“პიროვნების დაბადების თაობაზე გასაცემი – დაბადების სამედიცინო ცნობის, გარდაცვალების თაობაზე – სიკვდილის შესახებ სამედიცინო მოწმობის ფორმების, მათი შევსებისა და გაცემის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ”

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
10.03.2003 ძალადაკარგული 14.01.2011
ნომერი
№54/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470.230.000.11.119.005.726
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 22, 21/03/2003
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

წინა ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.005.726

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

მინისტრის ბრძანება №54/ნ

2003 წლის 10 მარტი

ქ. თბილისი

„პიროვნების დაბადების თაობაზე გასაცემი – დაბადების სამედიცინო ცნობის, გარდაცვალების თაობაზე – სიკვდილის შესახებ სამედიცინო მოწმობის ფორმების, მათი შევსებისა და გაცემის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ

„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის 35-ე მუხლის „ა.გ“ ქვეპუნქტისა და 881 მუხლის პირველი პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 28 იანვრის ბრძანება №16/ნ-სსმIII, №10, 28.01.2010წ.;მუხ.114

1. დამტკიცდეს:

ა) დაბადების სამედიცინო ცნობა, ფორმა №103/ს-84 (სააღრიცხვო), დანართი №1);

ბ) სიკვდილის შესახებ სამედიცინო მოწმობა, ფორმა №106/ს-4 (სააღრიცხვო, დანართი №2);

გ) დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის შევსებისა და გაცემის – ინსტრუქცია (დანართი №3);

დ) სიკვდილის შესახებ სამედიცინო მოწმობის შევსებისა და გაცემის – ინსტრუქცია (დანართი №4).

2. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის პირველ მოადგილეს მ. ღუდუშაურს.

3. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. გამყრელიძე

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 28 თებერვლის ბრძანება №66/ნ-სსმIII, №31, 07.03.2007წ.;მუხ.321

2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 15 მაისის ბრძანება №118/ნ-სსმIII, №73, 16.05.2008წ.;მუხ.796

3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 28 იანვრის ბრძანება №16/ნ-სსმIII, №10, 28.01.2010წ.;მუხ.114

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 28 თებერვლის ბრძანება №66/ნ-სსმIII, №31, 07.03.2007წ.;მუხ.375

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 28 თებერვლის ბრძანება №66/ნ-სსმIII, №31, 07.03.2007წ.;მუხ.375

 

დანართი №3

დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის შევსებისა და გაცემის ინსტრუქცია

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობა (ფორმა №103/ს-84, სააღრიცხვო) (ტექსტში “ცნობა”) სამედიცინო დოკუმენტია, რომელიც ადასტურებს დაბადების ფაქტს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოებში რეგისტრაციისათვის.

2. დაბადების რეგისტრაცია წარმოებს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოების მიერ სამედიცინო დაწესებულების დასკვნის (დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობა) საფუძველზე დაბადებულის ან მშობლების საცხოვრებელი ან დაბადების ადგილის მიხედვით.

3. ცნობის გაცემა შეუძლია ყველა სამეანო-გინეკოლოგიურ დაწესებულებას, რომელსაც მინიჭებული აქვს ლიცენზია (ტექსტში – ჯანდაცვის დაწესებულება), მიუხედავად ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა და უწყებრივი დაქვემდებარებისა.

4. ცნობის შევსების უფლება აქვს მკურნალ ექიმს, ბებიაქალს და ექთანს.

5. ცნობის გაცემის უფლება აქვს მხოლოდ სამეანო-გინეკოლოგიური დაწესებულების (სამშობიარო სახლი, სამეანო განყოფილება) მკურნალ ექიმს, დაწესებულების ხელმძღვანელის ხელმოწერით და ბეჭდით დადასტურებით. ცნობა შეიძლება გასცეს ჯანდაცვის დაწესებულების ხელმძღვანელმა (დირექტორმა, მთავარმა ექიმმა) ან მოადგილემ სამკურნალო დარგში.

    მუხლი 2. ცნობის გაცემის წესი

1. ცნობა გაიცემა დაბადებულის კანონიერ წარმომადგენელზე, მის მიერ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენისა და ცნობის ყდაზე ხელის მოწერის შემდეგ.

2. ცნობის ყდა ინახება სამეანო-გინეკოლოგიურ დაწესებულებაში ერთი კალენდარული წლის განმავლობაში.

3. ახალშობილის გაწერა სამეანო-გინეკოლოგიური დაწესებულებიდან ცნობის გარეშე აკრძალულია.

