1. ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლების წყალმომარაგების ( ტექნიკური წყლით მომარაგების) მიწოდება/ მოხმარების რეგულირების წესის (შემდგომში-წესი) მიღების არსია, დაარეგულიროს ტექნიკური წყლის მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობები, შეიქმნას საბაზისო საფუძვლები წყალმომარაგების სისტემის მართვის გამართული ფუნქციონირებისათვის უზრუნველსაყოფად, დარეგულირდეს და დადგინდეს წყლის მიწოდების და მიწოდების საფასურის ანაზღაურების პროცედურები და მექნიზმები.
2. ამ წესით დადგენილი პირობები შესასრულებლად სავალდებულოა წყლის მიმწოდებლისა და მომსახურეობის მიმღები ყველა მომხმარებლებისათვის.
3. მიმწოდებელი პასუხისმგებელია წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით მომხმარებელთა სათანადოდ მომსახურებასა და წყალმომარაგებაზე.
4. ამ წესით დადგენილი შემთხვევების გარდა, იკრძალება მომხმარებელთა წყლით მომარაგების შეწყვეტა.
5. ნებისმიერ პირს (მომხმარებელს), თუ კი ირღვევა მისი უფლებები, უფლება აქვს პრეტენზიით მიმართოს მომსახურეობის მიმწოდდებელს ან დარღვეული უფლებების აღსადგენათ მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მიმწოდებლის ბრალეულობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, ამ წესით დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტექნიკური წყლის მიწოდების საფასურის (ტარიფის) დადგენის, საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის წყალმომარაგების (ტექნიკური წყლით მომარაგების) რეგულირების წესის, ტექნიკური წყალის მომარაგების ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის, მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასურის, აღრიცხვის კვანძის დალუქვისა და მოხსნის აქტი, სულადობრივი აღრიცხვისა და წყალმომარაგების შეწყვეტა/აღმდგენი აქტის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 1, №6, 15.07.2022, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.129.016393 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.07.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5524740/muxli-1-2/