საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (10)
შემდგომი ცვლილებები (9)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.170.000.11.113.005.678
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის
ბრძანება №2-30
2003 წლის 11 თებერვალი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ „სამტრესტის” დებულების დამტკიცების შესახებ
„ვაზისა და ღვინის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ „სამტრესტის” თანდართული დებულება.
2. სამინისტროს აპარატმა უზრუნველყოს ამ ბრძანების რეგისტრაცია და მისი გამოქვეყნება.
3. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე განახორციელოს მინისტრის მოადგილემ (დ. გრიგოლია).
4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მევენახეობისა და მეღვინეობის სახელმწიფო რეგულირების დეპარტამენტ „სამტრესტის” დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2000 წლის 11 ოქტომბრის №2-245 ბრძანება.
5. ბრძანება ამოქმედდეს მევენახეობისა და მეღვინეობის სახელმწიფო რეგულირების დეპარტამენტ „სამტრესტის” ლიკვიდაციისთანავე.
დ. კირვალიძე
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003 წლის 28 მაისის ბრძანება №2-150-სსმIII, №54, 09.06.2003წ.;მუხ.466
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ ”სამტრესტის” დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ვაზისა და ღვინის დეპარტამენტი ”სამტრესტი” (შემდგომში – „სამტრესტი”) იქმნება „ვაზისა და ღვინის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, სახელმწიფო ქონების საფუძველზე, რომელიც არეგულირებს მევენახეობა-მეღვინეობის დარგში საქმიანობას.
2. „სამტრესტი” თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ქვეყანაში მოქმედი კანონებით, კანონქვემდებარე და სხვა ნორმატიული აქტებით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით და წინამდებარე დებულებით.
3. „სამტრესტს” აქვს სიმბოლიკა, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, შტამპი, დამოუკიდებელი ბალანსი და ანგარიშსწორების ანგარიშები ბანკში (მათ შორის სავალუტო), იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა ატრიბუტიკა.
4. „სამტრესტი”, როგორც უფლება-მოვალეობათა სუბიექტი, წარმოიშობა და იურიდიული პირის სტატუსს იძენს მისი დებულების დამტკიცებისა და იურიდიული პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნიდან.
5. „სამტრესტის” იურიდიული მისამართია: 380023, ქ. თბილისი, მ. კოსტავას ქ. 41.
მუხლი 2. „სამტრესტის” უფლებამოსილება და საქმიანობის საგანი
1. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად ”სამტრესტს” აქვს სპეციალური უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.
2. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად „სამტრესტი” უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს სახელმწიფო ზედამხედველობა და კონტროლი დარგში მოქმედი საკანონმდებლო და ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნათა დაცვაზე და მიიღოს გადაწყვეტილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე შესაბამისი სახდელის გამოყენების თაობაზე.
3. ”სამტრესტის” საქმიანობის ძირითად საგანს წარმოადგენს:
ა) საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის დარგის (შემდგომში – დარგი) რეგულირება და შესაბამისი ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელება;
ბ) დარგის განვითარების, მევენახეობა-მეღვინეობის პროდუქციის ხარისხის ამაღლებისა და ექსპორტის ხელშეწყობა;
გ) როგორც სახელმწიფოს, ისე მწარმოებლისა და მომხმარებლის ინტერესების, უხარისხო და ფალსიფიცირებული პროდუქციისაგან სამომხმარებლო ბაზრის დაცვის, აგრეთვე არაკეთილსინდისიერი კონკურენციისა და მონოპოლიური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების შესაძლებლობების აღკვეთის ღონისძიებათა ხელშეწყობა პროდუქციის წარმოების და მიწოდების ყველა ეტაპზე.
