საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უმაღლესი განათლების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
16.05.2022 ბოლო ცვლილება 19.09.2025
ნომერი
№57/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430210000.22.022.018165
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/05/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №57/ნ

2022 წლის 16 მაისი

ქ. თბილისი

 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უმაღლესი განათლების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №153/ნ - ვებგვერდი, 28.12.2023წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2025 წლის 6 ივნისის ბრძანება №37/ნ - ვებგვერდი, 09.06.2025წ.


 „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მარტის №118 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:

+
მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უმაღლესი განათლების დეპარტამენტის თანდართული დებულება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №153/ნ - ვებგვერდი, 28.12.2023წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2025 წლის 6 ივნისის ბრძანება №37/ნ - ვებგვერდი, 09.06.2025წ.

+
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი
+




დანართი

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უმაღლესი განათლების  დეპარტამენტის დებულება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №153/ნ - ვებგვერდი, 28.12.2023წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2025 წლის 6 ივნისის ბრძანება №37/ნ - ვებგვერდი, 09.06.2025წ.

თავი I

ზოგადი დებულებანი

მუხლი 1

ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) უმაღლესი განათლების დეპარტამენტის (შემდგომ – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №153/ნ - ვებგვერდი, 28.12.2023წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2025 წლის 6 ივნისის ბრძანება №37/ნ - ვებგვერდი, 09.06.2025წ.

მუხლი 2

დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს პირველად სტრუქტურულ ერთეულს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №153/ნ - ვებგვერდი, 28.12.2023წ.

მუხლი 3

დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, სამინისტროს დებულებით, წინამდებარე დებულებით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №153/ნ - ვებგვერდი, 28.12.2023წ.

მუხლი 4

დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს სამინისტროს და ანგარიშვალდებულია ზედამხედველი მინისტრის მოადგილის წინაშე. ზედამხედველი მინისტრის მოადგილე დეპარტამენტს უწევს სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი II

დეპარტამენტის კომპეტენცია და სტრუქტურა

მუხლი 5

დეპარტამენტის კომპეტენციაა:

ა) უმაღლესი განათლების პოლიტიკის ფორმირების პროცესში ჩართულობა და  პოლიტიკის განხორციელების უზრუნველყოფა;

ბ) უმაღლესი განათლების განვითარების ინსტიტუციური რეგულირება;

გ) სსიპ – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფუძნების/რეორგანიზაციის/ლიკვიდაციის ღონისძიებებში მონაწილეობა;

დ) საკანონმდებლო წინადადებების ინიციირება, რომლებიც უზრუნველყოფს უმაღლესი განათლების სახელმწიფო პოლიტიკის მოდერნიზაციასა და ეფექტიან ფუნქციონირებას; 

ე) სისტემის სრულყოფის მიზნით, უმაღლესი განათლების დაფინანსების შესახებ წინადადებათა მომზადება;

ვ) უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობისა და სხვა ორგანიზაციულ საკითხთა უზრუნველყოფა;

ზ) უმაღლესი  განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობა;

თ) საუნივერსიტეტო სივრცეში სწავლა/სწავლების განვითარების ხელშეწყობა და გამორჩეული ხარისხის აკადემიური პროგრამების მხარდაჭერა;

ი) აკადემიური პერსონალის კონკურენტუნარიანობის ამაღლებასა და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;

კ) საუნივერსიტეტო სივრცეში კვლევითი საქმიანობის განვითარების ხელშეწყობა;

ლ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის ოპტიმიზაციისა და მდგრადი განვითარების გეგმების რეალიზაციის ხელშეწყობა;

მ) სტუდენტთა სოციალური ხელშეწყობის პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება;

ნ) უცხო ქვეყნების მოქალაქეებისა და სოციალური პროგრამის ფარგლებში სტუდენტებისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტების გაცემის პროცესის ორგანიზება;

ო) უმაღლესი განათლების სფეროში საერთაშორისო ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებების/ხელშეკრულებების შემუშავება;

