ა) ქალაქისა და რაიონების საკრებულოების რეგლამენტების დამტკიცება, მათს ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, რაც ეცნობება ქალაქის მერს;
ბ) ქალაქის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების, გარემოს დაცვისა და რაციონალური ბუნებათსარგებლობის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა;
გ) ქალაქის ბიუჯეტის დამტკიცება;
დ) ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დამტკიცება;
ე) ქალაქის საკრებულოს მდივნისა და მისი მოადგილის არჩევა;
ვ) ქალაქის მასშტაბით ბაჟების, ადგილობრივი სესხების, გადასახადებისა და მოსაკრებლების, აქციებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების შემოღებ