ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების უფლებამოსილების მინიჭებისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების, მათი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
შემდგომი ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 10 მაისის დადგენილება №10 - ვებგვერდი, 11.05.2023 წ.
ა) ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (დანართი №1);
ბ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა (დანართი №2);
გ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის-საჯარიმო ქვითრის ფორმა (დანართი №3);
დ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა (დანართი №4);
ე) გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმა (დანართი №5).
|
+
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №11
2022 წლის 19 მაისი
ქ. ზესტაფონი
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების უფლებამოსილების მინიჭებისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების, მათი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის მე-14 და მე-14
1 ნაწილების, 27-ე ნაწილის, 209
3 მუხლის პირველი ნაწილის, ნარჩენების მართვის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი, მე-8, მე-12, მე-13 და მე-15 ნაწილების, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანებისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის მე-14 და მე-141 ნაწილების, 27-ე ნაწილის, 2093 მუხლის პირველი ნაწილის, ნარჩენების მართვის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი, მე-8, მე-12, მე-13 და მე-15 ნაწილების, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანებისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
+
მუხლი 1🔗
საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 51-ე მუხლით, 513 მუხლით, 533 მუხლით, 55-ე მუხლით, 552 მუხლით, 555 მუხლით, 556 მუხლით, 642 მუხლით, 771 მუხლით, 772 მუხლით, 825 მუხლით (პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში), 103-ე მუხლით, 1074 მუხლით, 1191 მუხლით, 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-16 ნაწილებით, 1254 მუხლით, 1271 მუხლის მე-5 ნაწილის, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ პუნქტი, 1341 მუხლით. 135-ე მუხლით, 1351 მუხლით, 145-ე მუხლით, 1461 მუხლით, 148-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-4 ნაწილებით, 150-ე მუხლით, 1501 მუხლით, 151 მუხლით, 1512 მუხლით, 152-ე მუხლით, 1522 მუხლით, 1525-ე მუხლით 1526 მუხლით, 1527 მუხლით 1528 მუხლით 1529 მუხლით, 1534 მუხლით, 1561 მუხლით, 1585 პირველი და მეორე ნაწილით, 159-ე მუხლით, 1591 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევათა ოქმების შედგენის უფლებამოსილება ამ კოდექსის 2906 მუხლის საფუძველზე მიენიჭოს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის, ქონების მართვისა და მშენებლობაზე ზედამხედველობის სამსახურის მოხელეებს.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 10 მაისის დადგენილება №10 - ვებგვერდი, 11.05.2023 წ.
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ საქართველოს კანონის 513 მუხლით, 533 მუხლით, 55-ე მუხლით, 552 მუხლით, 553 მუხლით, 556 მუხლით, 642 მუხლი, 771 მუხლით, 772 მუხლით, 825 მუხლით (პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში) 103-ე მუხლით, 1074 მუხლით, 1191 მუხლით, 1271 მე-5 ნაწილის, 135-ე მუხლით, 1351მუხლით, 145-მუხლით, 1461 მუხლით, 148-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 150-ე მუხლით, 152-ე მუხლით, 1522 მუხლით, 1534 მუხლით, 1561-ე მუხლით, 1585 პირველი და მეორე ნაწილით, 159-ე მუხლით, 1591 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევათა ოქმებს ამ კოდექსის 2906 მუხლის საფუძველზე შედგენის უფლებამისილება მიენიჭოს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის, ქონების მართვისა და მშენებლობაზე ზედამხედველობის სამსახურის მოხელეებს.
+
მუხლი 2🔗
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ საქართველოს კანონის 239-ე მუხლის 141 ნაწილის მიხედვით 43-ე მუხლით, 431 მუხლით, 432 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევათა ოქმებს ამ კოდექსის 2906 მუხლის საფუძველზე შედგენის უფლებამისილება მიენიჭოს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს – „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 230047623) უფროსის მიერ უფლებამოსილ პირს/პირებს;

მუხლი 3🔗
„საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი“ საქართველოს კანონის 465 მუხლით, 466 მუხლით, 1728 მუხლით, 1729 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევათა ოქმებს ამ კოდექსის 2906 მუხლის საფუძველზე შედგენის უფლებამისილება მიენიჭოს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსს.

მუხლი 4🔗
„ნარჩენების მართვის კოდექსი“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლით (მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება), 32-ე მუხლით (სამშენებლო ნარჩენებით ან სხვა ინეტრული ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება), 33-ე მუხლით (შლამისებრი ნარჩენი ნივთიერებებით-ფეკალური მასებით ან კანალიზაციის ნარჩენებით დაბინძურება), 34-ე მუხლით (ცხოველის სხეულის ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება), 35-ე მუხლით (მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში დაწვა), 36-ე მუხლის მეორე პუნქტით (სახიფათო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა), 39-ე მუხლით (სახიფათო ნარჩენების სხვა ნარჩენებთან, ნივთიერებებთან ან მასალებთან შერევა), 43-ე მუხლის პირველი პუნქტებით (კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის წარდგენისა და ამ გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების მოთხოვნების დარღვევა), 46-ე მუხლით (ამ კოდექსის 31-ე–45-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმების შედგენის უფლებამოსილების მქონე ორგანოების მოთხოვნათა შეუსრულებლობა) გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარვევათა ოქმის შედგენის უფლებამოსილება მიენიჭოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს – „ზესტაფონის დასუფთავების და კეთილმოწყობის სერვის ცენტრი“ (საინდენტიფიკაციო კოდი: 430024555) უფროსის მიერ უფლებამოსილ პირს/პირებს.
+
მუხლი 5🔗
დამტკიცდეს თანდართული ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის, ქონების მართვისა და მშენებლობაზე ზედამხედველობის სამსახურის, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს – „ზესტაფონის დასუფთავების და კეთილმოწყობის სერვის ცენტრი“ და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს – „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების უფლებამოსილების მინიჭებისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმები, მათი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი.
ა) ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (დანართი №1);
ბ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა (დანართი №2);
გ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის-საჯარიმო ქვითრის ფორმა (დანართი №3);
დ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა (დანართი №4);
ე) გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმა (დანართი №5).
+
მუხლი 6🔗
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული, თვითმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი წარმოების, გამოყენების, ოქმის შედგენაზე უფლებამოსილების მინიჭებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 25 თებერვლის №5 დადგენილება (მიღების თარიღი: 25/02/2021 წლი; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.127.016393).
+
მუხლი 7🔗
|
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევახტანგ ღამბაშიძე
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების უფლებამოსილების მინიჭებისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების, მათი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“, №11, 19.05.2022, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.127.016424 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.05.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5467171-1/