1. სხ-ის მეთაური ვალდებულია უზრუნველყოს ამ წესის მე-10 მუხლით გათვალისწინებული შემოწმების კითხვარების დეტალურად შესრულება.
2. სხ-ის მეთაური პასუხისმგებელია იმაზე, რომ კავშირის ყველაზე სწრაფი ხელმისაწვდომი საშუალებით შეატყობინოს უახლოეს უფლებამოსილ ორგანოს სხ-ზე მომხდარი ნებისმიერი საავიაციო მოვლენის შესახებ, რამაც გამოიწვია ნებისმიერი პირის სხეულის სერიოზული დაზიანება ან სიკვდილი ან სხ-ის ან ქონების მნიშვნელოვანი ზიანი. თუ ხომალდიდან შეუძლებელია შეტყობინების გაგზავნა, ეს პროცედურა უნდა შეასრულოს სხ-ის ექსპლუატანტმა.
შენიშვნა: ტერმინი „სერიოზული დაზიანება“ განმარტებულია ჩიკაგოს კონვენციის მე–13 დანართში.
3. სხ-ის მეთაური პასუხისმგებელია ფრენის დამთავრების შემდეგ შეატყობინოს ექსპლუატანტს სხ-ზე გამოვლენილი ან სავარაუდო გაუმართაობის შესახებ.
4. სხ-ის მეთაური პასუხისმგებელია საბორტო ჟურნალის წარმოებაზე და გენერალური დეკლარაციის შევსებაზ
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „დიდი გაბარიტების და ტურბორეაქტიული ძრავების მქონე, საერთო დანიშნულების ავიაციის თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 28, №152, 07.07.2022, სარეგისტრაციო კოდი 310150000.54.066.016262 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5517564/muxli-28/