მუხლი 3. „სამტრესტის” ფუნქციები
1. „სამტრესტის” ძირითადი ფუნქციებია:
ა) დარგის ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის აუცილებელი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება, შესაბამისი პროგრამების, კანონპროექტებისა და კანონქვემდებარე აქტების შემუშავებაში მონაწილეობა;
ბ) დარგობრივი ტექნიკურ-ტექნოლოგიური დოკუმენტაციის და სხვა პროექტების შემუშავება ან/და შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
გ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მევენახეობა-მეღვინეობის დარგში სასაქონლო პროდუქციის წარმოებასთან, შენახვასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება, გადამუშავება და ანალიზი;
დ) ვაზის სადედეების, სამყნობი მასალებისა და ნამყენი ნერგის წარმოების ტექნიკური და ფიტოსანიტარიული კონტროლის განხორციელება;
ე) ვაზის სამყნობი და სარგავი მასალების, აგრეთვე ყურძნისეული წარმოშობის პროდუქტების სერტიფიკაციის სისტემის შექმნაში მონაწილების მიღება;
ვ) ყურძნისეული წარმოშობის პროდუქტების საგამოცდო ლაბორატორიების აკრედიტაციასთან დაკავშირებული შესაბამისი სამუშაობის განხორციელება და წარდგენა სამინისტროსათვის;
ზ) ვაზის ნერგის, ყურძნის, ალკოჰოლიანი პროდუქციისა და ეთილის სპირტის წარმოებაზე ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემა, მათი მოქმედების შეჩერება და/ან გაუქმება, აგრეთვე მათი განახლება;
თ) ადგილწარმოშობის დასახელების ღვინისა და ღვინის ბრენდის წარმოებაზე კონტროლი და ზედამხედველობა;
ი) მხარის ღვინისა და ღვინის ბრენდის წარმოებაზე ზედამხედველობა;
კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ღვინის ჩამოსახარისხებლად (ღვინის დაბალ ხარისხში გადასაყვანად) შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში რეგისტრირებული ღვინისა და ღვინის ბრენდის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენების კონტროლი;
მ) ალკოჰოლიანი სასმელებისა და ეთილის სპირტის ფიზიკო-ქიმიური და მიკრობიოლოგიური ანალიზების (მათ შორის საკონტროლი ანალიზების) ჩატარება და მოქმედ ნორმატიულ დოკუმენტებთან მათი შესაბამისობის დადგენა;
ნ) სასაქონლო პროდუქციის ეტიკეტირების კონტროლი;
ო) კანონმდებლობის შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ყურძნისეული წარმოშობის სასაქონლო პროდუქტებზე შესაბამისობის სერტიფიკატების გაცემა;
პ) საქართველოდან საექსპორტო ყურძნისეული წარმოშობის სასაქონლო პროდუქტებზე წარმოშობის სერტიფიკატების გაცემა და ექსპორტირებული პროდუქციის აღრიცხვა;
ჟ) ღვინისა და ღვინის ბრენდის ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაციისათვის საჭირო მონაცემთა შესწავლა და დადგენა;
რ) საქართველოში წარმოებული ალკოჰოლიანი პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლების როგორც შიდა, ისე გარე სამომხმარებლო ბაზარზე ღირსეულად დამკვიდრებისა და დარგის საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების ხელშეწყობა;
ს) საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ყალბი ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების, აგრეთვე სასაქონლო და სავაჭრო ნიშნების გამოყენების აღკვეთის ღონისძიებათა ხელშეწყობა;
ტ) კომპეტენციის ფარგლებში, დარგთან დაკავშირებული სამარკეტინგო და სარეკლამო საქმიანობის ხელშეწყობა;
უ) ალკოჰოლიანი სასმელების დეგუსტაციების, კონკურსების და გამოფენების მოწყობა ან/და მათში მონაწილეობის მიღება;
ფ) დარგში სამეცნიერო-კვლევითი, ტექნიკურ-ტექნოლოგიური და სხვა პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა;
ქ) დარგში არსებული მდგომარეობის ეფექტური გაშუქება და დარგის საინფორმაციო უზრუნველყოფის ხელშეწყობა;
ღ) მევენახეობისა და მეღვინეობის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (O.I.V.), აგრეთვე სხვა საერთშორისო და ეროვნულ ორგანიზაციებთან ურთიერთობების დამყარება;
ყ) კომპეტენციის ფარგლებში ტექნიკურ-ტექნოლოგიური, ინფორმატიკული და სხვა დარგთან დაკავშირებული შესაბამისი საქმიანობის განხორციელება;
შ) „სამტრესტის” თავმჯდომარესთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს, აგრეთვე „სამტრესტისა” და ცენტრალური სადეგუსტაციო კომისიების ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
ჩ) ცენტრალური და ”სამტრესტის” სადეგუსტაციო კომისიების ლაბორატორიული უზრუნველყოფა;
ც) კანონით მინიჭებული უფლების ფარგლებში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა და ადმინისტრაციული სახდელის დადება.
მუხლი 4. „სამტრესტის” მართვა და წარმომადგენლობა
1. „სამტრესტის” მართვის უმაღლესი კოლეგიური ორგანოა სამეთვალყურეო საბჭო (შემდგომში – „საბჭო”).