4. ცნობის დაკარგვის შემთხვევაში პირმა, რომელმაც მიიღო ცნობა, უნდა დაწეროს განცხადება, რის საფუძველზეც გაიცემა ახალი ცნობა წარწერით “დუბლიკატი”.

5. აკრძალულია ცნობის გაცემა მედპერსონალის (ექიმი, ბებიაქალი, ექთანი) დაუსწრებლად, ექიმის მიერ დაბადების ფაქტის პირადად დადგენის გარეშე.

6. თუ გაცემულ და სარ-ის ორგანოებში წარდგენილ ცნობაში შემდგომში აღმოჩნდა შეცდომა, სამეანო-გინეკოლოგიური დაწესებულების მიერ უნდა შეივსოს ახალი ცნობა წარწერით “დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის № ------------ მაგიერ” და გაიგზავნოს ყველა იმ ორგანოში, სადაც ინახება შესაცვლელი, შეცდომით შევსებული დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობა (ქალაქის, რაიონის).

7. წიგნაკის სახით აკინძული გაცემული ცნობების ყუები ინახება სამეანო-გინეკოლოგიური დაწესებულების ხელმძღვანელთან (დირექტორი, მთავარი ექიმი) ან მის მოადგილესთან სამკურნალო დარგში.

8. ჩანაწერები ცნობის ყდაზე სრულად უნდა თანხვდებოდეს ჩანაწერებს, რომლებიც გაკეთებულია ცნობის შესაბამის პუნქტებში.

9. არასწორად შევსებული ცნობების ეგზემპლარები და შესაბამისი ყდები უნდა გადაიხაზოს, გაუკეთდეს წარწერა “გაუქმებულია” და დატოვებულ იქნეს შესანახ ყდებთან ერთად წიგნაკში.

10. სამეანო-გინეკოლოგიური დაწესებულების ხელმძღვანელი (დირექტორი, მთავარი ექიმი) ვალდებულია უზრუნველყოს ცნობის შევსების სიზუსტის კონტროლი.

    მუხლი 3. ცნობის შევსების წესი

1. ცნობა ივსება კალმით, გარკვეული ხელწერით.

2. ცნობის შევსება ხდება აუცილებელი მონაცემების ჩაწერით შესაბამის პუნქტებში.

3. შევსებას ექვემდებარება ცნობის ყველა პუნქტი. ამა თუ იმ მონაცემის არარსებობისას შესაბამის პუნქტში უნდა ჩაიწეროს “უცნობია”. ცნობის ყველა პუნქტის შევსების სისწორე და სისრულე უზრუნველყოფს სრულფასოვან სტატისტიკურ დამუშავებას.

4. ცნობისა და ყუის იმ პუნქტების შევსებისას, რომელსაც თანდართული აქვთ კვადრატული გრაფები, კვადრატებში იწერება შესაბამისი ციფრი (რიცხვი).

 

დანართი №4

სიკვდილის შესახებ სამედიცინო მოწმობის შევსებისა და გაცემის ინსტრუქცია

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. სიკვდილის შესახებ სამედიცინო მოწმობა (ფორმა №106 ს-4) (ტექსტში – “მოწმობა”) სამედიცინო დოკუმენტია, რომელიც ადასტურებს სიკვდილის ფაქტს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოებში რეგისტრაციისათვის. ამასთან ერთად, მოწმობა მნიშვნელოვანი სტატისტიკური დოკუმენტიცაა, რომელიც წარმოადგენს სიკვდილის მიზეზების სახელმწიფო სტატისტიკის საფუძველს. მოწმობის შევსების სისწორეზე დამოკიდებულია სიკვდილის მიზეზების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის სიზუსტე.

2. სიკვდილის რეგისტრაცია წარმოებს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოების მიერ სამედიცინო დაწესებულების დასკვნის (სიკვდილის შესახებ სამედიცინო მოწმობა) საფუძველზე გარდაცვლილის უკანასკნელი საცხოვრებელი მიხედვით, აგრეთვე სიკვდილის დადგომის ან გარდაცვალების რეგისტრაციის საბუთის გამცემი დაწესებულების ადგილმდებარეობის მიხედვით.

3. მოწმობის გაცემა შეუძლია პირველადი ჯანმრთელობის დაწესებულებას, მათ შორის, პირველადი სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ დამოუკიდებელ სამედიცინო საქმიანობის უფლების მქონე მეწარმე ფიზიკურ პირს, გადაუდებელი (სასწრაფო) სამედიცინო დახმარების დაწესებულებას, საავადმყოფოს, დისპანსერს, ამბულატორიულ-პოლიკლინიკურ დაწესებულებას, კლინიკას, სამშობიარო სახლს, სანატორიუმს, პათოლოგანატომიურ (კლინიკური პათოლოგიის) და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დაწესებულებას (შემდგომში – ჯანდაცვის დაწესებულება), მიუხედავად ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა და უწყებრივი დაქვემდებარებისა.

