მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (7)
შემდგომი ცვლილებები (5)
წინა ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 ივნისის დადგენილება №18 - ვებგვერდი, 27.06.2022წ.
|
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების
წესი და ოდენობა
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 26 დეკემბრის დადგენილება №31 - ვებგვერდი, 28.12.2022წ.
1
+
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №17 2022 წლის 27 მაისი ქ. მარტვილიმარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 ივნისის დადგენილება №18 - ვებგვერდი, 27.06.2022წ.
+
+
+
|
+
დანართი+
მუხლი 1. საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება🔗
საკრებულოს წევრებს უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით აუნაზღაურდებათ შემდეგი საქმიანობისთვის გაწეულიხარჯები:ა) საკრებულოს სხდომებისა და საკრებულოს კომისიების მუშაობაში მონაწილეობა;
ბ) საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 47-ემუხლის შესაბამისად ამომრჩევლებთან ურთიერთობა;
გ) საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა;
დ) საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულება.
+
მუხლი 2. ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობასაკრებულოს თითოეული წევრის მიერ ცალკეული დავალებების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა თვეში შეადგენს 650 (ექვსას ორმოცდათი) ლარს.
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 26 დეკემბრის დადგენილება №31 - ვებგვერდი, 28.12.2022წ.
+
მუხლი 3. საკრებულოს წევრისთვის ხარჯების დადასტურება და ანაზღაურება🔗
1. ამ დანართის პირველი მუხლის ,,ა“ და ,,გ“ პუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობის შესახებ საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე უზრუნველყოფს საკრებულოს კომისიების სხდომებში დეპუტატების დასწრების აღრიცხვას, ხოლო დროებითი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, დროებით სამუშაო ჯგუფში დეპუტატების მონაწილეობის აღრიცხვას და ყოველი თვის ბოლო რიცხვში საკრებულოს აპარატის უფროსს წარუდგენენ წერილობით ინფორმაციას. საკრებულოს სხდომაზე დეპუტატების დასწრების აღრიცხვა ხორციელდება საკრებულოს სხდომის სარეგისტრაციო ფურცლით, რომელსაც უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი. ამ ინფორმაციის დამუშავების შემდეგ, საკრებულოს აპარატის უფროსი ერთიან მოხსენებით ბარათს წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს.
2. საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს აპარატის უფროსის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, გამოსცემს ბრძანებას საკრებულოს თითოეული წევრისათვის (გარდა თანამდებობის პირებისა) ამ დანართის პირველ მუხლში გათვალისწინებული საქმიანობისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურებისა და ოდენობის შესახებ. საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია შეუმციროს საკრებულოს კონკრეტულ წევრს ამ დანართის მე-2 მუხლით დადგენილი თანხის ზღვრული ოდენობა საკრებულოს, საკრებულოს კომისიის და დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომებში მისი ფაქტობრივი დასწრების გათვალისწინებით, თითოეული გაცდენილი სხდომისათვის: საკრებულოს სხდომის გაცდენისათვის 30 (ოცდაათი) ლარის ოდენობით, კომისიისა და დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომის გაცდენისათვის 20 (ოცი) ლარი.
3. ( ამოღებულია - 23.06.2022, №18) ;
3. ( ამოღებულია - 23.06.2022, №18)
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 ივნისის დადგენილება №18 - ვებგვერდი, 27.06.2022წ.
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 26 დეკემბრის დადგენილება №31 - ვებგვერდი, 28.12.2022წ.
1
+
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №17
2022 წლის 27 მაისი
ქ. მარტვილი
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
,,საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 და 25-ე მუხლების, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად და „მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 აპრილის №5 დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-20 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 ივნისის დადგენილება №18 - ვებგვერდი, 27.06.2022წ.
+
მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი და ოდენობა.
+
მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 თებერვლის №10 დადგენილება.
+
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 1 ივნისიდან.
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან სურმავა
+
დანართი
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების
წესი და ოდენობა
+
მუხლი 1. საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება
საკრებულოს წევრებს უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით აუნაზღაურდებათ შემდეგი საქმიანობისთვის გაწეულიხარჯები:
ა) საკრებულოს სხდომებისა და საკრებულოს კომისიების მუშაობაში მონაწილეობა;
ბ) საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 47-ემუხლის შესაბამისად ამომრჩევლებთან ურთიერთობა;
გ) საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა;
დ) საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულება.