2. საბჭოს პერსონალურ შემადგენლობას და თავმჯდომარეს ამტკიცებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი.
3. საბჭოს იმ წევრთა საქმიანობა, რომლებიც არ არიან საჯარო სამსახურის მოსამსახურეები ექვემდებარება ანაზღაურებას.
4. სამეთვალყურეო საბჭო:
ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს „სამტრესტი ს ” საქმიანობის ძირითადი მიმართულებების განხორციელებას;
ბ) განიხილავს „სამტრესტის” წლიურ ბიუჯეტს და დასამტკიცებლად წარუდგენ ს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო);
გ) ამტკიცებს „სამტრესტის” სამუშაო გეგმებისა და მათგან გამომდინარე ნებისმიერ ცვლილებებს;
დ) განიხილავს „სამტრესტის” საქმიანობის წლიურ და კვარტალურ ანგარიშებს, შემოსავალ-გასავლის ბალანსის ბიუჯეტის პროექტს და წარუდგენს სამინისტროს დასამტკიცებლად;
ე) განახორციელებს „სამტრესტის“საქმიანობის მონიტორინგს;
ვ) ამტკიცებს ერთჯერად ფინანსურ ხარჯებს, რომელიც აღემატება „სამტრესტის” გენერალური დირექტორის კომპეტენციას.
5. საბჭოს სხდომები იმართება სამ თვეში ერთხელ. რიგგარეშე სხდომა შეიძლება გაიმართოს საბჭოს თავმჯდომარის, საბჭოს წევრთა უმრავლესობის ან „სამტრესტის” გენერალური დირექტორის მოთხოვნით.
6. საბჭო უფლებამოსილია გამართოს სხდომები წევრთა 2/3-ზე მეტის დასწრების შემთხვევაში. საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება წ ე ვრთა შეთანხმების საფუძველზე, კონსესუსის მიუღწევლობის შემთხვევაში იმართება კენჭისყრა, რომლის დროსაც გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში თავმჯდომარის ხმას ენიჭება გადამწყვეტი მნიშვნელობა.
7. საბჭოს გადაწყვეტილება ფორმდება ოქმის სახით, რომელსაც ხელს აწერს თავმჯდომარე და წევრები.
8. „სამტრესტს” ერთპიროვნულად ხელმძღვანელობს გენერალური დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი.
9. გენერალური დირექტორი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს სათანადო უმაღლესი განათლება და დარგში მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი.
10. გენერალურ დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს გენერალური დირექტორი.
11. გენერალური დირექტორი:
ა) დამოუკიდებლად ახორციელებს „სამტრესტის” საერთო ხელმძღვანელობას და პერსონალურად აგებს პასუხს წინამდებარე დებულებით განსაზღვრული „სამტრესტის” ფუნქციების შესრულებასა და მის საქმიანობის სწორად წარმართვაზე;
ბ) მოქმედებს „სამტრესტის” სახელით, მინდობილობის გარეშე წარმოადგენს „სამტრესტს” სახელმწიფო ორგანოებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს „სამტრესტის” უფლებამოსილების, საქმიანობისა და ფუნქციების განსახორციელებლად. გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს, მის კომპეტენციის ფარგლებში ითანხმებს ახალი პროდუქციის წარმოების ტექნოლოგიურ ინსტრუქციებს;
დ) სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვრავს „სამტრესტის” საშტატო განრიგსა და ხელფასის ფონდს. სესხის აღებისა და თავდებობის საკითებს, აგრეთვე „სამტრესტის” ქონებასთან დაკავშირებულ სხვა გადაწყვეტილებებს, რომლებიც სცილდებიან ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. სესხის აღებასა და თავდებობასთან დაკავშირებით საკითხებს აგრეთვე უთანხმებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს;
ე) დამოუკიდებლად დებს კონტრაქტებს, რომელთა საერთო ღირებულება არ აღემატება წლიური ბიუჯეტის 10 პროცენტს. წლიური ბიუჯეტის 10 პროცენტზე მეტი ღირებულების კონტრაქტების დადებისათვის საჭიროა სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობა;
ვ) თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს „სამტრესტის” მუშაკებს, განსაზღვრავს მათ ფუნქციებსა და პასუხისმგებლობას;
ზ) საჭიროების შემთხვევაში სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით ქმნის სპეციალისტთა კომისიებს.
თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
12. „სამტრესტის” გენერალური დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მოადგილე, რომელსაც ნიშნავს გენერალური დირექტორი.