4. მოწმობის გაცემის უფლება აქვს მხოლოდ მკურნალ ექიმს, პათოლოგანატომს (კლინიკურ პათო-ლოგს), სასამართლო-სამედიცინო ექსპერტს, ექიმ-ექსპერტს. აუცილებლობის შემთხვევაში მოწმობა შეიძლება გასცეს ჯანდაცვის დაწესებულების ხელმძღვანელმა ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილმა პირმა.

5. სიკვდილის შესახებ სამედიცინო მოწმობების დაბეჭდვას უზრუნველყოფს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 15 მაისის ბრძანება №118/ნ-სსმIII, №73, 16.05.2008წ.;მუხ.796

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 28 იანვრის ბრძანება №16/ნ-სსმIII, №10, 28.01.2010წ.;მუხ.114

    მუხლი 2. მოწმობის გაცემის წესი

1. მოწმობა გაიცემა უფასოდ გარდაცვლილის კანონიერ წარმომადგენელზე, მის მიერ წარმომადგენ-ლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენისა და მოწმობის ყდაზე ხელის მოწერის შემდეგ.

2. მოწმობის ყდა ინახება ჯანდაცვის დაწესებულებაში ერთი კალენდარული წლის განმავლობაში.

3. გვამის გაცემა მოწმობის გარეშე აკრძალულია.

4. იმ შემთხვევაში, როდესაც გარდაცვლილის დამარხვა ხდება ჯანდაცვის დაწესებულების მიერ, ეს უკანასკნელი აუცილებლად ავსებს მოწმობას და წარუდგენს მას სარ-ის ორგანოებს რეგისტრაციისათვის.

5. მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში პირმა, რომელმაც მიიღო მოწმობა, უნდა დაწეროს განცხადება, რის საფუძველზეც გაიცემა ახალი მოწმობა წარწერით “დუბლიკატი”.

6. აკრძალულია მოწმობის გაცემა დაუსწრებლად, ექიმის მიერ სიკვდილის ფაქტის პირადად დადგენის გარეშე. განსაკუთრებულ შემთხვევებში მოწმობის გაცემა შესაძლებელია გვამის გარეგანი დათვალიერების საფუძველზე, რის შესახებაც აუცილებელია სასამართლოს ან პროკურატურის შესაბამისი დადგენილება.

7. თუ გაცემულ და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოებში წარდგენილ მოწმობაში შემ-დგომში აღმოჩნდა შეცდომა ან დამატებითი გამოკვლევების საფუძველზე შეიცვალა დიაგნოზი, ჯანდაცვის დაწესებულების მიერ უნდა შეივსოს ახალი მოწმობა წარწერით ,,სიკვდილის შესახებ სამედიცინო მოწმობის —————— მაგიერ“ და გაიგზავნოს ყველა იმ ორგანოში, სადაც ინახება შესაცვლელად, შეცდომით შევსებული სიკვდილის შესახებ სამედიცინო მოწმობა (ქალაქის, რაიონის).

8. წიგნაკის სახით აკინძული გასაცემი მოწმობების ბლანკები და გაცემული მოწმობების ყდები ინახება ჯანდაცვის დაწესებულების ხელმძღვანელ ან მის მიერ უფლებამოსილ პირთან.

 9. ჩანაწერები მოწმობის ყდაზე სრულად უნდა თანხვდებოდეს ჩანაწერებს, რომლებიც გაკეთებულია მოწმობის შესაბამის პუნქტებში.

10. არასწორად შევსებული მოწმობების ეგზემპლარები და შესაბამისი ყდები უნდა გადაიხაზოს, გაუკეთდეს წარწერა “გაუქმებულია” და დატოვებულ იქნეს ბლანკების წიგნაკში.

11. ჯანდაცვის დაწესებულების ხელმძღვანელი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი ვალდებულია უზრუნველყოს მოწმობის შევსების სიზუსტის კონტროლი.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 15 მაისის ბრძანება №118/ნ-სსმIII, №73, 16.05.2008წ.;მუხ.796

    მუხლი 3. მოწმობის შევსების წესი

1. მოწმობა ივსება კალმით, გარკვეული ხელწერით.

2. მოწმობის შევსება ხდება აუცილებელი მონაცემების ჩაწერით შესაბამის პუნქტებში.