პ)  უმაღლესი განათლების სისტემისა და მასში შემავალი ინსტიტუტების უმაღლესი განათლების ევროპულ და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობა, მათ შორის, ბოლონიის პროცესის კოორდინაცია და მონიტორინგი, ასევე ბოლონიის პროცესის სამუშაო ჯგუფში (BFUG) მონაწილეობა,  უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ინტეგრაციასთან დაკავშირებული საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო პროექტების/ინიციატივების დაგეგმვა, შესრულება და კოორდინირება, აღებული ვალდებულებების განხორციელების ხელშეწყობა, კოორდინაცია და მონიტორინგი, ბოლონიის პროცესის ეროვნული ანგარიშების მომზადება, სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად, ასევე შესაბამის საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა;

ჟ) საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში არსებული მდგომარეობის კვლევა და ანალიზი ევროპულ და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცესთან თავსებადობისა და შესაბამისობის დადგენის მიზნით;

რ) საერთაშორისო დონორების, მათ შორის, ევროკავშირის მხარდაჭერით, უმაღლესი განათლების სფეროში დაგეგმილი პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა;

ს) უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა;

ტ) აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა საერთაშორისო მობილობის  ხელშეწყობა;

უ) უმაღლესი განათლების სისტემის საერთაშორისო მასშტაბით პოზიციონირება და პოპულარიზაცია;

ფ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობა;

ქ) საქართველოს მოქალაქეების ან პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელების უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ, უცხო ქვეყნის სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე განათლების მიღების ხელშეწყობა;

ღ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებასა და ორგანიზაციასთან საქმიანი თანამშრომლობა;

ყ) დეპარტამენტის კომპეტენციას განკუთვნილი მიზნობრივი პროგრამების მართვა;

შ) საჭიროების შემთხვევაში სამუშაო შეხვედრების ორგანიზება;

ჩ) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2025 წლის 6 ივნისის ბრძანება №37/ნ - ვებგვერდი, 09.06.2025წ.

მუხლი 6

დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) უმაღლესი განათლების პოლიტიკის სამმართველო;

ბ) უმაღლესი განათლების ხელშეწყობის სამმართველო;

გ) უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის სამმართველო.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2025 წლის 6 ივნისის ბრძანება №37/ნ - ვებგვერდი, 09.06.2025წ.

თავი III

დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, საჯარო მოსამსახურეები და სტრუქტურული ერთეულების კომპეტენცია

მუხლი 7

1. დეპარტამენტში საჯარო სამსახურს ეწევიან სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებული საჯარო მოხელეები.

2. დეპარტამენტში დამხმარე და არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად შეიძლება მიღებულ იქნეს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი.

3. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

4. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით.

5. დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება სამინისტროს საშტატო ნუსხით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.

მუხლი 8

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.

2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია ზედამხედველი მინისტრის მოადგილის წინაშე.

3. დეპარტამენტის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს და პასუხისმგებელია დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის უფლებების განხორციელებასა და მოვალეობების შესრულებაზე;

გ) ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის სამმართველოებსა და საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;

დ) ზედამხედველ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს  დეპარტამენტის ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადების მიზანშეწონილობის შესახებ;

ე)  ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას;

ვ) ხელს აწერს  და ავიზებს დეპარტამენტში და სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებულ დოკუმენტებს;

ზ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების ანგარიშს მათ მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ;

თ) წარუდგენს ზედამხედველ მინისტრის მოადგილეს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ კვარტალში ერთხელ, წლის ბოლოს კი საბოლოო, წლიურ ანგარიშს, აგრეთვე, მათი მოთხოვნით – ნებისმიერ დროს;

ი) ორგანიზებას უწევს დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის უფლებების განხორციელებასა და მოვალეობების შესრულებას, რისთვისაც  ზედამხედველ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;

კ) წარუდგენს ზედამხედველ მინისტრის მოადგილეს წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზების, დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ;

ლ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რომლებიც აუცილებელია დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის უფლებამოსილებათა შესასრულებლად;

მ) შუამდგომლობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;

ნ) ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და  მინისტრის მოადგილეების ცალკეულ დავალებას;

ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.