13. „სამტრესტი ს ” სამეთავლყურეო საბჭოს წევრებთან, გენერალურ დირექტორთან და სხვა მოსამსახურეებთან ფორმდება შრომითი ხელშეკრულება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003 წლის 28 მაისის ბრძანება №2-150-სსმIII, №54, 09.06.2003წ.;მუხ.466
მუხლი 5. „სამტრესტის” სტრუქტურა
1. „სამტრესტის” სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) მევენახეობის რეგულირების სამმართველო;
ბ) მეღვინეობის რეგულირებისა და ლიცენზირების სამმართვეელო;
გ) სერტიფიცირების სამმართველო;
დ) მარკეტინგის, საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა და ინფორმატიკის სამმართველო;
ე) საფინანსო-ეკონომიკური, იურიდიული და საორგანიზაციო უზრუნველყოფის სამმართველო;
ვ) „სამტრესტის” ლაბორატორია.
მუხლი 6. საკონსულტაციო საბჭო
1. „სამტრესტთან” საზოგადოებრივ საწყისებზე იქმნება მუდმივმოქმედი საკონსულტაციო საბჭო 11 წევრის შემადგენლობით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი;
2. საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობაში შედიან დარგობრივ მეცნიერთა, მეწარმეთა და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები.
3. საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე აირჩევა საბჭოს წევრებიდან 3 წლის ვადით.
4. საკონსულტაციო საბჭო იკრიბება საჭიროებისამებრ, მაგრამ, არანაკლებ წელიწადში ოთხჯერ.
5. საკონსულტაციო საბჭო:
ა) განიხილავს დარგში არსებულ მდგომარეობას, შეიმუშავებს რეკომენდაციებსა და წინადადებებს პრობლემების გადაწყვეტის, დარგის შემდგომი განვითარების მთავარი მიმართულებებისა და პროიორიტეტების განსახორციელებელი მიზნობრივი პროგრამების შესახებ;
ბ) შეიმუშავებს რეკომენდაციებს „სამტრესტის” საქმიანობასთან დაკავშირებით წარმოქმნილი პრობლემების გადაწყვეტის მიზნით;
გ) შეიმუშავებს წინადადებებს დარგის საკანონმდებლო ნორმატიული აქტების სრულყოფისა და შემდგომი განვითარების მიზნით;
დ) შეიმუშავებს რეკომენდაციებს დარგში ფალსიფიკაციის საწინააღმდეგო ღონისძიებების შესახებ.
6. საკონსულტაციო საბჭოზე გადაწყვეტილება მიიღება, თუ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.
მუხლი 7. სახელმწიფო კონტროლი
„სამტრესტის” საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო.
მუხლი 8. „სამტრესტის” ქონება და დაფინანსების წყაროები
1. „სამტრესტის” ქონებას შეადგენს ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, არამატერიალური აქტივები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობა და ფინანსური რესურსები.
2. „სამტრესტის” დაფინანსების წყაროებია:
ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) ხელშეკრულებების საფუძველზე შესრულებული სამუშაოებიდან მიღებული შემოსავალი;
გ) სახელმწიფოს შეკვეთების შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;
დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადა რ თული სხვა შემოსავლები.
3. კანონმდებლობის დადგენილი წესით „სამტრესტი” აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანსს და დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს.
4. „სამტრესტის” ქონება და შემოსავლები, კანონის შესაბამისად, ხმარდება ”სამტრესტის” მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას, მუშაკთა მატერიალურ სტიმულირებასა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებას.
მუხლი 9. საქმიანობის შეწყვეტა, ლიკვიდაცია
1. „სამტრესტის” საქმიანობის შეწყვეტა, ლიკვიდაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. „სამტრესტის” ლიკვიდაციას ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის მიერ დანიშნული ლიკვიდატორი.
3. „სამტრესტის” ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.
მუხლი 10. გარდამავალი დებულებანი
დებულებაში ცვლილებების და/ან დამატებების შეტანა ხდება საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 11. დასკვნითი დებულებები
ამ დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ზ” ქვეპუნქტი ამოქმედდეს „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე.
+
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.170.000.11.113.005.678
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის
ბრძანება №2-30
2003 წლის 11 თებერვალი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ „ სამტრესტის” დებულების დამტკიცების შესახებ
„ ვაზისა და ღვინის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ „ სამტრესტის” თანდართული დებულება.
2. სამინისტროს აპარატმა უზრუნველყოს ამ ბრძანების რეგისტრაცია და მისი გამოქვეყნება.
3. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე განახორციელოს მინისტრის მოადგილემ (დ. გრიგოლია).
4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ მევენახეობისა და მეღვინეობის სახელმწიფო რეგულირების დეპარტამენტ „ სამტრესტის” დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2000 წლის 11 ოქტომბრის №2-245 ბრძანება.
5. ბრძანება ამოქმედდეს მევენახეობისა და მეღვინეობის სახელმწიფო რეგულირების დეპარტამენტ „ სამტრესტის” ლიკვიდაციისთანავე.
დ. კირვალიძე
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003 წლის 28 მაისის ბრძანება №2-150-სსმIII, №54, 09.06.2003წ.;მუხ.466
2. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003 წლის 9 დეკემბრის ბრძანება №2-298-სსმIII, №143, 11.12.2003წ.;მუხ.1160
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ ”სამტრესტის” დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი🔗
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ვაზისა და ღვინის დეპარტამენტი ”სამტრესტი” (შემდგომში – „ სამტრესტი”) იქმნება „ ვაზისა და ღვინის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, სახელმწიფო ქონების საფუძველზე, რომელიც არეგულირებს მევენახეობა-მეღვინეობის დარგში საქმიანობას.
2. „ სამტრესტი” თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ქვეყანაში მოქმედი კანონებით, კანონქვემდებარე და სხვა ნორმატიული აქტებით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით და წინამდებარე დებულებით.
3. „ სამტრესტს” აქვს სიმბოლიკა, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, შტამპი, დამოუკიდებელი ბალანსი და ანგარიშსწორების ანგარიშები ბანკში (მათ შორის სავალუტო), იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა ატრიბუტიკა.
4. „ სამტრესტი”, როგორც უფლება-მოვალეობათა სუბიექტი, წარმოიშობა და იურიდიული პირის სტატუსს იძენს მისი დებულების დამტკიცებისა და იურიდიული პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნიდან.
5. „ სამტრესტის” იურიდიული მისამართია: 380023, ქ. თბილისი, მ. კოსტავას ქ. 41.
მუხლი 2. „სამტრესტის” უფლებამოსილება და საქმიანობის საგანი🔗
1. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად ”სამტრესტს” აქვს სპეციალური უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.
2. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად „ სამტრესტი” უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს სახელმწიფო ზედამხედველობა და კონტროლი დარგში მოქმედი საკანონმდებლო და ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნათა დაცვაზე და მიიღოს გადაწყვეტილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე შესაბამისი სახდელის გამოყენების თაობაზე.
3. ”სამტრესტის” საქმიანობის ძირითად საგანს წარმოადგენს:
ა) საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის დარგის (შემდგომში – დარგი) რეგულირება და შესაბამისი ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელება;
ბ) დარგის განვითარების, მევენახეობა-მეღვინეობის პროდუქციის ხარისხის ამაღლებისა და ექსპორტის ხელშეწყობა;
გ) როგორც სახელმწიფოს, ისე მწარმოებლისა და მომხმარებლის ინტერესების, უხარისხო და ფალსიფიცირებული პროდუქციისაგან სამომხმარებლო ბაზრის დაცვის, აგრეთვე არაკეთილსინდისიერი კონკურენციისა და მონოპოლიური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების შესაძლებლობების აღკვეთის ღონისძიებათა ხელშეწყობა პროდუქციის წარმოების და მიწოდების ყველა ეტაპზე.
