სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის ან/და სამეცნიერო კვლევებისათვის საჭირო კომპიუტერული პროგრამების შესაძენად, უსასყიდლოდ გადმოცემული სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის უცხოეთიდან ტრანსპორტირებისა და არსებული სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის ფუნქციური გაუმჯობესების ან/და სათადარიგო ნაწილების შესყიდვისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის გაცემის წესისა და საგრანტო განაცხადის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
23.06.2009 ბოლო ცვლილება 08.02.2019
გამომცემი ორგანო
ნომერი
№119
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 78, 26/06/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №119

2009 წლის 23 ივნისი

 ქ. თბილისი

სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის ან/და სამეცნიერო კვლევებისათვის საჭირო კომპიუტერული პროგრამების შესაძენად, უსასყიდლოდ გადმოცემული სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის უცხოეთიდან ტრანსპორტირებისა და არსებული სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის ფუნქციური გაუმჯობესების ან/და სათადარიგო ნაწილების შესყიდვისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის გაცემის წესისა და საგრანტო განაცხადის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №22 3 - ვებგვერდი, 30.08.2013წ.

    მუხლი 1

საქართველოში სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობისა და კვლევითი ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, „მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 5​1 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს:

1.  „სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის ან/და სამეცნიერო კვლევებისათვის საჭირო კომპიუტერული პროგრამების შესაძენად, უსასყიდლოდ გადმოცემული სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის უცხოეთიდან ტრანსპორტირებისა და არსებული სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის ფუნქციური გაუმჯობესების ან/და სათადარიგო ნაწილების შესყიდვისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის გაცემის წესი“ (დანართი №1).

2.  „სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის ან/და სამეცნიერო კვლევებისათვის საჭირო კომპიუტერული პროგრამების შესაძენად, უსასყიდლოდ გადმოცემული სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის უცხოეთიდან ტრანსპორტირებისა და არსებული სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის ფუნქციური გაუმჯობესების ან/და სათადარიგო ნაწილების შესყიდვისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის გაცემის მიზნით საგრანტო განაცხადის შეფასების კრიტერიუმები“ (დანართი №2).

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №22 3 - ვებგვერდი, 30.08.2013წ.

    მუხლი 2

  დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი  ნ. გილაური

შეტანილი ცვლილებები:

1 . საქართველოს მთავრობის 201 3 წლის 27 აგვისტოს დადგენილება № 223 - ვებგვერდი, 3 0.0 8 .201 3 წ.

დანართი №1

სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის ან/და სამეცნიერო კვლევებისათვის საჭირო კომპიუტერული პროგრამების შესაძენად, უსასყიდლოდ გადმოცემული სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის უცხოეთიდან ტრანსპორტირებისა და არსებული სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის ფუნქციური გაუმჯობესების ან/და სათადარიგო ნაწილების შესყიდვისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის გაცემის წესი

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №22 3 - ვებგვერდი, 30.08.2013წ.

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების აღჭურვა თანამედროვე სამეცნიერო-კვლევითი აპარატურით არის საერთაშორისო სტანდარტების სამეცნიერო საქმიანობისა და აკადემიურ სფეროში რეფორმის წარმატების ერთ-ერთი ძირითადი პირობა.

2. ეს წესი არეგულირებს სამეცნიერო კვლევითი აპარატურის და/ან სამეცნიერო კვლევებისათვის საჭირო კომპიუტერული პროგრამების შეძენისათვის, უსასყიდლოდ გადმოცემული სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის უცხოეთიდან ტრანსპორტირებისა და არსებული სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის ფუნქციური გაუმჯობესებისა ან/და სათადარიგო ნაწილების შესყიდვისათვის, სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის (შემდგომში - გრანტი) მისაღებად კონკურსის გამართვის საგრანტო განაცხადის შეფასების, გრანტის გაცემისა და შესრულების ანგარიშგების, მონიტორინგის, საგრანტო პროექტის დაფინანსების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხებს.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №22 3 - ვებგვერდი, 30.08.2013წ.