+
მუხლი 2. ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა
საკრებულოს თითოეული წევრის მიერ ცალკეული დავალებების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა თვეში შეადგენს 720 (შვიდას ოცი) ლარს.
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 26 დეკემბრის დადგენილება №31 - ვებგვერდი, 28.12.2022წ.
[ მუხლი 2. ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა
საკრებულოს თითოეული წევრის მიერ ცალკეული დავალებების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა თვეში შეადგენს 1000 (ათასი) ლარს. (ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან) ]
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 26 დეკემბრის დადგენილება №31 - ვებგვერდი, 28.12.2022წ.
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 ნოემბრის დადგენილება №22 - ვებგვერდი, 28.11.2023წ.
+
მუხლი 3. საკრებულოს წევრისთვის ხარჯების დადასტურება და ანაზღაურება
1. ამ დანართის პირველი მუხლის ,,ა“ და ,,გ“ პუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობის შესახებ საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე უზრუნველყოფს საკრებულოს კომისიების სხდომებში დეპუტატების დასწრების აღრიცხვას, ხოლო დროებითი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, დროებით სამუშაო ჯგუფში დეპუტატების მონაწილეობის აღრიცხვას და ყოველი თვის 20 რიცხვში საკრებულოს აპარატის უფროსს წარუდგენენ წერილობით ინფორმაციას. საკრებულოს სხდომაზე დეპუტატების დასწრების აღრიცხვა ხორციელდება საკრებულოს სხდომის სარეგისტრაციო ფურცლით, რომელსაც უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი. ამ ინფორმაციის დამუშავების შემდეგ, საკრებულოს აპარატის უფროსი ერთიან მოხსენებით ბარათს წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს.
2. საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს აპარატის უფროსის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, გამოსცემს ბრძანებას საკრებულოს თითოეული წევრისათვის (გარდა თანამდებობის პირებისა) ამ დანართის პირველ მუხლში გათვალისწინებული საქმიანობისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურებისა და ოდენობის შესახებ. საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია შეუმციროს საკრებულოს კონკრეტულ წევრს ამ დანართის მე-2 მუხლით დადგენილი თანხის ზღვრული ოდენობა საკრებულოს, საკრებულოს კომისიის და დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომებში მისი ფაქტობრივი დასწრების გათვალისწინებით, თითოეული გაცდენილი სხდომისათვის: საკრებულოს სხდომის გაცდენისათვის 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, კომისიისა და დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომის გაცდენისათვის 30 (ოცდაათი) ლარი.
[2. საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს აპარატის უფროსის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, გამოსცემს ბრძანებას საკრებულოს თითოეული წევრისათვის (გარდა თანამდებობის პირებისა) ამ დანართის პირველ მუხლში გათვალისწინებული საქმიანობისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურებისა და ოდენობის შესახებ. საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია შეუმციროს საკრებულოს კონკრეტულ წევრს ამ დანართის მე-2 მუხლით დადგენილი თანხის ზღვრული ოდენობა საკრებულოს, საკრებულოს კომისიის და დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომებში მისი ფაქტობრივი დასწრების გათვალისწინებით, თითოეული გაცდენილი სხდომისათვის: საკრებულოს სხდომის გაცდენისათვის 80 (ოთხმოცი) ლარის ოდენობით, კომისიისა და დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომის გაცდენისათვის 50 (ორმოცდაათი) ლარი. (ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან) ]
3. ( ამოღებულია - 23.06.2022, №18)
4. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახური, ამ წესის მიხედვით, საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის-ბრძანების საფუძველზე, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვას უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 ივნისის დადგენილება №18 - ვებგვერდი, 27.06.2022წ.
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 26 დეკემბრის დადგენილება №31 - ვებგვერდი, 28.12.2022წ.
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 ნოემბრის დადგენილება №22 - ვებგვერდი, 28.11.2023წ.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“, №17, 27.05.2022, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.109.016376 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.12.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5476899-2/