მუხლი 3. „სამტრესტის” ფუნქციები🔗
1. „ სამტრესტის” ძირითადი ფუნქციებია:
ა) დარგის ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის აუცილებელი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება, შესაბამისი პროგრამების, კანონპროექტებისა და კანონქვემდებარე აქტების შემუშავებაში მონაწილეობა;
ბ) დარგობრივი ტექნიკურ-ტექნოლოგიური დოკუმენტაციის და სხვა პროექტების შემუშავება ან/და შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
გ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მევენახეობა-მეღვინეობის დარგში სასაქონლო პროდუქციის წარმოებასთან, შენახვასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება, გადამუშავება და ანალიზი;
დ) ვაზის სადედეების, სამყნობი მასალებისა და ნამყენი ნერგის წარმოების ტექნიკური და ფიტოსანიტარიული კონტროლის განხორციელება;
ე) ვაზის სამყნობი და სარგავი მასალების, აგრეთვე ყურძნისეული წარმოშობის პროდუქტების სერტიფიკაციის სისტემის შექმნაში მონაწილების მიღება;
ვ) ყურძნისეული წარმოშობის პროდუქტების საგამოცდო ლაბორატორიების აკრედიტაციასთან დაკავშირებული შესაბამისი სამუშაობის განხორციელება და წარდგენა სამინისტროსათვის;
ზ) ვაზის ნერგის, ყურძნის, ალკოჰოლიანი პროდუქციისა და ეთილის სპირტის წარმოებაზე ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემა, მათი მოქმედების შეჩერება და/ან გაუქმება, აგრეთვე მათი განახლება;
თ) ადგილწარმოშობის დასახელების ღვინისა და ღვინის ბრენდის წარმოებაზე კონტროლი და ზედამხედველობა;
ი) მხარის ღვინისა და ღვინის ბრენდის წარმოებაზე ზედამხედველობა;
კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ღვინის ჩამოსახარისხებლად (ღვინის დაბალ ხარისხში გადასაყვანად) შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში რეგისტრირებული ღვინისა და ღვინის ბრენდის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენების კონტროლი;
მ) ალკოჰოლიანი სასმელებისა და ეთილის სპირტის ფიზიკო-ქიმიური და მიკრობიოლოგიური ანალიზების (მათ შორის საკონტროლი ანალიზების) ჩატარება და მოქმედ ნორმატიულ დოკუმენტებთან მათი შესაბამისობის დადგენა;
ნ) სასაქონლო პროდუქციის ეტიკეტირების კონტროლი;
ო) კანონმდებლობის შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ყურძნისეული წარმოშობის სასაქონლო პროდუქტებზე შესაბამისობის სერტიფიკატების გაცემა;
პ) საქართველოდან საექსპორტო ყურძნისეული წარმოშობის სასაქონლო პროდუქტებზე წარმოშობის სერტიფიკატების გაცემა და ექსპორტირებული პროდუქციის აღრიცხვა;
ჟ) ღვინისა და ღვინის ბრენდის ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაციისათვის საჭირო მონაცემთა შესწავლა და დადგენა;
რ) საქართველოში წარმოებული ალკოჰოლიანი პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლების როგორც შიდა, ისე გარე სამომხმარებლო ბაზარზე ღირსეულად დამკვიდრებისა და დარგის საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების ხელშეწყობა;
ს) საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ყალბი ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების, აგრეთვე სასაქონლო და სავაჭრო ნიშნების გამოყენების აღკვეთის ღონისძიებათა ხელშეწყობა;
ტ) კომპეტენციის ფარგლებში, დარგთან დაკავშირებული სამარკეტინგო და სარეკლამო საქმიანობის ხელშეწყობა;
უ) ალკოჰოლიანი სასმელების დეგუსტაციების, კონკურსების და გამოფენების მოწყობა ან/და მათში მონაწილეობის მიღება;
ფ) დარგში სამეცნიერო-კვლევითი, ტექნიკურ-ტექნოლოგიური და სხვა პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა;
ქ) დარგში არსებული მდგომარეობის ეფექტური გაშუქება და დარგის საინფორმაციო უზრუნველყოფის ხელშეწყობა;
ღ) მევენახეობისა და მეღვინეობის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (O.I.V.), აგრეთვე სხვა საერთშორისო და ეროვნულ ორგანიზაციებთან ურთიერთობების დამყარება;
ყ) კომპეტენციის ფარგლებში ტექნიკურ-ტექნოლოგიური, ინფორმატიკული და სხვა დარგთან დაკავშირებული შესაბამისი საქმიანობის განხორციელება;
შ) „ სამტრესტის” თავმჯდომარესთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს, აგრეთვე „ სამტრესტისა” და ცენტრალური სადეგუსტაციო კომისიების ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
ჩ) ცენტრალური და ”სამტრესტის” სადეგუსტაციო კომისიების ლაბორატორიული უზრუნველყოფა;
ც) კანონით მინიჭებული უფლების ფარგლებში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა და ადმინისტრაციული სახდელის დადება.
მუხლი 4. „სამტრესტის” მართვა და წარმომადგენლობა🔗
1. „ სამტრესტის” მართვის უმაღლესი კოლეგიური ორგანოა სამეთვალყურეო საბჭო (შემდგომში – „ საბჭო”).
2. საბჭოს პერსონალურ შემადგენლობას და თავმჯდომარეს ამტკიცებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი.
