მუხლი 35. პირობები და კრიტერიუმები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე დასკვნის გამცემი უფლებამოსილი პირი (პირები)
თავი IV — კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლა
1. მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე დასკვნის გამცემ უფლებამოსილ პირს (პირებს) წარმოადგენს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული განათლებისა და კვალიფიკაციის მქონე ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საჯარო მოსამსახურე (გარდა 37-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებისა) და არის უფლებამოსილი ორგანოს მიერ ამ წესის 37-ე მუხლის შესაბამისად მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ფიზიკური პირი.
2. მონაცემთა ბაზაში პირის რეგისტრაციისთვის მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი განათლება (მაგისტრი/მაგისტრთან გათანაბრებული/დოქტორანტი/დოქტორი) გარემოსდაცვით სფეროში (აგრონომი, ეკოლოგი, ბიოლოგი და მეტყევე);
ბ) შესაბამის დარგში, ასევე, ტყის (მწვანე ნარგავების) აღრიცხვის ან მცენარეთა დაცვის სფეროში პრაქტიკული და საექსპერტო მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილებ
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 35, №11-58, 10.06.2022, სარეგისტრაციო კოდი 300130000.35.101.016998 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5492701/muxli-35/