4. დეპარტამენტის უფროსის მივლინებაში, შვებულებაში ან საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ხოლო ამ უკანასკნელის მივლინებაში, შვებულებაში ან საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი.

5. დეპარტამენტის უფროსის მიერ, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მიზეზის გარდა, დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის ზეპირსიტყვიერი დავალების საფუძველზე, დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კოორდინაციასა და ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის საქმიანობას, ასევე ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს.

6. დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის  უფროსის მოადგილის და სამმართველოს უფროსის ერთდროულად არყოფნის ან მათ მიერ ერთდროულად თავიანთი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი საჯარო მოხელე.

მუხლი  9

1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს სამინისტროს საშტატო ნუსხით განსაზღვრული მოადგილე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:

ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;

ბ) ზედამხედველობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

გ) ხელს აწერს ან ავიზებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;

დ) აკონტროლებს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებებისა და მინისტრის პირველი მოადგილის, ზედამხედველი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულებას;

ე) განიხილავს დროებითი შრომითი ხელშეკრულებით აყვანილი პირების ყოველთვიურ ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;

ვ) ზედამხედველი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებას;

ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კანონმდებლობით დადგენილი წესით, მასზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და ზედამხედველი მინისტრის მოადგილის წინაშე.

4. დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მივლინებაში, შვებულებაში, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის დროს ან მის მიერ დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი.

მუხლი 10

1. დეპარტამენტში სამმართველოს სახით შემავალ მეორად სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი.

2. სამმართველოს უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) განიხილავს და ანაწილებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის შემოსულ დოკუმენტაციას;

გ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას და კოორდინაციას, პასუხისმგებელია სამმართველოს საჯარო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვაზე სამინისტროს შინაგანაწესის შესაბამისად;

დ) აკონტროლებს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების და ზედამხედველი მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის დავალებების შესრულებას;

ე) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. სამმართველოს უფროსი, სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილების განხორციელებისას  ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე.  

მუხლი 11

1. უმაღლესი განათლების პოლიტიკის სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) უმაღლესი განათლების პოლიტიკის ფორმირების პროცესში ჩართულობა და  პოლიტიკის განხორციელების უზრუნველყოფა;

ბ) უმაღლესი განათლების განვითარების ინსტიტუციური რეგულირება;

გ) სსიპ – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფუძნების/რეორგანიზაციის/ლიკვიდაციის ღონისძიებებში მონაწილეობა;

დ) აკადემიური პერსონალის კონკურენტუნარიანობის ამაღლებასა და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;

ე) უმაღლესი  განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობა;

ვ) საუნივერსიტეტო სივრცეში სწავლა/სწავლების განვითარების ხელშეწყობა და გამორჩეული ხარისხის აკადემიური პროგრამების მხარდაჭერა;

ზ) საუნივერსიტეტო სივრცეში კვლევითი საქმიანობის განვითარების ხელშეწყობა;

თ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის ოპტიმიზაციისა და მდგრადი განვითარების გეგმების რეალიზაციის ხელშეწყობა;

ი) საკანონმდებლო წინადადებების ინიციირება, რომლებიც უზრუნველყოფს უმაღლესი განათლების სახელმწიფო პოლიტიკის მოდერნიზაციასა და ეფექტიან ფუნქციონირებას; 

კ) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;

ლ) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

2. უმაღლესი განათლების პოლიტიკის სამმართველოს საჯარო მოსამსახურეები, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომპეტენციის ფარგლებში უფლებების განხორციელებისა და მოვალეობების შესრულების მიზნით, ასრულებენ  დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2025 წლის 6 ივნისის ბრძანება №37/ნ - ვებგვერდი, 09.06.2025წ.