3. საბჭოს იმ წევრთა საქმიანობა, რომლებიც არ არიან საჯარო სამსახურის მოსამსახურეები ექვემდებარება ანაზღაურებას.
4. სამეთვალყურეო საბჭო:
ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს „ სამტრესტის ” საქმიანობის ძირითადი მიმართულებების განხორციელებას;
ბ) განიხილავს „ სამტრესტის” წლიურ ბიუჯეტს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო);
გ) ამტკიცებს „ სამტრესტის” სამუშაო გეგმებისა და მათგან გამომდინარე ნებისმიერ ცვლილებებს;
დ) განიხილავს „ სამტრესტის” საქმიანობის წლიურ და კვარტალურ ანგარიშებს, შემოსავალ-გასავლის ბალანსის ბიუჯეტის პროექტს და წარუდგენს სამინისტროს დასამტკიცებლად;
ე) განახორციელებს „ სამტრესტის“ საქმიანობის მონიტორინგს;
ვ) ამტკიცებს ერთჯერად ფინანსურ ხარჯებს, რომელიც აღემატება „ სამტრესტის” გენერალური დირექტორის კომპეტენციას.
5. საბჭოს სხდომები იმართება სამ თვეში ერთხელ. რიგგარეშე სხდომა შეიძლება გაიმართოს საბჭოს თავმჯდომარის, საბჭოს წევრთა უმრავლესობის ან „ სამტრესტის” გენერალური დირექტორის მოთხოვნით.
6. საბჭო უფლებამოსილია გამართოს სხდომები წევრთა 2/3-ზე მეტის დასწრების შემთხვევაში. საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება წე ვრთა შეთანხმების საფუძველზე, კონსესუსის მიუღწევლობის შემთხვევაში იმართება კენჭისყრა, რომლის დროსაც გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში თავმჯდომარის ხმას ენიჭება გადამწყვეტი მნიშვნელობა.
7. საბჭოს გადაწყვეტილება ფორმდება ოქმის სახით, რომელსაც ხელს აწერს თავმჯდომარე და წევრები.
8. „ სამტრესტს” ერთპიროვნულად ხელმძღვანელობს გენერალური დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი.
9. გენერალური დირექტორი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს სათანადო უმაღლესი განათლება და დარგში მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი.
10. გენერალურ დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს გენერალური დირექტორი.
11. გენერალური დირექტორი:
ა) დამოუკიდებლად ახორციელებს „ სამტრესტის” საერთო ხელმძღვანელობას და პერსონალურად აგებს პასუხს წინამდებარე დებულებით განსაზღვრული „ სამტრესტის” ფუნქციების შესრულებასა და მის საქმიანობის სწორად წარმართვაზე;
ბ) მოქმედებს „ სამტრესტის” სახელით, მინდობილობის გარეშე წარმოადგენს „ სამტრესტს” სახელმწიფო ორგანოებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს „ სამტრესტის” უფლებამოსილების, საქმიანობისა და ფუნქციების განსახორციელებლად. გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს, მის კომპეტენციის ფარგლებში ითანხმებს ახალი პროდუქციის წარმოების ტექნოლოგიურ ინსტრუქციებს;
დ) სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვრავს „ სამტრესტის” საშტატო განრიგსა და ხელფასის ფონდს. სესხის აღებისა და თავდებობის საკითებს, აგრეთვე „ სამტრესტის” ქონებასთან დაკავშირებულ სხვა გადაწყვეტილებებს, რომლებიც სცილდებიან ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. სესხის აღებასა და თავდებობასთან დაკავშირებით საკითხებს აგრეთვე უთანხმებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს;
ე) დამოუკიდებლად დებს კონტრაქტებს, რომელთა საერთო ღირებულება არ აღემატება წლიური ბიუჯეტის 10 პროცენტს. წლიური ბიუჯეტის 10 პროცენტზე მეტი ღირებულების კონტრაქტების დადებისათვის საჭიროა სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობა;
ვ) თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს „ სამტრესტის” მუშაკებს, განსაზღვრავს მათ ფუნქციებსა და პასუხისმგებლობას;
ზ) საჭიროების შემთხვევაში სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით ქმნის სპეციალისტთა კომისიებს.
თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
12. „ სამტრესტის” გენერალური დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მოადგილე, რომელსაც ნიშნავს გენერალური დირექტორი.
