მუხლი 26. სიმაღლის აღების და დაშვების პროცედურები და ვერტიკალური სიჩქარეები
თავი II — ფრენების შესრულება
სიმაღლის აღებისას ან დაშვებისას დანიშნულ აბსოლუტურ სიმაღლემდე ან ეშელონამდე, მომიჯნავე აბსოლუტურ სიმაღლეებზე ან ეშელონებზე, ან მათ სიახლოვეს, იმისათვის რომ გამოირიცხოს ACAS II-ის მიერ შეჯახების თავიდან აცილების არასაჭირო რეკომენდაციების გაცემა, ბოლო 300 მ-ის (1000ფტ) მონაკვეთზე პილოტმა უნდა შეასრულოს 8მ/წმ-ზე (1500ფტ/წთ) დაბალი ვერტიკალური სიჩქარით სიმაღლის აღება ან დაშვება, იმ შემთხვევაში, თუ პილოტს აქვს ინფორმაცია სხვა სხ-ზე, რომელიც იმყოფება ან უახლოვდება მომიჯნავე აბსოლუტურ სიმაღლეს ან ეშელონს.
შენიშვნა: სახელმძღვანელო მასალა მოცემულია PANS–OPS (იკაოს DOC 8168) I ტომის მე-3 ნაწილის, მე-3 განყოფილების მე-3 თავშ
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „დიდი გაბარიტების და ტურბორეაქტიული ძრავების მქონე, საერთო დანიშნულების ავიაციის თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 26, №152, 07.07.2022, სარეგისტრაციო კოდი 310150000.54.066.016262 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5517564/muxli-26/