თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
31.05.2022 ბოლო ცვლილება 28.05.2025
გამომცემი ორგანო
ნომერი
№11
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.163.016567
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/06/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (6)

წინა ცვლილებები (5)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11

2022 წლის 31 მაისი

ქ.თელავი

 

თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „რ“ ქვეპუნქტისა და „ეკონომიკის რეგულირებადი სფეროების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 05 დეკემბრის №667 დადგენილების მე-2 მუხლის საფუძველზე, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

+
მუხლი 1
1. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მაისის №10 დადგენილებით დამტკიცებულ,  თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის №1, №2, №3, №4, №5, №6, №7 და №8 მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფი განისაზღვროს 0.70 ლარით.

2. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მაისის N10 დადგენილებით დამტკიცებულ,  თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის №9, №10 და №11  მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფი განისაზღვროს 1.00 ლარით.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 თებერვლის დადგენილება №05  - ვებგვერდი, 02.03.2023 წ.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 26 ივნისის დადგენილება  №14 - ვებგვერდი, 28.06.2023 წ.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 27 მარტის დადგენილება №08 - ვებგვერდი, 28.03.2024 წ.

 

+
მუხლი 2
თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე შეღავათიანი ტარიფით, 0.40 ლარით მგზავრობის უფლება მიეცეთ:

1. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ, თელავის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ/მცხოვრებ პენსიონერებს;

2. თელავის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ/მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს – დევნილებს;

3. თელავის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ/მცხოვრებ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს;

4. თელავის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ/მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს;

5. თელავის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ/მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს;

6. თელავის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ/მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000 -ს;

7. თელავის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ/მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მარჩენალდაკარგულ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000 -ს;

8. თელავის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ/მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000 -ს;

9. თელავის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „თელავის მუნიციპალიტეტის უმწეოთა და უპოვართა სამსახურის“ ბენეფიციარებს;

10. თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ავტორიზებული უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 აგვისტოს დადგენილება №17 - ვებგვერდი, 02.09.2022 წ.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 თებერვლის დადგენილება №05  - ვებგვერდი, 02.03.2023 წ.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 26 ივნისის დადგენილება  №14 - ვებგვერდი, 28.06.2023 წ.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 27 მარტის დადგენილება №08 - ვებგვერდი, 28.03.2024 წ.
+
მუხლი 2​1
თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე უფასო მგზავრობის უფლება მიენიჭოთ თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 თებერვლის დადგენილება №05  - ვებგვერდი, 02.03.2023 წ.

+
მუხლი 3
1. თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის გადახდის სისტემას ნერგავს და ამ დადგენილებით განსაზღვრული მგაზვრობის საფასურის მოკრებას ახორციელებს თელავის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „თელავის სატრანსპორტო სამსახურის“ (ს/ნ 431439516) მიერ შერჩეული შესაბამისი უფლებამოსილი სუბიექტი გადახდის სიტემის მოწყობის ფარგლებში, რომელიც ასევე უზრუნველყოფს ამ დადგენილების პირველი და მე-2-21 მუხლებით გათვალისწინებული მგზავრებისთვის, სამგზავრო პლასტიკური ბარათების დამზადებასა და გაცემას.

2. თელავის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „თელავის სატრანსპორტო სამსახურს“ (ს/ნ 431439516) მიენიჭოს უფლებამოსილება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების განმახორციელებელ უფლებამოსილ სუბიექტთან გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 27 ივნისის დადგენილება  №14  - ვებგვერდი, 29.06.2022 წ.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 აგვისტოს დადგენილება №17 - ვებგვერდი, 02.09.2022 წ.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 27 მარტის დადგენილება №08 - ვებგვერდი, 28.03.2024 წ.
+
მუხლი 4
1. ამ დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრული შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე პირების მგზავრობა ხორციელდება ა(ა)იპ „თელავის სატრანსპორტო სამსახურის“ (ს/ნ 431439516) მიერ შერჩეული ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი სუბიექტის მიერ გაცემული სამგზავრო პლასტიკური ბარათების მეშვეობით.

2. ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი სუბიექტის (ბარათის გამცემი) მიერ გაცემული ბარათის დაზიანებისას ან დაკარგვისას, თუ ორივე შემთხვევაში წარმოიშვა ახალი ბარათის გაცემის აუცილებლობა, ბარათის აღდგენის თხოვნით ბარათის გამცემს მიმართავს ბარათის კანონიერი მფლობელი და ბარათის აღდგენისთვის მასვე ეკისრება ბარათის გამცემის ანგარიშზე შესაბამისი თანხის გადახდა.

3. ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული პირთა კატეგორიისათვის განკუთვნილი  სამგზავრო პლასტიკური ბარათის სხვა პირთა მიერ მგზავრობისათვის გამოყენება ან ამ ბარათის სხვა პირზე ნებისმიერი ფორმით გადაცემა, რასაც მოჰყვა არაუფლებამოსილი პირის მიერ ბარათით სამგზავრო ბილეთის აღება, ექვემდებარება სამართალდამრღვევი პირის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმებას თელავის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „თელავის სატრანსპორტო სამსახურის“ (ს/ნ 431439516) უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, რომელიც დაუყოვნებლივ იღებს გადაწყვეტილებას შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე პირის/პირების სამგზავრო პლასტიკური ბარათის სამგზავრო ფუნქციის დაბლოკვის შესახებ. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თელავის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „თელავის სატრანსპორტო სამსახური“ (ს/ნ 431439516) უზრუნველყოფს ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი სუბიექტისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას ბარათის უფლებამოსილი სუბიექტისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას ბარათის დაბლოკვის მიზნით.

4. ბარათის სამგზავრო ფუნქციის დაბლოკვა ხორციელდება 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადით, ხოლო იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ბარათის სამგზავრო ფუნქციის დაბლოკვას 90 (ოცხმოცდაათი) კალენდარული დღის ვადით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, ბარათი ექვემდებარება  უფასო განბლოკვას.

5. ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი სუბიექტი (ბარათის გამცემი) თელავის მუნიციპალიტეტის  ა(ა)იპ „თელავის სატრანსპორტო სამსახურის“ (ს/ნ 431439516) მოთხოვნის საფუძველზე,  მოთხოვნის მიღებისთანავე (მაგრამ არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღისა) უზრუნველყოფს ბარათის დაბლოკვას.

6. ამ დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრული შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე პირებზე სამგზავრო პლასტიკური ბარათის გაცემა/აღდგენა ხორციელდება მათ მიერ ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ უფლებამოსილ სუბიექტთან მიმართვის  საფუძველზე. 

+
მუხლი 5
1. ამ დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრული (გარდა მოსწავლისა და სტუდენტისა) შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით სარგებლობის მიზნით გასაცემი სამგზავრო პერსონიფიცირებული პლასტიკური ბარათის მისაღებად, მსურველის მიერ ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, თელავის მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში წარდგენილი უნდა იქნეს სტატუსისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

2. ამ დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრული პირების მიერ (გარდა მოსწავლისა და სტუდენტისა), რომლებიც სარგებლობენ შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით, შესაბამისი სტატუსისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა უნდა მოხდეს ყოველწლიურად.

3. მოსწავლისა და სტუდენტის ბარათის მისაღებად, შესაბამისმა პირმა (არასრულწლოვანის შემთხვევაში - კანონიერმა წარმომადგენელმა) უნდა მიმართოს მომსახურების განმახორციელებელ უფლებამოსილ სუბიექტს (ბარათის გამცემი).

4.  მოსწავლისა და სტუდენტის სტატუსის შემოწმებას ახორციელებს მომსახურების განმახორციელებელი უფლებამოსილი სუბიექტი (ბარათის გამცემი) სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემასთან ურთიერთანამშრომლობის გზით, მათ მიერ შეთანხმებული ფორმითა და პირობებით.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 26 ივნისის დადგენილება  №14 - ვებგვერდი, 28.06.2023 წ.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 27 მარტის დადგენილება №08 - ვებგვერდი, 28.03.2024 წ.
 
+
მუხლი 6. (ამოღებულია)
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 აგვისტოს დადგენილება №17 - ვებგვერდი, 02.09.2022 წ.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 თებერვლის დადგენილება №05  - ვებგვერდი, 02.03.2023 წ.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 26 ივნისის დადგენილება  №14 - ვებგვერდი, 28.06.2023 წ.
 

+
მუხლი 7. (ამოღებულია)
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 26 ივნისის დადგენილება  №14 - ვებგვერდი, 28.06.2023 წ.

+
მუხლი 8
ამ დადგენილების პირველი და მე-2 მუხლებით გათვალისწინებული ტარიფები ჩაირიცხოს თელავის მუნიცუპალიტეტის ა(ა)იპ „თელავის სატრანსპორტო სამსახურის“ (ს/ნ 431439516) ანგარიშზე. მიღებული შემოსავალი მოხმარდეს  თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის უზრუნველყოფას.

 

+
მუხლი 9
თელავის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „თელავის სატრანსპორტო სამსახურმა“ (ს/ნ 431439516) ყოველი თვის დამთავრებიდან არაუგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა, თელავის მუნიციპალიტეტის მერიას წარუდგინოს ინფორმაცია ფაქტობრივად გადაყვანილ (მათ შორის, შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე) მგზავრთა რაოდენობისა და თელავის მუნიციპალიტეტის  ა(ა)იპ „თელავის სატრანსპორტო სამსახურის“ ანგარიშზე  მგაზვრობის საფასურიდან შემოსული თანხების შესახებ. 
+
მუხლი 10
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 27 ივნისის დადგენილება  №14  - ვებგვერდი, 29.06.2022 წ.

 


თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთენგიზი მთვარელიშვილი
Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის შესახებ“, №11, 31.05.2022, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.163.016567 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.03.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5479739-5/