საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მეცნიერების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
ცვლილებები (4)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (14 მუხლი)
|
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №56/ნ |
|
2022 წლის 16 მაისი ქ. თბილისი |
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა
და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მარტის №118 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის თანდართული დებულება. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 4 დეკემბრის №190/ნ ბრძანება. |
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
თავი I
ზოგადი დებულებანი მუხლი 1 ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის (შემდგომ – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. მუხლი 2 დეპარტამენტი წარმოადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) პირველად სტრუქტურულ ერთეულს. მუხლი 3 დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, სამინისტროს დებულებით, წინამდებარე დებულებით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. მუხლი 4 დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს სამინისტროს და ანგარიშვალდებულია ზედამხედველი მინისტრის მოადგილის წინაშე. ზედამხედველი მინისტრის მოადგილე დეპარტამენტს უწევს სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი II დეპარტამენტის კომპეტენცია და სტრუქტურა მუხლი 5 დეპარტამენტის კომპეტენციაა: ა) მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ეროვნული პოლიტიკის ფორმირების პროცესში ჩართულობა და ამ პოლიტიკის განხორციელების სტრატეგიის შესრულებაზე ზრუნვა; ბ) საკანონმდებლო წინადადებების ინიციირება, რომლებიც უზრუნველყოფენ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის მოდერნიზაციასა და ეფექტიან ფუნქციონირებას; გ) მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ხარისხის განვითარებაზე ზრუნვა და გამორჩეული ხარისხის კვლევების მხარდაჭერა; დ) პრიორიტეტებზე, ქვეყნის საჭიროებებზე ორიენტირებული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუციების განვითარების მხარდაჭერა; ე) მეცნიერებაში საბაზო დაფინანსების პარალელურად, შედეგზე ორიენტირებული დაფინანსების სისტემის იმპლემენტაცია; ვ) მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მენეჯმენტის სისტემის სრულყოფა; ზ) უმაღლესი განათლებისა და კვლევითი საქმიანობის ურთიერთთანამშრომლობის ინსტიტუციური მხარდაჭერა, სამეცნიერო-კვლევითი საუნივერსიტეტო ქსელის შექმნისა და ინსტიტუციათაშორისი თანამშრომლობის მხარდაჭერა; თ) სამეცნიერო კვლევების სამართლიანი, ობიექტური (მონაცემებზე დაფუძნებული) და გამჭვირვალე შეფასების სისტემის დანერგვა; ი) მეცნიერების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში საერთაშორისო ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაფართოება; ქართველ მკვლევართა საერთაშორისო კვლევით კოლაბორაციულ პროექტებში მონაწილეობის წახალისება; კ) საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებებისა და კვლევების წახალისება საქართველოსა და მის საზღვრებს გარეთ; ლ) ახალგაზრდა მეცნიერთა მხარდაჭერა, მათი კვლევების და საგანმანათლებლო პროგრამებში ინტეგრაციის წახალისებით; მ) მეცნიერების პოპულარიზაცია; ნ) ბიზნესსა და მეცნიერებას შორის კავშირის გაღრმავება; მაღალტექნოლოგიური, ტექნოლოგიური ტრანსფერისა და კომერციალიზაციაზე ორიენტირებული საერთაშორისო და ადგილობრივი პროექტების კვლევითი ნაწილის განხორციელების ხელშეწყობა; ო) ეროვნული სამეცნიერო საგრანტო კონკურსების ეფექტიანობის პროცესში ჩართულობა; პ) ქვეყნის მასშტაბით სამეცნიერო კვლევითი ინფორმაციის ეროვნული ელექტრონული პლატფორმის განვითარების ხელშეწყობა და ღია მეცნიერების პოლიტიკის მხარდაჭერა; ჟ) ქვეყნის საჭიროებების და საერთაშორისო სამეცნიერო პრიორიტეტების გათვალისწინებით სამეცნიერო დარგების ინტერდისციპლინური განვითარების მხარდაჭერა; რ) სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების ინფრასტრუქტურის ოპტიმიზაციასა და მდგრადი განვითარების გეგმების განხორციელებაში ჩართულობა; ს) საქართველოს სახელმწიფო ენობრივი პოლიტიკის პრიორიტეტების გათვალისწინებით სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ქართული ენის კვლევისა და განვითარების მხარდაჭერა; ტ) ქართულის, როგორც უცხო ენის, სწავლა-სწავლების ხელშეწყობა და დაინტერესებულ ჯგუფებთან კავშირი სასწავლო პროცესის მუდმივი სრულყოფის მიზნით; უ) საერთაშორისო დონეზე ქართული ენის პოპულარიზაციის ხელშეწყობა; ფ) უცხოელი სტუდენტების მიერ ქართული ენის შესწავლის მხარდაჭერა; ქ) ქართული დიასპორის წარმომადგენლებისათვის ქართული ენის სწავლების ხელშეწყობა; ღ) ქართულის, როგორც უცხო ენის სწავლა-სწავლებისა და უცხოეთში პოპულარიზაციის ხელშემწყობი პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია; ყ) მკაცრი აღრიცხვის ფორმების, გარდა განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტისა, ენობრივი სისწორის შემოწმება; შ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესახებ სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება; ჩ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 6 დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია: ა) მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამმართველო; ბ) ქართული ენის სამმართველო.
