„საცხოვრებელი გარემო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის”, „საზოგადოებრივი შენობა-ნაგებობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის” – გეგმარებითი ელემენტების ნორმალებისა და „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სიცოცხლისუნარიანი სივრცის პროექტირების შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
03.02.2003 ძალადაკარგული 06.01.2014
ნომერი
№1
სარეგისტრაციო კოდი
330.130.000.11.116.005.667
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 10, 07/02/2003
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 33 0.13 0.000.11 .116 .005.667

საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის

ბრძანება №1

2003 წლის 3 თებერვალი

ქ. თბილისი

„საცხოვრებელი გარემო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის ”, „საზოგადოებრივი შენობა-ნაგებობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის ” – გეგმარებითი ელემენტების ნორმალებისა და „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სიცოცხლისუნარიანი სივრცის პროექტირების შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2003 წლის 25 თებერვლის ბრძანება №2-სსმIII, №18, 11.03.2003წ.;მუხ.175

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საარსებო გარემოს პროექტირების საკითხების შემდგომი სრულყოფისა და გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს კანონების „მშენებლობის პროექტების სახელმწიფო კომპლექსური ექსპე რ ტიზისა და დამტკიცების შესახებ” მე-3 მუხლის „ი” ქვეპუნქტის, „სამშენებლო საქმიანობის შესახებ” მე-8 მუხლის მე-2 პუნქტისა და „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ” მე-8 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2003 წლის 25 თებერვლის ბრძანება №2-სსმIII, №18, 11.03.2003წ.;მუხ.175

1. სამოქმედოდ იქნეს შემოღებული შემდეგი სამშენებლო ნორმები და წეს ე ბი:

ა) „საცხოვრებელი გარემო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის – გეგმარებითი ელემენტების ნორმალები”;

ბ) „საზოგადოებრივი შენობა-ნაგებობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის  – გეგმარებითი ელემენტების ნორმალები”;

გ) „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთა სიცოცხლისუნარიანი სივრცის პროექტირების შესახებ ინსტრუქცია”.

საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2003 წლის 25 თებერვლის ბრძანება №2-სსმIII, №18, 11.03.2003წ.;მუხ.175

2. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ამ ბრძანებით სამოქმედოდ შემოღებული სამშენებლო ნორმები და წესები ინახება საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროში და მათი დედანში გაცნობის ან ასლის გადაღების უზრუნველყოფა შესაძლებელია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით საჯაროობისა და საყოველთაო ხელმისაწვდომობის პრინციპების სრული დაცვით.

3. საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს ტერიტორიულ-სივრცითი დაგეგმვის, ქალაქმშენებლობისა და არქიტექტურის დეპარტამენტმა უზრუნველყოს სამოქმედოდ შემოღებული სამშენებლო ნორმების და წესების იმპლემენტაცია და დაცვა.

4. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. ნიკოლაიშვილი

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2003 წლის 25 თებერვლის ბრძანება №2-სსმIII, №18, 11.03.2003წ.;მუხ.175

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საცხოვრებელი გარემო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის”, „საზოგადოებრივი შენობა-ნაგებობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის” – გეგმარებითი ელემენტების ნორმალებისა და „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სიცოცხლისუნარიანი სივრცის პროექტირების შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ, №1, 03.02.2003, სარეგისტრაციო კოდი 330.130.000.11.116.005.667 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.02.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55078-1/