საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კურორტების განვითარების სააგენტოს დაფუძნების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
შემდგომი ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
1. დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – კურორტების განვითარების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).
2. სააგენტოს უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მიერ დამტკიცებული დებულებით.
3. სააგენტოს დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.
4. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
2. ამ დადგენილების პირველი მუხლი ამოქმედდეს 2022 წლის 15 ივლისიდან.
|
+
(ძალადაკარგულია 2026 წლის 1 იანვრიდან - 27.10.2025, №478)
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №329
2022 წლის 20 ივნისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კურორტების განვითარების სააგენტოს დაფუძნების შესახებ
+
მუხლი 1🔗
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – კურორტების განვითარების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).
2. სააგენტოს უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მიერ დამტკიცებული დებულებით.
3. სააგენტოს დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.
4. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
+
მუხლი 2🔗
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, ამ დადგენილების პირველი მუხლის ამოქმედებამდე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, უზრუნველყოს სააგენტოს დებულების დამტკიცება.
+
მუხლი 3🔗
1. ეს დადგენილება, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ დადგენილების პირველი მუხლი ამოქმედდეს 2022 წლის 15 ივლისიდან.
|
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კურორტების განვითარების სააგენტოს დაფუძნების შესახებ“, №329, 20.06.2022, სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.023540 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.10.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5499770-1/