თავი III დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, საჯარო მოსამსახურეები და სტრუქტურული ერთეულების კომპეტენცია მუხლი 7 1. დეპარტამენტში საჯარო სამსახურს ეწევიან სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებული საჯარო მოხელეები. 2. დეპარტამენტში დამხმარე ან არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად შეიძლება მიღებულ იქნეს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი. 3. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 4. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა უფლებამოსილება განისაზღვრება ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით. 5. დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება სამინისტროს საშტატო ნუსხით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი. მუხლი 8 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი. 2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია ზედამხედველი მინისტრის მოადგილის წინაშე. 3. დეპარტამენტის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს და პასუხისმგებელია დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის უფლებების განხორციელებასა და მოვალეობების შესრულებაზე; გ) ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის სამმართველოებსა და დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს; დ) ზედამხედველ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებას დეპარტამენტის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის გამოცხადების მიზანშეწონილობის შესახებ; ე) აკონტროლებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას; ვ) ხელს აწერს ან ავიზებს დეპარტამენტში მომზადებულ, ასევე დეპარტამენტში შესათანხმებლად წარმოდგენილ დოკუმენტებს; ზ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; თ) ზედამხედველ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე; ი) ორგანიზებას უწევს დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის უფლებამოსილებების განხორციელებასა და მოვალეობების შესრულებას, რისთვისაც ზედამხედველ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით; კ) ზედამხედველ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურისა და შტატების შესახებ, დეპარტამენტის მუშაობის ორგანიზაციისა და დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ; ლ) შუამდგომლობს დეპარტამენტისათვის იმ სახსრების მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რომლებიც აუცილებელია დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის უფლებამოსილებათა შესასრულებლად; მ) შუამდგომლობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე; ნ) ასრულებს მინისტრისა და მინისტრის პირველი მოადგილის და მინისტრის მოადგილეების ცალკეულ დავალებას; ო) ახორციელებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. 4. დეპარტამენტის უფროსის მივლინებაში, შვებულებაში ან საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი. ხოლო მათი არყოფნის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის უფლებამოსილებას ახორციელებს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი საჯარო მოხელე. მუხლი 9 1. დეპარტამენტში სამმართველოს სახით შემავალ მეორად სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი. 2. სამმართველოს უფროსი: ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას; ბ) განიხილავს და სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის ანაწილებს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას; გ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას და კოორდინაციას, პასუხისმგებელია სამმართველოს საჯარო მოხელეთა მიერ დისციპლინის დაცვაზე სამინისტროს შინაგანაწესის შესაბამისად; დ) აკონტროლებს მინისტრისა და მინისტრის მოადგილის ბრძანებების, მითითებების, დავალებებისა და დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულებას; ე) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებს და ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. სამმართველოს უფროსი, სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე. 4. სამმართველოს უფროსის მივლინებაში, შვებულებაში ან საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის შემთხვევაში სამმართველოს უფროსის ფუნქციის შესრულება მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება დაევალოს სამმართველოს ერთ-ერთ საჯარო მოხელეს. მუხლი 10 1. მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამმართველოს კომპეტენციაა: ა) მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ეროვნული პოლიტიკის ფორმირების პროცესში ჩართულობა და ამ პოლიტიკის განხორციელების სტრატეგიის შესრულებაზე ზრუნვა; ბ) საკანონმდებლო წინადადებების ინიიცირება, რომლებიც უზრუნველყოფენ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის მოდერნიზაციასა და ეფექტიან ფუნქციონირებას; გ) მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ხარისხის განვითარებაზე ზრუნვა და გამორჩეული ხარისხის კვლევების მხარდაჭერა; დ) პრიორიტეტებზე, ქვეყნის საჭიროებებზე ორიენტირებული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუციების განვითარების მხარდაჭერა; ე) მეცნიერებაში საბაზო დაფინანსების პარალელურად, შედეგზე ორიენტირებული დაფინანსების სისტემის იმპლემენტაცია; ვ) მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მენეჯმენტის სისტემის სრულყოფა; ზ) უმაღლესი განათლებისა და კვლევითი საქმიანობის ურთიერთთანამშრომლობის ინსტიტუციური მხარდაჭერა, სამეცნიერო-კვლევითი საუნივერსიტეტო ქსელის შექმნისა და ინსტიტუციათაშორისი თანამშრომლობის მხარდაჭერა; თ) სამეცნიერო კვლევების სამართლიანი, ობიექტური (მონაცემებზე დაფუძნებული) და გამჭვირვალე შეფასების სისტემის დანერგვა; ი) მეცნიერების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში საერთაშორისო ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაფართოება; ქართველ მკვლევართა საერთაშორისო კვლევით კოლაბორაციულ პროექტებში მონაწილეობის წახალისება; კ) საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებებისა და კვლევების წახალისება საქართველოსა და მის საზღვრებს გარეთ; ლ) ახალგაზრდა მეცნიერთა მხარდაჭერა, მათი კვლევების და საგანმანათლებლო პროგრამებში ინტეგრაციის წახალისებით; მ) მეცნიერების პოპულარიზაცია; ნ) ბიზნესსა და მეცნიერებას შორის კავშირის გაღრმავება; მაღალტექნოლოგიური, ტექნოლოგიური ტრანსფერისა და კომერციალიზაციაზე ორიენტირებული საერთაშორისო და ადგილობრივი პროექტების კვლევითი ნაწილის განხორციელების ხელშეწყობა; ო) ეროვნული სამეცნიერო საგრანტო კონკურსების ეფექტიანობის პროცესში ჩართულობა; პ) ქვეყნის მასშტაბით სამეცნიერო კვლევითი ინფორმაციის ეროვნული ელექტრონული პლატფორმის განვითარების ხელშეწყობა და ღია მეცნიერების პოლიტიკის მხარდაჭერა; ჟ) ქვეყნის საჭიროებების და საერთაშორისო სამეცნიერო პრიორიტეტების გათვალისწინებით სამეცნიერო დარგების ინტერდისციპლინური განვითარების მხარდაჭერა; რ) სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების ინფრასტრუქტურის ოპტიმიზაციასა და მდგრადი განვითარების გეგმების განხორციელებაში ჩართულობა. 2. მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სამმართველოს საჯარო მოსამსახურეები, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში, უფლებების განხორციელებისა და მოვალეობების შესრულების მიზნით ასრულებენ დეპარტამენტის უფროსისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს. მუხლი 11 1. ქართული ენის სამმართველოს კომპეტენციაა: ა) საქართველოს სახელმწიფო ენობრივი პოლიტიკის პრიორიტეტების გათვალისწინებით სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ქართული ენის კვლევისა და განვითარების მხარდაჭერა; ბ) ქართულის, როგორც უცხო ენის, სწავლა-სწავლების ხელშეწყობა და დაინტერესებულ ჯგუფებთან კავშირი სასწავლო პროცესის მუდმივი სრულყოფის მიზნით; გ) საერთაშორისო დონეზე ქართული ენის პოპულარიზაციის ხელშეწყობა; დ) უცხოელი სტუდენტების მიერ ქართული ენის შესწავლის მხარდაჭერა; ე) ქართული დიასპორის წარმომადგენლებისათვის ქართული ენის სწავლების ხელშეწყობა; ვ) ქართულის, როგორც უცხო ენის სწავლა-სწავლების, უცხოეთში პოპულარიზაციის ხელშემწყობი პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია; ზ) მკაცრი აღრიცხვის ფორმების, გარდა განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტისა, ენობრივი სისწორის შემოწმება. 2. ქართული ენის სამმართველოს საჯარო მოსამსახურე, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქართული ენის სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში, უფლებების განხოციელებისა და მოვალეობების შესრულების მიზნით ასრულებს დეპარტამენტის უფროსისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს. |
+
ბრძანება №56/ნ
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მეცნიერების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 26 დეკემბრის ბრძანება №137/ნ - ვებგვერდი, 26.12.2023წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2025 წლის 6 ივნისის ბრძანება №35/ნ - ვებგვერდი, 09.06.2025წ.