13. „ სამტრესტის ” სამეთავლყურეო საბჭოს წევრებთან, გენერალურ დირექტორთან და სხვა მოსამსახურეებთან ფორმდება შრომითი ხელშეკრულება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003 წლის 28 მაისის ბრძანება №2-150-სსმIII, №54, 09.06.2003წ.;მუხ.466
მუხლი 5. „სამტრესტის” სტრუქტურა🔗
1. „ სამტრესტის” სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) მევენახეობის რეგულირების სამმართველო;
ბ) მეღვინეობის რეგულირებისა და ლიცენზირების სამმართვეელო;
გ) სერტიფიცირების სამმართველო;
დ) მარკეტინგის, საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა და ინფორმატიკის სამმართველო;
ე) საფინანსო-ეკონომიკური, იურიდიული და საორგანიზაციო უზრუნველყოფის სამმართველო;
ვ) „ სამტრესტის” ლაბორატორია.
მუხლი 6. საკონსულტაციო საბჭო🔗
1. „ სამტრესტთან” საზოგადოებრივ საწყისებზე იქმნება მუდმივმოქმედი საკონსულტაციო საბჭო 11 წევრის შემადგენლობით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი;
1. „სამტრესტთან” საზოგადოებრივ საწყისებზე იქმნება მუდმივმოქმედი საკონსულტაციო საბჭო 16 წევრის შემადგენლობით. საბჭოს შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი.
2. საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობაში შედიან დარგობრივ მეცნიერთა, მეწარმეთა და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები.
3. საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე აირჩევა საბჭოს წევრებიდან 3 წლის ვადით.
4. საკონსულტაციო საბჭო იკრიბება საჭიროებისამებრ, მაგრამ, არანაკლებ წელიწადში ოთხჯერ.
5. საკონსულტაციო საბჭო:
ა) განიხილავს დარგში არსებულ მდგომარეობას, შეიმუშავებს რეკომენდაციებსა და წინადადებებს პრობლემების გადაწყვეტის, დარგის შემდგომი განვითარების მთავარი მიმართულებებისა და პროიორიტეტების განსახორციელებელი მიზნობრივი პროგრამების შესახებ;
ბ) შეიმუშავებს რეკომენდაციებს „ სამტრესტის” საქმიანობასთან დაკავშირებით წარმოქმნილი პრობლემების გადაწყვეტის მიზნით;
გ) შეიმუშავებს წინადადებებს დარგის საკანონმდებლო ნორმატიული აქტების სრულყოფისა და შემდგომი განვითარების მიზნით;
დ) შეიმუშავებს რეკომენდაციებს დარგში ფალსიფიკაციის საწინააღმდეგო ღონისძიებების შესახებ.
6. საკონსულტაციო საბჭოზე გადაწყვეტილება მიიღება, თუ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003 წლის 9 დეკემბრის ბრძანება №2-298-სსმIII, №143, 11.12.2003წ.;მუხ.1160
მუხლი 7. სახელმწიფო კონტროლი🔗
„ სამტრესტის” საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო.
მუხლი 8. „სამტრესტის” ქონება და დაფინანსების წყაროები🔗
1. „ სამტრესტის” ქონებას შეადგენს ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, არამატერიალური აქტივები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობა და ფინანსური რესურსები.
2. „ სამტრესტის” დაფინანსების წყაროებია:
ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) ხელშეკრულებების საფუძველზე შესრულებული სამუშაოებიდან მიღებული შემოსავალი;
გ) სახელმწიფოს შეკვეთების შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;
დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადარ თული სხვა შემოსავლები.
3. კანონმდებლობის დადგენილი წესით „ სამტრესტი” აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანსს და დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს.
4. „ სამტრესტის” ქონება და შემოსავლები, კანონის შესაბამისად, ხმარდება ”სამტრესტის” მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას, მუშაკთა მატერიალურ სტიმულირებასა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებას.
მუხლი 9. საქმიანობის შეწყვეტა, ლიკვიდაცია🔗
1. „ სამტრესტის” საქმიანობის შეწყვეტა, ლიკვიდაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. „ სამტრესტის” ლიკვიდაციას ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის მიერ დანიშნული ლიკვიდატორი.
3. „ სამტრესტის” ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.
მუხლი 10. გარდამავალი დებულებანი🔗
დებულებაში ცვლილებების და/ან დამატებების შეტანა ხდება საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 11. დასკვნითი დებულებები🔗
ამ დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ ზ” ქვეპუნქტი ამოქმედდეს „ სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“, №2-30, 11.02.2003, სარეგისტრაციო კოდი 340.170.000.11.113.005.678 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.05.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55096-1/