მერი:
ახორციელებს ადგილობრივი მმართველობის ორგანოების საერთო ხელმძღვანელობას და აკონტროლებს მათ საქმიანობას; ქმნის მერის კაბინეტს, მერიის სამსახურებს, ნიშნავს მათ ხელმძღვანელებს;
უზრუნველყოფს კოლეგიალობას მერის კაბინეტის მუშაობაში, პირადად იღებს გადაწყვეტილებებს სახელმწიფო მმართველობის საკითხებზე, რომლებიც არ საჭიროებენ კაბინეტის სხდომებზე განხილვას;
შეიმუშავებს ქალაქის ბიუჯეტს (ბიუჯეტის ანგარიშს) და დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს;
ანგარიშს აბარებს საქართველოს მთავრობასა და ქალაქის საკრებულოს ბიუჯეტის შესრულების შესახებ;
ახორციელებს ერთიან საფინანსო, საკრედიტო და ფულად პოლიტიკას ქალაქის ტერიტორიაზე;
წარუდგენს საკრებულოს წინადადებებს ადგილობრივი გადასახადების, მოსაკრებლების, ბაჟების დაწესების, აგრეთვე ადგილობრივი სესხების, აქციებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების შემოღებისა და გავრცელების შესახებ;
ქმნის ადგილობრივი მმართველობის განვითარებისათვის საჭირო ფონდებს, აგრეთვე სტიქიური უბედურებისა და კატასტროფების შედეგების სალიკვიდაციო ფონდებს;
მონაწილეობს ფასების ერთიანი პოლიტიკის განხორციელებასა და ფასების სისტემის სრულყოფაში;
საქალაქო ბიუჯეტის შესრულებისას დამატებით მიღებულ შემოსავალს ახმარს ქალაქის მეურნეობის სოციალურ-კულტურული და სხვა აუცილებლი
ღონისძიებების დაფინანსებას;
იღებს გადაწყვეტილებას ადგილობრივ საკუთრებაში შემავალი სამრეწველო საწარმოების ორგანიზაციის, რეორგანიზაციისა თუ ლიკვიდაციის, ფირმების, გაერთიანებების და სხვა სამეურნეო-ეკონომიკური სტრუქტურების შექმნის შესახებ;
იღებს ზომებს ქართული ხალხური მხატვრული სარეწებისა და სახელოსნოების ქსელის განვითარებისათვის;
ორგანიზაციას უწევს ქალაქის გენერალური გეგმისა და გარეუბნის ზონების დაგეგმარებისა პროექტების შემუშავებას. კაბინეტის სხდომაზე განიხილავს ამ პროექტებს და დადგენილი წესით დასამტკიცებლად წარუდგენს რესპუბლიკის მთავრობას;
ამტკიცებს ქალაქის, რაიონების, მიკრორაიონებისა და ქალაქმშენებლობის სხვა კომპლექსების დეტალური დაგეგმარებისა და განაშენიანების, საინჟინრო ნაგებობათა და კეთილმოწყობის პროექტებს, განაშენიანების წესებს გენერალური გეგმის შესაბამისად;
კონტროლს უწევს ქალაქის ტერიტორიაზე წარმოებულ მშენებლობას, კრძალავს ან აჩერებს საბინაო-სამოქალაქო და საწარმოო დანიშნულების ობიექტების მშენებლობას, თუ მათი ნორმები არ შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს;
ორგანიზაციას უწევს საბინაო, კომუნალურ, საგზაო, კულტურულ-საყოფაცხოვრებო მშენებლობას, განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, ვაჭრობის და სხვა ობიექტების მშენებლობას მერიისათვის გამოყოფილი სახსრებით. აღნიშნული ორგანიზაციების ხელმძღვანელობის თანხმობით. საჭიროების შემთხვევაში, წყვეტს გამოყოფილი სახსრების გაერთიანების საკითხებს, თვითონ ხდება დამკვეთი ან განსაზღვრავს დამკვეთს;
ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი სახარჯთაღრიცხვო ღირებულების ფარგლებში საქალაქო დაქვემდებარების მშენებლობის ობიექტებსა და სატიტულო სიებს;
დადგენილი წესით აწარმოებს საყოფაცხოვრებო სახლების, კომუნალური, კულტურულ-საყოფაცხოვრებო დანიშნულების, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, სოციალური უზრუნველყოფისა და საქალაქო დაქვემდებარების სხვა ობიექტების რეკონსტრუქციას, გაფართოებისა და კეთილმოწყობის სამუშაოებს;
ნიშნავს სახელმწიფო მიმღებ კომისიებს, შესაბამისი მოადგილეების მეშვეობით განიხილავს და ამტკიცებს ობიექტების საექსპლუატაციოდ მიღების აქტებს;
ახორციელებს სახელმწიფო კონტროლს ქალაქის ტერიტორიაზე მთელი მიწის გამოყენებაზე, მიწათმოსარგებლეთა მიერ მიწის დაცვის ღონისძიებათა განხორციელებაზე;
კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში და წესით ახორციელებს სახელმწიფო მმართველობას და სახელმწიფო კონტროლს ქალაქის ტერიტორიაზე წყლით, ტყით, წიაღისეულით, ატმოსფერული ჰაერით და ცხოველთა სამყაროთი სარგებლობისა და მათი დაცვის დარგში;
საჭიროების შემთხვევაში ქმნის არასაბიუჯეტო ფონდებს თბილისის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალურად და კომპლექსურად გამოყენებისათვის;
საჭიროების შემთხვევაში აუქმებს მერიისადმი დაქვემდებარებული მმართველობის ორგანოების, საწარმოების, ორგანიზაციებისა და სხვა დაწესებულებების ხელმძღვანელების ბრძანებებს, განკარგულებებსა და ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან მოქალაქეთა უფლებებსა და თავისუფლება