თავი VII — დამზადებული მწვანე ნარგავების (ხე-ტყის) მიღება-ჩაბარების დოკუმენტის ფორმისა და გაცემის წესი
1. დაინტერესებული პირი ვალდებულია გადაზიდვისას თან იქონიოს წინამდებარე დებულებით განსაზღვრული დოკუმენტი.
2. გადამზიდავი პირი ვალდებულია მწვანე ნარგავების ტრანსპორტირებისას იქონიოს დოკუმენტი, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში დაუყონებლივ წარუდგინოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს.
3. დოკუმენტის მოქმედების შეწყვეტა (გაუქმება) ხდება, თუ დარღვეულია ამ დებულებით და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.
4. სატრანსპორტო საშუალების დაზიანების შემთხვევაში ან სხვა ფორსმაჟორული გარემოებისას, თუ შეუძლებელია განსაზღვრულ ვადაში დამზადებული მწვანე ნარგავების დანიშნულების ადგილამდე გადაზიდვა, მაშინ მფლობელი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ მიმართოს შესაბამის ორგანოს და მოითხოვოს დამზადებული მწვანე ნარგავების დანიშნულების ადგილამდე შემდგომი ტრანსპორტირების უფლება.
მუხლი 60. დაინტერესებული პირის ვალდებულებანი— გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების და გამწვანებული
ტერიტორიების დაცვის, მოვლა-პატრონობის და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 45, №11-58, 10.06.2022, სარეგისტრაციო კოდი 300130000.35.101.016998 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5492701/muxli-45/