მუხლი 39. დაინტერესებული პირის მიერ მწვანე ნარგავების ხარისხობრივი შეფასების წარდგენა
თავი IV — კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლა
1. მწვანე ნარგავების ჭრის/გადარგვის თაობაზე ნებართვის გაცემა და ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების შესაბამისი საკომპენსაციო ღონისძიების ამ წესის მოთხოვნათა დაცვით განსაზღვრა შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც მწვანე ნარგავების აღწერასა და მდგომარეობას დაადასტურებს (დაადასტურებენ) მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე დასკვნის გამცემი უფლებამოსილი პირი (პირები).
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მწვანე ნარგავების აღწერა და მათი მდგომარეობის შესახებ დასკვნა მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა წარუდგინოს დაინტერესებულმა პირმა მშენებლობის ნებართვის მიღების შესახებ განაცხადის შეტანისას.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 39, №11-58, 10.06.2022, სარეგისტრაციო კოდი 300130000.35.101.016998 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5492701/muxli-39/