    მუხლი 2. საგრანტო პროექტის დაფინანსების მიზნები

სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის და/ან სამეცნიერო კვლევებისათვის საჭირო კომპიუტერული პროგრამების შეძენისათვის, უსასყიდლოდ გადმოცემული სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის უცხოეთიდან ტრანსპორტირებისა და არსებული სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის ფუნქციური გაუმჯობესებისა ან/და სათადარიგო ნაწილების შესყიდვისათვის საგრანტო პროექტის დაფინანსების მიზანია აამაღლოს საქართველოში სამეცნიერო კვლევების ხარისხი, გაზარდოს მეცნიერთათვის თანამედროვე სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის ხელმისაწვდომობა და ხელი შეუწყოს ქვეყანაში სამეცნიერო საქმიანობის პროგრესს.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №22 3 - ვებგვერდი, 30.08.2013წ.

    მუხლი 3. გრანტის გამცემი უფლებამოსილი ორგანო

1. გრანტის გაცემას ახორციელებს სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი (შემდგომში - ფონდი).

2. გრანტის მისაღებად დაინტერესებული პირი ფონდში წარადგენს საგრანტო განაცხადს.

3. ფონდი შეიმუშავებს და ფონდის გენერალური დირექტორი (შემდგომში – ფონდის დირექტორი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს:

 ა) საგრანტო პროექტის დაფინანსების გაცემის მიზნით გასამართი კონკურსის პროგრამასა და მასში მონაწილეობის პირობებს;

ბ) საგრანტო განაცხადების წარდგენის, განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ვადებს;

გ) საგრანტო განაცხადის სააპლიკაციო ფორმებს;

დ) გრანტით დაფინანსებული პროექტების შესრულების ანგარიშგების ფორმებსა და მონიტორინგის პროცედურას.

4. ფონდის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ქმნის საკონკურსო კომისიას და ადგენს მისი საქმიანობის წესს.

5. საკონკურსო კომისია უზრუნველყოფს გრანტის მისაღებად წარდგენილი საგრანტო განაცხადების შეფასებას ამ დადგენილების №2 დანართით გათვა-ლისწინებული საგრანტო განაცხადების შეფასების კრიტერიუმების მიხედვით.

6. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე ფონდის სამეცნიერო საბჭო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს დასაფინანსებლად შერჩეულ საგრანტო პროექტებს.

7. ფონდი ახორციელებს გამარჯვებული პროექტების გრანტით დაფინანსებასა და პროექტის განხორციელების შესრულების კონტროლს.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №22 3 - ვებგვერდი, 30.08.2013წ.

    მუხლი 4. გრანტით დაფინანსების ძირითადი პრინციპები

1. გამარჯვებული საგრანტო პროექტი ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებით.

2. დაფინანსების მოსაპოვებლად საგრანტო განაცხადის წარდგენა შეუძლიათ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, აგრეთვე საქართველოს საპატრიარქოს, საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს, რომელთა წესდების/დებულების მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს.

3. საგრანტო განაცხადის წარდგენის უფლება აქვს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ერთ ან რამდენიმე იურიდიულ პირს.

4. საჭიროების შემთხვევაში გრანტით დაფინანსება შეიძლება მოიცავდეს ხარჯებს, რომლებიც უკავშირდება ტრანსპორტირებას, მონტაჟს, ხელსაწყოს სრულყოფილი ექსპლუატაციის სწავლებას, დაზღვევას, საბაჟო გადასახადს, საგარანტიო ან/და საბანკო მომსახურებას.

5. დაფინანსებულ საგრანტო განაცხადის წარმდგენებთან ფონდი აფორმებს საგრანტო ხელშეკრულებას.

6. გრანტით დაფინანსებული პროექტით გათვალისწინებული სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის და/ან სამეცნიერო კვლევებისათვის საჭირო კომპიუტერული პროგრამების, უსასყიდლოდ გადმოცემული სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის უცხოეთიდან ტრანსპორტირებისა და არსებული სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის ფუნქციური გაუმჯობესებისა ან/და სათადარიგო ნაწილების შესყიდვა უნდა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №22 3 - ვებგვერდი, 30.08.2013წ.

    მუხლი 5. გრანტის გაცემის მიზნით გასამართი კონკურსის ეტაპები და პროექტების შეფასება

1. კონკურსის ეტაპებია:

ა) კონკურსის გამოცხადება;

ბ) საგრანტო განაცხადების ფონდში წარდგენა;

გ) საგრანტო განაცხადების წინასწარი შერჩევა საკონკურსო პირობებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;

დ) შერჩეული საგრანტო განაცხადების შეფასება;

ე) გამარჯვებული პროექტების გამოვლენა და ხელშეკრულებების გაფორმება.