მუხლი 12

1. უმაღლესი განათლების ხელშეწყობის სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) სისტემის სრულყოფის მიზნით უმაღლესი განათლების დაფინანსების შესახებ წინადადებათა მომზადება;

ბ) უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობისა და სხვა ორგანიზაციულ საკითხთა უზრუნველყოფა;

გ) სტუდენტთა სოციალური ხელშეწყობის პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება;

დ) სტუდენტთა წახალისების მიზნით შესაბამისი პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება;

ე) უცხო ქვეყნების მოქალაქეებისა და სოციალური პროგრამის ფარგლებში სტუდენტებისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტების გაცემის პროცესის ორგანიზება;

ვ) სტუდენტთა სწავლის ხელშეწყობისთვის სხვადასხვა მიზნობრივი პროგრამის დაგეგმვა და განხორციელება;

ზ) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;

თ) ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლების მინიჭების პროცესების ადმინისტრირება და შესაბამისი წინადადებების მომზადება;

ი) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

2. უმაღლესი განათლების ხელშეწყობის სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად აქვთ უფლებამოსილება, პროგრამების ადმინისტრირების პროცესში დაამუშაონ სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში დაცული პერსონალური ინფორმაცია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

3. უმაღლესი განათლების ხელშეწყობის სამმართველოს საჯარო მოსამსახურეები, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომპეტენციის ფარგლებში უფლებების განხორციელებისა და მოვალეობების შესრულების მიზნით, ასრულებენ  დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2025 წლის 6 ივნისის ბრძანება №37/ნ - ვებგვერდი, 09.06.2025წ.

მუხლი 13

1. უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) უმაღლესი განათლების სფეროში საერთაშორისო ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებების/ხელშეკრულებების შემუშავება;

ბ)  უმაღლესი განათლების სისტემისა და მასში შემავალი ინსტიტუტების უმაღლესი განათლების ევროპულ და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობა, მათ შორის, ბოლონიის პროცესის კოორდინაცია და მონიტორინგი, ასევე ბოლონიის პროცესის სამუშაო ჯგუფში (BFUG) მონაწილეობა,  უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ინტეგრაციასთან დაკავშირებული საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო პროექტების/ინიციატივების დაგეგმვა, შესრულება და კოორდინირება, აღებული ვალდებულებების განხორციელების ხელშეწყობა, კოორდინაცია და მონიტორინგი, ბოლონიის პროცესის ეროვნული ანგარიშების მომზადება, სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად, ასევე შესაბამის საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა;

გ) საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში არსებული მდგომარეობის კვლევა და ანალიზი ევროპულ და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცესთან თავსებადობისა და შესაბამისობის დადგენის მიზნით;

დ) საერთაშორისო დონორების, მათ შორის, ევროკავშირის მხარდაჭერით, უმაღლესი განათლების სფეროში დაგეგმილი პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა;

ე) უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა;

ვ) აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა საერთაშორისო მობილობის  ხელშეწყობა;

ზ) უმაღლესი განათლების სისტემის საერთაშორისო მასშტაბით პოზიციონირება და პოპულარიზაცია;

თ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობა;

ი) საქართველოს მოქალაქეების ან პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელების უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ, უცხო ქვეყნის სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე განათლების მიღების ხელშეწყობა;

კ)  სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;

ლ) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

2. უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის სამმართველოს საჯარო მოსამსახურე, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომპეტენციის ფარგლებში უფლებების განხორციელებისა და მოვალეობების შესრულების მიზნით, ასრულებენ  დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2025 წლის 6 ივნისის ბრძანება №37/ნ - ვებგვერდი, 09.06.2025წ.


+

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უმაღლესი განათლების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“, №57/ნ, 16.05.2022, სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.018165 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5453710-2/