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მარტის №118 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:
+
დამტკიცდეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მეცნიერების დეპარტამენტის თანდართული დებულება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 26 დეკემბრის ბრძანება №137/ნ - ვებგვერდი, 26.12.2023წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2025 წლის 6 ივნისის ბრძანება №35/ნ - ვებგვერდი, 09.06.2025წ.
+
+
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი
+
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მეცნიერების დეპარტამენტის დებულება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 26 დეკემბრის ბრძანება №137/ნ - ვებგვერდი, 26.12.2023წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2025 წლის 6 ივნისის ბრძანება №35/ნ - ვებგვერდი, 09.06.2025წ.
ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მეცნიერების დეპარტამენტის (შემდგომ – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 26 დეკემბრის ბრძანება №137/ნ - ვებგვერდი, 26.12.2023წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2025 წლის 6 ივნისის ბრძანება №35/ნ - ვებგვერდი, 09.06.2025წ.
დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს პირველად სტრუქტურულ ერთეულს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 26 დეკემბრის ბრძანება №137/ნ - ვებგვერდი, 26.12.2023წ.
დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, სამინისტროს დებულებით, წინამდებარე დებულებით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 26 დეკემბრის ბრძანება №137/ნ - ვებგვერდი, 26.12.2023წ.
ა) მეცნიერების განვითარების ეროვნული პოლიტიკის, სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების, მეცნიერების ეროვნული პრიორიტეტების დადგენის პროცესში ჩართულობისა და განხორციელების მხარდაჭერა;
ბ) სამეცნიერო-კვლევითი სფეროს მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების სრულყოფის შესახებ წინადადებების მომზადება;
გ) მეცნიერების განვითარებასთან დაკავშირებული ანალიტიკური დოკუმენტების შემუშავებაში ჩართულობა;
დ) სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობა;
ე) სამეცნიერო კვლევების საგრანტო პროგრამების შემუშავება-შეფასებაში ჩართულობა;
ვ) სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების საბიუჯეტო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა;
ზ) სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების პერსონალის ახალი ცოდნისა და უნარების განვითარების მექანიზმების ხელშეწყობა;
თ) მეცნიერებისა და კვლევის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა, მათ შორის, საერთაშორისო კვლევით პროექტებსა და სამეცნიერო ორგანიზაციებში მონაწილეობის მხარდაჭერა (ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებების ჩათვლით);
ი) სამეცნიერო კულტურის განვითარების ხელშეწყობა;
კ) მეცნიერების პოპულარიზაციის მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობა და საუკეთესო პრაქტიკის გაცნობა/გაზიარება, რესურსებზე წვდომისა და მეცნიერების პოპულარიზაციის გლობალურ სტანდარტებთან შესაბამისობის მიზნით;
ლ) საერთაშორისო ქსელებსა და პროგრამებში მონაწილეობა, რომლებიც ხელს უწყობენ საზოგადოების ჩართულობას მეცნიერებაში;
მ) ქართველოლოგიური კვლევების პოპულარიზაცია. ქართული ენის, ისტორიის, კულტურისა და იდენტობისადმი ცნობიერების ამაღლება და ინტერესის გაზრდა საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. დიასპორის ჩართულობა;
ნ) საზღვარგარეთ ქართველოლოგიისა და ქართული ენის ცენტრებთან პარტნიორობის (კავშირების) დამყარება და მათი განვითარების მხარდაჭერა;
ო) ქართული ენის სწავლების მხარდაჭერა; ქართული ენის ფლობისა და დადასტურების ერთიანი სტანდარტის შემუშავებისა და მისი შემდგომი სრულყოფის პროცესში ჩართულობა;
პ) ქართულის, როგორც უცხო ენის, სწავლების პროგრამა „ირბახის“ განხორციელება;
ჟ) მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების (გარდა განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტისა) ენობრივი სისწორის თვალსაზრისით შეთანხმება;
რ) Horizon Europe-ის ეროვნული ოფისის საქმიანობის კოორდინაცია და პოპულარიზაციის ხელშეწყობა;
ს) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესახებ სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;
ტ) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 2 ნოემბრის ბრძანება №100/ ნ - ვებგვერდი , 03.11.2023 წ .
