მუხლი 5. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს და გაუწიოს ეტაპობრივად შესაბამისი ფინანსური დახმარება ტექნიკური წყლის მიმწოდებელს და შპს „ჭიათურის წყალს“ იმ მიზნით, რომ შეიძინოს და დანერგოს სააღრიცხვო ელე
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს და გაუწიოს ეტაპობრივად შესაბამისი ფინანსური დახმარება ტექნიკური წყლის მიმწოდებელს და შპს „ჭიათურის წყალს“ იმ მიზნით, რომ შეიძინოს და დანერგოს სააღრიცხვო ელექტრონული სისტემები (ბილინგის სისტემა), სადაც შესაძლებელი იქნება მომხმარებელთა ელექტრონული ბაზის შექმნა, პროგრამულად გახარჯული ტექნიკური წყლის რაოდენობის და მოცულობის აღრიცხვა, მრიცხველის ჩვენებების და წარმოქმნილი დავალიანების ავტომატური გაანგარიშება, აბონენტთა დაყოფა კატეგორიებად და სხვა შესაძლებლობები, რაც უზრუნველყოფს მომხმარებელთა ეფექტურ მომსახურეობას
მუხლი 4. 1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ნებართვის გაცემა ნებართვის მაძიებლებზე უზრუნველყოს 2018 წლის პირველი აგვისტოდან— საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის, სანებართვო მოწმობის ფორმის, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში „A” კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის – ტაქსის (M1 კატეგორია) მოძრაობის ან/და მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომის მიზნით გაჩერების ადგილების და პირობების, მომხმარებლის პირადი სივრცის უზრუნველყოფის, ნებართვის მქონე პირების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლების და დამუშავების წესის განსაზღვრის შესახებ
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტექნიკური წყლის მიწოდების საფასურის (ტარიფის) დადგენის, საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის წყალმომარაგების (ტექნიკური წყლით მომარაგების) რეგულირების წესის, ტექნიკური წყალის მომარაგების ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის, მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასურის, აღრიცხვის კვანძის დალუქვისა და მოხსნის აქტი, სულადობრივი აღრიცხვისა და წყალმომარაგების შეწყვეტა/აღმდგენი აქტის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 5, №6, 15.07.2022, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.129.016393 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.07.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5524740/muxli-5/