაქტობრივი დანახარჯების გათვალისწინებით ან აუქციონზე დაფიქსირებული ფასით.

5. სამახსოვრო მონეტების სარეალიზაციო ფასის შეცვლა ხდება ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით.

6. ამოღებულია.

7. ამოღებულია.

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2006 წლის 5 მაისის დადგენილება �34-სსმIII, �65, 15.05.2006წ.; მუხ. 840

��� მუხლი 2.�� სამახსოვრო მონეტების კატეგორიები

1. სამახსოვრო მონეტები დანიშნულებისა და გამოყენების თვალსაზრისით იყოფა შემდეგ კატეგორიებად:

ა) I კატეგორია � სამახსოვრო მონეტები, რომლებიც განკუთვნილია უშუალოდ მიმოქცევისათვის, წარმოადგენს ჩვეულებრივ ფულად ერთეულს და აქვს ფულისათვის დამახასიათებელი ყველა ნიშან-თვისება. აღნიშნული მონეტები სპეციალური დამუშავების შედეგად (ყუთში ან პლასტმასის კაფსულაში ჩასმა, მოვერცხლილი, �პრუფ� ვარიანტი და ა. შ.) შეიძლება გამოყენებულ იქნეს ნუმიზმატიკური დანიშნულებით და მათი რეალიზაცია განხორციელდეს წინასწარ განსაზღვრული ფასების მიხედვით (არა ნომინალური ღირებულებით). ეს მონეტები მიმოქცევაში გამოიყენება მათზე აღნიშნული ნომინალური ღირებულებით;

ბ) II კატეგორია � მხოლოდ ნუმიზმატიკური დანიშნულების სამახსოვრო მონეტები, რომლებზეც ნომინალის აღმნიშვნელ ციფრს მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა აქვს და არ გამოიყენება მიმოქცევაში გადახდის საშუალებად;

გ) III კატეგორია � ნუმიზმატიკური დანიშნულების მონეტები, რომლებიც დამზადებულია სუვენირების სახით ნომინალის აღნიშვნის გარეშე ან, რომლებიც წარმოადგენენ ისტორიული მონეტების ასლებს.

2. ეროვნული ბანკი კისრულობს მხოლოდ I და დაუზიანებელი II კატეგორიის სამახსოვრო მონეტების მიღების ვალდებულებას მათზე აღნიშნული ნომინალური ღირებულებით.

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2006 წლის 5 მაისის დადგენილება �34-სსმIII, �65, 15.05.2006წ.; მუხ. 840

��� მუხლი 3.� სამახსოვრო მონეტების შენახვა-აღრიცხვა

1. სამახსოვრო მონეტები ინახება ეროვნული ბანკის საცავებში და აღირიცხება სხვა ფასეულობებისაგან განცალკევებით.

2. მიმოქცევისათვის განკუთვნილი სამახსოვრო მონეტები, რომელთაც არ გააჩნიათ ნუმიზმატიკური დანიშნულება, აღირიცხება �მონეტები საცავში� ბალანსგარეშე ანგარიშზე (პირადი ბარათების მიხედვით) ნომინალური ღირებულებით.

3. ნუმიზმატიკური დანიშნულების სამახსოვრო მონეტები, რომელიც წარმოადგენს მიმოქცევის საშუალებას, აღირიცხება ბალანსგარეშე ანგარიშზე ,,ნუმიზმატიკური დანიშნულების სარეალიზაციო მონეტები� (პირადი ბარათების მიხედვით) ნომინალური ღირებულებით, ხოლო რომელიც არ წარმოადგენს მიმოქცევის საშუალებას, აღირიცხება ბალანსგარეშე ანგარიშზე ,,ნუმიზმატიკური ფასეულობა� (პირადი ბარათების მიხედვით, სადაც მითითებულ უნდა იქნეს მისი მახასიათებლები ნომინალი, შემადგენლობა და სხვა) რაოდენობრივად.

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2006 წლის 5 მაისის დადგენილება �34-სსმIII, �65, 15.05.2006წ.; მუხ. 840

��� მუხლი 4. სამახსოვრო მონეტების რეალიზაციის წესი

1. ეროვნული ბანკი და მისი ფილიალები სამახსოვრო მონეტების რეალიზაციას დადგენილი ფასებით ახდენენ კომერციულ ბანკებსა და ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით.

2. სამახსოვრო მონეტების რეალიზაციიდან შემოსული თანხები ეროვნული ბანკის სისტემაში აღირიცხება ,,საქართველოს ეროვნული ბანკის ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის�, ხოლო კომერციულ ბანკებში � ,,საბანკო სისტემაში ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმისა და მისი გამოყენების ინსტრუქციით განსაზღვრული წესის� მიხედვით.

3. ქვეყნის ტერიტორიაზე სამახსოვრო მონეტების რეალიზაცია შესაძლებელია სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული როგორც საჯარო, ისე კერძო სამართლის იურიდიული პირების, ორგანიზაციული წარმონაქმნების, რომლებიც არ არიან იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეების მეშვეობით. არარეზიდენტ მომხმარებელთა მოთხოვნების დაკმაყოფილება შესაძლებელია სამამულო ან საზღვარგარეთული სადისტრიბუტორო ფირმების მეშვეობით (სათანადოდ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე), ასევე, საფოსტო გზავნილებით, კურიერების საშუალებით ან სხვა მისაღები ფორმით.

4. კომერციულ ბანკებს, აგრეთვე ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებულ იმ პირებს, რომლებიც შემდგომი რეალიზაციისათვის იძენენ სამახსოვრო მონეტებს, უფლება აქვთ სარეალიზაციო ფასი დააწესონ საკუთარი შეხედულებისამებრ. მათ ასევე შეუძლიათ მიმოქცევაში არსებული სამახსოვრო მონეტების შემდგომი რეალიზაციისათვის და სხვა დანიშნულებით (მათ შორის, გირაოდ) მიღება.

5. ანალოგიური ფორმით რეგულირდება მიმოქცევიდან ამოღებული ფულის ნიშნების საკოლექციო დანიშნულებით სარეალიზაციო ფასების დადგენა-რეალიზაციის საკითხები.

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2006 წლის 5 მაისის დადგენილება �34-სსმIII, �65, 15.05.2006წ.; მუხ. 840

��� მუხლი 5. ტერმინთა განმარტება

ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

1. ,,სამახსოვრო მონეტები� � აერთიანებს საიუბილეო, სამახსოვრო და სხვა სპეციალურ მონეტებს, რომელთა დასამზადებლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ძვირფასი, ისე სხვა სახის ლითონები. როგორც წესი, მათ დასამზადებლად გამოიყენება მოჭრის ისეთი ტექნოლოგიები და მხატვრული გაფორმების მეთოდები, რომელიც სამახსოვრო მონეტებს ანიჭებს საკოლექციო ან/და სხვა სპეციფიკურ თვისებებს და განსაზღვრავს მათ რეალურ ღირებულებას.

2. �პრუფ� ვარიანტი � სამახსოვრო მონეტის დამუშავების ისეთი მეთოდი, როდესაც მისი ზედაპირი სუფთა და სარკისებურია, ხოლო წარწერები და რელიეფური გამოსახულება � ხაოიანი.

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2006 წლის 5 მაისის დადგენილება �34-სსმIII, �65, 15.05.2006წ.; მუხ. 840

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება „სამახსოვრო მონეტების მოჭრის, მათი მიმოქცევაში გაშვებისა და რეალიზაციის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“, №49, 20.09.2002, სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.08.009.005.513 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.05.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/54502-1/