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2025 წლის 6 ივნისის ბრძანება №35/ნ - ვებგვერდი, 09.06.2025წ.
მუხლი 6🔗
დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:
ა) მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამმართველო;
ბ) სამეცნიერო კვლევების ინტერნაციონალიზაციის და პოპულარიზაციის სამმართველო;
გ) ქართველოლოგიის სამმართველო.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2025 წლის 6 ივნისის ბრძანება №35/ნ - ვებგვერდი, 09.06.2025წ.
4. დეპარტამენტის უფროსის მივლინებაში, შვებულებაში ან საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მივლინებაში, შვებულებაში, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის უფლებამოსილებას ახორციელებს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი, ხოლო მათი მივლინებაში, შვებულებაში, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის უფლებამოსილებას ახორციელებს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი საჯარო მოხელე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 2 ნოემბრის ბრძანება №100/ ნ - ვებგვერდი , 03.11.2023 წ .
მუხლი 81🔗
1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს სამინისტროს საშტატო ნუსხით განსაზღვრული მოადგილე.
2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;
ბ) ზედამხედველობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
გ) აკონტროლებს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებებისა და ზედამხედველი მინისტრის მოადგილის და დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულებას;
დ) დადგენილი წესისამებრ, განიხილავს და რეაგირებს, სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებიდან შემოსულ კორესპონდენციებზე, ავიზებს დეპარტამენტის სამმართველოებში მომზადებული დოკუმენტების პროექტებს;
ე) აკონტროლებს დეპარტამენტის სამმართველოების მიერ შესაბამისი სამუშაო აღწერილობებით გათვალისწინებული ფუნქციების/მოვალეობების შესრულებას;
ვ) დეპარტამენტის უფროსის მივლინებაში, შვებულებაში, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის შემთხვევაში მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე ახორციელებს დეპარტამენტის უფროსის უფლებამოსილებას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 2 ნოემბრის ბრძანება №100/ ნ - ვებგვერდი , 03.11.2023 წ .
ა) მეცნიერების განვითარების ეროვნული პოლიტიკის, სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების, მეცნიერების ეროვნული პრიორიტეტების დადგენის პროცესში ჩართულობისა და მათი განხორციელების მხარდაჭერა;
ბ) სამეცნიერო-კვლევითი სფეროს მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების სრულყოფის შესახებ წინადადებების მომზადება;
გ) მეცნიერების განვითარებასთან დაკავშირებული ანალიტიკური დოკუმენტების შემუშავებაში ჩართულობა;
დ) სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობა;
ე) სამეცნიერო კვლევების საგრანტო პროგრამების შემუშავება-შეფასებაში ჩართულობა;
ვ) სამეცნიერო კვლევითი დაწესებულებების საბიუჯეტო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა;
ზ) სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების პერსონალის ახალი ცოდნისა და უნარების განვითარების მექანიზმების ხელშეწყობა;
თ) ეროვნული სამეცნიერო საგრანტო კონკურსების ეფექტიანობის შეფასების პროცესში ჩართულობა/ხელშეწყობა;
ი) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესახებ სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;
კ) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
2. მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამმართველოს საჯარო მოსამსახურეები, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომპეტენციის ფარგლებში, უფლებების განხორციელებისა და მოვალეობების შესრულების მიზნით ასრულებენ დეპარტამენტის უფროსის/უფროსის მოადგილის და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 2 ნოემბრის ბრძანება №100/ ნ - ვებგვერდი , 03.11.2023 წ .