2. საგრანტო განაცხადები შეფასდება ამ დადგენილების №2 დანართით გათვალისწინებული საგრანტო განაცხადების შეფასების კრიტერიუმების მიხედვით (მაქსიმალური შეფასება – 100 ქულა).

    მუხლი 6. გრანტის შესრულების ანგარიშგება და მონიტორინგი, დაფინანსების შეჩერება და შეწყვეტა

1. ფონდი ახორციელებს დაფინანსებული პროექტების შესრულების მონიტორინგს, რაც ითვალისწინებს გრანტით დაფინანსებული პროექტის შესრულების კონტროლს როგორც ფინანსური, ისე პროგრამული თვალსაზრისით.

2. კონკურსში გამარჯვებული პროექტის წარმდგენი (გრანტის მიმღები) ვალდებულია ფონდს წარუდგინოს ანგარიში გრანტის ფარგლებში შეძენილი სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის, სამეცნიერო კვლევებისათვის საჭირო კომპიუტერული პროგრამების, უსასყიდლოდ გადმოცემული უცხოეთიდან ტრანსპორტირებული სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის, ფუნქციურად გაუმჯობესებული სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის ან/და შესყიდული სათადარიგო ნაწილების  სამეცნიერო კვლევებისათვის გამოყენების შესახებ.

3. ფონდი უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეაჩეროს ან შეწყვიტოს გამარჯვებული პროექტის დაფინანსება გრანტის სახსრების არამიზნობრივი განკარგვის, ყალბი მონაცემების აღმოჩენის, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ფონდის გადაწყვეტილების საფუძველზე გრანტით დაფინანსების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში პროექტის ფარგლებში შეძენილი ქონება და აუთვისებელი სახსრები გადაეცემა ფონდს საკუთრებაში.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №22 3 - ვებგვერდი, 30.08.2013წ.

               დანართი №2

სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის ან/და სამეცნიერო კვლევებისათვის საჭირო კომპიუტერული პროგრამების შესაძენად, უსასყიდლოდ გადმოცემული სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის უცხოეთიდან ტრანსპორტირებისა და არსებული სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის ფუნქციური გაუმჯობესების ან/და სათადარიგო ნაწილების შესყიდვისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის გაცემის მიზნით საგრანტო განაცხადის შეფასების კრიტერიუმები

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №22 3 - ვებგვერდი, 30.08.2013წ.

 

ა) პროექტის აქტუალობის შეფასება (მაქს. 60 ქულა)

 

 

კრიტერიუმი

სუსტი

საშუალო

კარგი

კომენტარი

1.

რამდენად შეუწყობს ხელს პროექტი სამეცნიერო კვლევის განვითარებასა და გაფართოებას

0-12

13-20

21-25

 

2.

რამდენად ფართოა მკვლევართა და საკვლევი თემატიკის წრე, რომლებისთვისაც პროექტის განხორციელება სასარგებლო იქნება

0-10

11-16

17-20

 

3.

რამდენად დაეხმარება პროექტის განხორციელება ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევაში ინტეგრაციას.

0-7

8-12

13-15

 

 

ბ) პროექტის მენეჯმენტის შეფასება (მაქს. 40 ქულა)

 

 

კრიტერიუმი

სუსტი

საშუალო

კარგი

კომენტარი

1.

რამდენად სრულყოფილად არის დაგეგმილი პროექტში შესაძენი აპარატურის განთავსება, სწორი ექსპლუატაცია, ერთობლივი გამოყენება (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

0-7

8-12

13-15

 

2.

პროექტით გათვალისწინებული ხარჯების ადეკვატურობა პროექტის მიზნებთან

0-7

8-12

13-15

 

3.

შესაძენი/შემოსატანი აპარატურის გამოყენებისათვის საჭირო სამუშაო გამოცდილების არსებობა პოტენციურ მომხმარებლებში.

0-5

6-8

9-10

 

 

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის ან/და სამეცნიერო კვლევებისათვის საჭირო კომპიუტერული პროგრამების შესაძენად, უსასყიდლოდ გადმოცემული სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის უცხოეთიდან ტრანსპორტირებისა და არსებული სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის ფუნქციური გაუმჯობესების ან/და სათადარიგო ნაწილების შესყიდვისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის გაცემის წესისა და საგრანტო განაცხადის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“, №119, 23.06.2009, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.08.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5506-1/