გარდაბნის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირებისთვის საჭირო წესისა და ფორმების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
შემდგომი ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (დანართი №1);
2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმა (დანართი №2);
3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვის ჟურნალის ფორმა (დანართი №3);
4. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის/ოქმების ჩამოწერის აქტის ფორმა (დანართი №4);
5. სამშენებლო საქმიანობაზე მითითების ფორმა (დანართი №5);
6. არქიტექტურული-სამშენებლო საქმიანობაზე დაჯარიმების შესახებ დადგენილების ფორმა (დანართი №6);
7. შეტყობინების ფორმა ადმინისტრაციული სამართალდამრღვევისადმი (დანართი №7);
8. გაფრთხილების ფორმა (დანართი №8);
9. დადგენილების ფორმა საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ (დანართი №9);
10. მიწერილობის ფორმა სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევაზე (დანართი №10);
11. მიწერილობის ფორმა (დანართი №11);
12. მშენებლობის ეტაპის დასრულების ოქმის ფორმა (დანართი №12);
13. სააღსრულებლო ფურცლის ფორმა (დანართი №13);
14. საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების ფორმა (დანართი №14);
15. არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე გამოცხადების უწყების ფორმა (დანართი №15);
16. მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის მითითებით გასატარებელი ღონისძიებების შემოწმების აქტის ფორმა (დანართი №16).
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 ოქტომბრის დადგენილება №35 - ვებგვერდი, 01.11.2022წ.
|
წ ე ს ი
1. აღნიშნული წესი შემუშავებულია „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანებით დამტკიცებული „მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესის“ საფუძველზე.
2. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის (შემდგომში – ოქმი) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე გამოყენება და აღრიცხვა-ანგარიშგება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესის საფუძველზე.
1. ოქმების დამზადებას მუნიციპალიტეტი ახორციელებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კანონმდებლობის შესაბამისად შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში.
2. პოლიგრაფიული საწარმოდან ოქმების გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სათანადოდ გაფორმებული მინდობილობა.
3. ოქმების გაცემა, დაბრუნება და გაუქმება აღირიცხება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვის ჟურნალში“ (დანართი №3).
1. ოქმები ინახება მათ აღრიცხვა-ანგარიშგებაზე უფლებამოსილ პირებთან, რომელთაც განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის მერი.
2. ოქმების შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად.
3. სათავსი, სადაც ინახება ოქმები უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისგან.
1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს უფლებამოსილი პირები ავსებენ სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენისას.
2. ოქმი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ოქმი, ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც ოქმის შემვსები მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით, აბარებს ოქმის გამცემს.
3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში აღინიშნება:
ა) ოქმის შედგენის თარიღი და ადგილი;
ბ) ოქმის შემდგენი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი;
გ) მონაცემები დამრღვევის შესახებ;
დ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი;
ე) ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის;
ვ) მოწმეთა სახელები და გვარები, ასეთების არსებობის შემთხვევაში;
ზ) დამრღვევის ახსნა-განმარტება;
თ) საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები.
4. ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენელი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი. თუ არიან მოწმეები, ოქმს შეიძლება ხელი მოაწერონ ამ პირებმაც.
5. სამართალდამრღვევის მიერ ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევში, ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. სამართალდარღვევის ჩამდენ პირს უფლება აქვს წარადგინოს ოქმისათვის დასართავი ახსნა-განმარტებები და შენიშვნები ოქმის შინაარსის გამო, აგრეთვე ჩამოაყალიბოს მის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები. ოქმის შედგენისას, დამრღვევს უნდა განემარტოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობანი, რაც ასევე აღინიშნება ოქმში.
6. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი დგება სამ ეგზემპლარად. შედგენილი ოქმის ერთი ეგზემპლარი ყველა დანართით გადაეცემა დამრღვევს, რაზედაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. ოქმის მეორე ეგზემპლარი რჩება უფლებამოსილ პირთან, ხოლო მესამე ეგზემპლარი იგზავნება სასამართლოში.
7. ოქმი, მისი შედგენიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, რეგისტრირებული უნდა იქნეს სპეციალურად ზონარგაყრილ და დანომრილ წიგნში და შემდგომი რეაგირებისათვის დაუყოვნებლივ უნდა გადაეგზავნოს იმ ორგანოს (თანამდებობის პირს), რომელიც უფლებამოსილია განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე.
1. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ჩამოწერა ხდება:
ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო;
ბ) ოქმის დაზიანების გამო;
გ) პოლიგრაფიული დეფექტის გამო.
2. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ჩამოწერა ხდება ჩამოწერის აქტის შედგენის შემდეგ (დანართი №4), რომელშიც აღინიშნება გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის/ოქმების ნუმერაცია და ჩამოწერის მიზეზი.
3. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ნუმერაცია შეიტანება აღრიცხვის ჟურნალში.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირებისთვის საჭირო წესისა და ფორმების დამტკიცების შესახებ“, №26, 17.06.2022, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.161.016525 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.10.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5497452-1/