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2025 წლის 6 ივნისის ბრძანება №35/ნ - ვებგვერდი, 09.06.2025წ.
მუხლი 101🔗
1. სამეცნიერო კვლევების ინტერნაციონალიზაციის და პოპულარიზაციის სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) სამეცნიერო კულტურის განვითარების ხელშეწყობა;
ბ) ახალგაზრდა მეცნიერთა და მკვლევართა მხარდამჭერი პროგრამების წახალისების მხარდაჭერა;
გ) მეცნიერების პოპულარიზაციის მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობა;
დ) მეცნიერების და ტექნოლოგიების პოპულარიზაციის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებებისა და აქტივობების დაგეგმვა/განხორციელებაში ჩართულობა;
ე) საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაცნობა/გაზიარება, რესურსებზე წვდომისა და მეცნიერების პოპულარიზაციის გლობალურ სტანდარტებთან შესაბამისობის მიზნით;
ვ) საერთაშორისო ქსელებსა და პროგრამებში მონაწილეობა, რომლებიც ხელს უწყობენ საზოგადოების ჩართულობას მეცნიერებაში;
ზ) Horizon Europe-ის ეროვნული ოფისის საქმიანობის კოორდინაციისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობის პროცესში ჩართულობა;
თ) მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამმართველოს ხელშეწყობა ამ დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კომპეტენციების განხორციელებაში;
ი) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესახებ სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;
კ) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
2. სამეცნიერო კვლევების ინტერნაციონალიზაციის და პოპულარიზაციის სამმართველოს საჯარო მოსამსახურეები, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომპეტენციის ფარგლებში, უფლებების განხორციელებისა და მოვალეობების შესრულების მიზნით ასრულებენ დეპარტამენტის უფროსის/უფროსის მოადგილის და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2025 წლის 6 ივნისის ბრძანება №35/ნ - ვებგვერდი, 09.06.2025წ.
1. ქართველოლოგიის სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) საქართველოს სახელმწიფო ენობრივი პოლიტიკის სტრატეგიის გათვალისწინებით, სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, ქართული ენის კვლევისა და განვითარების მხარდაჭერა;
ბ) ქართველოლოგიური კვლევების პოპულარიზაცია. ქართული ენის, ისტორიის, კულტურისა და იდენტობისადმი ცნობიერების ამაღლება და ინტერესის გაზრდა საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ;
გ) დიასპორის ჩართულობის მხარდაჭერა, მათ შორის, ქართული დიასპორის წარმომადგენლებისათვის ქართული ენის სწავლების ხელშეწყობა;
დ) საზღვარგარეთ ქართველოლოგიისა და ქართული ენის ცენტრებთან პარტნიორობის (კავშირების) დამყარება და მათი განვითარების მხარდაჭერა;
ე) ქართული ენის სწავლების მხარდაჭერა. ქართული ენის ფლობისა და დადასტურების ერთიანი სტანდარტის შემუშავებისა და მისი შემდგომი სრულყოფის პროცესში ჩართულობა;
ვ) ქართულის, როგორც უცხო ენის, სწავლების პროგრამა „ირბახის“ განხორციელება;
ზ) მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების, გარდა განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტისა, ენობრივი სისწორის თვალსაზრისით შეთანხმება;
თ) სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე;
ი) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
2. ქართველოლოგიის სამმართველოს საჯარო მოსამსახურეები, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომპეტენციის ფარგლებში, უფლებების განხორციელებისა და მოვალეობების შესრულების მიზნით ასრულებს დეპარტამენტის უფროსის/უფროსის მოადგილის და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 2 ნოემბრის ბრძანება №100/ ნ - ვებგვერდი , 03.11.2023 წ .
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2025 წლის 6 ივნისის ბრძანება №35/ნ - ვებგვერდი, 09.06.2025წ.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მეცნიერების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 19.09.2025.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მეცნიერების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“?
- „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მეცნიერების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ მიღებულია 16.05.2022. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №56/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 430210000.22.022.018164.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მეცნიერების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“-ში?
- დოკუმენტში სულ 4 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 19.09.2025.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მეცნიერების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“?
- დოკუმენტი შედგება 14 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მეცნიერების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მეცნიერების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.09.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მეცნიერების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“, №56/ნ, 16.05.2022, სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.018164 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.09.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5455151/