3. შევსებას ექვემდებარება მოწმობის ყველა პუნქტი. ამა თუ იმ მონაცემის არარსებობისას შესაბამის პუნქტში უნდა ჩაიწეროს “უცნობია”. მოწმობის ყველა პუნქტის შევსების სისწორე და სისრულე უზრუნველყოფს სრულფასოვან სტატისტიკურ დამუშავებას.

4. მოწმობის მე-17 და მე-18 პუნქტები ივსება მხოლოდ ნაძალადევი სიკვდილის შემთხვევაში.

5. მოწმობის მე-20, 21-ე, 22-ე და 23-ე პუნქტები ივსება მხოლოდ ორსული, მშობიარე და მელოგინე ქალის სიკვდილის შემთხვევაში.

6. მოწმობის 24-ე, 25-ე, 26-ე, 27-ე, 28-ე, 29-ე და 30-ე პუნქტები ივსება მხოლოდ 5 წლამდე ასაკის ბავშვის სიკვდილისა და მკვდრადშობადობის შემთხვევაში.

7. მოწმობისა და ყდის იმ პუნქტების შევსებისას, რომელსაც თანდართული აქვთ კვადრატული გრაფები, კვადრატებში იწერება შესაბამისი ციფრი (რიცხვი).

8. სიკვდილის მიზეზის ჩაწერა (ყდის მე-9 და მოწმობის მე-14 პუნქტები) ხდება შემდეგნაირად:

ა) “ა” ქვეპუნქტში იწერება სიკვდილის უშუალო მიზეზი (ძირითადი ავადმყოფობა ან მისი გართულება, პათოლოგიური პროცესი). თუ აღნიშნულ ქვეპუნქტში ჩაიწერება ძირითადი ავადმყოფობა, მაშინ შემდეგი ქვეპუნქტები აღარ ივსება. იმ შემთხვევაში, თუ “ა” ქვეპუნქტში სიკვდილის უშუალო მიზეზად ჩაიწერება ძირითადი ავადმყოფობის გართულება მეორე ავადმყოფობის სახით ან პათოლოგიური პროცესი, ივსება “ბ” ქვეპუნქტიც, რომელშიც იწერება ძირითადი ავადმყოფობა, რომელმაც განაპირობა სიკვდილის უშუალო მიზეზი. თუ “ა” ქვეპუნქტში ჩაიწერება პათოლოგიური პროცესი, ხოლო “ბ” ქვეპუნქტში ძირითადი ავადმყოფობის გართულება, მაშინ ძირითადი ავადმყოფობა იწერება “გ” ქვეპუნქტში, ხოლო “დ” ქვეპუნქტი აღარ შეივსება და ა.შ. “ა”, “ბ”, “გ” და “დ” ქვეპუნქტებში ჩაწერილი ავადმყოფობა, მისი გართულებები და პათოლოგიური პროცესები ერთმანეთთან დაკავშირებული უნდა იყოს ეტიოლოგიურად და პათოგენეზურად;

ბ) თითოეული შევსებული ქვეპუნქტის გასწვრივ უნდა ჩაიწეროს ავადმყოფობის ან პათოლოგიური პროცესის მიმდინარეობის ხანგრძლივობა;

გ) დიაგნოზის ჩაწერისას არ უნდა იქნას დაშვებული გაურკვევლობა, ზოგადი მინიშნებებითა და სიმპტომების აღნიშვნით შემოფარგვლა. საჭიროა მითითებულ იქნეს ავადმყოფობის ფორმა და სტადია;

დ) თითოეულ სტრიქონში უნდა ჩაიწეროს მხოლოდ ერთი ავადმყოფობა, გართულება და პათოლოგიური პროცესი;

ე) მარჯვენა სვეტში იწერება სხვა მნიშვნელოვანი ავადმყოფობები ან პათოლოგიური პროცესები, რომლებიც ავადმყოფს ჰქონდა სიკვდილის მომენტში, მაგრამ ეტიოპათოგენეზურად არ იყო დაკავშირებული ძირითად ავადმყოფობასთან ან სიკვდილის უშუალო მიზეზთან. აღნიშნულ სვეტში შესაძლოა ჩაიწეროს ერთზე მეტი ავადმყოფობა.

9. მოწმობის გამცემი პირი ვალდებულია დაამოწმოს ის თავისი ხელმოწერით და შესაბამისი ბეჭდით, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 28 იანვრის ბრძანება №16/ნ-სსმIII, №10, 28.01.2010წ.;მუხ.114

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება “პიროვნების დაბადების თაობაზე გასაცემი – დაბადების სამედიცინო ცნობის, გარდაცვალების თაობაზე – სიკვდილის შესახებ სამედიცინო მოწმობის ფორმების, მათი შევსებისა და გაცემის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ”, №54/ნ, 10.03.2003, სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.005.726 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.01.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55288-3/